ჯო ბაიდენი: ქაბულის აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია

აშშ -ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, სამხედრო მეთაურებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ მოსალოდნელია ქაბულის აეროპორტზე კიდევ ერთი თავდასხმა.

„ადგილზე ვითარება კვლავ უკიდურესად საშიშია და აეროპორტზე ტერორისტული თავდასხმების საფრთხე კვლავ მაღალია. ჩვენმა მეთაურებმა შემატყობინეს, რომ თავდასხმის განხორციელება უახლოეს 24-36 საათშია მოსალოდნელი. მე მათ მივმართე, რომ მიიღონ ყველა შესაძლო ზომა ჩვენი ქალებისა და მამაკაცების ადგილზე დაცვის მიზნით. მათ დამარწმუნეს, რომ ისინი შეძლებენ ამ ზომების განხორციელებას და ჩვენი პერსონალის უსაფრთხოდ გაყვანას“, - განახადა ბაიდენმა.

ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა.

ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ამავე თემაზე:

აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

თეთრი სახლი: ავღანეთიდან 105 000-მდე ადამიანია ევაკუირებული

ამერიკელი სამხედროები ქაბულის აეროპორტს ტოვებენ

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

როგორ უპასუხებს აშშ ქაბულის აეროპორტთან თავდასხმის ორგანიზატორებს - ჯო ბაიდენის განცხადება

Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს