საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, უკრაინაში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, განცხადებას ავრცელებს.
„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ადგილზე რჩებიან. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში, მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ“, - აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს გამოაცხადებს
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრები უცვლელი დარჩება. არ გვეშინია
აშშ-მ რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული რეგიონების აღიარების გამო სანქციები დააწესა
აშშ რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებას აანონსებს
ენტონი ბლინკენ: რუსეთის გადაწყვეტილება სწრაფ და მტკიცე რეაგირებას მოითხოვს
ევროკავშირის პასუხი პუტინს: ამ უკანონო ქმედებაში მონაწილე პირების წინააღმდეგ სანქციები დაწესდება
ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობა“ აღიარა