უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, € 2,5 მილიარდის რუსული აქტივები გაყინა.
ამის შესახებ ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრმა Twitter-ზე დაწერა.
ლუქსემბურგის ფინანსთა მინისტრმა იურიკო ბაკესმა რუსული აქტივების გაყინვის პროცესის შესახებ ინფორმაცია პარლამენტს მიაწოდა. „დღეის მდგომარეობით, სულ გაყინულია € 2,5 მილიარდის რუსული აქტივი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.
ასევე წაიკითხეთ
ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა
აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება
Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის