მედია: რუსეთი ფრანგული შამპანურის გარეშე დარჩა

რუსეთში ფრანგული შამპანურის შეტანა უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეჩერდა. ამის შესახებ რუსული მედია „ფრანგული შამპანურის სახლის“ გენერალურ დირექტორზე დავიდ შატიონზე დაყრდნობით წერს. 

„უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საფრანგეთმა რუსეთში შამპანურის მოწოდება შეაჩერა. სამომავლოდ ამ პროდუქტის მოწოდების პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ეს მჭიდროდაა კავსირში გეოპოლიტიკურ ვითარებასთან“, - განაცხადა შატინიონმა. 

მანამდე ღვინის სადისტრიბუციო კომპანია Fort-ის ხელმძღვანელმა დარია სოლოგუბმა მედიასთან განაცახდა რომ ევროპული ღვინობი მოწოდების შეჩერების შემთხვევაში სსომხეთიდან, საბერძნეტიდან, ჩილედან, არგენტინიდან, თურქეთიდან და სერბიიდან ექსპორტით ჩანაცვლდება. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა 

აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი  

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა 

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე