Wizz Air-ი რუსეთში ფრენებს აჩერებს

 უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი რუსეთის ფედერაციაში ფრენებს 30 ოქტომბრამდე აჩერებს. 

ამის შესახებ კომპანიამ განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. მომხმარებელი ავაიაბილეთების დაჯავშნას ვეღარ შეძლებს. დამატებითი ცვლილებების შესახებ კომპანია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. 

Wizz Air-ი 2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია „Indigo Partners“-ია, რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება.

Wizz Air-მა პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა.

2015 წლის 25 თებერვალს Wizz Air-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. 

ასევე წაიკითხეთ

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა 

აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს

ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი  

ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა

საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა 

აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება

Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს 

Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის  

ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე