ჩინეთის სახელმწიფოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები რუსეთთან ნავთობის არსებულ კონტრაქტებს იცავენ, თუმცა, მიუხედავად დიდი ფასდაკლებებისა, ერიდებიან ახალ შესყიდვებს. ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, აზიის უმსხვილესი გადამამუშავებელი კომპანია Sinopec-ი, ასევე CNOOC-ი, PetroChina და Sinochem -ი კვლავ ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან.
ჩინურ სახელმწიფო ფირმებს ნავთობის დამატებითი მოცულობის შეძენით არ სურთ ღიად დაუჭირონ მხარი მოსკოვს მას შემდეგ, რაც გასულ თვეში ვაშინგტონმა ქვეყანაში რუსეთიდან ნავთობის იმპორტი აკრძალა, ხოლო ევროკავშირმა რუს წერსულ ექსპორტიორებს, „როსნეფტსა“ და „გაზპრომნეფტს“ სანქციები დაუწესა.
„SOE-ის წარმომადგენლები ფრთხილად არიან, რადგან სანქციების ფონზე, მათ არ სურთ რუსული ნავთობის იპორტიორებად გამოჩნდნენ", - ამბობს ერთ-ერთი ანონიმური პირი Reuters-თან ინტერვიუში.
ჩინეთი, რომელიც მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია, რუსეთიდან დღეში 1,6 მილიონ ბარელს ყიდულობს. წყაროებზე დაყრდნობით, ჩინეთის სახელმწიფო ფირმები მიყვებიან რუსეთთან არსებულ გრძელვადიან კონტრაქტებს, თუმცა მათი გახანგრძლივებისგან ან ახალი შეთანხმებებისგან თავს იკავებენ.
ჩინეთის წამყვანი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტიორები ცდილობენ ფრთხილად შეიძინონ რუსული გაზი, რომელსაც დანარჩენი მსოფლიო თავს არიდებს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.
ამასთან ცნობილია, რომ ჩინეთს ბუნებრივი აირის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, რადგან უფრო თბილმა ამინდმა და Covid19-ის ლოკდაუნის შიშებმა ადგილზე მოთხოვნა შეზღუდა. მიუხედავად ამისა, რუსული გაზის დიდი ფასდაკლებით შეძენა შეიძლება დაეხმაროს საცავის შევსებას, ვიდრე ამ ზაფხულს ფასები კვლავ გაიზრდება.
ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა.
რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.
31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.
ასევე წაიკითხეთ
Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან
რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება