ესტონეთი 2022 წლის ბოლომდე რუსული გაზზე უარს იტყვის

ესტონეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ  2022 წლის ბოლომდე რუსული გაზის იმპორტზე უარს იტყვის. ამის შესახებ უკრაინული მედია ERR-ზე დაყრდნობით წერს. 

„რაც შეიძლება მალე უნდა შევწყვიტოთ გაზის ყიდვა პუტინის რეჟიმისგან, რადგან შემოსავალს რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომის დასაფინანსებლად. ჩვენ გადავწყვიტეთ გავზარდოთ მიწოდება და შევქმნათ ტერმინალი პალდისკში თხევადი ბუნებრივი აირის შესანახად.  ეს არის შესაძლებლობა, არა მხოლოდ ესტონეთისთვის, არამედ მთელი ჩვენი რეგიონისთვის, შევიდეთ მომდევნო ზამთრის სეზონში რუსულ გაზზე ყოველგვარი დამოკიდებულების გარეშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა.

მან დასძინა, რომ ქვეყნის პრინციპული პოზიციაა, რომ გემები, რომლებიც გაზს LNG ტერმინალში მიაწვდიან, არ უნდა შეიცავდეს რუსულ გაზს.

ამასთან ესტონეთი და ფინეთი შეთანხმდნენ ერთობლივად იჯარით აიღონ მცურავი LNG ტერმინალი, რომელსაც შეუძლია ორივე ქვეყანაში ჩასვლა, რათა შემცირდეს დამოკიდებულება რუსულ გაზზე. 

1-ელი აპრილიდან ლიეტუვა პირველია ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რომელმაც შეწყვიტა რუსული გაზის იმპორტი.

რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა. 

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  

ასევე წაიკითხეთ

Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან

რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს