იაპონიის მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი Eneos Holdings-ი რუსულ ნავთობზე უარს ამბობს და მომწოდებლის ჩანაცვლებას გეგმავს. ამის შესახებ Reuters კომპანიის ხელმძღვანელ ცუტომუ სუგიმორიზე დაყრდნობით წერს.
„ჩვენ მივიღებთ რუსული ნავთობის ალტერნატივას სავაჭრო პარტნიორებისგან, მათ შორის საუდის არაბეთისგან, აბუ-დაბისგან, ქუვეიტისგან. ჩვენ ვცდილობთ მოწოდების წყაროების დივერსიფიცირებას, რათა ნაკლებად ვიყოთ მომავალში ახლო აღმოსავლეთზე დამოკიდებული“, - აცხადებს სუგიმორი.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ მსხვილმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა იაპონიაში Eneos-მა და Idemitsu-მ რუსული ნავთობის შესყიდვაზე მიმდინარე კონტრაქტების დასრულების შემდეგ უარი თქვეს.
8 აპრილს ცნობილი გახდა, რომ იაპონია აშშ-ს და ევროკავშირის კვალდაკვალ რუსული ქვანახშირის იმპორტს კრძალავს და 8 რუს დიპლომატს აძევებს.
21 მარტს რუსეთმა იაპონიასთან სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები შეწყვიტა.
25 მარტს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, იაპონიამ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა.
ასევე წაიკითხეთ