რომის პაპი: უნგრეთის პრეზიდენტმა მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა

"ორბანმა, როცა მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა. ამგვარად ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების სისწრაფის ზრდა", - ამის შესახებ რომის პაპმა, ფრანცისკემ განაცხადა, რითაც უნგრეთის პრეზიდენტთან, ვიქტორ ორბანთან შეხვედრას გამოეხმაურა.

„ორბანმა, როცა მე მას შევხვდი, მითხრა, რომ რუსებს აქვთ ომის 9 მაისს დასრულების გეგმა. ამგვარად ჩვენ უნდა გვესმოდეს ბოლო დღეების განმავლობაში დაპირისპირების სისწრაფის ზრდა, რადგან ეს არ არის მხოლოდ დონბასი. ეს უკვე არის ყირიმი, ოდესა, ისინი ცდილობენ შავი ზღვის პორტის უკრაინისგან მოწყვეტას“, – განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, რომ რომის პაპმა დღეს ისევ განაცხადა, მზადაა ჩავიდეს მოსკოვში.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


ასევე წაიკითხეთ: