მოლდოვის პარლამენტის სპიკერი იგორ გროსუ უკრაინაში ვიზიტისას ბუჩას ეწვია.უკრაინული მედიის ცნობით, მან ომის შეწყვეტის, ომის დანაშაულების გამოძიება და ამ დანაშაულზე პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა.
- მაია სანდუს თქმით, „პესიმისტურ სცენარებთან“ დაკავშირებით, მოლდოვას აქვს გეგმები, თუმცა ახლა გარდაუვალ რისკებს ვერ ხედავს
- შარლ მიშელმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი მოლდოვისთვის სამხედრო დახმარებას გაზრდის
„ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში ერთ-ერთი დასახლებული პუნქტის მონახულებით დაიწყო, რომელიც რუსული არმიის წარმოუდგენელი სისასტიკის მომსწრე გახდა. ეს ომი უნდა შეწყდეს და ომის დანაშაულები გამოიძიონ და დამნაშავეები დაისაჯონ", - ამბობს იგორ გროსუ.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.