მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მორიგი ეტაპი დაიწყო

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და წითელი ჯვარი მარიუპოლიდან მოქალაქეების ევაკუაციის მესამე ოპერაციას იწყებენ, განაცხადა გენერალურმა მდივანმა ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

გუტერეშმა განაცხადა, რომ ეს მესამე ასეთი ოპერაციაა.

„ჯერჯერობით, საერთო ჯამში, თითქმის 500 მშვიდობიანმა მოქალაქემ იგრძნო ნანატრი შვება მას შემდეგ, რაც დაუნდობელი დაბომბვის ქვეშ, წყლის, საკვებისა და სანიტარული საშუალებების მწირი ხელმისაწვდომობის პირობებში ცხოვრობდა,” - განაცხადა გუტერეშმა გაეროს უშიშროების საბჭოზე.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.