ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში ჩავიდნენ

„რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისიდანვე, ბალტიისპირეთის ქვეყნები მხარს უჭერდნენ უკრაინას როგორც იარაღით, ასევე დიპლომატიური ძალისხმევით“, - ამის შესახებ, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესტონეთის, ლატვიის, და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, იუწყება Ukrinform სახელმწიფო მეთაურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„თქვენ ჩვენი უახლოესი და სანდო მეგობრები ხართ, რადგან თქვენ იყავით პირველები, ვინც მხარი დაუჭირეთ უკრაინას რუსეთის ფართომასშტაბიან შემოჭრის შემდეგ. თქვენმა ხალხმა, მოსახლეობამ მხარი დაგვიჭირა ყველა ასპექტში და ყველა მიმართულებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. რუსეთმა თავისი საომარი მოქმედებების ძირითადი აქცენტი აღმოსავლეთ უკრაინაში გადაიტანა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.