ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა

რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა. რუსეთს უბრალოდ არ აქვს გამბედაობა, რომ ეს აღიაროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

,,რუსეთის სტრატეგიული მარცხი უკვე მსოფლიოში ყველასთვის აშკარაა და მათთვისაც, ვინც კვლავ აგრძელებს მათთან ურთიერთობას. რუსეთს უბრალოდ არ აქვს გამბედაობა, რომ ეს აღიაროს, ისინი მშიშრები არიან და ისინი ცდილობენ დამალონ სიმართლე სარაკეტო, საჰაერო და საარტილერო დარტყმების მიღმა, ამიტომ ჩვენი ამოცანაა ვიბრძოლოთ მანამ, სანამ ამ ომში ჩვენს მიზანს არ მივაღწევთ", - განაცხადა ზელენსკიმ.


ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.


 ასევე წაიკითხეთ: