რობერტ ჰაბეკი: რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს

ბერლინში, გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა განაცხადა, რომ რუსეთი ენერგომატარებლებს იარაღად იყენებს. 

„ვითარება იმდენად გართულდა, რომ ენერგორესურსები, როგორც იარაღი, ბევრ სფეროში გამოიყენება“, - განაცხადა ჰაბეკმა. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია ორიენტირებულია ზამთრისთვის გაზსაცავების ნედლეულით შევსებაზე. მისი თქმით, გაზსაცავები ამ დროისთვის 40%-ითაა შევსებული. 

ჰაბეკის თმით, გერმანია შეეცდება და გააკეთეს ყველაფერს, რომ გაზის ბაზარზე სტაბილურობა შეინარჩუნოს. „გერმანულ ენერგეტიკულ კომპანიებს ფინანსური გარანტიები მიეცემათ, რადგან მათ ახალი კონტრაქტების გაფორმება უფრო მაღალ ფასებში მოუწევთ“, - განაცხადა მინისტრმა. 


უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გერმანია ცდილობს, რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულება შეამციროს. 1-ელ მაისს გერმანიამ რუსული წიაღისეულის იმპორტის მკვეთრი შემცირების შესახებ გამოაცხადა.  მანამდე კი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, თქვა, რომ გერმანია რუსულ ნავთობზე წლის ბოლოდან იტყვის უარს.

ასევე წაიკითხეთ