გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს

გერმანია რუსული „გაზპრომის“ შვილობილი Gazprom Germania-ს დროებით ნაციონალიზაციას მოახდენს. 30 სექტემბრამდე „გაზპრომის“ შვილობილი გერმანიის ფედერალური ქსელების სააგენტოს მფლობელობაში გადავა. ამის შესახებ Bloomberg გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ რობერტ ჰაბეკზე დაყრდნობით წერს.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა ამ ნაბიჯის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ  Gazprom Germania ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვან გაზის ინფრასტრუქტურას მართავს. გარდა ამისა, მისი თქმით, 31 მარტს „გაზპრომმა“ შეწყვიტა მონაწილეობა Gazprom Germania-ში და მის აქტივებში ქვეყნის მთავრობის თანხმობის გარეშე და ამით დაარღვია ადგილობრივი კანონები.

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt -მა 31 მარტს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა. 

30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი.

31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული.

23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.

28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.

31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა. 

ასევე წაიკითხეთ

Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან

რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე

მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს