ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი პირველად შედგა. .

პენტაგონი იტყობინება, რომ „ოსტინმა მოუწოდა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და აღნიშნა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობა“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იუწყება, რომ საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ვითარებას უკრაინაში.


ცნობისთვის,  2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.