უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მტკიცებით, რუსეთი, ვორონეჟის, ბელგოროდსკის და როსტოვის მხარეებში, უკრაინაში გასაგზავნად 2 500-მდე რეზერვისტს ამზადებს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, ცდილობს ჯარში არსებული დანაკარგები რეზერვისტებით შეავსოს“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის ნოემბერში, როდესაც დასავლეთის ქვეყნები აქტიურად განიხილავდნენ რუსეთის პოტენციურ ომს უკრაინის წინააღმდეგ, Bloomberg-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოიძახა „ათობით ათასი რეზერვისტი, რამაც პოსტსაბჭოთა დროში უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია. 2022 წლის მაისში, საგამოძიებო ჯგუფის, კონფლიქტის დაზვერვის ჯგუფის დამფუძნებელმა, რუსლან ლევიევმა, აღიარა, რომ რეზერვისტების ჯარში გაწვევა შესაძლებელი იყო, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში.
ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში
დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად
აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში
დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს,
ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ
დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.