უკრაინამ პარტნიორებთან ერთად შეიმუშავა ორი ალტერნატიული სახმელეთო მარშრუტი საკვების ექსპორტის განსახორციელებლად. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.
- უკრაინის გენერალური პროკურატურა: რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიედან 61 ტონა ხორბალი მოიპარეს
- გაერო: უკრაინის პორტებში 4,5 მილიონი ტონა ხორბალია დაბლოკილი
მისი თქმით, საექსპორტო დერეფნის გარდა, ეს მარშრუტები აფრიკისა და სხვა რეგიონების შიმშილისგან გადარჩენას შეუწყობს ხელს.
- გუტერეში: რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიო მასობრივი შიმშილისა და საკვები პროდუქციის კრიზისის საფრთხის წინაშეა
- WSJ: უკრაინის მარცვლეულის განბლოკვის ნაცვლად, გაერო რუსეთს სანქციების შემსუბუქებას სთავაზობს
11 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის პორტების ბლოკადამ შეიძლება გამოიწვიოს მსოფლიოში შიმშილით მასობრივი სიკვდილი.
უკრაინა მსოფლიოში მეოთხე უდიდესი მარცვლეულის მწარმოებელია. ომის დაწყების შემდეგ ქვეყანას სურსათის მარაგის გაგზავნა არ შეუძლია, რადგან რუსეთი ბლოკავს პორტებს შავ ზღვაში. აშშ-ის მონაცემებით, უკრაინის ელევატორებში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია.