უკრაინის საზღვაო ძალებმა, კიდევ ერთი რუსული გემი ჩაძირეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალები რუსული საბუქსირე გემის „ვასილი ბეხის ჩაძირვის შესახებ იუწყება. კერძოდ, უკრაინის საზღვაო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ გემზე საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტორ“-ით დარტყმა მაშინ განხორციელდა, როდესაც კუნძულ ზმეინისკენ საბრძოლო მასალა, იარაღი და პერსონალი გადაჰქონდა.

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ მარჩენკომ რუსულ გემზე წარმატებული სარაკეტო თავდასხმის შესახებ ცნობები დაადასტურა.

„მიულოცეთ კრეისერ „მოსკვას“ ეკიპაჟს“, - დაწერა მარჩენკომ ტელეგრამის არხზე.

საბუქსირე გემი „ვასილი ბეხი“ ასტრახანის გემთმშენებლებმა ააგეს. მისი სიმძლავრე 1605 ტონაა. ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში 2017 წელს შევიდა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში უკრაინელმა სამხედროებმა რუსული ფლოტის ფლაგმანი კრეისერო „მოსკვა“ რაკეტა „ნეპტუნის“ დაარტმის შედეგად ჩაძირეს.



ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.