29 ივნისს, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა. „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ, დასავლეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ უფრო გაამკაცრა.
- სანქციები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაძლიერდება და რუსეთს იზოლაციაში მოაქცევს - ჯო ბაიდენი
- რუსულ ოქროზე დასავლეთის ემბარგო კრემლს ყოველწლიურად, $19 მილიარდი დაუჯდება - ბლინკენი
„სანქცირებულთა შორის არის ვლადიმერ პოტანინი - რუსეთის მეორე უმდიდრესი ადამიანი და მსხვილი კონგლომერატის, Interros-ის მფლობელი. პოტანინი აგრძელებს სიმდიდრის დაგროვებას, რადგან ის მხარს უჭერს პუტინის რეჟიმს და ყიდულობს Rosbank-ს, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ პერიოდში“, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში.
- აშშ და G7 რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაამკაცრებენ - თეთრი სახლი
- Bloomberg: G7-ის ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე შეთანხმდნენ
სანქცირებულია ანა ცივილევა, პუტინის ბიძაშვილი და ცნობილი რუსული ქვანახშირის მომპოვებელი კომპანიის, სს Kolmar Group-ის პრეზიდენტი.
- იაპონიის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შესახებ გამოაცხადა
- კანადა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ ამკაცრებს სანქციებს
- „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა პირობა დადეს, რომ უკრაინას მხარს იმდენ ხანს დაუჭერენ, სანამ ეს საჭირო იქნება