ვიქტორ დოლიძე: ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება საქართველოსთვის კარგი მაგალითია

ფინეთისა და შვედეთის NATO-ში მიღება კარგი მაგალითია, კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის, – ამის შესახებ NATO-ში საქართველოს ელჩმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

„ალიანსმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, მაგრამ ამავე დროს არის გადასარევი პრეცედენტი, რომ ასეთ სწრაფ დროში თურმე, თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ქვეყანამ უკვე გადადგას უსწრაფესი ნაბიჯები მომავალი გაწევრიანების თვალსაზრისით. ამიტომ, ჩემი აზრით, ეს კარგი მაგალითია და კარგი საფუძველი მომავლისთვის, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.


თურქეთი ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. შესაბამისი მემორანდუმი მადრიდში, NATO-ს სამიტის პირველ დღეს გაფორმდა. Europetime-მა მემორანდუმის სრული ტექსტი მოიპოვა და მის ქართულ თარგმანს გთავაზობთ.

28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.


ამავე თემაზე