თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი კვლავ გამოდის გაფრთხილებით, რომ თურქეთს შეუძლია, დაბლოკოს ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება. თურქეთის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ანკარის მოთხოვნა ტერორიზმში ეჭვმიტანილების ექსტრადაციის შესახებ.
ერდოღანმა დაამატა, რომ შვედეთი დაჰპირდა თურქეთს 73 „ტერორისტის“ ექსტრადირებას და ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) დაფინანსების ჩახშობას.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. გაფორმდა სამმხრივი მემორანდუმი. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი.
- სტოლტენბერგი: მოხარული ვარ განვაცხადო, რომ მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც ფინეთსა და შვედეთს NATO-ში გაწევრიანებისკენ უხსნის გზას
- თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს