თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ორშაბათს განაცხადა, რომ შვედეთმა და ფინეთმა უნდა შეასრულონ თურქეთთან ხელმოწერილი მემორანდუმის პირობები, რათა NATO-ს ნაწილნი გახდნენ.
„თუ ისინი არ შეასრულებენ ხსენებულ პირობებს, ჩვენ მათ NATO-ში არ მივიღებთ“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში.
მადრიდის სამიტის ფარგლებში, სამმხრივი შეთანხმების შემდეგ, NATO-მ შვედეთი და ფინეთი გასაწევრიანებლად ოფიციალურად 29 ივნისს მიიწვია.
28 ივნისს ცნობილი გახდა, რომ თურქეთი თანახმაა, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი 18 მაისს შეიტანეს.
შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ პროტოკოლს 5 ივლისს მოეწერება ხელი.