დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტი, დატყვევებული რუსული ტექნიკისგან შედგება

24 თებერვლიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ მცირე 440 რუსული მთავარი საბრძოლო ტანკი და 650 სხვა ჯავშანტექნიკა დააკავეს.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ეს ტექნიკა უკრაინის სატანკო ფლოტის ნახევარზე მეტს წარმოადგენს.

ცნობისთვის, ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (WSJ) გათვლებით, ომის დროს რუსულმა არმიამ ბრძოლის ველზე 460 ტანკი, 92 თვითმავალი, 448 ქვეითი საბრძოლო მანქანა, 195 ჯავშანტრანსპორტიორი და 44 MLRS დატოვა. ამ იარაღს უკრაინის არმია აკონტროლებს. 

რუსეთის მიერ უკრაინული მხარისთვის ეს „მიწოდებები“, როგორც ჟურნალისტებმა გამოთვალეს, იმავე პერიოდში დასავლეთის ქვეყნების მიერ, კიევისთვის გადაცემული იარაღის მოცულობას აღემატებოდა. 

„რუსული ჯარები აღჭურვილია ტანკებით და სხვა სამხედრო მანქანებით, რომლებიც უკრაინელებისთვის კარგად ნაცნობია. შესაძლებელია სათადარიგო ნაწილების პოვნა და არიან ტექნიკოსები, რომლებსაც შეუძლიათ მათი მომსახურება.

რუსული ტექნიკა ძირითადად, საწვავის ნაკლებობის ან ძრავის ჩაქრობის გამო, ეკიპაჟებმა მიატოვეს. მაგრამ ასევე ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ უკრაინელების მიერ თავდასხმის დროს „დატყვევებული“ ტექნიკის დიდი ნაწილი გაუმართავი ან დაზიანებულია. ძნელია იმის დადგენა, თუ 460 ტანკიდან რამდენის გამოყენებაა შესაძლებელი. 

უკრაინაში ფუნქციონირებს ტანკების სარემონტო ქარხნები, სადაც აღჭურვილობის რეაქტივაცია და შეკეთება ომამდეც ხდებოდა“, - ნათქვამია WSJ-ს ანგარიშში. 


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.

14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.