ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა საპროტესტო აქცია გამართეს

"ირანის სამხედრო დახმარება რუსეთის მიმართ ხელს უწყობს, უდანაშაულო ადამიანების კვლას", - ბათუმში, ირანის საკონსულოსთან, უკრაინიდან დევნილმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. 

აქციის მონაწილეების აღნიშნავენ, ირანის მიერ მიწოდებული დრონებით უკრაინელი ბავშვები დაიღუპნენ. 

“ირანის სამხედრო დახმარება რუსეთის მიმართ ხელს უწყობს უდანაშაულო ადამიანების კვლას. ხელს უწყობს რუსეთს, რომ უკრაინაში ომი გაახანგრძლივოს. ტერორისტულ სახელმწიფოს არავინ არ უნდა ეხმარებოდეს. ირანი ტერორიზმის სპონსორია”, - აცხადებენ აქციის მონაწილეები ჟურნალისტებთან.


უკრაინის პრეზიდენტმა 20 ოქტომბერს განაცხადა, რომ უკრაინამ ერთი თვის განმავლობაში 233 ირანული დრონი ჩამოაგდო.

ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი.ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მა გაავრცელა. 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს.

20 ოქტომბერს, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა, რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.