დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა და ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ჩავიდა. მან ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა.

„სიტყვები არ არის საკმარისი. სიტყვები ვერ შეინარჩუნებს სინათლეს ამ ზამთარში უკრაინაში. სიტყვები ვერ დაიცავს რუსული რაკეტებისგან. დიდი ბრიტანეთი უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება. ჩვენ კონკრეტულ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინის თავდაცვას. გმადლობთ დიმიტრო კულება, რომ მიმასპინძლეთ კიევში“, - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.

დიდი ბრიტანეთის ახალი დახმარება მოიცავს 3 მილიონი ფუნტის დაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, როგორიცაა სკოლები და თავშესაფრები, რომლებიც განადგურდა ომის დაწყების შემდეგ. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სექსუალური ძალადობის შედეგად გადარჩენილების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით 11 სასწრაფო დახმარების მანქანას, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანას, გაგზავნის.

British Foreign Secretary meets with Zelensky in Kyiv

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

„პრეზიდენტო ზელენსკი, დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ მოქმედებით - არმხოლოდ სიტყვებით. გაერთიანებული სამეფო აპირებს ამ მხარდაჭერის შენარჩუნებას“, - დაწერა ბრიტანელმა დიპლომატმა Twitter-ზე.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის ვიზიტის შემდეგ ჩავიდა.

11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა.


ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 

რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშშიორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.

ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, კრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა.


14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა.

უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა.
  • 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა.
  • 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 

დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.