დიდ ბრიტანეთს და გერმანიას არ შეუძლიათ უკრაინაში F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნა, რადგან ასეთი თვითმფრინავების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, აშშ-ზეა დამოკიდებული. ამის შესახებ გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრებმა ბორის პისტორიუსმა და ბენ უოლესმა ბერლინში, მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ორივე მხარემ აღნიშნა, რომ გამანადგურებლების სამართავად წვრთნების ჩატარებაში წვლილის შესატანად მზად არიან.
მისი თქმით, ამჟამად საუბარია არა თვითმფრინავების მიწოდებაზე, არამედ, „პლატფორმის შექმნაზე“.
„გერმანია... არ თამაშობს აქტიურ როლს ასეთ ალიანსში, ასეთ კოალიციაში, რადგან ჩვენ არ გვაქვს არც სასწავლო შესაძლებლობები, არც თვითმფრინავები... ეს არ არის ის საკითხი, რომელიც ბერლინში გადაწყდება, თეთრ სახლში წყდება“.
გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ.
დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა.
ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.