„პუტინთან ბაიდენის საუბრის გათვალისწინებით, აშშ რუსეთთან მიმართებით უფრო შეუპოვარი იქნება“, - განაცხადა საგარეო პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის ანალიტიკოსმა ლუის ნავარო Europetime-თან საუბრისას. ლუის ნავარო მიიჩნევს, რომ აშშ-ის მხრიდან მეტი მხარდაჭერა ექნება საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს.
„ბაიდენის პუტინთან საუბრის გათვალისწინებით, ვფიქრობ აშშ აფრთხილებს რუსეთს, რომ ის უფრო შეუპოვარი იქნება და უფრო მეტად დაიცავს საქართველოს დასავლურ მისწრაფებებს. თუმცა ამასთან, ადმინისტრაცია დიდი ალბათობით უფრო ფხიზლად დააკვირდება ქართული დემოკრატიის უკუსვლას“, - აღნიშნავს ლუის ნავარო.
პოლ გობლი: ბაიდენის ადმინისტრაცია მის წინამორბედთან შედარებით, აშშ-სა და საქართველოსთვის დიდ წინსვლას ნიშნავს.
ჯო ბაიდენი: დასრულდა დღეები, როცა აშშ რუსეთის აგრესიულ ქედებებზე თვალს ხუჭავდა.