ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის საკითხი პუნქტებიდან ამოღებული იყოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის მიღების დეკემბრამდე გადადების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენ მომავალ კვირაში გვქონდა ამ კანონპროექტის [დეოლიგარქიზაციის შესახებ] მესამე მოსმენით მიღება დაგეგმილი, თუმცა პრემიერს ჰქონდა შეხვედრა როგორც შარლ მიშელთან, ასევე ევროკომისარ ვარ ჰეისთან. იქ გაჟღერდა თხოვნა არმიღებაზე. შესაბამისად, მომავალ კვირას მესამე მოსმენით აღარ მივიღებთ ამ კანონს, ვითვალისწინებთ ჩვენი მეგობრების თხოვნას. დაველოდებით დეკემბერში ევროპული საბჭოს საბოლოო პოზიციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი პუნქტებიდან ამოღებულ იქნას. თუ ამოიღებენ, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
- „ქართულმა ოცნებამ" დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება გადადო
- დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ კრიტიკული დასკვნა გამოაქვეყნა
შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი.