უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერა, შავი ზღვის უსაფრთხოება - ბლინკენი რუმინელ კოლეგას ესაუბრა

რუმინეთის მახლობლად რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლუმინიტა ოდობესკუმ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობისა და უკრაინისა და მოლდოვის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლუმინიტა ოდობსკუს ესაუბრა. მდივანმა ბლინკენმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ოდობესკუმ განიხილეს აშშ-რუმინეთის ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა და ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების შესაძლებლობები, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოება და უკრაინისა და მოლდოვის ურყევი მხარდაჭერა, გლობალური სასურსათო უსაფრთხოება და თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში,“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

საუბარი იყო მდინარე დუნაიზე არსებულ უკრაინულ პორტზე, რომელიც რუმინეთთან ახლოს მდებარეობს.


ოდესასა და მის შემოგარენზე თავდასხმები 17 ივლისის შემდეგ გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ დაანონსებული შესაძლო „შეთანხმების“ მიუხედავად, კრემლმა 17 ივლისს გამოაცხადა, რომ „მარცვლეულის გარიგება“ შეჩერებულია.

რუსეთის ძალები უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესას ზედიზედ რამდენიმე დღეა, ბომბავენ და ტონობით მარცვლეულს ანადგურებენ. მანამდე, რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გავიდა.


იმ ფონზე, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, „20 ივლისიდან შავ ზღვაში „უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება „იარაღის პოტენციურ მატარებლად,“ პარალელურად კი, უკრაინის ხელისუფლება მარცვლეულის გადატანას ბულგარეთისა და რუმინეთის ტერიტორიული წყლების გავლითაც განიხილავს, ვაშინგტონი აცხადებს, რომ „შტატები უკრაინის ძალისხმევის მხარდაჭერას განაგრძობს.“
 
შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შეჩერდა. უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის უსაფრთხო მიწოდების შესახებ ხელშეკრულება სტამბოლში, გასული წლის 22 ივლისს გაფორმდა.

ასევე წაიკითხეთ: