ზელენსკი ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„სასწრაფო სატელეფონო საუბარი მქონდა ბენიამინ ნეთანიაჰუსთან. პრემიერ-მინისტრმა ისრაელში არსებულ ვითარებასა და თავდასხმების მოსაგერიებლად შეიარაღებული ძალებისა და ძალოვანი სტრუქტურების ქმედებებზე ისაუბრა.


ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელს, რომელიც მასშტაბურ, თავხედურ თავდასხმას განიცდის და თანავუგრძნობთ მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო. ისრაელში მყოფი უკრაინის მოქალაქეების უსაფრთხოებისა და დაცვისთვის მნიშვნელოვანია ისრაელის პოლიციასა და უკრაინელ დიპლომატებს შორის არსებული თანამშრომლობა.

ჩვენ განვიხილეთ ისრაელზე თავდასხმის გავლენა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, უსაფრთხოების ვითარებაზე,“ - დაწერა ზელენსკიმ Facebook-ზე.


შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.