თამარ გაბუნია: უახლოეს მომავალში დავასახელებთ თარიღს, როდის ჩამოვა Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა

„პირველი ეტაპი Pfizer-თან მოლაპარაკებების დასრულებულია, ვმუშაობთ მეორე ეტაპზე და მალე გვექნება შესაძლებლობა, საზოგადოებას კონკრეტული დეტალები გავაცნოთ. დავასახელებთ იმ თარიღს, როდის ჩამოვა Pfizer-ის მილიონზე მეტი დოზა“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ასევე მიდის მუშაობა Sinopharm-თან, Sinovac-თან დამატებითი დოზების მობილიზაციაზე და კოვაქსის პლატფორმიდან Johnson&Johnson-სა და novax-ზე.

,,novax-ის შემოსვლის პერიოდს სექტემბრიდან ასახელებს კოვაქსის პლატფორმა. ეს არის საკმაოდ დიდი რაოდენობა ვაქცინების, ამისი ადმინისტრირებისთვის განიხილება დამატებითი სამედიცინო დაწესებულებების მობილიზების და პროგრამაში ჩართვის საკითხი. ის დაწესებულებები, რომლებიც ჩართულია ვაქცინაციის პროგრამაში, განსაკუთრებით თბილისში, არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მოთხოვნა სრულად. დღეს Sinovac-ის დოზებიც არის თბილისში საკმარისი, თუმცა რიგ შემთხვევაში ვერ ხერხდება დარეგისტრირება, რიგის დაჯავშნა, რადგანაც არ არის შესაბამისი ადგილები, შესაბამისად, ეს დაწესებულებები ეტაპობრივად დაემატება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველო Pfizer-ისგან 1 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

როდის შემოვა Pfizer-ის მილიონი დოზა ვაქცინა

ეკატერინე ტიკარაძე: Pfizer-ის ახალი დოზები ზაფხულში შემოვა

ეკატერინე ტიკარაძე: მილიონი დოზა Pfizer-ი აღარ არის სიზმარი, თარიღები ზუსტდება

ამირან გამყრელიძე: ივნისში საქართველოში Pfizer-ის ლიმიტირებული დოზები შემოვა

როდის მიიღებს საქართველო Sinopharm-ის, Novavax-ის, Pfizer-ისა და Jhonson & Jhonson-ის ვაქცინებს