დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ვაქცინების 12 წლის ზემოთ გამოყენებაზე დასტურს გასცემს, შესაძლოა, ასაკობრივი ზღვარი საქართველოშიც დაწიოს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
ამირან გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმისა რომ ბავშვებში ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს, ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან.
"ჯერჯერობით ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ Pfizer-ის გამოყენება დაშვებულია 12 წელს გადაცილებულ ბავშვებში. დაიწყო შტატებმა, კანადამ, სამი დღის წინ ჩაერთო იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა. ამ საკითხზე მიმდინარეობს მსჯელობა.
როდესაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მისცემს დასტურს, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩვენც შესაძლოა, ვაქცინის გამოყენება 12 წლის ასაკის ზემოთ დავუშვათ. ასევე რა ინფორმაციაც მაქვს, ვაქცინის 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში გამოყენების მიზნით კვლევები მიმდინარეობს ჩინურ ვაქცინებზე, აგრეთვე Astrazeneca-სა და Moderna-ზე მარეგულირებლები დასტურს თუ მისცემენ, საქართველოც შესაბამისად გადავა, რადგან მოგეხსენებათ, ბავშვებში ინფექცია შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ისინი აქტიური გამავრცელებლები არიან", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დიდმა ბრიტანეთმა Pfizer-ის ვაქცინის 12-დან 15 წლამდე მოზარდებში გამოყენების ნებართვა გასცა
იტალიაში 12 წელს გადაცილებულთა ვაქცინაცია დაიწყო
ევროკომისიამ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენების გადაწყვეტილება დაამტკიცა
28 მაისს, ევროპის წამლის სააგენტომ 12-15 წლის ბაშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.
აშშ-მა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა
კანადამ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენება დაუშვა