ძებნის რეზულტატი:

მდინარაძის თქმით, „ხალხის ძალის“ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილება

„ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილი კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე 9 მარტს განიხილება. „ხვალ იქნება პოლიტიკური განცხადებები, შემდეგ იქნება სამხედრო-სავალდებულო გაწვევის შესახებ კანონის განხილვა, რომელიც ასევე ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. აგენტების შესახებ კანონებს რაც შეეხება, ამისთვის მთელი დღე დაგვჭირდება, თუ გვეყო ისიც. ხუთშაბათი დღე გავითვალისწინეთ ამისთვის. ხუთშაბათს იქნება განხილვები ამასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მდინარაძემ. ბიუროს სხდომა ხვალ, 10:00 საათზე გაიმართება. 09:00 საათზე დაგეგმილი კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქცია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.

ირაკლი ღარიბაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში

„მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მობრძანდება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ქართველებს მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს. „ქალბატონებო და ბატონებო, მოწვეულო სტუმრებო, მსურს ჩვენი ქვეყნის სახელით მადლობა გადაგიხადოთ მობრძანებისთვის და გითხრათ: ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახის წევრობისკენ სწრაფვისას ჩვენ მდიდარი და უნიკალური ისტორია და კულტურა გვიმაგრებს ზურგს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და დგას უამრავი გამოწვევის წინაშე, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ვიზიტორისთვის, რომელიც მობრძანდება ჩვენს ქვეყანაში. და დღეს საქართველოს ეკონომიკა მსოფლიოში ერთ ერთი ყველაზე სწრაფად მზარდია, ყველა იმ გამოწვევის- უკრაინაში მიმდინარე დამანგრეველი, რუსეთის მხრიდან გაუმართლებელი ომის მიუხედავად “, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღარიბაშვილი: თითოეული ქართველის ძალისხმევაა, მალე საქართველომ ევროპის რუკაზე ადგილი საბოლოოდ დაიმკვიდროს

„თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს. „დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი მიზნის მისაღწევად. დღეს, როდესაც ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ ისე ახლოს ვართ ჩვენს ცივილიზაციურ არჩევანთან, როგორც არასდროს; ახლა თითოეული ქართველის ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ მალე დადგეს დღე, როდესაც ევროპის რუკაზე საქართველო საბოლოოდ დაიმკვიდრებს ადგილს, რომელსაც ჩვენი ისტორიითა და კულტურით, ჩვენი წარსულითა და თანამედროვეობით ვიმსახურებთ; დღე, როდესაც თქვენთან ერთად ამაყად ვიტყვით - ევროპაში ჩვენ მასპინძლები ვართ. კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, ვიცე კანცლერს, ქალაქის მერს, ორგანიზატორებს ჩვენი აქ მოწვევისათვის, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო რომ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უპრეცედენტო დინამიკა აქვს, რისი ნათელი დადასტურებაცაა დღეს ჩვენი მასპინძლობა ამ ღონისძიებაზე“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. „ქართველები არამხოლოდ ნაწილი, არამედ - თანაშემოქმედნი ვიყავით თანამედროვე ევროპული ცივილიზაციისა, ევროპის ერთიანობის იდეის ერთ-ერთი ავტორი, ევროკავშირისა და მისი კონსტიტუციის თანაშემოქმედი ჩვენი თანამემამულე - მიშელ მუსხელიშვილი იყო“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.  

მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი - საფეხბურთო კლუბი „გაგრა“

„მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ“, - ამ შინაარსის განცხადებას საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ ავრცელებს. „შეუძლებელია, გაგრას ევროპული არჩევანი არ გააჩნდეს. რადგან მხოლოდ ევროპულ ოჯახშია შესაძლებელი, მოგვშორდეს დევნილობის მძიმე ტვირთი. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა ჩვენი მიწიდან ოკუპანტის განდევნის. რადგან მხოლოდ ევროპაა გზა - ერთ მშვენიერ დღეს, დავბრუნდეთ ჩვენს სახლში, გაგრაში და მეტოქეებს საკუთარ არენაზე ვუმასპინძლოთ. რადგან თავად საქართველოა ევროპა“, - ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დინამო თბილისი: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ გზას და საფრთხედ მივიჩნევთ ნებისმიერს ინიციატივას, რომელიც ამ გზას საფრთხეს შეუქმნის  

პოლიციამ თბილისში მომხდარ დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

შსს თბილისში მომხდარ დაჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1976 წელს დაბადებული გ.ბ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. საბურთალოზე კაცი დაჭრეს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 6 მარტს, 1973 წელს დაბადებულ ა.გ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.ბ., მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს“, - წერია ინფორმაციაში. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რობერტ ჰაბეკი: ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ , - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ვიცე-კანცლერმა, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ტურისტული გამოფენის - ITB Berlin 2023-ის საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. რობერტ ჰაბეკის თქმით, საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა. „ჩემი ოჯახი, როდესაც იმყოფებოდა საქართველოში, Google Translate-ს ვიყენებდით თარგმანისთვის და ბარიერი არ გვქონია ურთიერთობაში. ნამდვილად შეიძლება კომუნიკაცია ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებითაც. მახსოვს, მზის ჩასვლის მომენტი თბილისის თავზე, მთაზე. ვიყავი ძალიან ძველ მუზეუმში. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, საქართველო იყო ის ქვეყანა, რომელმაც დემოკრატიას ჩაუყარა საფუძველი და გერმანელი დემოკრატები საქართველოში ჩავიდნენ, იმისათვის, რომ ესწავლათ საქართველოსგან, რა უნდა გაეკეთებინათ და მას შემდეგ, მალევე მოხდა საქართველოს ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ, 1918-21 წლებზე მაქვს საუბარი. მე თბილისში ვარ ნამყოფი, ვიცი, რომ საქართველოს უნდა ევროპისკენ სვლა და საქართველოს ელის ევროპა",- აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.  

კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი

კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა. აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს „ახლახან გაჩნდა კიდევ ერთი გამოწვევა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების როლს ეხება და რომელიც მისი ჭეშმარიტად ტრანსფორმაციული ფუნქციის თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმთავრესია, რათა ქალთა ხმა უკეთესად იყოს გაგონილი. ამ მხრივ, ჩემს ქვეყანაში ზოგიერთი ჯგუფის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, და რომელშიც, უნდა ითქვას, რომ უმეტესი წილი ქალ აქტივისტებს უჭირავთ, უკიდურესად საზიანო იქნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაციის, გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და რეალურად, ჩვენი ევროინტეგრაციის გზისათვის. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის მიმართ მე ჩემი მკვეთრი წინააღმდეგობა უკვე გამოვხატე და ვიყენებ ამ შემთხვევას, რომ ჩემი პოზიცია აქაც დავაფიქსირო,” - განაცხადა პრეზიდენტმა. ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

პარლამენტთან ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია ისევ გრძელდება

საქართველოს პარლამენტთან, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა ადგილზე მესამე სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებიან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები საერთაშორისო ტურნირიდან 23 მედლით დაბრუნდნენ

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა აშშ-ში გამართულ „საჰაერო ძალების თამაშებში“ წარმატებით იასპარეზეს. ინფორმაციას საქართველოს თავდავის სამინისტრო ავრცელებს. თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის სხვადასხვა სახეობაში 23 მედალი მოიპოვა, მათ შორის თერთმეტი ოქრო, რვა ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო. დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური დახვდნენ და წარმატებული ასპარეზობა მიულოცეს. ტურნირისთვის დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებით დაკომპლექტებულმა 13-კაციანმა ნაკრებმა ინტენსიური მომზადება გაიარა. საერთაშორისო ტურნირი აშშ-ში, ლას-ვეგასში მდებარე საჰაერო ბაზაზე ჩატარდა და თავდაცვის სამინისტროს გუნდმა სპორტის ექვს სახეობაში – პარაკალათბურთში, მჯდომარე ფრენბურთში, სროლაში, სირბილში, ნიჩბოსნობასა და მშვილდოსნობაში მიიღო მონაწილეობა. აშშ-ში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილი-დაშავებული მოსამსახურეების კიდევ ერთი გუნდი იმყოფება, რომელიც სან-დიეგოში, საზღვაო ქვეითთა თამაშებში მიიღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიზანი დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა.  

როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა - პაპუაშვილი

არავის სიამოვნებს, როცა უსაფრთხოების გაძლიერებული რეჟიმია - როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა „მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს მანდატურის სამსახურს. ეს დღეები არ იყო ადვილი მათთვის. პარლამენტის ტრიბუნიდან ოპოზიციონერი კოლეგებისგან ხშირად მოგვისმენია პარლამენტის აპარატის მიმართ მადლობა. პარლამენტის აპარატის თანამშრომლები არიან ჩვენი მანდატურები, ამიტომ, თხოვნა მექნება, უპირველეს ყოვლისა, რომ პატივი ვცეთ ჩვენს მანდატურის სამსახურს, დავემორჩილოთ მათ მითითებებს. რთული სამსახურია, რა თქმა უნდა. მინდა მოგიწოდოთ დაემორჩილოთ! კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო, განსაკუთრებით, მამაკაც დეპუტატებს. რაც შეეხება უსაფრთხოების რეჟიმს. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის სასახლეს, მართალია, მანდატურის სამსახური გვყავს, მაგრამ იცავს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ისევე როგორც სხვა ადმინისტრაციულ შენობებს. ეს დღეები როდესაც განსაკუთრებულად გაძლიერებული რეჟიმია, შენობაში იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, მინდა მათაც მადლობა გადავუხადო. სხვა აქ არავინ არაა. მინდა ყველას მოგიწოდოთ, რომ პატივი ვცეთ იმ წესრიგს, რომელსაც ვცდილობთ, რომ იყოს აქ და ეს არის მიზანი. გუშინაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა პარლამენტის წევრების მხრიდან მანდატურების თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლების მიმართ დამუნათებას, მორალის კითხვას. გთხოვთ, შეეშვათ ამას! ეს ხალხი საქმე-საქმეზე თუ მიდგა, თქვენს უსაფრთხოებას დაიცვას საკუთარი სიცოცხლის ფასად და ვცეთ პატივი მათ. მაგიდების აყირავება ვნახეთ, ძალადობა ვნახეთ, მოქალაქეებზე ძალადობაც ვნახეთ. დღესაც არის სპეციალური რეჟიმი. გთხოვთ, ამიტომ პატივი ვცეთ ამას. არავის სიამოვნებს, როცა გაძლიერებული უსაფრთხოების რეჟიმია. როდესაც ძალადობა არის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცეული, აქ საჭიროა უსაფრთხოების დაცვა“, - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს

„ცხადია, ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის ინტერესებს და არა საქართველოს ინტერესებს. ვფიქრობთ, საქართველოს ინტერესებშია უფრო მჭიდროდ იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ეს კანონი ამას არ აკეთებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ტოდ რობინსონი ე.წ. აგენტების კანონპროექტებთან დაკავშირებით განაცხადა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა რობინსონის თქმით, ხსენებული კანონპროექტის მიღება საქართველოსთვის სწორი არ არის. „ვფიქრობთ, ეს საქართველოსთვის სწორი არ არის, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ქართველებიც ასევე ფიქრობენ. გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ტოდ რობინსონმა თბილისში, „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციის შემდეგ.  შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.    

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე: აქ ვართ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციას - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას

„ჩვენ ვეხმარებით საქართველოს და აქ ვართ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს მიერ გაცხადებულ ამბიციას - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ეს არის ის, რის გაკეთებასაც ვაპირებთ“, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ტოდ რობინსომა ქართულ მედიასთან განაცხადა, როდესაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე ჰკითხეს. ჟურნალისტები დაინტერესდნენ რობინსონის პოზიციით იმასთან დაკავშირებით, რომ ხსენებული კანონპროექტი ზოგიერთის მტკიცებით, ამერიკული FARA-ს ანალოგია. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა, რომ კანონპროექტის დეტალურ განხილვაში შესვლას არ აპირებს და როგორც მისთვის ცნობილია, ეს კანონი საქართველოსთვის არ არის კარგი. ენტონი ბლინკენის თანაშემწე ხვალ თბილისში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრება „გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ ვიმუშაოთ ერთად მათ პრიორიტეტებზე, რაც არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია“, - განაცხადა ტოდ რობინსონმა თბილისში, „რედისონში“ მიმდინარე კონფერენციის შემდეგ. ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს რობინსონი თბილისში ვიზიტისას შეხვედრებს გამართავს იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრებთან.  

ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში პოლონელი ექიმების ჩართვაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ - ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში პოლონელი ექიმების ჩართვაზე სამინისტროსთვის არ მიუმართავთ. „არ მაქვს ინფორმაცია ამის შესახებ. ჩემთვის ჯერ არავის მოუმართავთ. გახსოვთ, რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევთავაზეთ, რომ ნებისმიერი ექიმი ჩამოეყვანათ, ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან. ამ შეთავაზებაზე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენი შეთავაზება ძალაშია",- აღნიშნავს მინისტრი. ცნობისთვის, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაფასებლად, საქართველოში უახლოეს დღეებში პოლონელი ექიმები ჩამოვლენ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

რატი ბრეგაძე "რუსულ კანონზე": პირველ რიგში, საჭიროა მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში ინიცირებულ "რუსულ კანონპროექტებზე" განაცხადა, რომ აუცილებელია აღნიშნული აჟიოტაჟის დახშობა. ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა "დამშვიდდით, ნუ ღელავთ, ყველაფერი კარგად არის და იმაზე ბევრად უკეთ იქნება, ვიდრე თქვენ წარმოგიდენიათ. კი ან არას ფორმატში კანონპროექტებზე საუბარი არ არის მართებული. რაც შეეხება კანონპროექტს, უნდა მიიღოს თუ არა, გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, იღებს საქართველოს პარლამენტი და პარლამენტი გადაწყვეტს მიიღოს ეს კანონპროექტი თუ არ მიიღოს, ეს წმინდა სამართლებრივი, ფორმალური ნაწილი, ახლა რაც შეეხება ნებისმიერ კანონპროექტს, არა მხოლოდ ამ ერთ კონკრეტულ კანონპროექტს, რომელსაც, სხვათა შორის, სხვა სახელი ჰქვია, ვიდრე თქვენ მოიხსენიებთ და მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ ნებისმიერი კანონის სტიგმატიზაცია მოხდეს. ნებისმიერ კანონპროექტს აქვს ორი ნაწილი, პირველი, ეს არის პოლიტიკური, მეორე, ეს არის სამართლებრივი, რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, აქ ერთ გარემოებას ვაკვირდებით, რომ ძალიან მაღალა არის აწეული პოლიტიკური ტემპერატურა, და სასურველია, რომ ეს დაცხრეს მთელი ეს სიტუაცია, იმისთვის, რომ არგუმენტები, როგორც მომხრეების ამ კანონპროექტის, ისე მოწინააღმდეგეების, გახდეს საზოგადოებისთვის მაქსიმალურად ცხადი და მიიღოს ამ ყველაფერმა ჯანსაღი ფორმა. იმისთვის, რომ თქვენც გაიგოთ რაზეა საუბარი, სხვამაც გაიგოს, თავად ადამიანმა გადაწყვიტოს, მიემხრობა ამ კანონპროექტს, თუ არა, პირველ რიგში საჭირო არის მთელი ამ აჟიოტაჟის დაცხრობა და საქმიანი დიალოგი აღნიშნული საკითხის გარშემო", - განაცხადა ბრეგაძემ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

საქართველოს და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტს ალან ბერსეს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა გაეროს შტაბბინაში გაიმართა და საუბარი შეეხო როგორც ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ალან ბერსეს შვეიცარიის მიერ მედიატორის როლის შესრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯოსებაში გაწეული ძალისხმევისათვის. პრეზიდენტებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პროფესიული განათლების, ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის კუთხით, ასევე, გენდერული თანასწორობის გაძლიერების, სამთო სპორტისა და კურორტების მიმართულებებით.  

პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე: რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან რეგიონში არსებული ვითარება, ომი უკრაინაში, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა განიხილა. პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა უნდა აღიაროს, რომ მას არ შეუძლია სხვა ქვეყნების ტერიტორიების ოკუპაცია და დღეს საერთაშორისო საზოგადოებამ უფრო კარგად დაინახა რუსეთის აგრესიული სახე, ვიდრე ეს 2008 წლის ომის დროს მოხდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დღეს როგორც არასდროს, მშვიდობასა და დეოკუპაციას ალტერნატივა არ აქვს. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებს. ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე საუბრისას ხაზი გაესვა ამ ფორმატის შედეგიანობის გაზრდის მნიშვნელობას. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ომის პერიოდში, მოსკოვიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიების ე.წ. მთავრობებზე წნეხი გაიზარდა. ანტონიო გუტერეშმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს აქტიური თანამშრომლობისათვის და აღნიშნა, რომ გაეროს სხვადადხვა ფორმატში მნიშვნელოვან საკითხებსა და პრობლემებთან დაკავშირებით საქართველოს აქტიური თანამშრომლობა მის დამოკიდებულებაში ვლინდება, რომელიც მომავალზეა ორიენტირებული. საქართველოს პრეზიდენტმა თავის მხრივ ხაზი გაუსვა გაეროს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიაში მონაწილეობის მნიშვნელობას, რადგან ქალთა გაძლიერება საქართველოს განვითარების უმნიშვნელოვანესი ელემენტია.  

როცა საზოგადოებას არ აქვს სწორი ინფორმაცია, ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან მეორეზე - ხუნდაძე

ჩვენც ვადასტურებთ, რომ საზოგადოების აზრი არის უცვლელი, ჩვენ უნდა გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ თავაწეული, ორ ფეხზე მდგარი, ღირსეულად და არა ისე, როგორც ზოგიერთებს ჰგონიათ, რომ ცალი ფეხით და რაღაცა რყევით, რევოლუციური გზებით უნდა მივაღწიოთ მთავარ მიზანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა. ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა ხუნდაძის თქმით, „ბოლო დღეებში კიდევ ერთხელ ნახა ყველამ ოპოზიციის უმრავლესობის რეალური სახე – ისტერია, დესტრუქცია, შანტაჟი, ტყუილი და უსაფუძვლო იარლიყების მიწებება“. „ჩვენ შემოვიტანეთ კანონპროექტი, რომელიც ემსახურება, უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას, რაში იხარჯება ქვეყნის გარედან შემოტანილი ფული. ოპოზიცია თავიდანვე შეთანხმდა, თვითონაც გააჟღერეს და მათ ქმედებებშიც ჩანდა, რომ ისინი არ აპირებენ შინაარსში შემოსვლას, აპირებდნენ მხოლოდ ხმაურს. ეს იმიტომ, რომ საზოგადოებას არ მიეღო ის ინფორმაცია, რაზეც ჩვენ კანონპროექტის განხილვის დროს ვგეგმავდით საუბარს. საკითხი არის, უნდა იცოდეს თუ არა ამ ფულის მიზნობრიობა, მისამართი და ძირითადი მიზანი, რისთვის უნდა იყოს ის გამოყენებული. ოპოზიცია ამბობს, რომ არ უნდა იცოდეს საზოგადოებამ ეს და თუ მას ეს აინტერესებს უნდა მიაკითხოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ან ფინანსთა სამინისტროს, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია“, – განაცხადა ხუნდაძემ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ მომენტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა თბილისში მიმდინარე პროცესებზე. კერძოდ, მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს „ხალხის ძალის“ კანონპროექტების განხილვაზე, რომელიც პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. ამ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან ბერლინში ისაუბრა. „თქვენ იცით, რომ პარლამენში ორი ვერსიაა შეტანილი. ერთი ე.წ. ქართული ვერსია, რომელიც მოამზადა „ხალხის ძალამ“ და მეორე - ე.წ. ამერიკული ვერსია - როგორც ამიხსნეს და ვიცით, რომ ასე არის - რეალურად, ამერიკული კანონის თარგმნა და ამის გადმოტანა მოხდა ჩვენს რეალობაში. ამერიკაში ეს კანონი 1939 წელს მიიღეს და მას შემდეგ არსებობს და მოქმედებს ეს კანონი - მე ვფიქრობ, მას შემდეგ არავის გაჩენია სურვილი, განეკითხა ან განესაჯა, რატომ მოქმედებს ასეთი კანონი ამერიკაში. ასეთი კანონი მოქმედებს სხვა ქვეყნებშიც. ყველა ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ დროს, მოცემულ მომენტში. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. ჩვენ ჩვენი ქვეყანა მიგვყავს ევროინტეგრაციის გზაზე. ბოლო 10 წელში „ქართულმა ოცნებამ“ მოტანა ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა, რითაც საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენ მართლაც ვიქნებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ახლა ველოდებით სტატუსს და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს სტატუსი ძალიან მალე მივიღოთ.  ნებისმიერი სპეკულაციები ოპოზიციის მხრიდან, საფუძველს მოკლებულია. გასაგებია, რომ ბევრისთვის ეს შეიძლება, მიუღებელი საკითხი იყოს, მაგრამ ხელისუფლება იმიტომ ვართ, რომ რაც სჭირდება ჩვენს ხალხს და ქვეყანას, ის გავაკეთოთ. მაგალითად, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია ვიცით, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან სახელმწიფოებრიობას, სახელმწიფოს ინტერესებს. ვიცით ბევრი ორგანიზაცია, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებით ატარებდნენ ანტისამთვრობო მიტინგებს, ბევრ პროვოკაციულ ღონისძიებებს, რომლებიც არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათი ეს დაფინანსება არ არის გამჭვირვალე. მეორე მხრივ, ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სრულად გამჭვირვალე უნდა იყოს მთავრობის საქმიანობა, პარლამენტის საქმიანობა და ეს ასეც არის. ჩვენ გამვჭვირვალობით ვართ მართლაც მოწინავე პოზიციაზე მთელ მსოფლიოში. თუნდაც ბიუჯეტის გამჭვირვალობით ვართ პირველ ადგილზე. ასე რომ, ვფიქრობ, უსაფუძვლოა ის კამპანია, რაც ახლა მიმდინარეობს. მესმის, რომ მათთვის მტკივნეულია, რადგან წლების განმავლობაში ათეულობით მილიონობით გრანტს იღებდნენ და არავითარი გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ჩვენი ხალხის წინაშე არ არსებობდა. მინიმალური სტანდარტი გამჭვირვალობის არის ის აუცილებელი მოთხოვნა, რომელიც სრულად შეესაბამება ევროპულ და მსოფლიო სტანდარტს. ასევე მინდა ვთქვა, რომ  მკაფიოდ განმარტეს ჩვენმა კანონმდებლებმა, რომ ჯერ იგეგმება ამ ორივე კანონპროექტის მხარდაჭერა პირველი მოსმენით და ამის შემდეგ გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ დაველოდებით ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, მათ შეფასებას და პარლამენტი გააგრძელებს მსჯელობას ამ საკითხზე.  რაც შეეხება შექმნილ აჟიოტაჟს, ჩვენ მარტივად ვხვდებით, საქმე იმაშია, რომ დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული. შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი, 2%-ს  ქვემოთ არის. მე მესმის მათი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას: ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. ერთი რამ მინდა, შევახსენო ყველას და მათ შორის ამ დესტრუქციულ რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა, ვის ემსახურებიან ეს ადამიანები, ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია. ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა და ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ოცი პროცენტი. ასე რომ, ყოველგვარი მათი აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია, სულ ტყუილად ირჯებიან. ჩანს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარებაში არიან. ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, ხელისუფლება რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უზრუნველყოფს ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ არავის არ ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე რომ, ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რომ „ეს ხალხი“ („ნაციონალური მოძრაობა“) ყოფილიყო ხელისუფლებაში, ახლა საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნებოდა.

არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! - ლომჯარია

არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, „აგენტებად", „უცხო სუბიექტებად" და "გამყიდველებად", "გამყიდველები" იქნებით თქვენ! - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს. ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა მისივე თქმით, ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა. „არ დაუჭიროთ მხარი ამ კანონპროექტს, დეპუტატებო! მისი მხარდაჭერის შემდეგ საქართველო დაიყოფა 2 ნაწილად, "აგენტებად", "უცხო სუბიექტებად", დასავლური მისწრაფებების და ღირებულებების მქონე ადამიანებად და "გამყიდველებად", რომლებმაც ეს მისწრაფებები რუსული სტილის სახელმწიფოს ფორმირებამდე დაახურდავეს. "გამყიდველები" იქნებით თქვენ, თითოეული დეპუტატი, ვინც მხარს დაუჭერთ ამ საშინელ განზრახვას და ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი მოგექცევათ, როგორც გამყიდველებს. არ გიშველით თქვენი მორყეული პროპაგანდა. ნუ გაუკეთებთ ამას ქვეყანას და საკუთარ თავს, მძიმე იქნება თქვენთვის და თქვენი შთამომავლობისთვის ეს შედეგები, არავინ მემეტება ამისთვის! ყველა მცდელობა საქართველოს გარუსებისა უშედეგოდ დამთავრდა, წაგებულ ომში ხართ!“- წერს ნინო ლომჯარია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბერლინში ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებულია. „შემთხვევითი არ არის, რომ იგივე მათ მიერ ჩატარებულ კვლევებში, მათი პარტიების, მაგალითად ნაცმოძრაობის რეიტინგი შეადგენს 7-დან 10%-მდე, სხვა დანარჩენი პარტიების კი 2%- ქვემოთ. მე მესმის მათი. „ქართული ოცნების“ პოლიტიკის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაზრდილია: 50 და 60%-ზეა ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანია ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. ყველა უნდა შეეგუოს შემდეგ მარტივ მოცემულობას: ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.