ძებნის რეზულტატი:
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მისაღებია და მას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება. მისივე თქმით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია. „ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის მომავალი აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს და არც უცხო ქვეყნის მსახურებს
„ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბერლინში განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველყოფს, მაგრამ არავის ეპატიება უკანონო ქმედება. დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როცა პოლიტიკოსები და ხელისუფლება ემსახურებოდა უცხო ქვეყნების ინტერესებს, ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს, ეს ყველამ კარგად დაიმახსოვროს და ნუ შეეცდებიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას „რაც შეეხება იმ აჟიოტაჟს, რაც არის შექმნილი, ჩვენ ძალიან მარტივად ვხვდებით, რომ საქმე იმაშია, რომ სამწუხაროდ, დღეს ქართული ოპოზიცია არის აბსოლუტურად დეგრადირებული, მათი ყოველგვარი სანდოობა არის დაკარგული, ხალხი ამას ხედავს. შემთხვევითი არ არის, რომ მაგალითად,. იგივე მათ მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, მათი პარტიების რეიტინგი შეადგენს, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი შეადგენს 7-დან 10 პროცენტამდე. სხვა დანარჩენი პარტიების 2 პროცენტს ქვევით. მე მესმის მათი. ჩვენი, „ქართული ოცნების“ და ზოგადად ჩვენი პოლიტიკისადმი მხარდაჭერა მოსახლეობის არის კიდევ უფრო მეტად გაზრდილი. 50-60 პროცენტზე არის უკვე ასული სანდოობა. ჩვენი მთავარი მიზანი არის ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და სწრაფი განვითარების მოტანა. კეთილდღეობის მოტანა. შემთხვევითი არ არის, რომ ბოლო 2 წელიწადში, ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად ჩვენ მოვიტანეთ სწრაფი განვითარება. მეტი პროექტები დავიწყეთ და თითქმის 10 მილიარდით გაიზარდა ქვეყნის ეკონომიკა. აი, ეს უნდა იყოს ჩვენთვის მთავარი. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა, როგორი კანონი სჭირდება მოცემულ მომენტში ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ყველა უნდა შეეგუოს მარტივ მოცემულობას და ჭეშმარიტებას - ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნის და აღარ ეკუთვნის არც უცხო ქვეყნის აგენტებს, არც უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის მომავალი ეკუთვნის პატრიოტებს. აი, ეს მინდა გითხრათ და ერთი რამ მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, დესტრუქციულ, რადიკალურ ოპოზიციას - სრული ლუსტრირება მოხდა იმისა, თუ ვის ემსახურებიან ეს ადამიანები. ეს ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანები ჯერ კიდევ არიან პოლიტიკაში, მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენი ხალხი ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს, ხალხი ბრძენია, ამ ადამიანებმა, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე. ჩააბარეს ოკუპანტს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%. შემოიყვანეს რუსული ჯარი, ააშენებინეს სამხედრო ბაზები და ომის შემდეგ გახსოვთ, რომ გადასცეს რუსულ სახელმწიფო კომპანიებს ჩვენი სტრატეგიული აქტივები. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რაზეც მინდა ვუთხრა კიდევ ერთხელ, რომ ყოველგვარი მათი ეს აჟიოტაჟი არის უბრალოდ სპეკულაცია. სულ ტყუილად ირჯებიან. მაგალითად, იმ დონეზე დაეცა ეს ორგანიზაცია, რომ მათი ტელევიზიები პირდაპირ მოუწოდებდნენ საზოგადოებას იარაღის ხელში აღებისკენ. ჩენს, რამდენად სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან. მე ერთი რამ მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ ხელისუფლება, კანონის ფარგლებში ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას უზრუნველვყოფთ, მაგრამ არავის ვაპატიებთ არცერთ უკანონო ქმედებას. ასე, რომ ყველა დამშვიდდეს, მშვიდად უნდა ვმართოთ ეს პროცესი. ძალიან რთული რეალობა არის მთელს მსოფლიოში. უკრაინის ომი არ სრულდება. 20% უკვე არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ასიათასობით ადამიანია დაღუპული. ერთი ტრილიონი დოლარის ზარალი მიადგა უკრაინას. ამ ფონზე, ეს დესტრუქციული ხალხი რომ ყოფილიყო დღეს ხელისუფლებაში, ჩვენ არავის გვეპარება ეჭვი, რომ ქვეყანაში იქნებოდა მეორე ფრონტიც და ქვეყანას გადააქცევდნენ პოლიგონად. ამის საშუალებას ჩვენ არავის მივცემთ. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება“, - განაცხადა პრემიერმა.
სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმგვარი, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია - იოსელიანი
სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმდაგვარი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, რასაც მავალებს სახალხო დამცველის შესახებ კანონმდებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, „თქვენი არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოზიცია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილზე“. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია - ღარიბაშვილი იოსელიანის თქმით, უფლებების თვალსაზრისით, იქნება ყველას სახალხო დამცველი და ყველას უფლების დამცველი. „ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება იმისთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობის პრეტენზია აქვს. თუ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში შეუძლებელია, აღმოჩნდეს ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება და მის ავადმყოფობას განკურნებაში დაეხმარება, მან ეს სერვისი იმ ქვეყანაში უნდა მიიღოს, სადაც ეს მიეწოდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას, ლევან იოსელიანის განმარტებით, ყველა დასკვნას გაეცნობა და სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მუშაობას გააგრძელებს იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. „კონსილიუმის საქმიანობის სტრუქტურას დეტალურად არ ვიცნობ და პასუხების გაცემა გამიჭირდება. წინა სახალხო დამცველმა რაც იმუშავა და რა დასკვნებიც არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით დაწერილი, ყველაფერს გავეცნობი. ყველანაირი შიშები, რომ ვაპირებ რაღაცების უკან გამოხმობას, კიდევ საკონსტიტუციო სარჩელზე იყო საუბარი, ასეთი შიშები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, იმ ჩარჩოში გავაგრძელებ მუშაობას, რა ჩარჩოსაც ადგენს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ITB Berlin-ი: „უსასრულო ქართული კულტურა - მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, გაოგნებულები ვართ
ITB berlin-ი გამოფენის ოფიციალური მასპინძლის, საქართველოს გალა-მიღებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „უბრალოდ: ვაუ! „უსასრულო ქართული კულტურა – მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“ – რა შთამბეჭდავი მოგზაურობაა კავკასიის ქვეყნის კულტურულ და ეთნიკურ მრავალფეროვნებაში! ეთნოჯაზი, ელექტრონული ჰანგები, კლასიკური და ტრადიციული მუსიკა, სუხიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის, რუსთავის ანსამბლის ტრადიციული ქართული მრავალხმიანობის, საქართველოს სიმფონიური ორკესტრის წარმოდგენები და მრავალი სხვა. გაოგნებულები ვართ! აღმოაჩინეთ საქართველოს უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოს შთამბეჭდავ პავილიონში ITB Berlin-ზე“, – წერს ITB Berlin-ი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე.
ლევან იოსელიანი სახალხო დამცველია
ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება კი, ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. მან 96 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ. ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, მან საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. „ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული „ბულინგი“ და მიუხედავად ამისა, მათ უერთგილეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები, რომლებიც აქ უბრალოდ იმიტომ არ სხედან, რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში“, - განაცხადა იოსელიანმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.
ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება - კობახიძე
ღრმად მწამს, რომ ლევან იოსელიანი დამოუკიდებელი სახალხო დამცველი იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველია „მინდა მივულოცო ლევან იოსელიანს სახალხო დამცველად არჩევა. ლევანს ყველა ძალიან კარგად ვიცნობთ და ვიცით მისი პიროვნული თვისებები. რა თქმა უნდა, მისი პიროვნული თვისებები იყო ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი რატომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მხარდაჭერის თაობაზე. რა თქმა უნდა, ეს იყო ერთგვარი კომპრომისული გადაწყვეტილება ჩვენი მხრიდან, გამომდინარე იქიდან, რომ ლევან იოსელიანი იყო ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, თუმცა ეს კომპრომისი საჭირო იყო ჩვენი ქვეყნისთვის სხვადასხვა თვალსაზრისით. ერთი ის რომ, სახალხო დამცველის არჩევა აუცილებლად საჭირო იყო, არ შეიძლებოდა ამ თანამდებობის ვაკანტურად დატოვება. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით იყო ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომელიც იყო ასახული ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა. ომბუდსმენის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს დაიწყო
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 9 მარტის ნაცვლად დღეს განიხილავენ. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ კანონპროექტების განხილვა დღეს დაიწყონ და თუ პროცესი დღესვე ვერ დასრულდება, ხუთშაბათს გაგრძელდეს. „დღევანდელი დღე „თავდაცვის კოდექსის“ განსახილველად გვქონდა დათმობილი, თუმცა ბიუროს გადაწყვეტილებაა, რომ არ განვიხილოთ. ამიტომ, გთავაზობთ, დავიწყოთ აგენტების ამერიკული კანონის განხილვა და ხუთშაბათს გავაგრძელოთ. ამას იმიტომ გთავაზობთ, რომ მოესწროს და რეგლამენტის ცუდად გამოყენებით არ მოხდეს პროცესის ჩაშლა. ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რომ როგორც ვიცით, „ნაციონალურ მოძრაობას“ შემოტანილი აქვს განცხადება მთელი კვირის განმავლობაში ბოიკოტზე. ვერ იტყვიან, რომ ხუთშაბათს აპირებდნენ მოსვლას და ამ არგუმენტს ვერ იტყვიან. დანარჩენი ვინც უნდა იყოს, აქ არიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. „ეს პროექტები ჩვენი განსახილველია მიმდინარე კვირის განმავლობაში, განხილვას და საპარლამენტო დებატებს საზოგადოებაც მოელის და ალბათ, ჯობს, რომ დღეს დავიწყოთ“, - განაცხადა თავის მხრივ, შალვა პაპუაშვილმა. საპასუხოდ ოპოზიციამ მმართველი ძალა ტყუილში დაადანაშაულა და მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდა. აქციის მონაწილეები ახლა პარლამენტთან იკრიბებიან. „დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა ხუთშაბათს მოხდებოდა. ახლა მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და სწორედ ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, პარლამენტში, „რუსული კანონის“ განხილვა დაიწყება. ამ ძალადობით, როცა გავსებულია აქაურობა ძალოვნებით, ამ ვირეშმაკობით აპირებენ რუსული კანონის მიღებას იმიტომ, რომ სიმართლე, ხალხის რეალური ძალა და ქვეყნის ინტერესი ამათ გვერდით არ დგას და აი, ასეთი ფანდებით და ხელის გადაგრეხით აპირებენ ამ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა ეკრანებთან გვიყურებთ, ყველას გთხოვთ და მოგიწოდებთ, მოვიდეთ და დადგეთ საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ ვაპირებთ შიგნოთ ბრძოლა“ს, - განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრები პარლამენტს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა
პარლამენტის ყოფილი წევრები, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში „ქართული ოცნებას“ წარმოადგენდნენ, მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა. „ამ განცხადების ხელმომწერებს, გვსურს საჯაროდ გამოვხატოთ ჩვენი ცალსახა პოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული ე.წ. "უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების თაობაზე, ვინაიდან საკითხი ცდება რომელიმე ჯგუფის პოლიტიკურ ინტერესებს და პირდაპირ ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს. აღნიშნული კანონპროექტების არათუ მიღება, არამედ განხილვაც კი, გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, თანაც იმ დროს, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება. ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და იწვევს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნების, ასევე ქართული სამოქალაქო საზოგადოების დემონიზებას და მათ წარმოაჩენს როგორც მტრულ ძალებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მსგავსი შედეგები მსოფლიომ უკვე იხილა რუსეთის მაგალითზე. განსაკუთრებით დამაზიანებელია ამ კანონპროექტების განხილვა საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყნის მხრიდან აღნიშნული ინიციატივის მიუღებლობის, და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების ფონზე. უარყოფით სოციალურ გავლენასთან და ქვეყნის საგარეო რეპუტაციის შეუქცევად დაზიანებასთან ერთად, კანონპროექტების განხილვა ზიანს აყენებს ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს, იწვევს ქართულ საზოგადოებაში არასაჭირო ვნებათაღელვას და უკიდურესად აღრმავებს დაპირისპირებას. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს კანონპროექტების განხილვა და შეუდგეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო რეფორმების ღია და ჩართულობითი პროცესით განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: თედო ჯაფარიძე - საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე (2012-2016 წწ.);თამარ ჩუგოშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);თამარ ხულორდავა - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);დიმიტრი ცქიტიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.);ირინა ფრუიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);აკაკი ზოიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე (2016-2019 წწ.);ნინო გოგუაძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);ზაზა ხუციშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2016-2019 წწ.);ზვიად კვაჭანტირაძე - VII და IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (2015-2016 წწ.), საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე (2015-2016წწ.);ლევან გოგიჩაიშვილი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი;ხათუნა გოგალაძე - გარემოს დაცვის მინისტრი (2012-2014 წწ.);ლევან კობერიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე (2016-2019 წწ.); გიორგი მოსიძე - IX მოწვევის პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი (2016-2019 წწ.);თამაზ ნავერიანი - IX მოწვევის პარლამენტის წევრი.
ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ვაშინგტონიდან მოუწოდეს პარტნიორებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის სუვერენიტეტს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი თავის ლიეტუველ კოლეგას გაბრიელიუს ლანდსბერგისს ვაშინგტონში მასპინძლობს. მხარეები ორმხრივ ურთიერთობებს, უკრაინაში მიმდინარე ომსა და NATO-ს შემდგომ სამიტს განიხილავენ. მათი შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბლინკენმა და ლანდსბერგისმა ხაზი გაუსვეს აშშ-ლიეტუვის, როგორც NATO-ს მოკავშირეების ურთიერთობების სიმტკიცეს, ასევე უკრაინის მხარდაჭერას. „მათ აიღეს ვალდებულება, გააგრძელონ რუსეთისთვის ძლიერი ეკონომიკური ხარჯების დაწესება სანქციების გზით და პასუხისმგებლობის დაკისრება რუსეთის თავდასხმებზე პასუხისმგებელი პირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში. ისინი გააგრძელებენ მხარდაჭერას, რომელიც უკრაინას სჭირდება თავისი ხალხის ტანჯვის შესამსუბუქებლად და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს, ხოლო მოკავშირეებსა და პარტნიორებს იგივესკენ მოუწოდებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში. უმაღლესმა დიპლომატებმა ასევე მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესიული ომი და ხაზი გაუსვეს მათ ვალდებულებას, ერთად იმუშაონ NATO-ს შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად მოახლოებული სამიტის წინ. „მდივანმა ბლინკენმა გამოხატა მადლიერება ლიეტუვის გადაწყვეტილების გამო, წინ აღუდგეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის „ეკონომიკური იძულების პოლიტიკას“. საგარეო საქმეთა მინისტრმა ლანდსბერგისმა გამოხატა მადლიერება იმ მრავალი ზომისთვის, რომლებიც აშშ-მ გაატარა ლიეტუვის მხარდასაჭერად და მისი ეკონომიკის გასაძლიერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ლარი დოლართან მიმართებით კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 მარტის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.5973 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6009 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0036 ლარი შეადგინა. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7690 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7645 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1373 ლარს შეადგენს და ასევე გაუფასურდა ფუნტი, რომელიც 3.1191 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 9 მარტიდან შევა ძალაში.
პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
„ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა (76 მომხრე - 13 წინააღმდეგი) სადავო კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შემდეგმა დეპუტატებმა: გიორგი ამილახვარი; გია ბენაშვილი; ირაკლი ბერაია; ირაკლი (დაჩი) ბერაია; რამინა ბერაძე; მაია ბითაძე; ანზორ ბოლქვაძე; ელისო ბოლქვაძე; მაკა ბოჭორიშვილი; ბექა დავითულიანი; ალექსანდრე დალაქიშვილი; ზაურ დარგალი; ისკო დასენი; ზაალ დუგლაძე; გოჩა ენუქიძე; გიორგი ვოლსკი; ირმა ზავრადაშვილი; ირაკლი ზარქუა; არჩილ თალაკვაძე; ედიშერ თოლორაია; ფრიდინ ინჯია; რატი იონათამიშვილი; დავით კაჭარავა; ლადო კახაძე; გიორგი კახიანი; კახა კახიშვილი; პაატა კვიჟინაძე; ბაია კვიციანი; სუმბატ კიურეღიანი; ირაკლი კობახიძე; ლევან კობიაშვილი; რესან კონცელიძე; მარიამ ლაშხი; ლომინაძე ზაზა; მათიკაშვილი დავით; მანუკიანი სამველ; მაჭარაშვილი გურამ; მგალობლიშვილი ლევან; მდინარაძე მამუკა; მეზურნიშვილი ირაკლი; მენაღარიშვილი მაია; მეშველიანი გოგი; მირზოევი სავალან; მიქანაძე გივი; მიქელაძე ზაალ; ობოლაშვილი ანტონ; ოდიშარია ბექა; ოხანაშვილი ანრი; პაპუაშვილი შალვა; სამხარაული გელა; სამხარაძე დიმიტრი; სამხარაძე ნიკოლოზ; სანიკიძე ვიქტორ; სარჯველაძე მიხეილ; სეფაშვილი ეკა; სონღულაშვილი დავით; სოზარ სუბარი; ალექსანდრე ტაბატაძე; ნოდარ ტურძელაძე; ქადაგიშვილი ირაკლი; ქარუმიძე ლევან; ღუდუშაული ალუდა; ყაველაშვილი მიხეილ; შატაკიშვილი ირაკლი; ჩანქსელიანი გოდერძი; ჩიგოგიძე ვასილ; ჩიქოვანი ირაკლი; ცაგარეიშვილი გიორგი; წაქაძე ბეჟან; წილოსანი ნინო; წილოსანი ხატია; წაწავა გრეტა; ჭიჭინაძე გივი; ხაბარელი შოთა; ხუნდაძე დიმიტრი; ვიქტორ ჯაფარიძე. უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს პარლამენტთან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.
პარლამენტთან პერმანენტული საპროტესტო აქციები დაიგეგმა
საქართველოს პარლამენტთან აქციები პერმანენტულად გაიმართება. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღებას არ დაუშვებენ. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა "საქართველოს ხელისუფლება ისევ გვატყუებს. როგორც ჩანს, იმდენად მტკიცეა ნება, მიიღონ რუსული კანონი, ხელისუფლებამ ტყუილისა და გაიძვერობის ხერხს მიმართა. მათ იცრუეს, რომ კანონპროექტის განხილვა გადაიდო, თუმცაღა როგორც კი შენიშნეს, რომ პარლამენტის ტერიტორიიდან ხალხმა წასვლა დაიწყო, მამუკა მდინარაძემ გამოაცხადა კანონპროექტის დღესვე განხილვის შესაძლებლობა. ერთადერთი, რაც მას ამ პროცესში აფერხებს, სახალხო პროტესტი და ტალღაა. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ გამოვლინდა მათი სიმხდალე. ერთადერთი, რასაც ახლა ჩვენი ქვეყნის გადარჩენა შეუძლია, თქვენი ყოფნაა აქ, იქამდე, ვიდრე არ მივაღწევთ მიზანს, რუსული კანონის განხილვა აღარასდროს დაბრუნდეს დღის წესრიგში. მოდი აქ, რათა ხმამაღლა ვუთხრათ ჩვენი მტკიცე #არარუსულკანონს. ნურავის მივცემთ უფლებას, წაგვართვას მომავალი, დაგვაბრუნოს რუსულ ორბიტაზე", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
ჩემს თანამოქალაქეებს ვეტყოდი, დადექით ისტორიის სწორ მხარეს - ლომჯარია
გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა „ეს არის შიშის კანონი. შიშის გამოხატულებაა ისიც, რომ გუშინ მოიტყუა „ქართული ოცნება“, როდესაც გვითხრა, რომ ხუთშაბათს განიხილავდნენ კანონს და დღეს დაიწყეს კანონის განხილვა. ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ საკუთარი მოქალაქეების, რომელთა უმრავლესობის არჩევანია ევროპული არჩევანი. ჩემს თანამოქალაქეებს ვეტყოდი, რომ დადექით ისტორიის სწორ მხარეს. ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია“,- აღნიშნავს ლომჯარია. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, არ დაუჭირონ მხარი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს
„რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ (RSF) ქართველ დეპუტატებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს. ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი “შემაშფოთებელია” და ამ კანონს შეუძლია, დიდი ხნით შეცვალოს ქართული დემოკრატიის სახე. მისივე თანახმად, შემოთავაზებული კანონრპოექტი დაფუძნებულია იმ კანონზე, რომელიც უკანასკნელ წლებში რუსეთში გამოიყენება ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩასახშობად. RSF-ის შეფასებით, კანონპროექტი ძალიან ჰგავს 2012 წელს რუსეთში მიღებულ კანონს, რომელიც 2017 წლიდან სპეციალურად მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება. ბლინკენის თანაშემწე: ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს განცხადების ავტორების თქმით, კანონპროექტის ახალი ვერსია უფრო მკაცრია და ის 5 წლამდე პატიმრობასაც ითვალისწინებს. „ეს შემოთავაზებული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ საფრთხეს უქმნის პრესის თავისუფლებას საქართველოში“, - განაცხადა ჟან კაველიერმა, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ოფისის ხელმძღვანელმა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.
დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს - მელია
"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს. კანონპროექტი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლებას შეზღუდავს, უკიდურესად საზიანო იქნება - პრეზიდენტი აშშ საქართველოს პარლამენტს ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გადახედვისკენ მოუწოდებს ელჩი დეგნანი: ამ კანონს ნამდვილად ექნება გამანადგურებელი გავლენა "ჩვენ არ ვეგუებით მოცემულობას. ახლა ბიძინა ივანიშვილს აქვს შემდეგი კარტი გაშლილი, რომელიც გათვლილია ჩვენს დანებებაზე. ჩვენ უნდა დავაფასოთ დეპუტატების ბრძოლა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიციური ფლანგიდან, მაგრამ მე ვისურვებდი, რომ ყველანი ყოფილიყვნენ ამ ორი დღის განმავლობაში. მე ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი ვერ დავინახე და რომ ყოფილიყვნენ, დაეხმარებოდნენ კოლეგებს. ახლა მაინც უნდა შეუერთდნენ დარბაზში და მაქსიმალურად დრო უნდა გაიწელოს და განხილვაში უნდა შეყვნენ, რომ ხალხმა მოახერხოს მობილიზაცია ადგილზე და თუ ეს კანონი მაინც მიიღეს, აქ ქმედება თუ არ იქნება, რომც დაუწესოს დასავლეთმა ნებისმიერ არამართლზომიერ ქმედებაში შესულ დეპუტატს სანქცია, ეს ამინდს ვერ შექმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ ვიცოდეთ, რომ დღეიდან იწყება პროცესი, რომელიც არ უნდა შეჩერდეს, სანამ არ გავიმარჯვებთ. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. ეს პროცესი ისტორიულია და შედეგი იქნება ორი - ან მრავალი ათწლეულით დამარცხება ან ძალიან დიდი ხნით გამარჯვება ჩვენი ეროვნული ინტერესებისა. ღალატი არამარტო მათი მხრიდან იქნება ჩადენილი თუ ამ კანონს მიიღებენ და თავიანთი გაუვათ, არამედ ჩვენს მიერაც იქნება ღალატი ჩადენილი, თუ ამ პროცესს ჩვენ ვერ შევაჩერებთ. მჯერა ქართველი ხალხის გონიერების და სიმტკიცის", - განაცხადა მელიამ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
ლანა ღოღობერიძის მიმართვა: ნუთუ შენი ქვეყანა ისევ უნდა იყოს მარტო სამყაროსა და ისტორიის წინაშე?
კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძის მიმართვა საზოგადოებას. „თითქოს უკვე ყველაფერი ითქვა... და მაინც მინდა დავამატო კიდევ რაღაც, ძალიან პირადი. და მახსენდება...1937 წელი. საყოველთაო შიშის ატმოსფერო.8 წლის ვარ. მოვდივარ ქუჩაში. მხვდება ჩვენი სახლის ხშირი სტუმარი, რომელიც ძალინ მიყვარს. გახარებული ვეძახი, ის კი - დამინახავს და გარბის. მე ვერ ვხვდები, რა ხდება და მივდევ... 1989 წლის 9 აპრილის ღამე. ხალხით გადავსებული რუსთაველი. განსაცდელის მოლოდინი. მღერიან უსინათლოები. წამოვიდა წვიმა. საიდანღაც გაჩნდა ცელოფნის გადასაფარებლები.. ადამიანებმა სანთლები აანთეს. სანთლების მოციმციმე შუქით განათებული ცელოფნები რაღაც არაამქვეყნიურის განწყობას ქმნიდა. ისმოდა უსინათლოთა სიმღერა.მხატვრის სახლის ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ შემოვიდა თავისუფლების მოედანზე ტანკების კოლონა. მერე იყო ქაოსი. ტანკები ხალხში შემოიჭრენ. ატყდა ალიაქოთი. ჩვენთან ახლოს ვიღაც დაეცა. მე და ნუცა გავრბოდით, და ფეხდაფახ მოგვდევდა ნაჯახშემართული, ჩაფხუტიანი ჯარისკაცი.როგორღაც ქაშვეთის ეზოში ჩავხტით...იმ მართლაც საზარელი ღამიდან ეს ხატი გამომყვა სამუდამოდ, - ნაჯახშემართული ჯარისკაცი, რომელიც მოგდევს - საბჭოთა იმპერიის სიმბოლო. მაგრამ დამრჩა ამის საპირისპირო, ძალიან ამაღლებული ხატიც: ერის არნახული ერთიანობის განცდა. მაშინ მართლაც ყველა ერთად ვიყავით - ეროვნული მოძრაობა, ხალხი, ინტელიგენცია, ემიგრანტები, ქართული მილიცია... და ხელისუფლების ერთი ნაწილი. და კიდევ ერთი მოგონება: ერთი წვიმიანი, ქარიანი დღე. სტრასბურგი. 1999 წლის 27 აპრილი. ჩვენ, საქართველოს წარმომადგენლები - საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო დელეგაცია, ევროპელთა დიდ ოჯახთან ერთად, ვდგავართ ევროსაბჭოს შენობის ფასადის წინ და სუნთქვაშეკრულნი ვადევნევნებთ თვალს, როგორ მიიწევს ცისკენ საქართველოს დროშა. მთელი ჩვენი სისხლიანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ვიყავით მარტო, პატარა, ეული და უნათესაო ერი, გარშემორტყმული დიდი იმპერიებით, რომლებიც გვიპყრობდნენ, გვაჩანაგებდნენ... მაგრამ ჩვენ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე იმიტომ, რომ არ ვყრიდით ფარ-ხმალს, ვიბრძოდით და ზურგს გვიმაგრებდა თავისუფლებისკენ შეურყეველი სწრაფვა, ეროვნული ღირსების განცდა და ათასწლოვანი მდიდარი კულტურა. დროშა გაჩერდა, დაიმკიდრა თავისი ადგილი საფრანგეთის და გერმანიის დროშებს შორის. და ჩვენ გვწამდა: ეს იყო ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც უდიდესი დღე, ისტორიულად დეტერმინირებული მარტოობის დაძლევის დღე. თანასწორობის საფუძველზე მსოფლიოს ყველაზე უფრო განვითარებული, ცივილიზებული, კულტურული ოჯახის წევრად გახდომის დღე. ჩვენ ვიცოდით, რომ ეს აქტი ევროპის კარის მხოლოდ შეღებას ნიშნავდა, მაგრამ მომავალში წინ ევროკავშირის კონტურები გველანდებოდა! და ევროპაში საბოლოო გაერთიანების პროცესი შეუქცევადად გვესახებოდა... და რა ხდება დღეს? როცა ისმენ ყველა ჩვენი სტრატეგიული მეგობრის - ევროკავშირის, გაეროს, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეების, სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ელჩების ერთსულოვან განცხადებებს იმის შესახებ, რომ კანონი შეაფერხებს, თუ ბოლოს მოუღებს ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ისევ გეუფლება თითქოს სამუდამოდ დაძლეული განცდა: ნუთუ შენი ქვეყანა ისევ უნდა იყოს მარტო სამყაროსა და ისტორიის წინაშე? ნუთუ მარტოობა ჩვენი ბედისწერაა?! როცა ხედავ ყოველგვარი წინსვლის ძირგამომთხრელ დაპირისპირებას ქვეყნის შიგნით - პარლამენტში თუ ქუჩაში, ხვდები, რომ იმ საბედისწერო დროს მიღწეულ ერთიანობაზე ოცნებაც კი მიუღწეველი ხდება, რომ საბოლოოდ ვყალიბდებით ერთმანეთის მიმართ სიძულვილით სავსე საზოგადოებად. და დღეს მე ვსვამ კითხვას: გვინდა იმ წარსულში დაბრუნება? გვინდა ისევ მარტონი და დაუცველები აღმოვჩნდეთ მოძალადე, დრომოჭმული იმპერიული ამბიციებით შეპყრობილი რუსეთის წინაშე? თუ იქნებ ვცადოთ ასეთი წარმოუდგენელი რამ: დავდგეთ ყველა ერთად - ხალხი, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური პარტიები, ხელისუფლება (!), პიროვნებები და ევროპისკენ სვლა მართლაც შეუქცევადი გავხადოთ? ინფორმაციისთვის, ლანა ღოღობერიძე 1999 წლიდან იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში. ასევე ხელმძღვანელობდა დიპლომატიურ მისიას საფრანგეთში.
დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა - ამერიკის საელჩო
„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“, - ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება.
შსს: სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი
მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცადებაშია ნათქვამი, რითაც პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციას ეხმაურებიან. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, კანონპროექტის განხილვის პარალელურად, მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, მოუწოდებს აქციის ყველა მონაწილეს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგის ნორმები და დაემორჩილონ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს. ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, - აღნიშნულია განცხადებაში.
პარლამენტთან პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა
პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ, ცრემლმდენი გაზის შემდეგ წყლის ჭავლიც გამოიყენა საქართველოს პარლამენტის შენობასთან, პოლიციასა და აქციიის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. პარლამენტის მიმდებარედ სპეციალური დანიშნულების რაზმია განლაგებული. ადგილზე ჰყავთ მობილიზებული წყლის ჭავლის მანქანაც. აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის შესასვლეთან გადანაცვლებას ცდილობდნენ, საიდანაც მმართველი გუნდის წარმომადგენლები უნდა გამოსულიყვნენ. სამართალდამცველები აქციის მონაწილეებს შესასვლელამდე მისვლის საშუალებას არ აძლევენ. „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა (76 მომხრე - 13 წინააღმდეგი) სადავო კანონპროექტს, რომელიც „ხალხის ძალის“ მიერ იყო ინიცირებული. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“. უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობს პარლამენტთან. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად კანონი ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. სახელმწიფი დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განმარტებით, საქართველოში შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, სიმართლეს არ შეესაბამება.
შსს განცხადებას ავრცელებს
შსს-ს განცხადებით, „თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, აქციის მონაწილეების მხრიდან მოხდა პარლამენტის ერთ-ერთი შესასვლელის ბლოკირების მცდელობა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ადგილი აქვს ძალადობის ფაქტებს“. „შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც მართლწესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება, იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას, ამასთანავე, მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და პოლიტიკურ ლიდერებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი. იმ შემთხვევაში, თუ შეკრებილები არ დაემორჩილებიან პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწევენ წინააღმდეგობას, პოლიცია გამოიყენებს კანონით გათვალისწინებული პროპორციულ ძალას, მათ შორის, სპეციალურ საშუალებებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.