ძებნის რეზულტატი:
ჯავშანტექნიკა, რომელსაც აშშ უკრაინას პირველად უგზავნის
შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის 400 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ პარასკევს გამოაცხადა - ეს დახმარება პირველად მოიცავს ჯავშანტექნიკას, რომელიც საშუალებას აძლევს უკრაინულ ჯარებს, გადაკვეთონ მდინარეები ან სხვა დაბრკოლებები, რადგან რუსული და უკრაინული ძალები მდინარე დნიპროს მოპირდაპირე მხარეს რჩებიან. შესაბამის ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Armored Vehicle Launched Bridge (საბრძოლო დამხმარე მანქანა, რომელიც ზოგჯერ განიხილება, როგორც სამხედრო საინჟინრო მანქანის ქვეტიპი, რომელიც შექმნილია ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის სწრაფად განლაგებაში სამხედროების დასახმარებლად, ისეთი ტიპის დაბრკოლებების დროს, როგორიცაა მდინარეები) პორტატული, 18 მეტრიანი დასაკეცი ლითონის ხიდია. ამ სისტემის ახლა უზრუნველყოფამ შესაძლოა, უკრაინულ ჯარებს რუსეთის ძალებთან მისასვლელად მდინარეების გადაკვეთა გაუადვილოს. მას შემდეგ, რაც რუსეთი ერთი წლის წინ შეიჭრა უკრაინაში, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $32 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა მიაწოდა. რას მოიცავს აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გადაცემული ახალი $400 მილიონიანი დახმარება
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტით, 5 მარტს ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა და ნიუ იორკში, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ კომისიის 67-ე სესიას დაესწრება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 6 მარტს სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ქალთა სტატუსის შესახებ სესიის ფარგლებში, ქალთა და გოგონათა გაძლიერების შესახებ, ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და ციფრულ ეპოქაში განთალების საკითხებზე იმსჯელებენ. ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტისას დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ამინა მოჰამედთან, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთან, სიმა სამი ბაჰუსთან, გაეროს განვითარების პროგრამის ადმინისტრატორთან, აჰიმ შტაინერთან. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ორმხრივ შეხვედრას გამართავს ფორუმში მონაწილე ქვეყნების პრეზიდენტებთან და ნიუ იორკის მერთან, ერიკ ადამსთან. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი იელისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, სადაც ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში საქართველოს პრეზიდენტი საჯარო ლექციას წაიკითხავს. საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში ჰარვარდის კლუბსაც ეწვეევა, სადაც კლუბის წევრებთან რეგიონში შექმნილ მდგომარეობასა და გეოპოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ. აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. შესაბამისი განცხადება უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მთავარმა დეპარტამენტმა გააკეთა. „მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან 13 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის არის 8 თვის ბავშვის ცხედარი“, - ნათქვამია ანგარიშში. მუნიციპალურმა სამსახურებმა 853 ტონაზე მეტი სამშენებლო ნარჩენი ამოიღეს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ფსიქოლოგები და უკვე გაუწიეს დახმარება 100 ადგილობრივ მცხოვრებს და დაზარალებულთა ახლობლებს. შეგახსენებთ, რომ ნანგრევებიდან თერთმეტი ადამიანი გამოიყვანეს.
საუდის არაბეთმა უკრაინას 168 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა
საუდის არაბეთის მთავრობამ უკრაინას 168 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაუგზავნა. „ორი თვითმფრინავი, რომლებიც 168 ტონა ტვირთით იყო დატვირთული, პოლონეთის ჟეზოვის აეროპორტში, უკრაინის საზღვრის მახლობლად დაეშვა“, - უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ SPA იუწყება. დახმარება თავშესაფრის მასალებს, ელექტრო გენერატორებს და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს. საუდის არაბეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი პრინცი ფეისალ ბინ ფარჰან ალ საუდი კიევს 28 თებერვალს ეწვია, რომლის დროსაც უკრაინისთვის დამატებით 400 მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ შეთანხმებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი. საუდის არაბეთმა უფრო ადრე 10 მილიონი დოლარის ღირებულების სასწრაფო სამედიცინო და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია უკრაინიდან ლტოლვილებს მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის პოლონეთში, პოლონეთის მთავრობასთან და გაეროს სააგენტოებთან კოორდინაციით.
ჩინეთი წელს თავდაცვის ხარჯების 7.2%-ით ზრდას გეგმავს
ჩინეთი თავდაცვის ხარჯებს წელს 7,2%-ით გაზრდის, რაც შარშანდელი ხარჯების ზრდას ოდნავ აჭარბებს. Reuters-ი წერს, რომ თავდაცვის ბიუჯეტს ყურადღებით დააკვირდებიან ჩინეთის მეზობლები და შეერთებული შტატები, რომლებიც შეშფოთებულნი არიან პეკინის სტრატეგიული განზრახვებით და მისი სამხედრო ძალების განვითარებით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო წლებში დაძაბულობა გაიზარდა ტაივანთან დაკავშირებით. „ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა, 2027 წლის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის 100 წლის იუბილეზე ფოკუსირებით უნდა იმუშაონ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად, საბრძოლო მზადყოფნის ასამაღლებლად და სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, - აცხადებენ ჩინეთის ოფიციალური პირები. ჩინეთის თავდაცვის ბიუჯეტი 2023 წელს აშშ-ის მიერ შემოთავაზებული ხარჯების დაახლოებით მეოთხედს შეადგენს, თუმცა ბევრი დიპლომატისა და უცხოელი ექსპერტის აზრით, პეკინი არასაკმარისად აფიქსირებს რეალურ რაოდენობას. „შეიარაღებულმა ძალებმა უნდა გააძლიერონ სამხედრო წვრთნა და მზადყოფნა, შეიმუშავონ ახალი სამხედრო სტრატეგიული ხელმძღვანელობა, მეტი ენერგია დაუთმონ საბრძოლო პირობებში წვრთნას და კარგად კოორდინირებული ძალისხმევა გააძლიერონ სამუშაო ყველა მიმართულებით და სფეროში“, - განაცხადა პრემიერმა ლი კეციანმა. აშშ-ის 2023 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 858 მილიარდი აშშ დოლარის სამხედრო ხარჯებს ითვალისწინებს და იარაღის, გემებისა და თვითმფრინავების შესაძენად დაფინანსებას მოიცავს. ის ასევე ითვალისწინებს ტაივანისა და უკრაინის მხარდაჭერას.
ჩეხეთის ახალ პრეზიდენტს უკრაინაში ჩასვლა აპრილში სურს
ჩეხეთის არჩეული პრეზიდენტი პეტრ პაველი პირველი ასი დღის განმავლობაში აპირებს, ყველა მეზობელ ქვეყანას ეწვიოს და ასევე გაემგზავროს ბრიუსელში. პაველმა განაცხადა, რომ სურს, აპრილში გამგზავრება უკრაინაში, რომელიც რუსული აგრესიის წინაშე დგას. ჩეხეთის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციას 9 მარტს გაიმართება. ვფიქრობ, ამ პერიოდში სხვაგან წასვლა არ დამჭირდება, რადგან პრიორიტეტულად ნამდვილად მიმაჩნია ჩვენი სამეზობლო“, – განაცხადა პეტრ პაველმა. პაველის პირველი მოგზაურობა ინაუგურაციის შემდეგ სლოვაკეთში შედგება. შემდეგ პოლონეთში გაემგზავრება, 21-22 მარტს კი - გერმანიაში. აპრილში პაველი ბრიუსელში ევროკავშირისა და ნატოს შტაბ-ბინას ეწვევა. იმავე თვეში კი, უკრაინაში წასვლა სურს. მანამდე მედია წერდა, რომ ჩეხეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი, სლოვაკ კოლეგასთან ერთად უკრაინაში ვიზიტს გეგმავდა. ჩეხეთის პრეზიდენტად გადამდგარი გენერალი პეტრ პაველი იანვარში აირჩიეს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრ პაველთან სატელეფონო საუბარი 29 იანვარს გამართა. ზელენსკიმ პაველს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. უკრაინის პრეზიდენტმა ჩეხი კოლეგა ვიზიტით მიიწვია.
უკრაინელი მფრინავები აშშ-ის სამხედრო ბაზაზე ჩავიდნენ - CNN
აშშ მუშაობს უკრაინელ მფრინავებთან შეერთებულ შტატებში, რათა დადგინდეს, რამდენი დრო დასჭირდება მათ მომზადებას F-16 გამანადგურებლების სამართავად, განუცხადა CNN-ს ამ საკითხზე ინფორმირებული სამმა წყარომ. ორი უკრაინელი მფრინავი ამჟამად იმყოფება აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, სადაც მათ უნარებს აფასებენ. ამერიკელმა სამხედრო ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც თავდაცვის მდივან, ლოიდ ოსტინთან ერთად მოგზაურობდა ახლო აღმოსავლეთში, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინელი მფრინავები ტუსონში, არიზონაში იმყოფებოდნენ. „ეს ღონისძიება საშუალებას გვაძლევს, უკეთ დავეხმაროთ უკრაინელ პილოტებს, გახდნენ უფრო ეფექტიანები და უკეთ ვურჩიოთ მათ, თუ როგორ განავითარონ საკუთარი შესაძლებლობები. ამ ღონისძიების განმავლობაში პილოტები არ იფრენენ რაიმე პლატფორმაზე, მაგრამ ჩაერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში“, - აცხადებს აშშ-ის ოფიციალური პირი. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისთვის არანაირი ინფორმაცია არ არსებობს, რომ F-16-ის მართვის შესწავლის მიზნით წვრთნები მიმდინარეობს, CNN ვარაუდობს, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების საკითხი სრულად არ დახურა.
ირაკლი ღარიბაშვილი ბერლინში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს დელეგაციასთან ერთად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გაემგზავრა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენას - ITB Berlin 2023-ს ოფიციალურად გახსნის. „წელს საქართველო გამოფენაზე მასპინძელი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი. 6 მარტს, გამოფენის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის მეთაური, საზეიმო გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს. ტურისტული გამოფენა - ITB Berlin 2023 7-9 მარტს გაიმართება“, - წერია ინფორმაციაში.
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის სამსახურის ყოფილ უფროსს, სპეციალისტსა და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინა
მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“. გამოძიების ინფორმაციით, საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების მიღებამ საქმეში უკვე არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ცალსახად დაადასტურა აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე უკვე დაკავებული ცხრა პირის ბრალეულობაც. "კერძოდ, ჩატარებული ექსპერტიზებით დადგინდა, რომ გაყალბებული პროექტი, რომელიც ,,გრინსერვის+“-ის დირექტორმა მერიის საქალაქო სამსახურში წარადგინა იყო უხარისხო, ვინაიდან მასში არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. ტუმბოების მოწყობის ინსტრუქციაში არ იყო მითითებული, რომ ტუმბოები უნდა დამონტაჟებულიყო დამცავი გათიშვის მოწყობილობის გამოყენებით, ასევე პროექტში არ იყო ასახული ელექტროტუმბოს დახურვის მეთოდი ისე, რომ ელექტროტუმბო ყოფილიყო მიუწვდომელი. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი პროექტიც არ შეესაბამებოდა უსაფრთხოების ნორმებს, მასში ტუმბოები განთავსებული იყო შადრევნის აუზის გარეთ, ხოლო კორექტირებულ პროექტში ტუმბოები შეტანილია შადრევნის აუზში", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. პროკურატურის ცნობით, ექსპერტიზამ ასევე დააგინა, რომ თუ სამუშაოები შესრულდებოდა თავდაპირველი პროექტით და ტუმბოს ძრავის მკვებავი კაბელები არ განთავსდებოდა შადრევნის აუზში, უშუალოდ ძრავების მკვებავი კაბელიდან ელექტროდენის გაჟონვა ვერ მოხდებოდა. ექსპერტიზებით ასევე დადასტურდა, რომ ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. „კერძოდ, შადრევნის შიდა აუზში მოწყობილი იყო 220 ვოლტ ძაბვაზე მომუშავე მართვის აპარატურა, საკაბელო ხაზები არ იყო მოწყობილი შესაბამისი დაცვის მქონე მილებში. ამასთან, არ იყო დამონტაჟებული რელე, რომელიც დენის გაჟონვის შემთხვევაში კვების წყაროს ავტომატურ გათიშვას უზრუნველყოფდა, ასევე არ იყო დამიწებული ტუმბოს დამცავი ხუფი (ცხაური)",- აღნიშნულია ინფორმაციაში. პროკურატურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით კიდევ ერთი დანაშაულებრივი ეპიზოდი დადგინდა. კერძოდ, 2021 წლის 22 ოქტომბერს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს ,,გრინსერვისი +“-ს შორის თბილისში, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებული იყო, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარედგინა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა, ფაქტიურად მოწყობილი ელ.ქსელის საშემსრულებლო ნახაზი, დამიწების კონტურების გაზომვის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სამუშაოების მიმდინარეობისას, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში ,,გრინსერვის+“-მა გაყალბებული პროექტის ცვლილებები წარადგინა, სადაც არ იყო დაცული ელექტროდანადგართა მოწყობის უსაფრთხოების წესები. აღნიშნულ ცვლილებებს თან არ ახლდა სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადასტურდებოდა მათი შესაბამისობა ხელშეკრულების პირობებთან, მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. მიუხედავად აღნიშნულისა, 2022 წლის 16 მარტს და 15 აგვისტოს, მერიის საქალაქო სამსახურის უფროსსა და შპს ,,გრინსერვის+“-ის დირექტორს შორის გაფორმდა შეთანხმებები და ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილებები, რომლითაც სავალდებულო ექსპერტიზის დასკვნის გარეშე უკვე დამტკიცებული პროექტი შეიცვალა. საბოლოოდ, შპს ,,გრინსერვის+“-მა ცენტრალურ შადრევანზე სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, რაც არ შეესაბამებოდა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,გრინსერვის+“-ს მერიის საქალაქო სამსახურისთვის არ ჰქონდა წარდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაცია, მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გულგრილად მოეკიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შესრულებული სამუშაოები აღნიშნული დოკუმენტების გარეშე მიიღო. 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის ტერიტორიაზე მისულ მოზარდებს, თამაშის დროს შადრევნის აუზში ბურთი გადაუვარდათ. ბურთის ამოსატანად წყალში ჩასულმა ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ დაზიანებული კაბელიდან წყალზე გადასული ელექტროდენისგან ელექტროტრავმა მიიღეს, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდნენ და აუზში წაიქცნენ. მეგობრების დასახმარებლად აუზში მარიტა მეფარიშვილი ჩავიდა, რომელმაც ასევე ელექტროტრავმა მიიღო, რის შედეგადაც შეუძლოდ გახდა. საბოლოოდ ბავშვები აუზიდან იქვე მყოფმა ვაკის პარკის მებაღემ დევი მეზურნიშვილმა ამოიყვანა, რის შემდეგაც ისინი სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ელექტროტრავმის შედეგად მიღებული დაზიანებებით, მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ანდრია ლორთქიფანიძემ და ლაზარე ლობჟანიძემ კი, ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღეს. რაც შეეხება კიდევ ერთ დანაშაულებრივ ეპიზოდს, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა ასევე, რომ 2020 წლის 18 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურსა და შპს LMC -ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის რეაბილიტაციის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურეობის თაობაზე. პროექტის შედგენის შემდგომ, შპს LMC -მ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის გაცემის მიზნით, რაც ვაკის პარკის ტერიტორიაზე არსებული შადრევნებისა და კასკადის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოქმედი ტექნიკური რეგულირების დოკუმენტებთან შესაბამისობის დადგენას მოიცავდა, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანს“ მიმართა. 2020 წლის 15 სექტემბერს და 2021 წლის 2 ივნისს, შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა დაამზადა ყალბი ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახმად პროექტი თითქოს შესრულებული იყო სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მან ინსპექტირების ჩამტარებელ ექსპერტებად ანგარიშში მიუთითა ისეთი რვა პირი რომლებსაც შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დიზაინში“ არასდროს უმუშავიათ, შესაბამისად არც ინსპექტირების ჩატარებაში მიუღიათ მონაწილეობა. რეალურად ხსენებულ დოკუმენტებზე 8 ექსპერტის ნაცვლად, ხელი მოაწერა შპს ,,ექსპერტიზა, მშენებლობა დაზიანის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა და შპს LMC -ის წარმომადგენლებს გაყალბებული დასკვნები გადასცა. პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე, ბრალდებული 9 პირის, საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში მიმდინარეობს“, - წერია უწყების ინფორმაციაში.
მეუფე შიო: ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას
„ჩვენი ერი მუდამ დადიოდა ჭეშმარიტების გზით, მუდამ იცავდა მართლმადიდებლობას, და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ დღესაც კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და, მისი მეთაურობით, ჩვენი ეკლესია და ერი ერთგულია მართლმადიდებელი სარწმუნოებისა“, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას განაცხადა. „დიდი მარხვის ჟამს ჩვენ უმეტესად ვუკვირდებით ჩვენს ცოდვებს და მარხვას გარკვეული მწუხარებაც ახლავს ამის გამო. წმინდა მამები გვაფრთხილებენ, რომ ხედვა მხოლოდ საკუთარი ცოდვებისა - ეს არის სახიფათო სულიერი ცხოვრებისთვის, თუ არ ხედავს ადამიანი ამ მეორე ნათელ მხარეს, რაც არის მასში. ეს არის ხატება ღვთისა. აი, ამას გვაფრთხილებს დღეს ჩვენ წმინდა ეკლესია, თუ რა სიდიადეა ჩადებული ყოველ ადამიანში. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის საფუძველიც მარხვისა და ჩვენი სულიერი ცხოვრებისა. ასეთია რწმენა ღვთისა და რწმენა ადამიანისა, რომელიც არავის, არცერთ ადამიანს არ აქვს, გარდა ქრისტიანისა, და არცერთი სარწმუნოებას არ აქვს, გარდა ქრისტიანულისა, რომ საფუძველი ჩვენი რწმენისა არის ჩვენი თანაზიარება ღმერთთან, ჩვენი სიდიადე“.„დღეს მინდა შევახსენოთ, რომ ჩვენ აღვნიშნავთ კიდევ ერთ დიდ მოვლენას. 1990 წელს კონსტანტინოპოლში ყოვლად უწმინდესმა მსოფლიო პატრიარქმა დიმიტრიოსმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მისი სახით საქართველოს ეკლესიას გადასცა ისტორიული მნიშვნელობის მქონე ორი სიგელი, რომლებშიც იყო აღიარება V საუკუნიდან არსებული ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიისა, ასევე იყო აღიარება და ცნობა ჩვენი ეკლესიის მეთაურის ტიტულისა, როგორც კათოლიკოს-პატრიარქისა. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში, რომელიც მოხდა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის უდიდესი ღვაწლით, შრომითა და ავტორიტეტით. მაშინ ხარობდა მთელი ერი, მთელი ეკლესია და ჩვენ ყოველთვის განსაკუთრებული სიხარულითა და სიამაყით აღვნიშნავთ ამ დღეს. მადლობას ვუხდით ყოვლად უწმინდეს დიმიტრიოსს და ვიხსენიებთ მის ნეტარ სულს. რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდით ჩვენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, რომლის მოღვაწეობაში ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა. მაშინ კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ასეთი სიტყვები ბრძანა, რომ ეს მოვლენა გახლავთ საბოლოო აღიარება ჩვენი ავტოკეფალიისა, რომელსაც ამიერიდან ვერავინ ვეღარ ხელყოფს, ვერავინ ვეღარ უარყოფს და ვერ შეეხება“, - განაცხადა მეუფე შიომ.
როდის ვეღარ შეძლებს რუსეთის ეკონომიკა უკრაინაში ომის მხარდაჭერას და რატომ არის გაზაფხული გადამწყვეტი
„რუსეთის ეკონომიკა უკვე სამ თვეში ვეღარ შეძლებს უკრაინაში აგრესიული ომის მხარდაჭერას. ტერორისტულ სახელმწიფოს აქვს დრო გაზაფხულის ბოლომდე, რათა შეეცადოს უკრაინაში გარკვეული სამხედრო მიზნების მიღწევას“, უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ USA Today-ს ინტერვიუში უკრაინის სამხედრო დაზვერვის უფროსმა გენერალ-მაიორმა კირილო ბუდანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთმა დახარჯა უზარმაზარი ადამიანური რესურსები, შეიარაღება და მასალები. მისმა ეკონომიკამ და წარმოებამ ვერ დაფარა ეს დანაკარგები. „მან შეცვალა თავისი სამხედრო სარდლობის ჯაჭვი. თუ რუსეთის არმია ვერ შეასრულებს თავის მიზნებს ამ გაზაფხულზე, ის დარჩება სამხედრო შეიარაღების გარეშე“, - განაცხადა ბუდანოვმა. ბუდანოვის თქმით, „უკრაინა და ამ გაზაფხულზე გადამწყვეტი ბრძოლებია მოსალოდნელი და ეს იქნება უკანასკნელი ბრძოლა ომის დასრულებამდე". მისივე თქმით, ომი არ დასრულდება, ვიდრე ყირიმი არ განთავისუფლდება რუსეთისგან. „ეს კონფლიქტი უკვე გადაიზარდა ეგზისტენციალურ ომში რუსეთსა და დასავლეთს შორის. დიახ, დასავლეთი არ მონაწილეობს ამ ომში თავისი ჯარისკაცებით. მაგრამ ისინი გვაწვდიან იარაღს. ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ისინი ბრძოლაში. ეს ნიშნავს, რომ უკრაინის გამარჯვება რუსეთზე საერთო გამარჯვებაა და თუ უკრაინა დაეცემა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, ეს მთელი დასავლური ცივილიზაციის დამარცხებაა", - აღნიშნა ბუდანოვმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.
თბილისი აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით სამმხრივ შეხვედრას უმასპინძლებს
აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (აზერბაიჯანის ეროვნული კრება, ერთპალატიანი პარლამენტი) საერთაშორისო და პარლამენტთაშორისი ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე სამად სეიდოვი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სევინჯ ფატალიევა, წევრები ნიგარ არპადარაი და ნასიბ მაჰამალიევი 5-დან 7 მარტს თბილისს ეწვევიან. აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ისინი სამმხრივ შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას.კერძოდ, თბილისი აზერბაიჯანის, თურქეთის და საქართველოს პარლამენტების საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტების სხდომას უმასპინძლებს. მილი მეჯლისის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, შეხვედრაზე განიხილება რეგიონული თანამშრომლობა, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების განვითარება და სხვა საკითხები. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია დეპუტატების არაერთი შეხვედრა საქართველოს პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილმა კომპანიამ საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით ტვირთების გადაზიდვა დაიწყო
აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანია ADY Container-ი სტამბოლი-ტაშკენტი და მერსინი-ტაშკენტის მარშრუტებზე საკონტეინერო მატარებლით ტვირთების გადაზიდვას იწყებს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია Report.az-ი იუწყება. ტვირთის გადაზიდვა განხორციელდება CASCA+ მულტიმოდალური სატრანსპორტო მარშრუტით, რომელიც შექმნილია საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის ფარგლებში („აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნები“ - ჩინეთი - ყირგიზეთი - უზბეკეთი - თურქმენეთი - აზერბაიჯანი - საქართველო - თურქეთი - ევროპა"). გასულ წელს ბაქოში ჩავიდა პირველი საკონტეინერო მატარებელი, რომელიც უზბეკეთიდან ევროპაში ამ მარშრუტით გაიგზავნა. აზერბაიჯანის რკინიგზის შვილობილი კომპანიის - ADY Container-ის კუთვნილი გემით, კონტეინერები თურქმენბაშის პორტიდან ბაქოს პორტში მიიტანეს. ასევე გაეცანით უზბეკეთიდან ევროპაში, საქართველოზე გამავალი მულტიმოდალური მარშრუტით პირველი დაიძრა
ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მერიის სამსახურის ყოფილ უფროსს და კიდევ ერთ ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ანალოგიური ზომა შეეხო ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტსაც. დაცვის მხარე გიგა გიგაშვილის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 10 ათას ლარიან გირაოს ითხოვდა, ხოლო ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტ ვახტანგ ლონდარიძისთვის 5 000 ლარიან გირაოს. პროკურატურამ ვაკის პარკში მარიტა მეფარიშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალი დღეს მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს, გიგა გიგაშვილს სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ფაქტზე, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია წარუდგინა. ასევე ბრალი წარედგინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების და გამოყენების ფაქტზე, ,,ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინის“ სპეციალისტს ვახტანგ ლონდარიძეს. ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე, მერიის სამსახურის ყოფილ უფროსს, სპეციალისტსა და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარედგინა პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირსაც -“გრინსერვის +”-ს, "ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და ,,მშენექსპერტს“.
უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის შესაძლოა, 70 წელი დასჭირდეს
ნაღმების მასშტაბის გათვალისწინებით, განაღმვის სამუშაო შესაძლოა, 70 წლამდე გაგრძელდეს. ამიტომ, ამ პრობლემის რაც შეიძლება მალე გადაჭრისთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. „არსებული მასშტაბის გათვალისწინებით, განაღმვითი სამუშაო 70 წელი გაგრძელდება უკრაინის რესურსებით. ამიტომ, ამ პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრისთვის საჭიროა საერთაშორისო პარტნიორების ძლიერი მხარდაჭერა - ფინანსური, ტექნოლოგიური და ორგანიზაციული“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის იულია სვირიდენკოს თქმით, აუცილებელია რამშტეინის ფორმატის ანალოგის შექმნა, რათა სინქრონიზაცია და კოორდინაცია მოხდეს ტერიტორიების ნაღმებისა და აუფეთქებელი საბრძოლო მასალისგან გაწმენდის მიზნით. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა კანადის პარლამენტის წევრ, ჰეზერ მაკფერსონთან შეხვედრისას აღნიშნა. როგორც ცნობილია, მთავრობამ ჰუმანიტარული განაღმვის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელიც ჰუმანიტარული ნაღმების უმოკლეს ვადებში გაწმენდის ორგანიზების მიზნით მუშაობს.
არაბთა გაერთიანებული საამიროები და იტალია კავშირებს აძლიერებენ
არაბთა გაერთიანებული საამიროები (UAE) და იტალია თავიანთი ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აბუ დაბიში არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანისა და იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის შეხვედრის დროს გახდა ცნობილი. შესაბამის ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ სტრატეგიული პარტნიორობა ქვეყნებს საშუალებას მისცემს, „საერთო ძალისხმევა მიმართონ პოლიტიკური, დიპლომატიური, საერთაშორისო, ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობისა და პირდაპირი ინვესტიციების გაფართოებისა და გაღრმავებისკენ“. ქვეყნები ასევე „გააძლიერებენ თანამშრომლობას ემისიების შემცირების, ახალი ენერგეტიკული ტექნოლოგიებისა და დაბალი ნახშირბადის გადაწყვეტილებების სფეროებში“. „შეთანხმება ასევე გააძლიერებს „ორ ქვეყანას შორის გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას, გაზრდის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დააჩქარებს დაბალი ნახშირბადის ეკონომიკურ და ინდუსტრიულ ზრდას“, - ნათქვამია განცხადებაში. მელონი პირველი ვიზიტით ეწვია არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს მას შემდეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა 2022 წლის ოქტომბერში.
ლოიდ ოსტინი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს იწყებს
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რეგიონული ტურნეს ფარგლებში კვირას იორდანიაში ჩავიდა. ოსტინი ასევე ეწვევა ისრაელსა და ეგვიპტეს. „გრძელვადიანი და სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებსა და იორდანიას შორის ძლიერია“, - დაწერა ოსტინმა Twitter-ზე. „მოუთმენლად ველი თანამშრომლობას საერთო ინტერესებზე, რაც ორივე ერისთვის დადებით შედეგებს მოიტანს“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტური მიზნად ისახავს, აჩვენოს აშშ-ის მხარდაჭერა და ერთგულება მისი რეგიონული მოკავშირეების მიმართ, ირანის მზარდი საფრთხის წინააღმდეგ.
პარლამენტის განცხადებით, 6 მარტს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს
საქართველოს პარლამენტი განცხადებას ავრცელებს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ. „მიმდინარე წლის 6 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ ჟურნალისტებს და ღონისძიებებზე შესაბამის კომიტეტთან წინასწარ შეთანხმებულ დამსწრე პირებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის წევრებისა, აპარატის თანამშრომლების და პარლამენტის ვიზიტორების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, - წერია განცხადებაში. საქართველოს პატლამენტთან ხვალ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციას გამართავენ. ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში დილიდან განიხილავენ. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს აქციის ფონზე განიხილავენ იურიდიულ კომიტეტზე
ე.წ. უცხო ქვეყნის გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვის პარალელურად, პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები შეკრებილები არიან პარლამენტის ორივე მხარეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. პარლამენტის განცხადებით კი, 6 მარტს შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, დღის წესრიგით გათვალისწინებულია როგორც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის, ასევე “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით. ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.
200-ზე მეტი პროფესორი პარლამენტს მოუწოდებს, უარი თქვას ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერაზე
არ მიიღოთ რუსული კანონი - ამ ტექსტით მიმართა საქართველოში აკრედიტებული 26 უნივერსიტეტის 200-ზე მეტმა პროფესორ-მასწავლებელმა და მეცნიერ-თანამშრომელმა საქართველოს პარლამენტის წევრებს და მოუწოდა უარი თქვას ე.წ. უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონპრპროექტისთვის მხარდაჭერაზე. ლექტორების მიმართვა დღეს საქართველოს პარლამენტის წევრებს გადაეცათ. განცხადებაში, რომლითაც პროფესორ-მასწავლებლებმა დეპუტატებს მიმართეს ნათქვამია, რომ კანონპროექტი, რომელსაც ისინი ახლა პარლამენტში განიხილავენ, არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. „საქართველოს პარლამენტში დაიწყო რუსული შინაარსის კანონპროექტების განხილვა, რომელიც სპობს ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობას - გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი. რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების, ორგანიზაციებისა და მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია არის ქართველი ხალხის ნება, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და რომლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გააკეთონ ყველაფერი ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის. ამგვარი კანონი არ მოქმედებს ევროპის არც ერთ ქვეყანაში და აზიანებს ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და საქართველოში მოქმედმა დემოკრატიული ქვეყნების საელჩოებმა არაერთი განცხადება გაავრცელეს. მეგობარი ქვეყნის დიპლომატები პირადადაც შეხვდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებს და მოუწოდეს, არ მიიღონ რუსული კანონი, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალსა და დემოკრატიულ განვითარებას. დღეს, როცა საქართველო ელოდება ისტორიულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შესახებ, რუსული კანონის მიღება უკვე მუშაობს ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, საფრთხეს უქმნის ქართველი ერის მრავალსაუკუნოვან მისწრაფებას - გახდეს ევროპული ქვეყანა. ჩვენ, პროფესორ-მასწავლებლები და მეცნიერები, პასუხისმგებლობას ვგრძნობთ იმ თაობების წინაშე, რომელთა მომავალიც შეიძლება შეუქცევადად დააზიანოს როგორც ამ კანონის მიღებამ, ასევე ყველამ, ვინც ხმას მისცემს კანონპროექტს. ამიტომ შეგახსენებთ, რომ თქვენი არასწორი არჩევანით პასუხისმგებელნი იქნებით საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. მოგიწოდებთ, არ დაუჭიროთ მხარი რუსულ კანონს, დაიცვათ საქართველოს კონსტიტუცია და საქართველოს მოქალაქეების ურყევი ნება - ჩვენი ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი“,- ნათქვამია განცხადებაში. მიმართვის ტექსტს ხელს აწერენ: ოთარ ქირია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლიკა საჯაია, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი; მარიამ გერსამია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მაია მიქაშავიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი; ნათია კუპრაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; იაგო კაჭკაჭიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი მელაშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტი, მოწვეული ლექტორი ზურაბ დავითაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; კონსტანტინე შუბითიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თორნიკე თურმანიძე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; კახი ყურაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის სამართლის სკოლის პროფესორი, სამართლის დოქტორი; თამარ ლალიაშვილი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი; დავით პაიჭაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ზურაბ ჯიბღაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირინე ხერხეულიძე, სამართლის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; დიმიტრი გეგენავა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი გორაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი; სიმონ ტაკაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ ქობულაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნათია კალაძე, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დირექტორი; ნინო დანელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მამუკა ანდღულაძე, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; მათე ხვედელიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; მარი ელიაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; მაია ციბალაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; გოჩა ბარნოვი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი; დეა ცარციძე, საქართველოს უნივერსიტეტისა და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თენგიზ თევზაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; ვაჟა ვარდიძე, სულხან საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი; თეა გველესიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ეკატერინე ბასილაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თეონა ნუცუბიძე, ფსიქოლოგიის მაგისტრი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ასისტენტი, ლექტორი; ნინო ლომიძე, მაგისტრის ხარისხსი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის დოქტორანტი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური ასისტენტი, ლექტორი; არინა თავაქარაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; მაია ტორაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ეკატერინე ქარდავა, სამართლის დოქტორი, ჟან მონეს პროფესორი; მაია კოპალეიშვილი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (2009-2019); მანანა გელაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თინათინ მარგალიტაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი გოგუაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ლელა დუმბაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლე, მთარგმნელი; ავთანდილ ჯოხაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნათია სორდია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასისტენტ-პროფესორი; შორენა გოგიაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; თამარ ხუბულური, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; სანდრო ტაბატაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; მანანა რუსიეშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თეა თოფჩიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; გურამ ლურსმანაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; მარიამ გაგოშიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; მანანა შამილიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ლელი ბიბილაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ინგა შამილიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ეკა თხილავა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნინო მუხადგვერდელი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; დავით სიჭინავა, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; გიორგი ბერიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი; გიორგი მშვენიერაძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ლადო ნაფეტვარიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი; ეკა აკობია, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი; რეზი ჭიჭინაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ჩართოლანი, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ნანა დოლიძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ელენე ჯღარკავა, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მარიამ მენაბდე, არქიტექტურის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ეკა ფხაკაძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; სერგი კაპანაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ირინე დარჩია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გია ჯაფარიძე, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი; კონსტანტინე თოფურიძე, საქართველოს უნივერსიტეტის რექტორი; ანა ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი; ეკა დარბაიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული მკვლევარი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; ვლადიმერ (ლადო) მკერვალიშვილი, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი; ლაურა კუტუბიძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ მახარაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლია გელაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ქეთი ცინცაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი; ქეთევან კუხიანიძე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლაშა ხოჯანაშვილი, ევროპის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი; სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; დავით ქუტიძე, საქართველოს უნივერსიტეტის კვლევითი ინსტიტუტის, Gnomon Wise-ის მკვლევარი; ბეჟან ჯავახია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სოლომონ ტაბუცაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ანა ჩიქოვანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მარი წერეთელი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირმა რატიანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მაკა ელბაქიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თათია კეკენაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; იოსებ სალუქვაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მირანდა ტყეშელაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; ლევან ნატროშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ნანა გუნცაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნანული ტალახაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გია ნოდია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თიკო ცომაია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი; იზაბელა პეტრიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ ქარაია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ხათუნა იოსავა, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლაშა ნარსია, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; არჩილ თოდუა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ჯანა ჯავახიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ქეთევან კაკიტელაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირაკლი ჩხაიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ზვიად აბაშიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ბექა მინდიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამთა თურმანიძე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ნინო ივანიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკის სკოლის დეკანი; კახაბერ ურიადმყოფელი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი; ნინო მახვილაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორი; ნინო ბოჭორიშვილი, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი; თამთა ჭრიკიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აფილირებული ლექტორი, აკადემიური ასისტენტი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ნინო მაისურაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-მკვლევარი; ივანე წერეთელი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ელენე ასათიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი; თათია გორგაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; თამარ მათითაიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; დალი ოსეფაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; მაგდა მემანიშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლელა ფირალიშვილი, სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი; დავით ზედელაშვილი, კვლევითი ინსტიტუტი Gnomon Wise, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ლექტორი; თინა ცხოვრებაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ მკვლევარი; ირინე დოღაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ფსიქოლოგიის დოქტორი; მარინა გახუტიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქიმიის დეპარტამენტის ლექტორი, ქიმიის დოქტორი; ქეთევან მუხიგული, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ნინო ცინცაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლიკა კვინჩია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ანი გეჯაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; დიანა ლეჟავა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი; ფიქრია ასანიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გოგა ხატიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული ლექტორი; კორნელი კაკაჩია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; თამარ ხორბალაძე, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; გიორგი ბუტიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; მაია მანჩხაშვილი, წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ბელა წიფურია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მაია ქვრივიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; კონსტანტინე ჩოკორაია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; დავით მაცაბერიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნინო ლაპიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, ლექტორი; თორნიკე შურღულაია, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის პროფესორი; გაგა ლომიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლალი ანთიძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; გიორგი მელიქიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ნანა ტრაპაიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნინო გაჩეჩილაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ქეთევან გურჩიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ია კუპატაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის პროფესორი; მანანა რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირინა ლობჟანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; სიმონ ჯანაშია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; იზა გიგაური, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მაკა ნუცუბიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი; თამარ კეკენაძე, ასოცირებული პროფესორი, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში; მანანა ხაჩიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ვარდო ბერიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლაშა მარკოზაშვილი, პროფესორი, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში; სერგო ჩიხლაძე, მედიცინის დოქტორი, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში, მოწვეული ლექტორი; ელგუჯა ქავთარაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ია ანთაძე, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი; თეონა აქუბარდია, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; შალვა ტაბატაძე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მიხეილ დარჩიაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) ასისტენტ-პროფესორი; ლია წულაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თეიმურაზ ბუაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი; ნიკა გიგაური, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლუკა კუჭუხიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, მკვლევარი; თენგიზ ფხალაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოციერებული პროფესორი; ნატო ბაჩიაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი; გიორგი მუჩაიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ირაკლი ლაითაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლიანა ნაკაიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი დოცენტი, ამჟამად პენსიონერი; ლეილა ბლაგონრავოვა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი; ნიკა ხოფერია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ასისტენტ-პროფესორი; ზვიად ქორიძე, კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი; პავლე ტაბატაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის დოქტორანტი; თედო სანიკიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აკადემიური ასისტენტი; თინათინ სტამბოლიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, კომუნიკაციის მკვლევარი; ნინო ჩარექიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი; გიორგი ცხადაია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თინათინ ბანძელაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თამარ ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ბესო ნამჩავაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თამთა თვალავაძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერი; თამარ კინწურაშვილი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ალუდა გოგლიჩიძე, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ ბელქანია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ნუგზარ თევდორაძე, გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ნინო ჩიქოვანი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ნათია იაკობიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი; კახა გაბუნია, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მარიამ ალანია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი; მარინე იოსელიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორი, პროფესორი; თათია კეკელია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; ანა ჩუთლაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუსის (GIPA) აკადემიური ასისტენტი; ნინო წითლანაძე, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” ასოსტენტ-პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მოწვეული ლექტორი; ნინო აბზიანიძე, პოლიტიკის მეცნიერების ასოცირებული პროფესორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი; მაკო ჯაოშვილი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” პროფესორი; ნარგიზა არჯევანიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი; თეა ლათიფაშვილი, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტ “ალტერბრიჯის” ასოცირებული პროფესორი, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) ასოცირებული პროფესორი; ნატა ძველიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი; გია ბერიძე, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; თამარ ალექსიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი; მარინა ბურკაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის ასოცირებული პროფესორი; გიორგი ჭანტურია, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის “ალტერბრიჯი” ასოცირებული პროფესორი; მარინე გიორგაძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი; მაია ჯინჭარაძე, საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ლადო რაზმაძე, ბრიტანული უნივერსიტეტი საქართველოში, მოწვეული ლექტორი; ვლადიმერ კეკენაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; თამარ დარჩია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თამარ ჩხაიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ელენე მეძმარიაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ხათუნა გიგაური, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი; ზურაბ პაპასქირი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; მახარე აჭაიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა (GIPA) და სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; ნიკოლოზ ალექსიძე, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი; თამარ ცხადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ხატია ვასაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასისტენტი; ამირან ხეცურიანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ჟანა ანთია, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA), ასისტენტი; ნინო რუსიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) აფილირებული ლექტორი; ნინო ლიპარტელიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი; ირმა გრძელიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ლევან რატიშვილი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი; ნინო გედევანიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) პროფესორი; ირინე დემეტრაძე-რენცი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; თინა ასათიანი,საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) Frontlain Georgia club-ის მენეჯერი; დიმიტრი ჩიკვაიძე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ლექტორი; ეკატერინე შალუტაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასისტენტ-პროფესორი; ანა ქეშელაშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი; თინათინ დოლიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი; სოფო დოლიძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; მარინა გარიშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; სალომე ცოფურაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი; თეონა მატარაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი; ქეთევან გოჩიტაშვილი, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების ცენტრის მასწავლებელი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროფესორი. ნუგზარ სურგულაძე, ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;