ძებნის რეზულტატი:
პროტესტის შემდეგ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აქციის მონაწილეებს პირდაპირი ეთერი დაუთმო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციამ და ტელევიზიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შეთანხმება მიაღწიეს. 30 ნოემბერს, 20 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი საპროტესტო აქციის 12-მდე მონაწილეს დაეთმო. მოდერატორი არის ტელევიზიის დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი. საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები 17 საათისთვის შეიკრიბნენ - ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერს და გენერალური დირექტორის, თინათინ ბერძენიშვილისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ვასილ მაღლაფერიძის გადადგომას. არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს.
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა
იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ვეკუა თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. „როგორ ეწერა სენიორ პესოას? - არიდებულ ბრძოლათა ნაიარევებზე... ყველას გვაქვს ასეთი. მე - ძალიან ბევრი. რაღაც დროს ნამდვილის ჯერიც დგება და ადამიანები ერთმანეთის ძებნას ვიწყებთ, ერთმანეთს ვამხნევებთ. ახლაც ის დროა და მეც ჩემს ფიქრებს გიზიარებთ, მეგობრებს, კოლეგებს, ვინც თვლით, რომ მართალი ვარ და ვინც თვლით, რომ არ. დღეს, ამ ფიქრებით ვამბობ „უარს“ და ვემშვიდობები საგარეოს, რომელმაც ყველაზე ბევრი მაჩუქა, რაც კი შეიძლება ადამიანს განგებამ აჩუქოს. მათ შორის, იმის განცდა, რომ რამდენჯერაც ხელმოცარული ჩამოვა საბა პარიზიდან და ურბედან, იმდენჯერ ჯიუტად უნდა მიბრუნდეს უკან, რადგან ამათ იქეთ - ვსესვიატსკოეა, ქართველთა გადათხრილი საფლავები და ექსპორტისთვის გამზადებული რუსი სტარცები. ის დათვიც სადღაც იქ ტრიალებს... მადლობა სითბოსთვის, გაძლებისთვის და რაც მთავარია, პატიებისთვის“, - წერს ირაკლი ვეკუა სოციალურ ქსელში. როგორც ცნობილია, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. 30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირი აქციით კვლავ გადაიკეტა.
სუს-ი განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს და „მოუწოდებს საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე.“ უწყების განცხადებით, „პროცესები წარიმართება ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად.“ ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, რის შესახებაც წინმსწრებად არაერთხელ ვაცნობეთ საზოგადოებას. ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე, ჩვენ არაერთხელ გავუზიარეთ საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, რომელთა მოპოვება განხორციელდა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის მოწმეთა დაკითხვით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება. მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს და ვაცხადებთ, რომ დესტრუქციული ქმედებების განხორციელება, გამოძიების მიერ, განხილული იქნება მიმდინარე საქმის ფარგლებში. შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით,“ წერია სუს-ის განცხადებაში. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. 30 ნოემბერს ნიდერლანდებში საქართველოს ელჩი გადადგა. ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობას ტოვებს. 30 ნოემბრის საღამოს რუსთაველის გამზირი აქციით კვლავ გადაიკეტა.
საპატრიარქო: გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომლებიც გასცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომლებიც გასცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს. „დიდად ვწუხვართ, რომ მიუხედავად ეკლესიის მოწოდებისა, რუსთაველის გამზირზე დემონსტრაცია 30 ნოემბერსაც სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მასმედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს ქმედებები, რომელიც გაცდა კანონიერებისა და ზნეობის ფარგლებს. შექნილი ვითარება იწვევს დაპირისპირებას და საფრთხეს უქმნის მოქალაქეთა მშვიდობიან თანაცხოვრებას. ჩვენთვის ძვირფასია ორივე მხარეს მდგომნი და ვლოცულობთ მათთვის; ვლოცულობთ დაშავებულთა მალე გამოჯანმრთელებისთვის. ამასთან, კიდევ ერთხელ ვთხოვთ ახალგაზდებს, საერთოდ დემონსტრანტებს, გამოიჩინონ კეთილგონიერება და დაიცვან პროტესტის გამოხატვის საზღვრები; ასევე ვთხოვთ სამართალდამცველებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და არ გასცდნენ კანონიერი მოქმედების ფარგლებს; სახელმწიფომ კი, აუცილებელია, მოახდინოს დარღვევების სწრაფი და დროული გამოძიება, მათი ობიექტური შეფასება და საზოგადოების ინფორმირებულობა. რაოდენ დიდი ფასეულობისთვისაც არ უნდა ვიღვწოდეთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი არის ღვთის ხატი და მსგავსი და ყველაზე დიდი ღირსების მატარებელი ქმნილება ამ სამყაროში. შევთხოვთ ყოვლაწმინდა ღვთისმშობელს, დაიცვას თავისი წილხვედრი საქართველო მშვიდობით,“ - აღნიშნულია განცხადებაში. პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
შვეიცარიის საგარეო უწყება: მშვიდობიანი პროტესტის უფლება და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას ავრცელებს, რომლის თარგმანსაც საქართველოში წარმოდგენილი დიპლომატიური წარმომადგენლობა ავრცელებს. „შვეიცარია შეშფოთებულია საქართველოში მომიტინგეებისა და მედიის მუშაკების მიმართ ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ. მშვიდობიანი პროტესტის უფლება და შეკრების თავისუფლება დაცული უნდა იყოს,“ წერია განცხადებაში. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. 30 ნოემბერს, საღამოს რუსთაველის გამზირი აქციით კვლავ გადაიკეტა.
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი: ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია, რომ დავუშვათ
ბიზნესმენი დიმიტრი აბდუშელიშვილი შექმნილ ვითარებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: საქართველო იყო და იქნება ევროპული ქვეყანა. ჩვენი ადგილი იქ არის, სადაც ადამიანები და ქვეყნები ერთმანეთს ფასეულობებით არიან შეკავშირებულები. ყოველგვარი შეფერხება ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის რეგრესს, რომელიც გამორიცხულია, რომ დავუშვათ. არ მოსულა, ჩვენი შვილების ტოლა გოგო ბიჭებზე და თანამოქალაქეებზე ძალადობა მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესი მომავლის ქვეყანა უნდათ
შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს, რუსთაველზე საპროტესტო აქცია გრძელდება
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, ძალადობრივი გახდა. უწყება ავრცელებს ცნობას, რომ აქციის მონაწილეებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები. შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. „პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულები არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვაცხადოთ, რომ აქციაზე მყოფი პირების ნაწილის ქმედებები, აქციის დაწყებიდან მალევე, გახდა ძალადობრივი. კერძოდ, აქციის წევრებმა დააზიანეს საკანონმდებლო შენობის ჯებირები, ასევე, ქვების და სხვა საგნების გამოყენებით ჩაამსხვრიეს პარლამენტის ფასადზე არსებული ათამდე ფანჯრის შუშები. ამავდროულად, აქციაზე მყოფ პირებს მობილიზებული აქვთ პიროტექნიკა, ქვები, სხვადასხვა მძიმე საგნები, რომელსაც ისინი სავარაუდოდ კვლავ სამართალდამცველთა წინააღმდეგ გამოიყენებენ. კიდევ ერთხელ, მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ მშვიდობიან ფარგლებში და არ დაუშვან მართლსაწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. პოლიციის მხრიდან, თითოეულ სამართალდარღვევას შესაბამისი კანონიერი რეაგირება მოჰყვება,“ - აღნიშნულია განცხადებაში. პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.
პრეზიდენტი: ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალური ვიდეომიმართვისას განაცხადა, რომ ინაუგურაცია ვერ იქნება და მისი მანდატი გრძელდება, რადგან „არალეგიტიმური პარლამენტი პრეზიდენტს ვერ აირჩევს.“ „იმისთვის, რომ თქვენ გემსახუროთ, ხვალ საზოგადოება და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან და ერთად ვმართავთ პროცესის იმ პოლიტიკურ ნაწილს, რომელსაც თქვენ მართავთ გარეთ, მართავთ ქუჩაში და მართავთ ყველგან, ამ საზოგადოების სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ერთად გავაკეთებთ საქმეს! ჩვენ ერთად წარმოვადგენთ იმ მომავალს, რომელსაც ძალიან მალე მივაღწევთ ახალი არჩევნებით. ახალი საქართველო დაიბრუნებს თავის ევროპულ გზას, თავის დამოუკიდებლობას და რაც მთავარია, თავის განვითარების თავისუფალ გზას, რომელსაც არავის დავუთმობთ. ხვალ ჩვენ კიდევ შევხვდებით. ხვალ ჩემთან ერთად იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მე მოვიწვიე და რომლებთან ერთადაც ამ პოლიტიკური პროცესის სათავეში ვიქნები. მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც მე უნდა შემცვალოს. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.
სახალხო დამცველი: სამართალდამცველები აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც მისწვდებოდნენ, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე
სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 29-30 ნოემბრის აქციების დაშლის შესახებ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მიმართონ სახალხო დამცველის აპარატს. „2024 წლის 29-30 ნოემბრის ღამეს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე შეკრებილი მონაწილეების მიმართ რამდენიმე ეტაპად განხორციელდა საპოლიციო ღონისძიებები. სახალხო დამცველმა არაერთხელ განმარტა, რომ მოქალაქეების მხრიდან ცალკეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებების მიმართ უნდა იქნას გამოყენებული კანონით განსაზღვრული კონკრეტული, ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებები, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ წარმოშობს მთლიანი აქციისა და მშვიდობიანი მომიტინგეების სრულად დაშლის კანონიერ საფუძველს. გარდა ამისა, 30 ნოემბრის დილის საათებში, აქციის დაშლის დროს, მშვიდობიან მომიტინგეთა მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენებისა და ათეულობით მოქალაქის დაკავების კანონიერი საფუძვლები არ არსებობდა. გავრცელებული ვიდეოჩანაწერების მიხედვით, სამართალდამცველები განურჩევლად ყველას მიმართ იყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს, აკავებდნენ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც ფიზიკურად მისწვდებოდნენ, ახორციელებდნენ მათ დევნას შეკრების ძირითადი ლოკაციიდან დაშორებით კერძო ობიექტებშიც კი, ჯგუფურად და მრავალჯერადად ძალადობდნენ დაკავებულებზე და მიზანმიმართულად თავს ესხმოდნენ ჟურნალისტებს. გასულ ღამეს, მშვიდობიანი დემონსტრანტების, ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციითა და ევროპული კონვენციით გარანტირებული აბსოლუტური უფლების - წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის დარღვევას. შემაშფოთებელია, რომ ბოლო პერიოდში კონვენციის საწინააღმდეგო პრაქტიკის სახით მკვიდრდება საპროტესტო აქციების დაშლისას მოქალაქეების მიმართ არასათანადო მოპყრობის მასშტაბური და განმეორებადი ხასიათის ფაქტები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებული ვიდეოჩანაწერები, სადაც ასახულია დაკავებულების მიმართ სამართალდამცავების მიერ ჩადენილი ჯგუფური ძალადობის ფორმები, მეთოდები და გამოვლენილი სისასტიკის ხარისხი. სახალხო დამცველის რწმუნებულები გასული ღამისა და მთელი დღის განმავლობაში ხვდებოდნენ დაკავებულ მოქალაქეებს. მათ შორის, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა კლინიკაში ინახულა სპეცრაზმელების შესაძლო ძალადობის შედეგად დაზიანებული ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. მისი განმარტებით, საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც გაურკვეველი საგანი მოხვდა თავში და დაკარგა გონება. რწმუნებულებმა ვიზიტები განახორციელეს და ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებულების მონახულებას, როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდებარე იზოლატორებში და ასევე, ბათუმის აქციაზე დაკავებული პირების - აჭარასა და გურიაში. გასული ღამისა და დღევანდელი დღის განმავლობაში, რწმუნებულებმა 41 პირი მოინახულეს, რომელთაგან 40 პირს ადმინისტრაციული წესით დაკავებულის სტატუსი აქვს. 28 დაკავებულმა მიუთითა სამართალდამცავების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტზე (რეაგირება არ სურს 12 მათგანს); დამატებით 2 პირს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, თუმცა, ერთთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, რადგან მოთავსებული იყო სამკურნალო დაწესებულებაში, ხოლო მეორემ, რომელიც ასევე კლინიკაში იმყოფებოდა, განმარტებების გაკეთება არ ისურვა; 18 პირს, ძირითადად, სახის არეში აღენიშნება სხვადასხვა სახის დაზიანება. პირები, რომლებიც სავარაუდო არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ, ძირითადად, მიუთითებდნენ სამართალდამცავების მხრიდან მიზანმიმართულ, მათ მიერ დაფიქსირებული სამოქალაქო პოზიციის გამო ანგარიშსწორების მიზნით განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაზე. ზოგიერთი დაკავებულის თქმით, ფიზიკური ძალადობა მათ მიერ ხორციელდებოდა არამარტო უშუალოდ დაკავების პროცესში, არამედ, ავტომობილშიც. სახალხო დამცველის აპარატი ამ დროისთვისაც განაგრძობს დაკავებული პირების მონახულებას სხვადასხვა ქალაქში, რომელთა შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,” - ნათქვამია ინფორმაციაში. პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.
ესტონეთის პრეზიდენტი: ქართველი ხალხის ხმა გაგონილი უნდა იყოს
ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ წერს, რომ მმართველ პარტიას ხალხისგან რასაკვირველია არ მიუღია მანდატი, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფებები შეაჩეროს. „პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ დავადასტურე ესტონეთის მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხისა და ევროკავშირისკენ მათი მისწრაფებების მიმართ, მას ასევე სიძლიერე ვუსურვე. ქართველი ხალხის ხმა გაგონილი უნდა იყოს. ყველას აქვს უფლება, გააპროტესტოს მშვიდობიანად და დაცულად იგრძნოს თავი. აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას მკაცრად ვგმობთ. მმართველ პარტიას ხალხისგან რასაკვირველია არ მიუღია მანდატი, რომ ქართველთა უმრავლესობის მისწრაფებები შეაჩეროს. ევროკავშირში გაწევრიანება დიდი ხანია, ქართველი ხალხის მიზანსა და მათი წარმომადგენლების მხრიდან დაპირებას წარმოადგენს,“ წერს კარისი X-ზე. პარლამენტთან პროტესტის მესამე დღეა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩებზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა, მათ შორის, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფთან ერთად ადგილზე განლაგებული სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენლები. სპეცრაზმის გარდა, რუსთაველის გამზირის მიმდებარე პერიმეტრზე დგას სპეციალური ტექნიკაც, მათ შორის, წყლის ჭავლის მანქანები.
ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
ვაშინგტონმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. მთავრობის ქმედება ანტიკონსტიტუციურად შეფასდა. „ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირთან ერთად წუხს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების გამო, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვგმობთ გადამეტებული ძალის გამოყენებას ქართველების წინააღმდეგ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ მათი კონსტიტუციის ღალატს - ევროკავშირი დამცავი საყრდენია კრემლის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან,“ - წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი X-ზე. ვაშინგტონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე, რომელიც გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში. „ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს. „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რომლებიც ეფუძნებოდა საერთოღირებულებებსა და ვალდებულებებს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს,“ წერია განცხადებაში, რომელიც თავის მხრივ, სპიკერ მეთიუ მილერის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გავრცელდა. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მიმართულებებს განსაზღვრავს და საქართველოს NATO-ში მისწრაფებისადმი და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას ადასტურებს. ცნობისთვის, სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია გაფორმდა ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2009 წლის 9 იანვარს, რომელსაც ხელს აწერენ საქართველოს მხრიდან იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო აშშ-ის მხრიდან აშშ-ის მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის შესახებ საგარეო უწყების ვებგვერდზე შემდეგი ინფორმაციაა მოცემული: საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ხარისხობრივად ახალ, სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანა 2009 წლის 9 იანვარს, ვაშინგტონში ხელმოწერილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიამ. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის ფართო და სიღრმისეული თანამშრომლობის უმთავრეს მექანიზმს. აღნიშნული თანამშრომლობის მექანიზმით გათვალისწინებულია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა დემოკრატია და მმართველობა; უსაფრთხოება და თავდაცვა; ეკონომიკა, ვაჭრობა და ენერგეტიკა; ხალხთაშორისი ურთიერთობები და კულტურული გაცვლები. ქარტია, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, ასევე დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას, საშუალებას იძლევა ყველა ზემოხსენებული მიმართულებებით გაფართოვდეს ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთობები. ქარტიის ფარგლებში, წელიწადში ერთხელ, ზემოთ ჩამოთვლილი ოთხი მიმართულებით იმართება სამუშაო ჯგუფების შეხვედრები და პლენარული, შემაჯამებელი სხდომა. (2023 წლის სტატიიდან ამონარიდი: აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა, რედ) სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მე-10 წლისთავთან დაკავშირებით, 2019 წლის 11 ივნისს მიიღეს ერთობლივი დეკლარაცია, რომელშიც კიდევ ერთხელაა დადასტურებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპები და ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოსადმი. სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერებას წინ უძღოდა აშშ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის გადახედვა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო სანქციების დაწესება რამდენიმე ათეულ ქართველ მაღალჩინოსანსა და მათი ოჯახის წევრებზე, "რომლებიც პასუხისმგებელნი ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." 16 სექტემბერს, ფინანსური სანქციები დაუწესდა ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელს ზვიად ხარაზიშვილს, მის ერთ-ერთ მოადგილეს, მილერი ლაგაზაურს. ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი, პრორუსული „ალტ-ინფოს“ ლიდერებს კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. ოთხივე დასანქცირებული პირი "გლობალურ მაგნიტსკის სიაში" დაამატეს. 20 სექტემბერს, კი, „ამერიკის ხმამ“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მილიარდერი ექსპრემიერ, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი ჰქონდა შემუშავებული და მის უახლოეს მომავალში დაწესებას განიხილავდა აშშ-ის პრეზიდენტის14024-ე განკარგულების საფუძველზე, რომელიც რუსეთის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ" გამოიყენება. ურთიერთობები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი თანამდებობას ტოვებს
ლიეტუვაში საქართველოს ელჩი სალომე შაფაქიძე თანამდებობას ტოვებს. „წარვადგენ ლიეტუვაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებას. პატივი და პრივილეგია იყო ის, რომ ვემსახურებოდი ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში და მოკრძალებული წვლილი შემქონდა მის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაში, რაც განუყოფელია ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისგან. საქართველო ევროპაა“, - წერს სალომე შაფაქიძე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
აშშ-ში საქართველოს ელჩი გადადგა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია პრემიერმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა. „რაც შეეხება დავით ზალკალიანს, მან დატოვა თანამდებობა, მე მასთან მქონდა საუბარი. არ ვიცი, ყველას სხვადასხვა ნებისყოფა აქვს. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო დავით ზალკალიანს, რომლის მიმართაც იყო ძალიან მძიმე ზეწოლა სხვადასხვა მხრიდან - აქ არ იგულისხმება ზეწოლა ნაცების მხრიდან. იყო სერიოზული ზეწოლა და მხოლოდ და მხოლოდ სოლიდარობა შემიძლია, გამოვუცხადო დავით ზალკალიანს. სამწუხარია, რომ მან დატოვა თანამდებობა. ეს იყო მისი არჩევანი და ამ არჩევანს რა თქმა უნდა პატივს ვცემ,“ განაცხადა კობახიძემ. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე მედიასაშუალებამ, მათ შორის, „რადიო თავისუფლებამ“ 30 ნოემბერს გაავრცელა. „რადიო თავისუფლებას ორი წყარო საგარეო საქმეთა სამინისტროდან და ერთი საქართველოს საელჩოდან შეერთებულ შტატებში უდასტურებს ინფორმაციას შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის გადადგომის შესახებ,“ - წერდა „რადიო თავისუფლება.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს ასევე უპასუხა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ შეკითხვას. „გამომდინარე იქიდან, რომ საუბარი მანამდე უკვე შემდგარი იყო მაკა ბოჭორიშვილსა და თეიმურაზ ჯანჯალიას შორის, გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო იმასთან დაკავშირებით, რომ იგეგმებოდა ცვლილება. თეიმურაზ ჯანჯალიას თანამდებობა არ დაუტოვებია, ეს იყო საკადრო გადაწყვეტილება, რაც მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო. მაკა ბოჭორიშვილმა მას შესთავაზე სისტემაში დარჩენა, რა იქნება მისი გადაწყვეტილება არ ვიცი,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. „მინდა, გავიმეორო, რომ ჩემი გადაწყვეტილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით. ამ საკითხის ნებისმიერი სახით მანიპულირების თუ დამახინჯების მცდელობა მხოლოდ ხელს შეუწყობს მათ მიმართ პატივისცემის ძირის გამოთხრას, რომელიც ამას აკეთებს. მე ვაფასებ დროს, რომელიც გავატარე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. პატივი იყო, მემუშავა თავდადებული პროფესიონალების შესანიშნავ გუნდთან. ძალიან ვამაყობ ჩვენი ერთობლივი წვლილით. მე კვლავ მჯერა, რომ ჩვენი კოლექტიური ძალისხმევით მივაღწევთ ნამდვილი ევროპული საქართველოს ხილვას, სადაც მომავალი თაობები ევროპული ოჯახის შემადგენლობაში იცხოვრებენ,” – წერს თავის მხრივ, თეიმურაზ ჯანჯალია სოციალურ ქსელში. ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას 2022 წლიდან იკავებს, მანამდე კი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში უძღვებოდა დიპლომატიურ უწყებას. მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე“ განცხადებას ავრცელებს. ვაშინგტონის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ქართველი ხალხისთვის მიცემულ დაპირებას ევროკავშირსა და NATO-ში სრულ ინტეგრაციაზე, რომელიც გაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში. ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შეჩერებით „ქართულმა ოცნებამ“ უარყო ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირების შესაძლებლობა და საქართველო გახადა უფრო მოწყვლადი კრემლის პირისპირ. ქართველი ხალხის უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს ევროპაში ინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ, გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის, მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყონ, რომ საპროტესტო აქციები მშვიდობიანი დარჩეს. „ქართული ოცნების“ სხვადასხვა სახის ანტიდემოკრატიული ქმედებით დაირღვა ძირითადი პრინციპები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის, რომლებიც ეფუძნებოდა საერთოღირებულებებსა და ვალდებულებებს: დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და ანტიკორუფციულ ძალისხმევის მიმართ. შედეგად, შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა აღნიშნული მექანიზმი. კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძიოს საპარლამენტო არჩევნების ყველა დარღვევა და გაიწვიოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს,“ წერია განცხადებაში. ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა
ირაკლი კობახიძე: უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს
რაშია გამოსავალი და უახლოეს პერიოდში განიხილავს თუ არა მთავრობა რაიმე ფორმით დიალოგს მოქალაქეებთან, რომლებიც მეოთხე დღეა, თბილისის ქუჩებში დგანან და გამოინახოს რაიმე კომპრომისული ვარიანტი. მოცემულ შეკითხვას უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ „უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს.“ „საინტერესო რა არის იცით? არის ხოლმე მომენტები, როცა შენ შეიძლება, ფიქრობდე, რომ მართალი და ვიღაც სხვანაირად ფიქრობს და შეიძლება, უკან დაიხიო. მაგალითად, ეს გავაკეთეთ ჩვენ შარშან, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით - კანონი იყო სწორი, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ეს ვერ გაიგო და ჰქონდათ გულწრფელი პროტესტი. ჩვენ დავიხიეთ უკან და გავიწვიეთ ეს კანონი. ასეთი რაღაც შეიძლება, მოხდეს პოლიტიკაში. ადამიანები აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს, თითქოს, ხელისუფლებამ შეაჩერა ევროინტეგრაცია, რაც ბუნებაში არ არსებობს, იმას როგორ შეცვლი. აქ უკან დახევის თეორიული პერსპექტივაც არ არსებობს. აპროტესტებენ იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. შესაბამისად, ერთადერთი რაც უნდა მოხდეს, ყველა უნდა დამშვიდდეს“, განაცხადა კობახიძემ. ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვას, ხელახალი არჩევნების დანიშვნას არ განიხილავთ? პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „არა, რაზეა ლაპარაკი.“ ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის, მოქმედმა დიპლომატებმა, მთავრობის გადაწყვეტილება საჯარო, ღია წერილით გააკრიტიკეს. ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
კალასი: ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება
“ჩვენ ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით ვდგავართ,“ ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი X-ზე წერს. „ჩვენ ვგმობთ მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას და ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, რომ არ გააგრძელებენ საქართველოს მიერ ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე წინსვლას, და ასევე ქვეყნის დემოკრატიულ უკუსვლაზე. ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება,“ წერს კალასი. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ახალი 5-წლიანი მანდატი 2024-2029 წლებს მოიცავს და კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული. ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორისაა, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. გაფართოებას საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროში ევროკომისრის პოსტს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს. ჯანდაცვას კი, ოლივერ ვარჰეი ჩაუდგება სათავეში. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის, მოქმედმა დიპლომატებმა, მთავრობის გადაწყვეტილება საჯარო, ღია წერილით გააკრიტიკეს. ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა.
კობახიძე აშშ-ის ნაბიჯებზე: დროებითი მოვლენაა, როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე
„ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი,“ ასე უპასუხა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილებაზე შეკითხვას. ის ამბობს, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. „თქვენ ხედავთ, რომ ჯერ კიდევ მოქმედი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ მაქსიმალურად მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვოს ახალ ადმინისტრაციას. ამას აკეთებენ ისინი უკრაინასთან მიმართებით და ახლა უკვე საქართველოსთან მიმართებაში. ამას ვერ ექნება პრინციპული მნიშვნელობა, დაველოდებით ახალ ადმინისტრაციას და ახალ ადმინისტრაციასთან ყველაფერზე ვისაუბრებთ. ეს არის ისეთი დროებითი მოვლენაა, როგორც სალომე ზურაბიშვილი,“ - აღნიშნა კობახიძემ. მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან არაპირდაპირი კომუნიკაცია ჰქონდა. ირაკლი კობახიძე არ აკონკრეტებს, თუ ვისთან შედგა არაპირდაპირი კომუნიკაცია. „ჩვენი მხრიდან იყო არაპირდაპირი კომუნიკაცია და ველოდებით პირდაპირ კომუნიკაციას. ეს არის ის, რაც შემიძლია გითხრათ. ჩვენი სურვილია, პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს,“ - აღნიშნა პრემიერმა. ირაკლი კობახიძეს ასევე ჰკითხეს, იცნობენ თუ არა საქართველოს ხელისუფლებისადმი ჰელსინკის კომისის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის კრიტიკულ პოზიციას, მით უმეტეს, რომ უილსონი საგარეო ურთიერობათა კომიტეტის მომავალ თავმჯდომარედ განიხილება. პრემიერის თქმით, მმართველი გუნდისთვის მთავარია ტრამპის ადმინისტრაცია დანარჩენი ყველაფერი კი, მეორეხარისხოვანია. „როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია, რასაც იტყვის ტრამპი იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა,“ - აღნიშნა პრემიერმა. ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „გუშინდელ ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. 28 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მათ შორის, მოქმედმა დიპლომატებმა, მთავრობის გადაწყვეტილება საჯარო, ღია წერილით გააკრიტიკეს. ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. პირველ დეკემბერს, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი კაია კალასი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებას, ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება.
ტრამპი აცხადებს, რომ BRICS-ის ქვეყნები ახალ ვალუტას თუ შექმნიან, მათთვის ამერიკულ ბაზარს ჩაკეტავს
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ „გამორიცხულია, BRICS-მა საერთაშორისო ვაჭრობაში აშშ დოლარი“ სხვა ვალუტით ჩაანაცვლოს საერთაშორისო ვაჭრობაში და ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამას ეცდება, უნდა დაემშვიდობოს ამერიკას.“ დონალდ ტრამპმა პირველ დეკემბერს X-ზე დაწერა, რომ თუკი BRICS-ის ქვეყნები ახალ ვალუტას შექმნიან, მათთვის ამერიკულ ბაზარს ჩაკეტავს. „იდეა იმის, შესახებ, რომ Brics-ის ქვეყნები ცდილობენ, დოლარს ჩამოშორდნენ, ვიდრე ჩვენ გვერდიდან ვდგავართ და ამ პროცესს მხოლოდ ვუყურებთ, უკვე დასრულებია. ჩვენ ვითხოვთ ამ ქვეყნების მიერ ვალდებულების აღებას, რომ ისინი არც ახალ ვალუტას შექმნიან და არც სხვა ვალუტის გაძლიერებით შეეცდებიან დოლარის ჩანაცვლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ ჩვენგან დაემუქრებათ 100%-იანი ტარიფების დაწესება, რომლის შემდეგ უარს ეტყვიან და დაემშვიდობებიან დიდებულ ამერიკულ ეკონომიკას. არ არსებობს შანსი იმისა, რომ BRICS-ი დოლარს ჩაანაცვლებს მსოფლიო ვაჭრობაში და ნებისმიერი სახელმწიფო ვინც ამას ეცდება, დაემშვიდობება ამერიკას,“ - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ პლატფორმა X-ზე. თუ BRICS-ის ქვეყნები ახალ ვალუტას შექმნიან, ტრამპი მათთვის ამერიკულ ბაზარს ჩაკეტავს. „ჩვენ მოვითხოვთ ამ ქვეყნებისგან, რომ მათ არც BRICS-ის ახალი ვალუტა არ შექმნან და არც სხვა რომელიმე ვალუტას დაუჭირონ მხარი უძლეველი აშშ დოლარის ნაცვლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ დაემუქრებათ 100%-იანი ტარიფები და დამშვიდობება მოუწევთ აშშ-ის ბრწყინვალე ეკონომიკაზე წვდომასთან. ადგნენ და ვინმე სხვა „სულელი“ იპოვონ,“ - ამბობს აშშ-ის ახალი პრეზიდენტი, რომლის ინაუგურაცია 20 იანვარს იგეგმება. BRICS-ის ქვეყნები წლებიან, განიხილავენ ახალი საერთო ვალუტის შემოღებას, რათა კონკურენცია გაუწიონ ამერიკულ დოლარს საერთაშორისო ვაჭრობაში, - რათა მოხდეს საერთაშორისო ვაჭრობის „დედოლარიზაცია“, რაც, მათი ხედვით, აშშ-ის პოლიტიკური გავლენის შემცირების გზას წარმოადგენს. ალიანსი ასევე მუშაობს SWIFT-ის - ბანკთაშორისი კომუნიკაციის საერთაშორისო სისტემის - ალტერნატიულ სისტემაზე. BRICS წევრი სახელმწიფოების ინგლისური დასახელებისგან შემდგარი აბრევიატურაა. წლების განმავლობაში კლუბი აერთიანებდა სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ხუთ ქვეყანას: ბრაზილია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ალიანსი 2024 წლის იანვრიდან გაფართოვდა და დაემატა ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას (30 ნოემბრის ღამიდან პირველ დეკემბრის დილამდე) 44 ადამიანი დაშავდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, პირველ დეკემბერს, დღის ორი საათისთვის გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც აქციიდან კლინიკებში გადაიყვანეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 44 დაშავებულიდან 27 აქციის მონაწილეა, ერთი მედიასაშუალების წარმომადგენელი და 16 შსს-ს თანამშრომელი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი კლინიკაში რჩება მედიკოსების მეთვალყურეობით. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 29-30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 დაშავებული, ხოლო მანამდე, 28-29 ნოემბრის ღამეს - 33.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი: ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 38 თანამშრომელი ემიჯნება მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას. განცხადებაშია ნათქვამია, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. „კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა ნაწილის განცხადება: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი მემკვიდრეობა ინახავს საქართველოს ისტორიის უაღრესად ობიექტურ და უტყუარ ცნობებს. საუკუნეთა განმავლობაში შექმნილი წერილობითი ძეგლები ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სწრაფვას დასავლური კულტურისკენ. ისიც აღსანიშნავია, რომ სწორედ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული: ეფრემ მცირის, მთაწმინდელების, არსენ იყალთოელისა თუ სულხან-საბას ნააზრევი, რომელიც შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ჩვენი ევროპული აზროვნების მასაზრდოებელი იყო; ასევე, ცენტრის კოლექციები ინახავს რუსეთის იმპერიასთან სხვადასხვა ფორმით მებრძოლი, ევროპულად მოაზროვნე დიდი ქართველი მოღვაწეების: ილიას, აკაკის, ვაჟას, დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ნიკოლაძის, ექვთიმე თაყაიშვილის, კათალიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას და სხვათა პირად არქივებს, რომელთა დაცვა, შესწავლა და პოპულარიზაცია ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გამორჩეულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და მივიჩნევთ, რომ: საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა და რუსეთის წიაღში დაბრუნება კატეგორიულად მიუღებელია. დაუშვებელია ჩვენი კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა! ვგმობთ საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას”,- აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას უერთდებიან: 1. მაია რაფავა - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 2. მზია სურგულაძე - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 3. ლია ახობაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 4. მაია მაჭავარიანი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 5. თამარ ოთხმეზური - სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 6. ნინო მელიქიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. 7. ნანა ჩიკვატია - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 8. ვასილ თარგამაძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის უფროსი. 9. ნესტან ბაგაური - საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსი. 10. შალვა გლოველი - სამეცნიერო-ანალიტიკური, სასწავლო-საკვალიფიკაციო და საგამომცემლო განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 11. ლელა გოცირიძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 12. თამარ დვალიშვილი - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 13. ასმათ გვაზავა - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი. 14. სოფიო ცერცვაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომელი, რესტავრატორი 15. თემო ჯოჯუა - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 16. ესმა მანია - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 17. ნათია ხიზანიშვილი - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 18. ნინო კობაური - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის მეცნიერი თანამშრომელი. 19. ნიკოლოზ ჟღენტი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 20. თეა ქართველიშვილი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 21. ქეთევან ტატიშვილი - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 22. ნათია ვეკუა - საქმისწარმოების სამსახურის გაციფრებისა და ელექტრონული ბაზის კოორდინატორი. 23. ირინე ლეჟავა - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 24. ქეთევან პატარიძე - ფონდების დაცვის, აღრიცხვისა და ექსპონირების დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი. 25. ქეთევან ხითრიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 26. შორენა მურუსიძე - არქივთმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 27. ქეთევან პეტრიაშვილი-ცუცქირიძე - არქივთმცოდნეობის დეპარტამენტის სპეციალისტი. 28. ლანა გრძელიშვილი - საგამომცემლო სამსახურის უფროსი 29. ხათუნა გორდეზიანი - ადამიანური რესურსების მართვისა და მონიტორინგის კოორდინატორი. 30. დიმიტრი გურგენიძე - დიგიტალიზაციის ლაბორატორიის მთავარი სპეციალისტი. 31. ელენე ჩაგელიშვილი - არქივთმცოდნეობის განყოფილების მთავარი სპეციალისტი. 32. ნინო ქავთარია - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. 33. ნუცა კვერნაძე - კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის სპეციალისტი, რესტავრატორი. 34. თამარ ჟღენტი - საგარეო ურთიერთობათა კოორდინატორი. 35. ეთერ ედიშერაშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 36. ნუცა ციციშვილი - ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. 37. ნათია მიროტაძე - კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 38. ირაკლი გელაშვილი - წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მეცნიერი თანამშრომელი. ცნობისთვის, ანალოგიურ განცხადებებს ავრცელებენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და საჯარო სექტორის თანამშრომლებიც. პოსტები დატოვეს რიგი ქვეყნების ელჩებმა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ამ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა, რომელიც მეოთხე დღეა, გრძელდება, მათ შორის, რეგიონებშიც.