ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირის ახალი ხელმძღვანელები კიევში ჩავიდნენ

ევროპული საბჭოს ხელმძღვანელი ანტონიო კოსტა, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი კიევში ჩავიდნენ. ანტონიო კოსტა, კაია კალასი და მარტა კოსი უკრაინას ახალი თანამდებობების ოფიციალურად დაკავების პირველივე დღეს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან. „თანამდებობის დაკავების შემდეგ პირველი ვიზიტისას ჩემი გზავნილი ნათელია: ევროკავშირს სურს, რომ უკრაინამ მოიგოს ეს ომი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის“, - წერს კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე. აღსანიშნავია, რომ დღეიდან ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ახალი 5-წლიანი მანდატი 2024-2029 წლებს მოიცავს და კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული. ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორისაა, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. გაფართოებას საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროში ევროკომისრის პოსტს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს. ჯანდაცვას კი, ოლივერ ვარჰეი ჩაუდგება სათავეში.  

ომბუდსმენის აპარატი: საგანგაშოა, რომ აქციაზე დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. განცხადებაში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა, ამ დროისთვის, 28-30 ნოემბერს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული/დაშავებული 125 პირი მოინახულა. „81 მათგანის მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას გასული ორი დღე-ღამის განმავლობაში უკვე მიეწოდა. გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დამატებით მოინახულეს 30 ნოემბერს დაკავებული 44 პირი, რომელთაგან 38-მა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითა (რეაგირება არ ისურვა 11-მა). 26 დაკავებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებოდა, უმეტესად, დაზიანებები ხილულად სახის არეში აღენიშნებოდათ. საგანგაშოა, რომ დაკავებული პირები მიუთითებენ სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან მიზანმიმართულ ანგარიშსწორებაზე. დაკავებულთა ნაწილის გადმოცემით, ისინი ალყაში მოაქციეს, არ აძლევდნენ გარიდების შესაძლებლობას, რა დროსაც სამართალდამცავები განურჩევლად ურტყამდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებულების ნაწილის თქმით, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ არამხოლოდ უშუალოდ დაკავების მომენტში, არამედ, შემდგომშიც - ავტომობილში ყოფნის დროს. დაკავებულების განმარტებით, აქამდე უკვე არსებული პრაქტიკის მსგავსად, დაკავება და სავარაუდო არასათანადო მოპყრობა მათ მიმართ ხორციელდებოდა სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ, ხოლო შემდეგ, მათი გადაცემა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისთვის ხდებოდა. საყურადღებოა, რომ დაკავებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი პირადი ნივთების (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, საფულე მასში განთავსებული ფულადი თანხით და სხვა) ჩამორთმევაზე მიუთითებს, რომელთა შემდგომი ბედი მათთვის უცნობია. სახალხო დამცველის აპარატი, პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი დაკავებულის შესახებ, პარალელურ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. სამსახურს აპარატმა ასევე მიაწოდა საჯარო წყაროებში ასახული არაერთი ვიდეომასალა და ინფორმაცია, სადაც ვლინდებოდა პოლიციის მხრიდან მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტები. სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც განაგრძობენ დაკავებული პირების, მათ შორის ჟურნალისტების მონახულებას და შედეგების შესახებ მოხდება საზოგადოების დამატებითი ინფორმირება. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ - ნათქვამია განცხადებაში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, საპროტესტო აქციიდან კლინიკებში 44 ადამიანი გადაიყვანეს

კაია კალასი და მარტა კოსი: ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება საქართველოს ლიდერების ხელშია

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივი განცხადებით, ევროკავშირი წუხს ირაკლი კობახიძის განცხადების გამო „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილების შესახებ, რომ არ განაგრძოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება და უარი განაცხადონ ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ქართული ოცნება, არ მიმართავს ევროკავშირს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების შესახებ და უარს ამბობს ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე. ეს განცხადება მიანიშნებს, რომ შეიცვალა საქართველოს ყველა წინა ხელისუფლების პოლიტიკა და საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ევროპული მისწრაფებები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციაშია ჩაწერილი. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ გამოვიდა ქუჩაში, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფება დაადასტუროს. ევროკავშირი მტკიცედ გმობს ძალადობას პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ, ვინც თავის ევროპულ და დემოკრატიულ მომავალს მტკიცედ იცავს. საქართველოს მთავრობის ამ ქმედებებს პირდაპირი შედეგები აქვს ჩვენ ურთიერთობაზე. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს პროტესტის მშვიდობიანი მონაწილეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა ფაქტი უნდა იქნას გამოძიებული და ძალადობაზე პასუხისმგებელმა ყველა პირმა პასუხი უნდა აგოს. ევროკავშირი კიდევ ერთხელ გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა გრძელდება, რაც ასევე იმ დარღვევებსაც გულისხმობს, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების მიმდინარეობისას განხორციელდა. ამ თემასთან დაკავშირებით, ევროკავშირი ელოდება ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და მის რეკომენდაციებს. ევროკავშირი ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას. ევროკავშირში გაწევრიანების კარი კვლავ ღიაა და საქართველოს დაბრუნება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, საქართველოს ლიდერების ხელშია,“ - აღნიშნულია განცხადებაში. კალასი: ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება  

ლაიენი: ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას

„ვწუხვართ საქართველოს ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირისა და მისი ღირებულებებისგან დაშორების გამო, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას,“ - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი,ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, სადაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის მარტა კოსის ერთობლივ განცხადებას აზიარებს. „ევროკავშირის კარი ღია რჩება. ევროკავშირის გზაზე საქართველოს დაბრუნება საქართველოს ხელმძღვანელობის ხელშია,“ - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.  

საგარეო უწყება „გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლას"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან გამოთქმული კრიტიკისა და თანამდებობების დატოვების ფონზე, დიპლომატიურ სამსახურზე ზეწოლაზე საუბრობს. უწყებას, რომელსაც კრიტიკოსები საგარეო კურსის რუსეთისკენ ცვლილებაში წვლილის შეტანაში ადანაშაულებენ, ევროკავშირი კი, ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს, აცხადებს, რომ „მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები.“ „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მტკიცედ დგას საქართველოს ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე და ემსახურება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მიზნების განხორციელებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს საქართველოს დიპლომატიურ სამსახურზე განხორციელებულ ზეწოლას და მოწოდებებს საბოტაჟისაკენ. მიუღებელია, უცხო სახელმწიფოების მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ჩარევის მცდელობები. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში, კანდიდატის სტატუსის მიღებამდეც კეთილსინდისიერად ასრულებდა ევროკავშირთან გაფორმებულ ასოცირების შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ჩათვლით. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული მომავალში ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის. ევროკავშირს ამ დრომდე არ მიუღია გადაწყვეტილება საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს.  საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას,“ წერს საგარეო უწყება გავრცელებულ განცხადებაში. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება  კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.

კალაძე თანამშრომელთა კრიტიკულ განცხადებაზე: ეს თვითლუსტრაციაა, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს

„ამას ველოდებოდი, მერიაში რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა,“ - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე იმ განცხადებას, რომლის თანახმად, „თბილისის მერიის თანამშრომელთა ნაწილი „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას ემიჯნება.“ „ეს ჩემთვის გასაგებია. ჩვენ გასულ კვირას, მერიაში რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ. კარგია, ეს თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ამ გზას ირჩევენ, მათი გადასაწყვეტია. მე ამას ველოდებოდი, რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, გადაადგილებები იგეგმება,“ - აღნიშნა კალაძემ.  

ევროკომისარი მარტა კოსი: ქართველო ხალხო, დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება, ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ

„ქართველო ხალხო, თქვენ დაგპირდნენ ევროპას კონსტიტუციით და აშკარად გსურთ მისი შესრულება. ჩვენ გისმენთ, ჩვენ გხედავთ, - ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკიმისარი მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ვგმობ ნებისმიერ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და ვიზიარებ სერიოზულ შეშფოთებას დემოკრატიული სტანდარტების უკუსვლის გამო,“ - წერს მარტა კოსი და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და მის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას აზიარებს. კალასი: ვწუხვართ მმართველი პარტიის მხრიდან მინიშნებაზე, ამას ევროკავშირის მხრიდან პირდაპირი შედეგები მოჰყვება აღსანიშნავია, რომ დღეიდან ევროკომისია ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ახალი შემადგენლობით იწყებს მუშაობას. ახალი 5-წლიანი მანდატი 2024-2029 წლებს მოიცავს და კომისართა ახალი კოლეგიით არის დაკომპლექტებული. ევროკომისიის პრეზიდენტს ექვსი ვიცე-პრეზიდენტი და უმაღლესი წარმომადგენელი ჰყავს, მათ შორისაა, უსაფრთხოების პოლიტიკისა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლესი კომისარი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კაია კალასი. გაფართოებას საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი იქნება. თავდაცვისა და კოსმოსის სფეროში ევროკომისრის პოსტს ლიეტუველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი უხელმძღვანელებს. ჯანდაცვას კი, ოლივერ ვარჰეი ჩაუდგება სათავეში.  

საპროტესტო აქცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან პროტესტის მეოთხე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით პარლამენტისკენ. თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმის მობილიზებაა - ადგილზე მიიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც. სპეცრაზმის მობილიზებაა პარლამენტის უკანა შესასვლელთანაც, გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანაც - შენობის ყველა შესასვლელთან საპოლიციო ძალები არიან განლაგებულნი. აქტივისტების ჯგუფი ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც მართავს აქციას. საპროტესტო დემონსტრაციები იმართება რუსთავში, ქუთაისში, ბათუმსა და გორშიც. რუსთავში მოქალაქეები მეგობრობის გამზირიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. საპროტესტო აქცია გრძელდება საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც, სადაც მენეჯმენტის ცვლილებას და ოპოზიციისა და პრეზიდენტისთვის ეთერის დათმობას მოითხოვენ. დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს მას შემდეგ, რაც მათ ტელევიზიის წარმომადგენლებმა შეხვედრაზე უარი განუცხადეს.  

პრეზიდენტი საზოგადოებას შესაძლო პროვოკაციებზე აფრთხილებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ, დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი.“ ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მანამდე ის „ქართულ ქარტიაზე“ ხელმომწერ პოლიტიკური პარტიების ლიდერებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. „საზოგადოებას, რომელიც გარეთ დგას, მინდა ვუსურვო მშვიდობა და მხნეობა. როგორც გუშინ მქონდა ნათქვამი, მოვიწვიე ქარტიის პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენელი, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. ეს არის იმის დასტური, რომ აქაც, ორბელიანების სასახლეში შედგა ეროვნული თანხმობა იმის შესახებ თუ დღეს რა გვაქვს გასაკეთებელი, საით მივდივართ და საით არა. ეს თანხმობა არის, პირველ რიგში, იმის ნიშანი, რომ ჩვენ არ მივდივართ რუსეთისკენ, მივდივართ ევროპისკენ, რაც იყო ჩვენი, ყველსა გამოცხადებული მიზანი და თუ ვინმემ გადაუხვია, საზოგადოებას არ გადაუხვევია და რჩება ამ მიზნის ერთგული," - განაცხადა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტმა აქციაზე დაკავებულების დახმარების აუცილებლობაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილი ჯარიმების დასაფარად ფონდის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. ზურაბიშვილმა ასევე გააფრთხილა მოქალაქეები შესაძლო პროვოკაციებზე და აღნიშნა, რომ აქციაზე იმყოფებიან სუს-ის წარმომადგენლებიც და საჭიროა, პროვოკაციებისგან თავის დაცვა. „შეიძლება, ძალიან მალე საჭირო იყოს რამე ფონდის შექმნა. დღეს, ჯერ კიდევ არის იმის საშუალებები, რესურსები სხვადასხვა არასამთავრობოდან იმისთვის, რომ ჯარიმები დაფარული იყოს, მაგრამ შეიძლება, დადგეს მომენტი, როცა დიდი საზოგადოებრივი ძალისხმევა იყოს იმისთვის საჭირო, რომ ფონდი შეიქმნას და ამ ადამიანებს დავეხმაროთ. დახმარება კიდევ სხვა რამეში გამოიხატება, ჩვენ დავიცვათ ისინი პროვოკაციებისგან. მინდა, პირდაპირ ვთქვა, ჯერ ერთი, თქვენს შორის, ვინც ქუჩაში გამოდიხართ, შეიძლება, სუს-ის წარმომადგენლები იყვნენ, რომლებიც პროვოკაციებს ეწევიან, მათ მიმართ სიფრთხილეა საჭირო, მაგრამ მე ამას ვერ გასწავლით, მაგრამ მე შემიძლია, იმაზე გაგაფრთხილოთ, რომ მე რამდენიმე გზავნილი მომივიდა სხვადასხვა ფორმით, რომელიც იმას ეხება, ვითომც, უკრაინიდან ქართველი სამხედროები ემზადებიან, ან ჩამოსულები არიან იმისთვის, რომ ჩაერთონ, როგორც სამხედროები ამ პროტესტში, ეს პირდაპირი პროვოკაციაა, ასეთი რამ არ ხდება, არავინ დაიჯეროთ ამას, რადგან ეს პირდაპირ მიმართულია პროტესტის წინააღმდეგ, ეს არის ის, რაც ყველაზე უფრო აწუხებს მმართველ პარტიას,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო პროტესტი უნდა დარჩეს, როგორიც არის თავისი სპონტანურობით, თავისუფლებითა და თვითორგანიზებით: „ყველა შევთანხმდით, რომ არ სჭირდება პარტიების და არც ჩემი ჩარევა, მაგრამ სჭირდება მხარდაჭერა და დაცვა.“ „მხარდაჭერა რაშიც უნდა გამოიხატებოდეს, ეს პირველ რიგში არის საზოგადოების, არასამთავრობოების და იურისტების საქმე, რომლებიც ასევე წარმოდგენილი იყვნენ. მორალური ვალდებულებაა იმ ადამიანების პირდაპირი მნიშვნელობით სამართლებრივი დაცვა, რომლებიც დაკავებულები არიან. მათი არდავიწყება ასევე ჩემი ვალდებულებაა. ყველა უწყებას უნდა მივმართოთ, რომ ვინც დაშავდა ყველა უნდა იყოს დაცული. ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ამ ძალადობის მიმართ და წინააღმდეგ მათი ხმაც ისმოდეს. რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ცივილიზებულ ქვეყანაში სრულიად მიუღებელი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ისაუბრა საგარეო უწყების განცხადებაზეც. მისი შეფასებით, „საგარეო უწყების თანამშრომლების განცხადება და რამდენიმე ელჩის გადადგომა არის არა საბოტაჟი და დისკრედიტაცია, არამედ, ქვეყნისთვის რეპუტაციისთვის პოზიტიური. პრემიერის და შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებები კი, პრეზიდენტის შეფასებით, მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ საკმაოდ დაბნეულია დღეს მმართველი პარტია „არ ელოდებოდნენ ამგვარ საზოგადოებრივ რეაქციას, არამხოლოდ ქუჩის პროტესტს, რომელსაც, ალბათ, ელოდებოდნენ, მაგრამ უკვე აღარ იციან, როგორ მართონ გარდა ძალადობისა. ეს ძალადობა ბოლომდე ვეღარ იქნება და აქვს თავისი ლიმიტი. ალბათ, უფრო დაბნეულები არიან იმის გამო, რაც ხდება სამოქალაქო საზოგადოებაში, ბიზნეს სექტორში და თუნდაც ეკლესიაში, როცა ახალი ხმები ისმის, რომელიც ასევე არ ეთანხმება ამ არალეგიტიმურ გადაწყვეტილებას, რომელიც გვაშორებს ევროკავშირიდან, ევროინტეგრაციიდან და მიჰყავს ეს ქვეყანა იქითკენ, საითკენაც არცერთი ჩვენი წინაპარი არ მიდიოდა თავისი ნებით. ჩვენი ეკლესია იქითკენ თავისი ნებით ნამდვილად არ მიდიოდა და ეს არის ის მომავალი, რომელზედაც ქუჩაში ისევე, როგორც ყველა სხვადასხვა დაწესებულებაში, საქართველო დღეს უარს ამბობს,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის განცხადებით, მიუხედავად ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებებისა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პრემიერის გადაწყვეტილება, დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ქვეყნის ორიენტაციის ცვლილებაა. „განცხადებები, რომლებიც დღეს კეთდებოდა, რომ თურმე ჩვენ ვერ გავიგეთ და არ აჩერებენ [ევროინტეგრაციას], მაგრამ რაღაც უშვრებიან, რაც გაუგებარია. სრულიად ბუნდოვანი განცხადებები ამას არ ცვლის იმიტომ, რომ საზოგადოებამ ძალიან კარგად გაიგო, რომ ეს იყო ცვლილება ჩვენი ორიენტაციის და რეალურად ზურგის შექცევა ევროკავშირისთვის და პირიქით, მიბრუნება რუსეთისკენ. ძალიან კარგად გაიგეს ჩვენმა პარტნიორებმა იგივე. ეს ვითომ დაზუსტებები არაფერს არ ემსახურება,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მმართველ პარტიას აწუხებს, რომ პროტესტი კონსტიტუციურ ჩარჩოებშია - სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის. პრეზიდენტის შეფასებით, „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას არღვევს, მათ შორის, „ევროპული მომავლის შენელების თაობაზე ბოლო გადაწყვეტილებით.“ „ჩვენ, საზოგადოება, თავის სამოქალაქო წამოწყებებით, ქუჩის პროტესტი და ყველანაირი ქმედება კონსტიტუციის მხარესაა. ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას და ვიცავთ ამ ქვეყნის კონსტიტუციურ მომავალს. სამაგიეროდ, მმართველი პარტია ყველა ნაბიჯზე კონსტიტუციის გარეთ გადადის, არღვევს კონსტიტუციას, თუნდაც თავისი ბოლო გადაწყვეტილებით, რომ შეაჩეროს, თუ როგორ ვთქვათ, შეანელოს ჩვენი ევროპული მომავალი, როდესაც კონსტიტუციაში პირდაპირ უწერია, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ვალდებულია, ყველა ძალისხმევა მიმართოს იმისკენ, რომ ევროინტეგრაციის გზაზე რაც შეიძლება, სწრაფად ვიაროთ და არა შევაჩეროთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს და მის მოსამართლეებს ხელში აქვთ უზარმაზარი, უნიკალური საშუალება, რომ გადაწყვიტონ ქვეყანაში არსებული „ძალიან ღრმა კრიზისი.“ „ამის მაგივრად, საკონსტიტუციო არათუ არაფერს აკეთებს, ჯერ არც ნიშნავს სხდომას. ამიტომ, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების, აქტივისტების, მოსამართლეების და იურისტების მთელი ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაინიშნოს სხდომა და განიხილოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც შეტანილია და რომლის პოზიტიურად გადაწყვეტაც დაგვაბრუნებს კონსტიტუციის ჩარჩოებში. სტატუს-კვო ანტე - არჩევნები არ შემდგარი, პარლამენტი არაა ლეგიტიმური, მაგრამ დაბრუნდება ძველი პარლამენტი და გვექნება გარდამავალი, სტაბილური ცვლა ახალი არჩევნებისკენ,“- განაცხადა პრეზიდენტმა. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, ინტერვიუ მისცეს საზოგადოებრივ მაუწყებელს. საქართველოს პარლამენტთან პროტესტის მეოთხე დღეა. საპროტესტო აქცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს. ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება  კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.

ვაჟა სირაძე: შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს

თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელმა ვაჟა სირაძემ „მოუწოდა აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მისი თქმით, მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში. სირაძის თქმით, შსს ყველა ძალადობრივ ქმედებას აღკვეთს და მიიღებს უმკაცრეს ზომებს. “გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია: დღეს, როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დაიწყო აქცია და მინდა, მოვუწოდო აქციის მონაწილეებს, მათ ორგანიზატორებსა და, განსაკუთრებით, იმ აქტიურ პირებს, რომლებიც სჩადიან სხვადასხვა უკანონო ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მიმდინარეობის პერიოდში ყოველთვის დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მაგრამ აქციის დაწყებისთანავე უკვე დაიწყეს გარკვეულმა პირებმა სხვადასხვა სახის უკანონო მოქმედებები. კერძოდ, პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლა, რკინის ჯებირის დამტვრევა, ასევე, ფაქტი ჰქონდა შუშების ჩამტვრევას, საიდანაც ახდენდნენ ცეცხლის წაკიდებას ოთახებში, რის შედეგადაც ჩვენს მიერ მოხდა რეაგირება და ორი პირი ამ ეტაპისთვის ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. აქცია სულ რაღაც 40 წუთია, მაქსიმუმ ერთი საათია, რაც დაიწყო და უკვე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვან კანონი,” - განაცხადა სირაძემ. მისი თქმით, ბოლო დღეებში აქციის მონაწილეებმა "მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი", შესაბამისად, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები. „მოგეხსენებათ, რომ გარდა დღევანდელი დღისა, წინა დღეებშიც განხორციელდა არა ერთი დესტრუქციული ქმედება გარკვეული პირების მიერ. ჩვენ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს მაქსიმალურად ხელს ვუწყობთ როგორც გადაადგილებაში, ისე პროტესტის გამოხატვაში, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაცდება აქციის გარკვეული პირების მხრიდან თავიანთი ქმედებები კანონის ჩარჩოებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებულია, მიიღოს შესაბამისი ზომები. ეს შესაბამისი ზომები გამოიხატება რიგ შემთხვევაში გარკვეული პირების დაკავებით და იმ პროპორციული ძალის გამოყენებით, რაც ყოველდღიურად ხორციელდება. გამომდინარე იქიდან, რომ ბოლო დღეებში ყველა ვხედავთ, გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, რიგ შემთხვევაში ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს სხვადასხვა სახის ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა. პოლიცია მზად არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთთ. ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს”, - განაცხადა ვაჟა სირაძემ. საპროტესტო აქცია თბილისის გარდა, რეგიონებშიც მიმდინარეობს  

შსს: ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. უწყება „აქციის აგრესიულ მონაწილეებს მიმართავს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს.“ „საზოგადოება სხვადასხვა ტელეარხის პირდაპირი ეთერების საშუალებით ადევნებს თვალყურს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. შეკრების დაწყებიდან რამდენიმე წუთში უკვე დაფიქსირდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. აქციის მონაწილეების გარკვეული ნაწილი, როგორც წინა დღეებში, დღესაც განაგრძობს ძალადობრივ ქმედებებს. საზოგადოება რამდენიმე საათია ნათლად ხედავს, აქციის აგრესიული ჯგუფების მხრიდან მუდმივ თავდასხმებს პოლიციელებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის თანამშრომლები, წყლის ჭავლის მეშვეობით ცდილობენ აგრესიული ჯგუფის წევრების მოგერიებას, თუმცა მომიტინგეები არ წყვეტენ ძალადობრივ ქმედებებს. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც პარლამენტის შენობის დაზიანების მიზნით, ძალადობრივი ჯგუფის წევრების მიერ, თავდაპირველად ხდება ფანჯრების ჩამსხვრევა ქვებისა და სხვა მძიმე საგნების მეშვეობით, შემდეგ ადვილად აალებადი ნივთიერებების სროლა პარლამენტის შენობის ოთახებში და ბოლოს პიროტექნიკის გამოყენებით ხანძრის გაჩენა. ასევე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერებით ვრცელდება კადრები, სადაც მიმდინარე შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეინიშნებიან მცირეწლოვანი ბავშვები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა ბავშვს აქვს უფლება, ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებით. თუმცა, მიმდინარე აქციები მრავალგზის გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, შესაბამისად, აქციაზე მყოფი ბავშვები იმყოფებიან ძალადობრივ გარემოში და არსებობს მათი დაშავების მაღალი რისკი. ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, ბავშვი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ჯანმრთელობისთვის უვნებელი გარემოთი და საჯარო სივრცით, შესაბამისად მშობელი ან ბავშვის აღზრდაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაიცვას იგი. მიუხედავად იმისა, რომ აქციის დაწყებიდან მალევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მხრიდან გაკეთდა ოფიციალური განცხადება, რომ შეკრება-მანიფესტაცია ჩატარებულიყო მშვიდ გარემოში და ადგილი არ ჰქონოდა ძალადობრივ ქმედებებს, საზოგადოება მკაფიოდ ხედავს, რომ პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა კანონით გათვალისწინებულ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. მოვუწოდებთ მშობლებს და არასრულწლოვანი პირების კანონიერ წარმომადგენლებს იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და ძალადობრივ გარემოს მოარიდონ არასრულწლოვნები. ასევე, ვაფრთხილებთ აქციის აგრესიულ მონაწილეებს, შეწყვიტონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გაატარებს კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს. ასევე, საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება, მიმდინარე აქციების ფარგლებში, ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ჩადენილ ყველა დანაშაულებრივ ქმედებაზე, რომლის ფარგლებშიც, ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება გამოძიება დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,” - ნათქვამია განცხადებაში. საიას ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 1-ელი დეკემბრის ჩათვლით, ორგანიზაციაში შევიდა 200-ზე მეტი პირის დაკავების ინფორმაცია - დაკავებულთა შორის არიან არასრულწლოვნები, ქალები, ჟურნალისტები, კულტურის სფეროსა და არასამთავრობოების წარმომადგენლები.  

სახალხო დამცველი: წინა მანიფესტაციებთან შედარებით, ძალის გადამეტების დინამიკა გაზრდილია

„უკვე 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც დაკავებულთა თითქმის 80%-ია. ეს ძალიან შემაშფოთებელი მაჩვენებელია. მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს,“ - ამის შესახებ სახალხო დამცველმა განაცხადა. ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე მედიას, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე მიაწოდა ინფორმაცია. „თქვენ თვალ-ყურს ადევნებდით ჩვენს გამოხმაურებას, მათ შორის შეფასებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, რაც ეხებოდა მომიტინგეების მიმართ პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას, პროპორციულობას ან ძალის გადამეტების შემთხვევებს. გეტყვით, რომ 156 ადამიანი მოვინახულეთ და აქედან 124 აცხადებს, რომ მის მიმართ განხორციელდა ძალადობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც არის თითქმის 80%. ეს ძალიან შემაშფოთებელი რიცხვი, იმიტომ, რომ თუ დავაკვირდებით დინამიკას, მათ შორის წინა მანიფესტაციების, საგანგაშოდ იზრდება იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ პოლიციას, რომ არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს და გამოიყენონ მხოლოდ ლეგიტიმური ძალა მოქალაქეების მიმართ, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ყველა ასეთ შემთხვევაზე მოახდინოს უმკაცრესი რეაგირება,“ - განაცხადა იოსელიანმა. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები, დაკავებულების მოსანახულებლად დღესაც იზოლატორებში იმყოფებიან. „ეს არის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველო. თითქმის ყველა ქალაქში, სადაც არის იზოლატორები და არიან დაპატიმრებული ადამიანები, ჩვენი წარმომადგენლები იმყოფებიან და ამ წუთშიც აგრძელებენ თავიანთი უფლება-მოსილების შესრულებას. ჩვენ ინფორმაციას ყოველდღიურად ვაწვდით საზოგადოებას მიმდინარე რეჟიმში იმისთვის, რომ ყველას ჰქონდეს ინფორმაცია, თუ რას აკეთებს აპარატი. ამავე დროს, არსებობს ცხელი ხაზი და მოვუწოდებ ყველას, მომართონ ცხელ ხაზს და მოგვაწოდონ ინფორმაცია იმ უფლებადარღვევის შესახებ, რაც მათთვის გახდა ცნობილი. შესაბამისად, როგორც კი ვადგენთ ჩვენ, ჩვენი მხრიდან დაკავებულების ადგილსამყოფელს, ასევე, ვაწვდით მათ ოჯახის წევრებს, ახლობლებს და ა.შ.“ - განაცხადა იოსელიანმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ ღამეს თბილისში მიმდინარე აქციაზე ჯანმრთელობის დაზიანება სამინისტროს 21-მა თანამშრომელმა მიიღო. უწყების ცნობით, ჯამურად, ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს 113 თანამშრომელი დაშავდა, რომელთაგან 4 სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. დღეს პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“  

ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო აქციის ფონზე დატოვა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტრო საპროტესტო აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე დატოვა. ადგილზე შეკრებელი აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მისამართით სკანდირებდნენ: „მონებო“. გავრცელებული ინფორმაციით, უწყების თანამშრომლებს ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარუდგინა. ტერიტორია სამართალდამცველებმაც დატოვეს. პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ ამ წუთებში მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს. მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად არიან მისულნი. ადგილზე მათ საქართველოს და ევროკავშირის დროშები აქვთ მოტანილი, ასევე გაშლილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის ბანერიც, წარწერებით: - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“, „მშობლები ვითხოვთ, კი - ევროპას“.  

განათლების მინისტრი: მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ სახელმწიფოს ვალდებულებაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პოლიტიკა არც მათი და არც ოპონენტების მხრიდან არ შევიდეს. მინისტრის თქმით, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. წულაძე გამოდის მოწოდებით, დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება. „ჩემთვის, როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისთვის, მიუღებელია საგანმანათლებლო სივრცის პოლიტიზება. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ერთის მხრივ ჩვენი მხრიდან არ შევიდეს პოლიტიკა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, ჩვენი ვალდებულებაა დავიცვათ საგანმანათლებლო სივრცე, რომ სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ შევიდეს პოლიტიკა არც ოპონენტების მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ჩვენი ვალდებულება და ასევე, უშუალოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ვალდებულებაც, სკოლებისა და უნივერსიტეტების, რომ მათ უზრუნველყონ სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული ავტორიზაციის პროცესით და ისე როგორც ეს არის გათვალისწინებული მათთან დადებულ ხელშეკრულებებში ანუ საგანმანათლებლო დაწესებულებები, სკოლებიც და უნივერსიტეტებიც, ზუსტად იმიტომ, რომ მათ უნდა უზრუნველყონ ეს პროცესი შეუფერხებლად, იღებენ დაფინანსებას. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ამ პროცესის შეფერხება ამ ვალდებულის დარღვევაა, რაც არ იქნება ჩვენი მხრიდან მოწონებული, პირიქით, ჩვენ მათ მოვუწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღადგინონ სასწავლო პროცესები და გააგრძელონ მათი მხრიდან საკუთარი ვალდებულების შესრულება, ისევ როგორც ეს მათ მოეთხოვებათ,” - განაცხადა ალექსანდრე წულაძემ. ცნობისთვის, ქვეყნის მასშტაბით პროტესტის ნიშნად გაიფიცა უნივერსიტეტებისა და სკოლების ნაწილი, სწავლა შეწყდა რიგ უნივერსიტეტებში. თბილისის კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული პროტესტის მხარდასაჭერად სკოლასთან გზა გადაკეტეს. 29 ნოემბერს "ნიუტონის თავისუფალმა სკოლამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეწერა, რომ 2 დეკემბერს სკოლა არ იმუშავებს. ამავე დღეს სასწავლო პროცესის შეჩერების შესახებ განცხადება გაავრცელა "მწვანე სკოლამაც". განცხადების მიხედვით, ამ ნაბიჯით მოქალაქეთა გამოხატვის თავისუფლება დაიცვეს. სწავლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამაც. პირველ დეკემბერს UG სკოლამ დაწერა ოფიციალური განცხადება, რომელშიც, პედაგოგების გაფიცვიდან გამომდინარე, ორი დღით სასწავლო პროცესის შეწყვეტა გამოაცხადა. მოსწავლეთა ნაწილი გაიფიცა ასევე საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლაში. ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები დილიდან გაკვეთილებზე არ შევიდნენ. მოზარდები სკოლის მიმდებარედ დედა ენის ძეგლთან შეიკრიბნენ და მასწავლებლებს მოუწოდეს, შეუერთდნენ, რათა ერთად გააპროტესტონ თბილისში აქციების დარბევა და საქართველოს ევროპული კურსის ცვლილება. გაფიცულია თბილისის 52-ე საჯარო სკოლაც. გარდა სკოლებისა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია უმაღლესი სასწავლებლების ნაწილში - სწავლის პროცესის შეწყვეტას ითხოვენ ქუთაისის საერთაშორისო სკოლის მოსწავლეები; გაფიცვას აწყობენ სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებიც. მთავრობის ადმინისტრაციასთან მშობლების აქცია - „მშობლები ვითხოვთ“ მიმდინარეობს. ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მშობლები მცირეწლოვან შვილებთან ერთად არიან მისულნი. ქვეყანაში პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“   

ჯო ბაიდენმა თავისი ვაჟი შეიწყალა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე, თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა, რომელსაც ბრალი ედებოდა იარაღის უკანონო შეძენასა და ფლობასა და ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევაში. დეკემბრის შუა რიცხვებში სასამართლოს სასჯელის ვადა უნდა განესაზღვრა. ჰანტერ ბაიდენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. „დღეს მე ხელი მოვაწერე ჩემი შვილის ჰანტერის შეწყალებას,“ - აღნიშნულია ჯო ბაიდენის განცხადებაში და განმარტებულია, რომ შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, რადგან ბაიდენის შვილი "შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა და რომ ჰანტერს იმ ადამიანებისგან განსხვავებულად ექცეოდნენ, ვინც მსგავს დანაშაულს სჩადის.“ ”იმედი მაქვს, ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღებდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას,” - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში. შეწყალების დოკუმენტით, ეს არის „სრული და უპირობო შეწყალება“, რომლის გაუქმებასაც არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ვერ შეძლებს. დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტობის პირველ ვადაში დელავერის შტატის პროკურორად დანიშნულმა დევიდ ვაისმა ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წელს დაიწყო და 2023 წელს ორი ბრალდება წაუყენა. გამოძიების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ჰანტერ ბაიდენმა დამალა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარს. გარდა ამისა, მან თავი აარიდა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადების გადახდას. 2024 წლის ივნისში ნაფიცმა მსაჯულებმა ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონოდ შეძენაში, ხოლო სექტემბერში თავად აღიარა გადასახადებისთვის თავის არიდება. სექტემბერში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ შვილის შეწყალებას არ აპირებდა. შეწყალებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შემდეგ ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ ნარკოდამოკიდებულების პერიოდში მის მიერ ჩადენილი შეცდომები პოლიტიკური მიზნებით გამოიყენეს ბაიდენების ოჯახის საჯაროდ დასამცირებლად. ჰანტერ ბაიდენის თანახმად, ცხოვრებას მიუძღვნის იმათ დახმარებას, ვინც დღესაც ავადაა და იტანჯება. ცნობისთვის, აშშ-ის დემოკრატ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 20 იანვრიდან ეწურება. ამ დღეს ვაშინგტონში გაიმართება რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.

ბალტიის ქვეყნები ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში "საპროტესტო აქციებს ახშობდა"

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა. შესაბამის განცხადებას ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებენ. „დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან,“ - აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები. ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მარკო მიკელსონი X-ის საკუთარ გვერდზე ასევე წერს, რომ „საქართველოს თვითგამოცხადებული ხელისუფლება მიზანმიმართული ტერორის საშუალებით ცდილობს სახალხო რევოლუციის ჩახშობას.“ მისი თქმით, ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს და მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით. „საქართველოს წინ კრიტიკული დღეები ელის. ევროკავშირი განზე არ უნდა დადგეს, არამედ, უნდა მიიღოს ზომები მკაცრი სანქციების სახით,“ - წერს მიკელსონი. ქვეყანაში პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“  ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება  კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.

„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ თანამშრომელთა ნაწილი: ევროპული ინტეგრაცია მოსახლეობის ისტორიული არჩევანია და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია

„თბილისის ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ თანამშრომელთა ნაწილი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ “ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში” არიან დასაქმებულნი, მთავრობის გადაწყვეტილებას ემიჯნება. ისინი აქციის მონაწილეთა დაკავებებს, ფიზიკურ ანგარიშსწორებას გმობენ და მიიჩნევენ, რომ საქართველოს ევროპული გზიდან გადახვევა დაუშვებელია. „ჩვენ, „ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” თანამშრომლები, ვგმობთ უკანონო დაკავებებსა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის ქვეყნის მოსახლეობის ისტორიული არჩევანი, რომელიც აღბეჭდილია საქართველოს კონსტიტუციაში და ამ გზიდან გადახვევა დაუშვებელია. საქართველოს მომავალი ევროპაშია!“ - აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 31 თანამშრომელი აწერს ხელს. ქვეყანაში პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“   

ოლაფ შოლცი კიევში ჩავიდა

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დღეს მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა. ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Tagesschau-ზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ოლაფ შოლცი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. შოლცი ბოლოს კიევს 2022 წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, მარიო დრაგისთან ერთად ეწვია. შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 650 მილიონი ევროს ღირებულების იარაღის ახალ პარტიას გაუგზავნის. შოლცმა აღნიშნა, რომ კიევში ვიზიტით სურს, გამოხატოს სოლიდარობა და ნათლად აჩვენოს, რომ გერმანია დარჩება უკრაინის ყველაზე ძლიერ მხარდამჭერად ევროპაში. შეგახსენებთ, გუშინ უკრაინაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა იმყოფებოდნენ.  

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოსტა „გმობს თბილისში, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას.“ შესაბამისი პოსტი მან ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასთან ერთად საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში განათვსა. „ჩვენ ვგმობთ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ხელისუფლების ქმედებები ეწინააღმდეგება ხალხის ნებას. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით,” - წერს კოსტა X-ზე.  

ირაკლი კობახიძე: კარგია, რომ სისტემა თვითწმენდის რეჟიმზეა გადასული, ეს პროცესი ბოლომდე იქნება მიყვანილი

„ამ პროცესში რაც არის კარგი ისაა, რომ სისტემა იწმინდება. ასევე, აშკარად გამოიკვეთა, რომ საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება, ნაკლები პრობლემა იყოს, მაგრამ, როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა,“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სხვადასხვა საჯარო სამსახურისა და თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომელთა ნაწილის პროტესტის შესახებ. „ამ პროცესში რაც არის კარგი - სისტემა იწმინდება, სხვადასხვა კუთხით იწმინდება სისტემა და თვითწმენდის რეჟიმზეა პრაქტიკულად ეს სისტემა გადასული. რა თქმა უნდა, ეს პროცესიც ბოლომდე იქნება მიყვანილი. კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ხაზი უნდა გაესვას და რაც განათლებასთანაა დაკავშირებული, აშკარად გამოიკვეთა ის, რაც იკითხებოდა თავის დროზე PISA-ის ტესტებიდან - საქართველოში არის წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემა. როდესაც რიგითი ადამიანი ვერ იაზრებს წაკითხულს ან მოსმენილს, ეს შეიძლება, იყოს ნაკლები პრობლემა, მაგრამ როდესაც წაკითხულის გააზრება უჭირთ კონკრეტულ საჯარო მოსამსახურეებს ან პედაგოგებს სკოლებში და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეს რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. მინდა, შევთავაზო ყველას, ვისაც წაკითხულის ან მოსმენილის გააზრება გაუჭირდა - აბსოლუტურად ყველასთან მზად ვართ დისკუსიისთვის. თუმცა, აქაც იმედი ნაკლებად შეიძლება გვქონდეს. გახსოვთ, რომ რამდენიმე თვის წინ საზოგადოებას შევთავაზეთ ღია დისკუსია "გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით. ამოქმედდა ლიბერალური ფაშიზმი და ყველას აუკრძალეს აქ მოსვლა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად. დღეს ასევე ვართ გახსნილი დისკუსიისთვის, ნებისმიერი გულწრფელ ადამიანს, რომელმაც სხვანაირად გაიგო ის, რაც ჩვენგან ითქვა, ვთავაზობთ, მობრძანდით და გავმართოთ გნებავთ საჯარო, გნებავთ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რაც დაკავშირებულია ჩვენს განცხადებასთან. აქაც დარწმუნებული ვარ, ამოქმედდება ლიბერალური ფაშიზმი და არცერთ ასეთ გულწრფელ ადამიანს არ მისცემენ დისკუსიაში მონაწილეობის მიღების უფლებას. რატომ? - იმიტომ, რომ ასეთია ლიბერალური ფაშიზმის ბუნება,“ - განაცხადა კობახიძემ. ქვეყანაში პროტესტის მეხუთე დღეა მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“  ცნობისთვის, 30 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებული ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ამასთან, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ხელახალი ჩართულობისკენ „მკაფიო გზა“ და საქართველოს შესაძლო წევრობისკენ „გზამკვლევი“ შესთავაზა. შეგახსენებთ, 28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. განცხადება კი, კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში შეკრების შემდეგ გააკეთა, რასაც მოქალაქეების საპროტესტო აქცია მოჰყვა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. სახალხო დამცველის შეფასებით, აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. იოსელიანის თქმით, შემაშფოთებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სამართალდამცველების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მომიტინგეების მხრიდან „მასშტაბური ძალადობის“ შედეგი უწოდა. 29 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი აცხადებს, რომ „ერთგულნი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაწერილი ვალდებულების.“ განათლების სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლების განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს. საკონსტიტუციო სასამართლოს თანამშრომლების ნაწილთა შეფასებით, ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღება მნიშვნელოვნად აზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს. 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა „მტკიცედ მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, გადახედოს საკუთარ ქმედებებს. პრეზიდენტმა 29 ნოემბრის საღამოსა და 30 ნოემბრის აქციის ღამეს განაცხადა, რომ „ძალის გამოყენებაზე პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი უნდა აგონ.“ მანამდე, პოლიციამ პარლამენტთან აქციაზე ისევ წყლის ჭავლი და „სპეციალური საშუალებები“ გამოიყენა. აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი (რესპუბლიკური პარტია) და კონგრესმენი სტივ კოენი (დემოკრატიული პარტია) საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 29 ნოემბრით არის დათარიღებული, „მკაცრად გმობენ“ მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების მიმართ „უკიდურესი ძალადობის“ ფორმას.“ „ეს მთავრობა არალეგიტიმურია, ჩვენ ქართველ ხალხთან ვდგავართ,“ წერია განცხადებაში. ირაკლი კობახიძის თქმით, „ძალადობრივ მიტინგზე უმთავრესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ევროპელ პოლიტიკოსებს და ადგილობრივ აგენტურას, მეხუთე კოლონას.“ შს მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ პოლიცია იყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას. ომბუდსმენის თქმით, დაკავების დროს, ადამიანებზე ძალადობას გამართლება არ აქვს და ეს დანაშაულია - ასეთი დანაშაულები უნდა გამოიძიონ. სახალხო დამცველის შეფასებით, ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს. მოგვიანებით, ელჩების თანამდებობები დატოვეს, ბულგარეთისა და ნიდერლანდების, ლიეტუვის, დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებმა, ასევე, იტალიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა თანამდებობა დატოვა. 30 ნოემბერს ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. პირველ დეკემბერს, ევროკავშირის ახალმა ხელმძღვანელობამ შეახსენა ყველას, რომ „საქართველოს ხელისუფლების მოქმედების კურსმა და დემოკრატიულმა უკუსვლამ გამოიწვია გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ხოლო ევროკავშირის ფინანსური დახმარება, რომელიც უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის იყო განკუთვნილი, ამჟამად შეჩერებულია. ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნება  კი, საქართველოს ლიდერების ხელშია.“ ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით კი, ევროკავშირი ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მომავლის არჩევანის გვერდით დგას.