ძებნის რეზულტატი:
ირაკლი კობახიძე: გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩი გააკრიტიკა, რითაც გამოეხმაურა დეპუტატ ირაკლი ზარქუას კომენტარს, რომ საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევის პროცედურა უნდა დაიწყოს. კობახიძის თქმით, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა ძალიან დიდი პატივი იქნებოდა. „მე მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია, რომ ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს, ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი რაც ე.წ ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში,“ - განაცხადა კობახიძემ. დღესვე, კობახიძე მედიასთან გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას, რომელშიც ის ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში ქვეყნის მხრიდან გადასადგმელ მოსალოდნელ ნაბიჯებზე საუბრობს. კერძოდ, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გაუქმება მოუწევს. ასევე, საჭირო გახდება რამდენიმე ქვეყანასთან უვიზო მიმოსვლის გაუქმება. მისივე თქმით, ერთ მხარს დგას ევროკავშირთან ინტეგრაცია, მეორე მხარეს ბევრ ქვეყანასთან დეზინტეგრაცია. აქედან გამომდინარე, პაპუაშვილს მიაჩნია, რომ ქვეყნისთვის დღეს არ არის ხელსაყრელი ევროკავშირში გაწევრიანება. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, „ევროკავშირსაც აქვს საქართველოსთვის დასამტკიცებელი, რომ მისი მიზანია ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა.“ „ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი - 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა; მისი მიზანია, გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს; მისი მიზანია, შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაუქმება თუ მოხდება, ეს არის სერიოზული დარტყმა ეკონომიკაზე. მაგრამ დღეს ამაზე სასაუბროდ არ ვართ მოსული, გვაქვს პროგრამა და ჩვენი ამოცანაა ამ პროგრამის შესრულება. ჩვენ გვაქვს 6-წლიანი მიზანი. ხვალ რომ რაღაც მოხდეს, შეიძლებ,ა ამან გარკვეული კატაკლიზმები გამოიწვიოს, მაგრამ ამიტომ გვაქვს 6-წლიანი მიზანი, რომ მანამდე ჩვენმა ეკონომიკამ ადაპტაცია მოახდინოს. მარტივ რამეზეა საუბარი - რომ გახდე ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, მოგიწიოს უვიზო რეჟიმის გაუქმება არაერთი ქვეყნისთვის, [არამარტო ჩინეთთან], რაც გამოიწვევს რამდენიმე მილიონით ტურისტების შემცირებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი პაპუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას მიუთითებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ თავი აარიდა და არ ისაუბრა, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია, უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. გოგოლაშვილი ასკვნის, რომ „ასეთი დეზინფირმაციის გავრცელება და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება.“ „პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ, უამრავ ქვეყანასთან უვიზოს გაუქმება მოგვიწევს და ეს ცუდიაო. ჯერ ერთი, შესვლამდე (ისიც, თუ ხელისუფლება შეიცვალა) მინიმუმ 5-7 წელია. შემდეგ კი, რუსეთთან და დსთ-ს ზოგიერთ ქვეყანასთან ვიზების შემოღება მოგვიწევს. მაგრამ იმას კი არ ამბობს, რომ ევროკავშირის პასპორტით შეგიძლია უვიზოდ შეხვიდე ამერიკაში, კანადაში, იაპონიაში, ავსტრალიაში, აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის თუ ოკეანიის, მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობაში. მან ასევე თქვა, რომ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმების გაუქმება მოგვიწევს ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთანო, რუსეთს გულისხმობდა და არ თქვა უბრალოდ ამ დროს, რომ ევროკავშირის წევრობა თავისუფალ ვაჭრობას გახსნის თურქეთთან, იაპონიასთან, კანადასთან, ვიეტნამთან, მექსიკასთან, ჩილესთან, არგენტინასთან, ახალ ზელანდიასთან, შეგვინარჩუნებს და გააღმავებს დიდ ბრიტანეთთან, ნორვეგიასთან, შვეიცარიასთან, გაგვიხსნის ბალკანეთის ქვეყნებთან, ჩრდილო და სამხრეთ აფრიკის ქვეყნებთან და ა.შ. მომავალში აშშ-სთან. მთლიანობაში ევროკავშირის სამარკო ნიშნის საქონელი ყველგან კონკურენტუნარიანია და ნებისმიერ ქვეყანაში შეღწევა არ უჭირს. მოკლედ, ასეთი დეზინფირმაცია და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა, მხოლოდ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების გასამართლებლად ხდება.“ ცნობისთვის, რაც შეეხება გერმანიის ელჩის შეფასებებს, პეტერ ფიშერმა განაცხადა, რომ საქართველო დაახლოების ნაცვლად, ევროკავშირს შორდება და საქართველოს მომავალი ევროკავშირში კითხვის ნიშნის ქვეშ არის. „საქართველოს მომავალი ევროკავშირში ახლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ივნისში და შემდეგ, ოქტომბერში, ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს და თავიანთ გადაწყვეტილებაში ჩაწერეს, რომ გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. ესეც ჩაწერილია. აქ არავინ იწუხებს წაკითხვით თავს, მაგრამ გირჩევთ, წაიკითხოთ. მთავრობა გეუბნებათ, რომ არა, არაფერია შეჩერებული ჩვენ [ევროკავშირი] ვწყვეტთ, რა არის შეჩერებული და რა არა. კანდიდატი არ წყვეტს. ასე რომ, შეჩერებულია. მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ - საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია. საქართველო დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით. გერმანიაში ვინმეს თუ ჰკითხავთ, უმეტესობას, რადგან, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს აზრთა დიდი მრავალფეროვნება, მაგრამ ხალხის დიდი უმრავლესობა, საქართველოს არჩევნებს თუ შეხედავს, გეტყვით, რომ ეს ევროპაში არ სურთ,“ - განაცხადა პიტერ ფიშერმა. გარდა ამისა, გერმანიის ელჩი აცხადებს, რომ საქართველო გერმანიას პარტნიორად და მეგობრად აღარ მოიაზრებს და ქვეყნებს შორის ურთიერთობები კრიზისშია. ამასთან, გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, საქართველოს ბაზრიდან გავიდა „ჰაიდელბერგ ცემენტი.”
ირაკლი კობახიძე: მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროკავშირს მიმართავს და აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ამასთან, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ “ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.“ ეს განცხადება მან მმართველი გუნდის ოფიში შეკრების შემდეგ გააკეთა. მანამდე, „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა. „საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომლისთვისაც ორგანული და ძვირფასია ტრადიციული ევროპული ღირებულებები. როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყანა, საქართველო ყოველთვის იყურებოდა ევროპისკენ, როგორც ქრისტიანობის დაცვის მთავარი ბასტიონისკენ. ჩვენ ვართ ილია ჭავჭავაძისა და ვაჟა-ფშაველას ქვეყანა, რომლებმაც ევროპული ღირებულებები ქართული სამოქალაქო აზროვნების ლაიტმოტივად აქციეს. ჩვენი პასუხისმგებლობაა საქართველოს ისტორიისა და ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე, საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრად ვაქციოთ. შესაბამისად, ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანაა, საქართველო 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თავისი შინაარსით, ორმხრივია და მხოლოდ ორმხრივი შეიძლება იყოს. ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო. ამ ფონზე, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ. კიდევ უფრო მიუღებელია შეურაცხყოფების მთელი კასკადი, რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ამ ადამიანებისგან ვისმენთ. ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა ევროპარლამენტი აქციეს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის შიშველ იარაღად, რაც ევროკავშირის უდიდესი სირცხვილია. ევროპარლამენტმა გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა. სრულიად საქართველო იყო საპარლამენტო არჩევნებში ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილის ჩარევის მომსწრე, რაც დემოკრატიული საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევაა. დღეს კი, იგივე ადამიანები ლეგიტიმურ არჩევნებს თავს ესხმიან. მეტიც, ისინი ზუსტად ისეთივე შემართებით ესხმიან თავს ეუთო/ოდირის არჩევნების შემფასებელ მისიას, რომელმაც არჩევნები კონკურენტულად შეაფასა, როგორც ამას საქართველოში რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აკეთებენ. ასევე, ვხედავთ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები გამოყოფილ გრანტებსა და სესხებს საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟისთვის იყენებენ. ყველას გვახსოვს, როგორ გეგმავდნენ 2021 წლის არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე საქართველოსთვის 75 მილიონი ევროს მოცულობის სესხის გაუქმებას, რათა ამით არჩევნებზე არალეგიტიმური გავლენა მოეხდინათ. მსგავსი ნაბიჯი გადაიდგა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც, თუმცა, ამან ქართველი ხალხის არჩევანზე ვერავითარი გავლენა ვერ იქონია. ფულის შანტაჟისთვის გამოყენებაც არის შეურაცხმყოფელი პრაქტიკა, რომელიც თავმოყვარე ქართველი ხალხისთვის არასოდეს გახდება მისაღები. ყველას გვახსოვს ისიც, თუ როგორ იქნა გამოყენებული კანდიდატის სტატუსის საკითხი საქართველოს დასაშანტაჟებლად, ქვეყანაში არეულობის შემოსატანად და საზოგადოების გასახლეჩად. უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, იმ დროს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა სიმშვიდე, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილმა კანდიდატის სტატუსის თემა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობისთვის გამოიყენა. აღნიშნულ რევოლუციის მცდელობაში ღიად იყვნენ ჩართული ორგანიზაციები, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ დაფინანსებას. თითქმის 2 წლის განმავლობაში, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენებოდა საქართველოში რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის გაღვივების მთავარ ინსტრუმენტად, რაც საქართველოს მიმართ არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე კიდევ ერთხელ მეტყველებს. ახლა კი, ვხედავთ, რომ ამ ადამიანებმა კანდიდატის სტატუსი მოლაპარაკებების გახსნით ჩაანაცვლეს. მოლაპარაკებების გახსნა დღეს ზუსტად ისევე გამოიყენება ჩვენი ქვეყნის დაშანტაჟებისა და საზოგადოების გახლეჩის ინსტრუმენტად, როგორც მანამდე კანდიდატის სტატუსი გამოიყენებოდა. ესეც არის სრულიად ხელოვნური მოვლენა, მით უმეტეს, რომ მოლაპარაკებების გახსნის თარიღზე გაწევრიანების თარიღი საერთოდ არ არის დამოკიდებული. მთავარია არა ის, თუ როდის გავხსნით მოლაპარაკებებს, არამედ ის, თუ როდის დავხურავთ მას. როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ უკრაინაზე და მოლდოვაზე გვიან დაიწო მოლაპარაკებები ასოცირების შეთანხმების ხელმოწერასთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებასთან და უვიზო რეჟიმის მიღებასთან დაკავშირებით, თუმცა, სამივე შემთხვევაში წარმატებას ამ ქვეყნებზე ადრე ან ამ ქვეყნების თანადროულად მიაღწია. იმასაც შეგახსენებთ, რომ მონტენეგრომ და სერბეთმა, შესაბამისად, 2012 და 2014 წელს გახსნეს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, თუმცა, ამას მათი ევროინტეგრაცია ოდნავადაც არ დაუჩქარებია. თურქეთს კი, ევროკავშირმა 2005 წელს გახსნილი მოლაპარაკებები 2016 წელს, საერთოდაც, შეუწყვიტა. ტექნიკური თვალსაზრისით, მოლაპარაკებების გახსნიდან ევროკავშირში გაწევრიანებამდე მხოლოდ წელიწადნახევარი-2 წელიწადი არის საჭირო, 2030 წლამდე კი, ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოება არავის აქვს დაგეგმილი. აქედან ჩანს, თუ რამდენად ხელოვნური და შესაბამისად, უკიდურესად შეურაცხმყოფელია ის შანტაჟი, რომელსაც ევროპელი პოლიტიკოსებისა და ბიუროკრატების ნაწილი მოლაპარაკებების გახსნის თემით საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს. ამასთან, ამ ფონზე, საქართველოს თხოვენ არა რეფორმებს, არამედ მხოლოდ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც ღირსებაზე უარის თქმას ნიშნავს. ეს არის „ენჯეოების“ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გაუქმება, ლგბტ-პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაუქმება, სანქციების დაწესება და საქართველოს ეკონომიკის ჩვენივე ხელით ჩამოშლა, მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლება და სხვ. ჩვენ მხოლოდ ღირსებით ვივლით წინ ევროკავშირისკენ. ეს არის ქართული საზოგადოების, იმ 1 120 000 ამომრჩევლის დაკვეთა, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ კურსს მყარი ნდობა გამოუცხადა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. 2028 წლის ბოლო არის ის დრო, როდესაც საქართველო იქნება ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ მომზადებული, რათა გახსნას მოლაპარაკებები 2030 წელს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და როგორც დღეს დამტკიცებულ სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი გვექნება შესრულებული. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით. ჩვენ განვაგრძობთ სვლას ევროკავშირისკენ, თუმცა, არავის მივცემთ საშუალებას, დაგვტოვონ მუდმივი შანტაჟისა და მანიპულაციის რეჟიმში, რაც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოებისთვის სრულიად შეურაცხმყოფელია. მიგვაჩნია, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ურთიერთობების გაჯანსაღებაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის. შესაბამის ევროპელ პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებს, რომლებიც სრულად არიან დაცლილი ევროპული ღირებულებებისგან, ჩვენ მკაფიოდ უნდა დავანახოთ, რომ ისინი საქართველოს არა შანტაჟითა და შეურაცხყოფით, არამედ ღირსეულად უნდა ელაპარაკონ. მოლაპარაკებების გახსნის საკითხის გამოყენება საზოგადოების გახლეჩისა და მანიპულაციის ინსტრუმენტად, ევროკავშირს საქართველოში სერიოზულ რეპუტაციულ ზიანს აყენებს. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება ევროკავშირს ამ რეპუტაციულ ზიანს სამომავლოდ აარიდებს თავიდან. დასასრულს, კიდევ ერთხელ თამამად გვინდა განვაცხადოთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო ყველა კანდიდატ ქვეყანაზე მეტად იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად. საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართ, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ,“ განაცხადა კობახიძემ დღეს, 28 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა, შვედეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა შეაჩერა, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. "საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს" - ელჩი
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს "ქართული ოცნების" ლიდერების სანქცირებას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ პირველი რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას სახელწოდებით: "საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული კრიზისის შესახებ უკანასკნელი საპარლამენტო არჩევნებისა და სავარაუდო გაყალბების შემდეგ" მხარი დაუჭირა 444-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 72, ხოლო 82-მა დეპუტატმა თავი შეიკავა ხმის მიცემისგან. ევროპარლამენტის რეზოლუციებს სამართლებრივი ძალა არ აქვს და დიდწილად სიმბოლური ხასიათისაა - ისინი გამოხატავს ევროკავშირის პირდაპირი წესით არჩეული ორგანოს პოზიციას. დღეს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ ერთობლივად წარადგინა ევროპარლამენტის ხუთმა ძირითადმა ჯგუფმა: ევროპის სახალხო პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა, ლიბერალებმა და ევროპელმა კონსერვატორებმა. რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები „არ შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს.“ რეზოლუციის ავტორი ევროპარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არჩევნები მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობდა. მათ შორის, ისინი ახსენებენ ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას, დაშინებას, მოსყიდვას, დამკვირვებელთა შევიწროებას, ამომრჩეველთა პირადობის მოწმობების კონფისკაციას, მათ დამცირებას როგორც საარჩევნო უბნების შიგნით, ასევე მათ გარეთ. „არჩევნები გაყალბდა ამომრჩეველთა დაშინების, დაკვირვებისთვის ხელის შეშლის და ხმის მიცემის პროცედურების მანიპულაციით. ეს ვერ ჩაითვლება თავისუფლად და სამართლიანად“, - ვკითხულობთ ტექსტში. დოკუმენტის თანახმად, ევროპარლამენტი უარს ამბობს არჩევნების აღიარებაზე და მოითხოვს ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს „გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის“ ქვეშ. ევროპარლამენტარების მიერ შემუშავებულ ტექსტში ხაზგასმულია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და სიის პირველი ნომრის, ბიძინა ივანიშვილის როლი საქართველოს „დემოკრატიულ უკუსვლაში და ევროატლანტიკური ორიენტაციისთვის ზიანის მიყენებაში რუსეთისკენ შებრუნების სანაცვლოდ.“ ცნობისთვის, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოითხოვს ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესებას. ევროკავშირის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტი არ განსაზღვრავს. სანქციების შემოღება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ სრული კონსენსუსით. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამას არ ემხრობა სულ მცირე ოთხი სახელმწიფო: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია და ბულგარეთი. ივანიშვილთან ერთად, რეზოლუცია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების სანქცირებასაც მოითხოვს. მათ შორის არიან ირაკლი კობახიძე, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი. კენჭისყრისას ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს რეზოლუციის ერთი შესწორება, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. 18 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოში გაგზავნის ტექნიკურ მისიას. შეგახსენებთ, ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღირებს. არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს პრეზიდენტიც. პარლამენტის დღევანდელი სხდომაზე მიწვეულები არ იყვნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლიმატიური მისიების წარმომადგენლები. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ, მმართველი გუნდი არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ბრალდებებს უარყოფს. 16 ნოემბერს ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაპირისპირებისა და ხმაურის შემდეგ დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ 20 ნოემბერს დაარეგისტრირა საქართველოს პრეზიდენტის სარჩელი, რომლითაც 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა მოთხოვნილი. 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება საპროტესტო აქციის ფონზე ცნო. მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე არ მიუწვევიათ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
პუტინი: გაოცებული ვიყავი იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელმძღვანელობა იცავდა თავის პოზიციას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ადრე გაკეთებული განცხადებები. პუტინი ამბობს, რომ რუსეთი, დასავლეთისგან განსხვავებით, არ ერევა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში. პუტინის თქმით, ის „გაოცებული იყო იმ სიმამაცით, რომლითაც საქართველოს ხელმძღვანელობა იცავდა თავის პოზიციას ბოლო კანონპროექტებთან დაკავშირებით.“ „როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. მათთან, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები არ გვაქვს, არანაირი. მაგრამ უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ,” - ამბობს რუსეთის პრეზიდენტი.
პრემიერის განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა დააანონსა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან საგანგებო რეჟიმში შეხვედრა ჩანიშნა, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დიპლომატიური კორპუსისა და პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართება. საგანგებო შეხვედრა ჩაინიშნა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ევროკავშირთან მოლაპარაკებების საკითხზე განცხადება გააკეთა. მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
არასამთავრობოები: უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით
28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს. ტექსტში, რომელიც პოეტმა რატი ამაღლობელმა გააცნო საზოგადოებას, აღნიშნულია, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, საბოლოოდ ითქვა უარი საქართველოს ევროპულ მომავალსა და ქვეყნის ისტორიულ კურსზე: "ეს არის საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო ნაბიჯი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს უხეშად ლახავს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატს, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს მომავალ თაობებებს და უკიდურეს საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრობას. ამის დასტურად ვლადიმერ პუტინმა უმალვე მოიწონა ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება." არასამთავრობოები საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან შეურიგებლობისკენ მოუწოდებენ: „საქართველოს მოქალაქეები ამას არ უნდა შევურიგდეთ. ჩვენ უნდა გავწიოთ წინააღმდეგობა ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით. დღეს იწყება სრულიად ახალი ბრძოლა რუსულ რეჟიმთან და ამ ბრძოლაში უნდა გავიმარჯვოთ." განცხადების ავტორები, სადამკვირვებლო მისიიდან - „ჩემი ხმა,“ ევროკავშირსაც მიმართავენ, რომ მან "არ გაითვალისწინოს თვითგამოცხადებული მთავრობის განცხადება, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია. ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ."
პარლამენტთან და „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რეგიონებშიც. განახლება: “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისიდან აქციის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, საქართველოს ევროპულ მომავლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. საპროტესტო მსვლელობაზე ისმის შეძახილები: “გამოდით”, რითაც მოქალაქეებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ პროტესტს. მანამდე, აქციის მონაწილეებს პროტესტის ნიშნად გორგასლის ქუჩა ჰქონდათ გადაკეტილი.
პრეზიდენტი: დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას, რომელიც დაწყებულია
28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. დღეს დაესვა წერტილი იმ საკონსტიტუციო გადატრიალებას რომელიც დაწყებულია უკვე, რამდენიმე თევა. დღეს დაესვა წერტილი იმ მსვლელობას, რომელიც დაწყებული იყო ევროპიდან რუსეთისკენ. მე მესმის, დღეს თუ რა ემოციებითა და განწყობით არიან იმიტომ, რომ მეც და ჩვენ, ყველანი, იმავეს განვიცდით. ვისაც აქამდე ჰქონდა რაიმე ეჭვი, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღეს ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ გამოუცხადა არა მშვიდობა, არამედ, ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულსა და მომავალს, ჩვენს მომავალს, იმიტომ, რომ ამ გზაზე არ არსებობს არც საქართველოს სახელმწიფოებრიობა, არც მისი დამოუკიდებლობა, არც მომავალი გარდა რუსეთისა,” - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მანამდე პრეზიდენტმა ელჩებთან გამართა საგანგებო შეხვედრა. „მათ მივმართე და ვთხოვე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც იყო მისაღები,“ აღნიშნა პრეზიდენტმა და ხაზი გაუსვა, რომ აღარაფერია დასამტკიცებელი, „არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ყველაფერი დაამტკიცა თავისი ქმედებებით.“ ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებს. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. „დღეს მე დავიბარე დიპლომატიური კორპუსი და მათ ვუთხარი, ცოტა დააგვიანეს შეფასებები. არაფერი აღარ არის დასამტკიცებელი. ყველაფერი დამტკიცებულია, ყველაფერი ნათელია. პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება ამ ყველაფრის მიმართ და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენ ხანს იყო მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც არის ჩვენი, ხალხის, მთელი საზოგადოების მოთხოვნა, ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება. ეს არის ჩვენი გამოსავალი და ის რისთვისაც ვიბრძვით,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას და საჯარო მოხელეებს მიმართავს. „მინდა, მივმართო საზოგადოებას, მინდა მივმართო საჯარო მოხელეებს, დროა, თქვენი გადაწყვეტილება აიღოთ და მიიღო. დროა, თქვენ იფიქროთ იმაზე, თუ რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დროა, იფიქროთ იმაზე, თუ რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ, როცა თქვენს შედეგ იცხოვრებენ. მე მესმის, რომ ძალიან რთულია, როცა პირობები არის, როგორიც არის, თითქოს, მზარდი ეკონომიკაა, სადაც ვიცით, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ ღირსება უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა ელჩებსაც მიმართა. „მინდა მივმართო ელჩებს, ერთხელ უკვე მოგმართეთ, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით, რას ემსახურებით, სად ხართ? ხომ წარმოგიდგენიათ, რა აბსურდში ცხოვრობთ და თქვენ, არ გიჭირთ იქ ცხოვრება, თქვენ გაქვთ დანაზოგებიც ყველაფერი გაქვთ და იფიქრეთ თქვენც. რომელ ქვეყანას, რუსეთს გინდათ ემსახუროთ? ხვალ, აქ რუსეთი არის [იქნება], თუ ჩვენ, ყველამ, ხმა არ ამოვიღეთ,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. რაც შეეხება ოპოზიციას, რომლის წამრომადგენლებსაც დიპკორპუსთან მოლაპარაკებების შემდეგ შეხვდა პრეზიდენტი, ზურაბიშვილის თქმით, ახლა დროა, ოპოზიციურმა პარტიებმა გონივრული და კოორდინირებული გადაწყვეტილებები მიიღონ. „მე მოვიწვიე პოლიტიკური პარტიები, სხვადასხვა მოძრაობა, ვინც შეძლო დღეს აქამდე მოსვლა, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არის უკვე ქუჩის აქციებში, ხალხი გამოდის სპონტანურად. მე აქ მივმართე პოლიტიკურ პარტიებს, რომ ახლა აღარ არის იმის დრო, რომ „მე ჩემი აზრი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი ხედვა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს“ - ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება და მე ვიქნები ამათთან და თქვენთან ერთად იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი, მიიღებენ კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია, ღმერთმა გვაშოროს ამისგან, აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა და ამას ჩამოვშორდებით საბოლოოდ, მაგრამ გვჭირდება დღეს კოორდინირებულად მიღებული გონივრული გადაწყვეტილებები. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც აქვს უფლება, რომ დაელაპარაკოს მსოფლიოს ჩვენი საზოგადოების სახელით და მე ამას ვაპირებ და ბოლომდე ვიდგები აქ თქვენთან და საზოგადოებასთან ერთად,“ - განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა მიმართა ჯარს და პოლიციას. მინდა, მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას, რომელიც სახელმწიფოს ემსახურება - თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები და არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები, ასე რომ, თქვენც აიღეთ თქვენს ხელში, რაც არის თქვენი გადასაწყვეტი! მინდა, მივმართო ქართულ ჯარს, იმ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არც შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის, რომელსაც ყველაზე უფრო გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს, რომელსაც ჩვენ ძლივძლივობით დავაღწიეთ თავი, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა. ამ შენობაში არის გამოფენილი ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი. ეს იქნება აქ და ვერავინ მოხსნის, როგორც ვერავინ წაგვართმევს დამოუკიდებლობას! მოგმართავთ ყველას, ვინც ტელევიზორთან ხართ, ვინც გამოსული ხართ - არ დაკარგოთ იმედი, არავინ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. არშეგუება, არდანებება და წინააღმდეგობა და მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე ისევე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე,” - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ე.წ. უცხოური აგენტების კანონის მიღების საპასუხოდ, სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა 6 ივნისს გამოაცხადა მათ მიმართ, ვინც „ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში.“ 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ საქართველოში სამხედრო წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ განუსაზღვრელი ვადით გადადო. 9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ეტონი ბლინკენმა 31 ივლისს გამოაცხადა, რომ აშშ საქართველოს მთავრობას $95 მილიონზე მეტი დოლარის დახმარებას უჩერებს. 16 სექტემბერს, აშშ-მ ფინანსური სანქციები საქართველოს ორ ოფიციალურ პირს დაუწესა. ამავე დღეს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ გეგმავენ სავიზო აკრძალვები დაუწესონ 60-ზე მეტ ქართველსა და მათ ოჯახის წევრებს, „რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში." სანქციების გამოცხადების შემდეგ, აშშ „იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება იმ გზას, რაც ქართველ ხალხს სურს.“ 25 სექტემბერს „ამერიკის ხმამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის მიღებაზე კობახიძის მიწვევა გაუქმებულია. ამავე გამოცემამ კი, უფრო ადრე, 20 სექტემბერს დაწერა, რომ შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების პაკეტი შეიმუშავა. 4 ოქტომბერს, თბილისში, „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის" პრეზენტაციაზე მყოფმა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მაღალი დონის შეხვედრები შეჩერდება. 15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი“ გაყინა, თავდაცვის შტაბებს შორის დაგეგმილი მაღალი რანგის მოლაპარაკებები გააუქმა და კიბერუსაფრთხოების პროგრამა შეაჩერა. 17 ოქტომბერს ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ კვლავ სერიოზულადაა შეშფოთებული საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსთან დაკავშირებით, რომელიც ევროკავშირის საფუძველში არსებულ ღირებულებებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება. [...] მსგავსი მოქმედების კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ გზას და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს დე ფაქტო აჩერებს. ამ ფორმულირებით, ეს უკვე დოკუმენტირებული გზავნილია, რომელიც ევროპელი პარტნიორებისგან დღემდე ისმოდა. მას შემდეგ, რაც 26 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდა, შვედეთის მთავრობამ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობა შეაჩერა, კანადამ ურთიერთობის გადახედვა დააანონსა. ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მთავრობას არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ. "საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს" - ელჩი
შსს დემონსტრანტებს აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვა ქალაებში შეკრებილ დემონსტრანტებს აფრთხილებს, რომ თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები მართლწესრიგის დაცვის მიზნით, მობილიზებულები არიან საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გამართული აქციების მიმდებარე ტერიტორიაზე. საქართველოს კანონმდებლობით დაცულია შეკრება-მანიფესტაციისა და გამოხატვის უფლება, ასევე, განსაზღვრულია პროტესტის გამოხატვის ფორმები, რათა დაცული იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკურ ლიდერებს და მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილ ფარგლებში. თითოეულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება,“ წერია განცხადებაში. განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით და ერთი პოლიციელის დაშავებაზე საუბრობს. შსს აცხადებს, რომ პოლიციის მოწოდების მიუხედავად, პროტესტი გამოხატონ მშვიდობიან ფორმებში და „არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, შეკრებილთანაწილი სამართალდამცველებს უპირისპირდება და მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს.“ სამინისტროს განცხადებით, აქციის მონაწილეთაგან „სავარაუდო ძალადობრივი ქმედების შედეგად დაშავდა შსს-ის ერთი თანამშრომელი, რომელიც სამედიცინოდაწესებულებაშია გადაყვანილი.“ „კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის წევრებს, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისგან და პროტესტი გამოხატონ კანონით დადგენილი ნორმების შესაბამისად,“ - აცხადებს სამინისტრო 23:35 საათზე გავრცელებულ განცხადებაში.
პრეზიდენტი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა
პრეზიდენტი პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციას შეუერთდა. მან მედიას განუცხადა, რომ ის ხალხთან ერთად იქნება. მისი თქმით, იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ იქნება ახალი არჩევნები. „მე დღეს უკვე ყველაფერი ვუთხარი საზოგადოებას, ვინ უნდა შემოგვიერთდეს. მე ვარ ამ ხალხთან ერთად. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დასრულდება, სანამ არ მივიღებთ ახალ არჩევნებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა. ზურაბიშვილი თავისუფლების მოედანზე განლაგებულ სპეცრაზმის წარმომადგენლებთან მივიდა და მათ კითხვებით მიმართა: „მაინტერესებს, რამდენი ლარის ფასად და ვის ემსახურებით.“ „როგორ არ ფიქრობთ ქვეყანაზე.“ მთავარსარდალმა სპეცრაზმელებს მიმართა. „თქვენი მოვალეობაა, რომ დაიცავთ ამ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, დაიცვათ მოქალაქეები. თქვენი მოვალეობა არაა, რომ ხალხი დაშალოთ. რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ? თქვენს მომავალზე არ ფიქრობთ ხომ? არც თქვენი შვილების? არც თქვენ წინაპრებზე? - მიმართა პრეზიდენტმა სპეცრაზმელებს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: „დაემორჩილეთ მთავარსარდალს”, “გადმოდით ჩვენს მხარეს.” 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის. "ქართველების 80%-ზე მეტი საკუთარი ქვეყნის მომავალს ევროკავშირში ხედავს. ამის მისაღწევად სიტყვები საკმარისი არ არის, ქმედებები და რეფორმებია საჭირო. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური არჩევანია - ის ევროპული მომავალი არ არის," - წერს ბაიბა ბრაჟე. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ნაწილი: დღევანდელი განცხადება არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს
„დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს,“ - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. განცხადების თანახმად, მათი როგორც დიპლომატების, უმთავრეს მოვალეობას წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა და კონსტიტუციის ერთგულება. "წლების განმავლობაში, ქართული დიპლომატია მიმართავდა სრულ ძალისხმევას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გასაწევრიანებლად, რაც ქართველი ხალხის ნება და ისტორიული არჩევანია. დღევანდელი განცხადება, 2028 წლამდე საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, არ შეესაბამება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს. ევროკავშირის გაფართოების ტალღა, რომელიც საქართველოსთვის უპრეცედენტო ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს - დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, საერთაშორისო პოლიტიკური მოვლენებით არის განპირობებული. ქვეყნის მიერ ამ შესაძლებლობაზე ცალმხრივად უარის თქმა, გამოიწვევს ნეგატიურ სტრატეგიულ შედეგებს. ამასთან, შესაძლებელია, რომ მსგავსი ხელსაყრელი გარემოება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით აღარ შეიქმნას. გარდა ამისა, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესის გაჩერება გამოიწვევს ქვეყნის იზოლაციას. დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე, საქართველო პირისპირ რჩება იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც განსაკუთრებით გაძლიერებულია საერთაშორისო და უსაფრთხოების გარემოში მიმდინარე პროცესების ფონზე. მიგვაჩნია, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება პოლიტიკური დღის წესრიგიდან წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ჩვენ, ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი," - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ანნა ბაღბაბია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; ანა ძოწენიძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; ანა ქოიავა - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი; ანა შაიშმელაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ანა ჩიტალაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; არჩილ მენთეშაშვილი - საქართველოს საელჩო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში; ასმი გრძელიძე - საკონსულო დეპარტამენტი; ალექსანდრე გოგოლაძე - სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო; ბაია კაპანაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ბონდო მესხი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; გიორგი წიქარიშვილი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; გიორგი მურღვაშვილი - ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტი; გიორგი თავართქილაძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი; დავით ბაზერაშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ერეკლე იანტბელიძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ეკა ფხოველიშვილი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ვაჟა გვარამია - საქართველოს საელჩო მოლდოვას რესპუბლიკაში; ვერა ხაჯალია - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; თამარ ჩაჩიბაია - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; თამარ ბალავაძე - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი; თამთა უგლავა - პოლიტიკური დეპარტამენტი; თეონა ჯანაშია - უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და შეიარაღებაზე კონტროლის დეპარტამენტი; თორნიკე ფარულავა -ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; თინათინ თაბუკაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი; თინათინ ლოლომაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ირაკლი სიმონიშვილი - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; ირმა კილასონია - ამერიკის დეპარტამენტი; ლანა ჯალაღონია - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ლუკა გაწერელია - პოლიტიკური დეპარტამენტი; მარიამ არბოლაშვილი - დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტი; მარიამ ჯანელიძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; მამიკა ანთაძე - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; ნესტან ბეჟანიშვილი - საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტი; ნინო საღინაძე - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; ნინო ჩხიკვაძე - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ნინო ყამარაული - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ოლღა სპირანდი - ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი; საბა ფუტკარაძე - საკონსულო დეპარტამენტი; სალომე აქუბარდია - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; ქეთევან სხილაძე - ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო კვლევითი ინსტიტუტი; ქეთევან ფრუიძე - საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტი; ქრისტინე ჟღენტი - ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტი; ხატია ხორავა - ევროინტეგრაციის დეპარტამენტი; ხუტა სალია - საქართველოს საელჩო ლატვიის რესპუბლიკაში. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
შსს: აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს - პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება
შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების მიმართვაშია აღნიშნულია, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს. შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ვითარების განმუხტვის მიზნით, სპეციალური საშუალება გამოიყენა. „სამართალდამცველთა მხრიდან ადგილზე გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ოფიციალურად გავრცელებული განცხადებებისა, აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს. ასევე, მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ვითარების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ მიმართა კანონით დადგენილ ღონისძიებებს და გამოიყენა სპეციალური საშუალება. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აქციის თითოეულ მონაწილეს, არ განახორციელონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო კანონით მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში იმოქმედებს და გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ იძულების ღონისძიებებს, მათ შორის, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სპეციალურ საშუალებებს,“ - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
პოლიციამ აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო პარლამენტის გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციელები რუსთაველის გამზირზეც გადავიდნენ. პოლიციამ 02:40 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ სასწრაფო დახმარების მანქანებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია. აქციის დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება. პოლიცია სპეციალურ საშუალებებს იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ. დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი. მედიაში ვრცელდება ცნობები დაკავებულების შესახებ, თუმცა შსს-ს ოფიციალური განცხადება აქციის დაშლის შემდეგ არ გაუვრცელებია. 03:16 საათზე პოლიციამ ისევ დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება, რითაც მომიტინგეების მიერ დანთებული ცეცხლი ჩააქრეს. პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დაშლისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა. შსს: აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს - პოლიციამ გამოიყენა სპეციალური საშუალება ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
სახალხო დამცველი: აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება
საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ის თვალს ადევნებს თბილისში მიმდინარე აქციას. ომბუდსმენი ამბობს, რომ პირველადი შეფასებით, 29 ნოემბრის 02:00 საათზე თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება. ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე. სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ განმარტავდა, რომ აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს. მოქალაქეებზე პოლიციის მხრიდან შესაძლოა, ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, შესაბამისად, სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა. დამატებით, სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია, ამ ფაქტზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდეს დროული რეაგირება. დამატებით საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულები მიემართებიან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად, რის თაობაზეც ინფორმაციას საზოგადოებას დამატებით ვაცნობებთ,“ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. პოლიციამ აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა
შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 43 პირია დაკავებული. შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 43-ვე პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად. „აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. უწყების განმარტებით, აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. აქციის მიმდინარეობის დროს, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე მოუწოდა შეკრების ორგანიზატორებსა და აგრესიულ ჯგუფებს, რომ პროტესტი კანონით დადგენილ ჩარჩოებში გამოეხატათ, თუმცა ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელთა მითითებებს, მიაყენეს მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაუპირისპირდნენ ფიზიკურად. სხვადასხვა მედიასაშუალების პირდაპირ ეთერებში ნათლად ჩანდა, როგორ აზიანებდნენ აქციის მონაწილეები ინფრასტრუქტურას, გზის საფარს, ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებს. აქციის მონაწილეებმა ღამის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე გაურკვეველ ნივთებს წაუკიდეს ცეცხლი, აღმართეს ბარიკადები, დააზიანეს როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის ასევე კერძო პირთა ქონება, პოლიციის მიმართულებით ისროდნენ შუშის ბოთლებს, ქვებს, რკინის საგნებსა და პიროტექნიკას. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებების აღკვეთის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასული ღამის განმავლობაში არაერთხელ გამოიყენა კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები. სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე ადგილზე ხდებოდა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება. აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-ე მუხლების შესაბამისად დაკავებულია 43 პირი. აქციაზე მომხდარ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353 -ე პრიმა და 187-ე მუხლის მეორე ნაწილებით მიმდინარეობს,“ - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს-ს ცნობით, პარლამენტთან წუხელ გამართულ აქციაზე, 32 სამართალდამცავი დაშავდა. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, 28 და 29 ნოემბერს, „ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. პოლიციამ აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა
მედიაომბუდსმენი: 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. მისივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. მისივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. „სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული ჩამონათვალი აღმოჩნდეს. სია განახლებადია: გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო; ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა; დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” -პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო; მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი; ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს; დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები; გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ; ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი; ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”-სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე; გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი” „ბათუმელები” - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი; ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება; გიორგი გოგუა, “პროექტი 64”-პოლიციელებმა წიხლები ურტყეს; ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი”- სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა; დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიღო დაზიანება; დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას; გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას; იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი; მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს; ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს; ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი. „გერმანელი ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დროულად გამოავლინოს სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები. მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592“, - ნათქვამია ინფორმაციაში. მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, 2024 წლის 28 და 29 ნოემბერს ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ. მისივე ცნობით, მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. „სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული ჩამონათვალი აღმოჩნდეს. სია განახლებადია: გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო; ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა; დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” -პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო; მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი; ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს; დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები; გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ; ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი; ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”-სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე; გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი” „ბათუმელები” - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი; ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება; გიორგი გოგუა, “პროექტი 64”-პოლიციელებმა წიხლები ურტყეს; ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი”- სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა; დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიღო დაზიანება; დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას; გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას; იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი; მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს; ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს; ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი. „გერმანელი ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დროულად გამოავლინოს სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები. მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592“, - ნათქვამია ინფორმაციაში. „სახელმწიფოს წარმომადგენლები არბევდნენ აქციის მონაწილეებს. მედიის წარმომადგენლებს ასევე სასტიკად უსწორდებოდნენ აღნიშნული დანაშაულების დაფიქსირების პროცესში. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა. ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა კი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, დასჯადი ქმედებაა. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ვალდებულია დროულად გამოიძიოს გამოვლენილი დანაშაულები. ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაცია შესაძლოა არასრული ჩამონათვალი აღმოჩნდეს. სია განახლებადია: გურამ როგავა, “ტელეკომპანია ფორმულა” - ნიღბიანმა სპეცრაზმელმა პირდაპირ ეთერში თავში ჩაარტყა, დაასისხლიანა და ძირს დააგდო; ალექსანდრე ქეშელაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - დააკავეს, სცემეს სახისა და თავის არეში, წაართვეს სამუშაო აპარატურა; დავით ცაგარელი, ონლაინგამოცემა “რადიო თავისუფლება” -პირდაპირ ეთერში ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცელში ჩაარტყა და ძირს დააგდო; მარიამ ნიკურაძე, ონლაინგამოცემა “OC Media” - სპეციალურად მიუშვირეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, დაუზიანდა კამერა, რამდენჯერმე გააგდებინეს ტელეფონი; ნანუკა ქაჯაია, “ტელეკომპანია პირველი” - წყლის ჭავლი მიუშვირეს პირდაპირი ჩართვის დროს; დავით ბიჭიკაშვილი, “ტელეკომპანია პირველი” - გაუსწორდნენ სპეცრაზმელები; გიორგი შეწირული, “ტელეკომპანია პირველი” - სპეცრაზმელებმა წააქციეს და წიხლებით შედგნენ; ანა მდივანი, “ტელეკომპანია პირველი” - სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი; ნიკო კოკაია, “ტელეკომპანია პირველი”-სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი. ორჯერ გახდა სპეცრაზმელების სამიზნე; გივი ავალიანი, ონლაინგამოცემა „ნეტგაზეთი” „ბათუმელები” - პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ჟურნალისტს სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი; ნათია ამირანაშვილი, ონლაინგამოცემა “პუბლიკა” - გააგდებინეს ტელეფონი და არ მისცეს მუშაობის საშუალება; გიორგი გოგუა, “პროექტი 64”-პოლიციელებმა წიხლები ურტყეს; ირაკლი მანაგაძე, ონლაინგამოცემა” ექსპრესნიუსი”- სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა; დავით ბეჟანიშვილი, პირველი არხი - გავრცელებული ინფორმაციით, ოპერატორმა გადაღებისას მიიღო დაზიანება; დეა მამისეიშვილი, „მთავარი არხი” - დაშავდა აქციის გადაღებისას; გიორგი გოგინაშვილი, “მთავარი არხი”- დაშავდა აქციის გადაღებისას; იულია კალაბანო - JAMnews-ის ფოტორეპორტიორი, - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ფოტოებს რომ იღებდა, პირდაპირ სახეში შეასხეს სპრეი, წააქციეს და წაქცეულს დაარტყეს წიხლი; მინდია გაბაძე - ონლაინგამოცემა “პუბლიკას” ჟურნალისტი სამართალდამცველებმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააზიანეს; ნინო წვერავა, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს; ნინო შუბითიძე, “სტუდია მონიტორი” - ჟურნალისტი სამართალდამცველების სამიზნედ იქცა ქაშვეთის ეკლესიასთან გადაღების დროს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად, დაშავდა გერმანელი ჟურნალისტი. „გერმანელი ჟურნალისტი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა. გავრცელებულ ფოტოში ჩანს, რომ დაზიანებები მას თვალის არეში აქვს მიყენებული. ამ დროისთვის, ორგანიზაცია აზუსტებს ინფორმაციას უცხოელი ჟურნალისტის თაობაზე. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეწყვიტოს აქციის მონაწილეებსა და მედიაზე თავდასხმა. მივმართავთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაიწყოს გამოძიება და დროულად გამოავლინოს სასტიკი დანაშაულების ჩამდენი პირები. მედიაომბუდსმენი მედიის წარმომადგენლების სამართლებრივ დახმარებას აგრძელებს. ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის ხელმისაწვდომია საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 577 070 592,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
სალომე ზურაბიშვილი: მოველი ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მკაცრ რეაქციას ელის. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დილის შვიდის ნახევრისთვის თბილისში პროტესტთან ერთად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. „მოველი ძლიერ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან,“ - წერდა სალომე ზურაბიშვილი. „საქართველოში უსაფრთხო ადგილი არ არის: ეკლესიის ეზო ან აფთიაქი, რობოკოპები საპროტესტო აქციის მონაწილეებს ყველგან მისდევენ, რომ სცემონ და დააპატიმრონ. რუსეთის ხელისუფლება, რუსული მეთოდები,“ - წერს პრეზიდენტი ამავე სოციალური პლატფორმის საშუალებით. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. პოლიციამ აქციაზე წყლის ჭავლი გამოიყენა
ევროკავშირის ელჩი: რაც გუშინ მოხდა, ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას
28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, დღეს, 29 ნოემბერს, ევროკავშირის ელჩი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება არის უკიდურესად იმედგამაცრუებელი და უკიდურესად სამწუხარო გადაწყვეტილება. „ვფიქრობ, დღეს ყველამ სრულიად ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. მოვისმინეთ ბატონი კობახიძის განცხადება, რომ საქართველო არ არის დაინტერესებული ევროკავშირში ინტეგრაციით მომავალი 4 წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად სამწუხარო. პირადად ჩემთვის, ეს არის ნამდვილად გულსატკენია. მახსოვს, 2 წლის წინ, როდესაც საქართველოში ჩამოვდიოდი, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე.“ ეს იყო ჩვენი აქ მუშაობის, ჩემი, როგორც ევროკავშირის ელჩის აქ მუშაობის გზამკვლევი 2 წლის განმავლობაში. ვამაყობდი, რომ ევროკავშირმა კარი გაუღო საქართველოს, ჩვენ საქართველოს მივანიჭეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატი სტატუსი და რაც გუშინ მოხდა, აშკარად ეწინააღმდეგება საქართველოს წინა მთავრობის პოლიტიკას, საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკას, ის ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობის სურვილს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა და საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა მიჰყვეს ევროპული ინტეგრაციის გზას, ჩემი აზრით, ძალიან სამწუხარო და გულსატკენია,“ - აღნიშნა ელჩმა. ელჩის თქმით, ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს. ჰერჩინსკის თქმით, საქართველო მივიდა იმ წერტილამდე, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერა. „ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭებინა, თუმცა თითოეული ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორი პოლიტიკის გატარება სურს, რომელ ოჯახთან შეერთება სურს. ჩვენი მხრიდან, ძალიან ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ ამისთვის არსებობს გარკვეული პირობები, რომელიც ეხება არამხოლოდ საქართველოს, არამედ, ყველა ქვეყანას, ვისაც სურს, ევროკავშირის ოჯახს შეუერთდეს. ევროპული ოჯახი ეფუძნება პრინციპებსა და წესებს და იმ შემთხვევაში, თუ მესამე ქვეყანას სურს, ჩვენს ოჯახს შემოუერთდეს, ამ წესებისა და პრინციპების დაცვა უნდა მოხდეს. სამწუხაროდ, გასული წლის განმავლობაში, მას შედეგ რაც საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა, ბევრი რამ მოხდა, რაც საქართველოს ევროკავშირთან არ აახლოებდა, არამედ, პირიქით. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვაცხადებთ, რა უნდა გაკეთდეს. 9 ნაბიჯი იყო სახელმძღვანელო საგზაო რუკა საქართველოსთვის ევროკავშირთან დასაახლოებლად. გასული წლის განმავლობაში, არ მოხდა საკმარისი პროგრესი 9 ნაბიჯთან დაკავშირებით, პირიქით, ამ 9 ნაბიჯიდან ბევრთან დაკავშირებით უკუსვლა გვქონდა. ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა განხორციელდა, რომელიც არ შეესაბამებოდა ევროკავშირის წესებსა და პრინციპებს. ამასთან, ანტიდასავლური, ანტიევროპული პროპაგანდა გრძელდება, ბევრი შეთქმულების თეორია, ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, მათ შორის მთავრობისა და მმართველი პარტიის წევრებისგან. ყველაფერმა ამან სამწუხაროდ, მიგვიყვანა წერტილამდე, სადაც ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრიანების პროცესი. ეს მოხდა ივნისში, ნახევარი წლის წინ, მაგრამ ველოდებოდით არჩევნებს და იმედი გვქონდა, რომ არჩევნები გახდებოდა ახალი იმპულსი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში. პოზიტიური იმპულსის ნაცვლად, სამწუხაროდ იყო სერიოზული დარღვევები, როგორც ეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს და ახლა, გუშინდელი განცხადება, რომ საქართველო აჩერებს ევროკავშირში გაწევრიანების ძალისხმევას მომავალი 4 წლის განმავლობაში, ვფიქრობ ნამდვილად, ნამდვილად სამწუხაროა,“ - აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა. მას ჰკითხეს ევროკავშირისგან მოსალოდნელ საპასუხო ზომებზე. კერძოდ, როგორი იქნება ევროკავშირის რეაგირება საქართველოსთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა პერსონალური სანქციების დაწესების საკითხი, ასევე, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობა. „საქართველოს საკითხი რამდენჯერმე განიხილეს ბოლო დროს. საქართველოს საკითხს განიხილავს 27 წევრი სახელმწიფო მოახლოებულ საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე, 16 დეკემბერს. ვფიქრობ, მეტ ინფორმაციას გაგიზიარებთ ამ შეხვედრის შემდეგ. რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ყველა ვარიანტი მაგიდაზეა. ეს არის ის, რასაც ბევრი თვეა ვამბობთ და ეს ვარიანტები ასევე მოიცავს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეწყვეტის შესაძლებლობას, მაგრამ ამას განიხილავს და გადაწყვეტს ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო,“ - აღნიშნა ელჩმა ელჩის შეფასებით, ქართველმა ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, სად სურს მათი ქვეყნის ხილვა. ევროკავშირს ესმის, თუ რატომ ბრაზობს ქართველი ხალხი რომლის უმრავლესობას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს. „უპირველეს ყოვლისა, რაც მინდა, ვუთხრა ქართველ ხალხს, არის ის, რომ ევროკავშირი თქვენ გვერდით დგას, სრულად გვესმის თქვენი სიბრაზე, გვესმის თქვენი სასოწარკვეთა, გვესმის, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას სურს. ეს აქამდე საქართველოს ყველა მთავრობის გაცხადებული სურვილი იყო, მათ შორის, წინა მთავრობის. მესმის, რომ გუშინდელმა განცხადებამ ბევრი ადამიანი გააკვირვა, შოკში ჩააგდო. მესმის, რომ საპროტესტო აქციები არ იყო ორგანიზებული და დაგეგმილი რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ. ეს იყო ქართველი ხალხის სპონტანური რეაქცია არამხოლოდ თბილისში, არამედ, ქვეყნის ბევრ ქალაქში. რა თქმა უნდა, ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელუია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი,“ - აღნიშნა ელჩმა. რისი გაკეთება შეუძლია ევროკავშირს პრეზიდენტ ზურაბიშვილის თხოვნის შემდეგ, რომ ის დაეხმაროს ქართველ ხალხს, ამ შეკითხვას ელჩი პასუხობს, რომ „ევროკავშირი აქ არის.“ „ჩვენ აქ ვართ, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენ ხელთ არსებული ინსტრუმენტები, რათა დავეხმაროთ ქართველ ხალხს ევროკავშირის წევრობისკენ გზაზე. ურსულა ფონ დერ ლაიენმა საჯაროდ განაცხადა: „საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს, ევროკავშირი სრულყოფილი არ იქნება საქართველოს გარეშე.“ „ჩემი გზავნილი იქნება, ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, ჩვენ დაგელოდებით. ეს არის თქვენი ქვეყანა, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, სად გსურთ, ის იყოს,“ - აღნიშნა ელჩმა.
ბულგარეთში საქართველოს ელჩი გადადგა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი პოსტი მან სოციალურ პლატფორმა ქსელ X-ზე განათავსა. ბერძენიშვილი ხაზს უსვამს, რომ მის კოლეგებთან ერთად მუშაობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის, ასევე მოკავშირეებთან, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სანდო და მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის შენებისთვის. ახლა კი, მისი შეფასებით, ამ „დაუღალავ ძალისხმევას ძირი არ უნდა გამეოთხაროს.“ „ჩემი ვრცელი დიპლომატიური სამსახურის განმავლობაში (ორ ათწლეულზე მეტი) აქტიურად ვიყავი ჩემს კოლეგებთან ერთად ჩართული საქართველოს ევროატლანტიკური და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის პროგრესსა და ჩვენს მოკავშირეებთან, განსაკუთრებით, აშშ-სთან, მყარი და ნდობით აღსავსე სტრატეგიული პარტნიორობის შენებაში. ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა არ უნდა შეირყეს, ან კომპრომეტირებული იყოს არავითარ შემთხვევაში. არა, მშვიდობიანი მომიტინგეების თავისუფალი ნების წინააღმდეგ ძალადობას, სრული სოლიდარობა მათ,“ - წერს ელჩი. ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი NATO“ - ამის შესახებ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელში წერს. თარაშ პაპასქუას თქმით, საქართველოს მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა სჭირდება. „დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას... ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! #საქართველოარისევროპა“, - წერს თარაშ პაპასქუა სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი ემიჯნება მამუკა ციხელაშვილი იმ 100-ზე მეტ მოქმედ თანამშრომელს შორისაა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის მხარდასაჭერად. ცნობისთვის, 28 ნოემბერს, 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უართან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის მიერ "ქართული ოცნების" სახელით გაკეთებული განცხადების შემდეგ, აქცია დაიგეგმა რუსთაველის გამზირზე - პარლამენტის წინ და „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას ომი გამოუცხადა. ეს იყო უკვე მეორე შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტი განცხადებას ოპოზიციასთან ერთად აკეთებდა. პირველად, 26 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი მოგვიანებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა. შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან აქციაზე 43 პირია დაკავებული. მედიაომბუდსმენის შეფასებით, 28 და 29 ნოემბერს, ნიღბიანი სპეცრაზმელები და პოლიციელები რუსთაველზე მიზანმიმართულად ოცზე მეტ ჟურნალისტსა და ოპერატორს გაუსწორდნენ.