ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პირდაპირი

ბათუმში ისტორიული პროცესი იწყება. ისტორიაში პირველად, მმართველმა გუნდმა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო. „ქართული ოცნების“ ლიდერები ბათუმში უკვე ჩავიდნენ. საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოში პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილი იცავენ. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: სხდომაზე ზურაბიშვილის არდასწრების საკითხს დისკუსია მოჰყვა რას ამბობს პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით თამარ ჩუგოშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტში პარტია "ქართული ოცნების" სიით მოხვდა. ის სამი წლის განმავლობაში იკავებდა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას, იმ დრომდე, სანამ სახელისუფლებო პარტია არ დატოვა - მიზეზი "ქართული ოცნების" მიერ 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით დაპირების არშესრულება იყო;მაია კოპალეიშვილი 2009 წლის დეკემბრიდან 10-წლის ვადით იკავებდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობას. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ აქვს. რა წერია კონსტიტუციაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესთან დაკავშირებით სტრატეიული პარტნიორის გამოხმაურება 25 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ტრადიციულ ბრიფინგზე შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს, გაერთიანდნენ და კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო რეფორმების განხორციელებაზე ერთად იმუშაონ. „ჩვენ მკაფიოები ვიყავით, ისევე როგორც ქართველი ხალხი. ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს და ევროკავშირმა საქართველოს ნათელი საგზაო რუკა განუსაზღვრა, რათა კანდიდატის სტატუსს მიაღწიოს. საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, რომ გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის იმუშაონ, განსაკუთრებით საჭირო რეფორმების განხორციელებისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. გაერთიანებული საქართველოს საჭიროება ასე აუცილებელი არასდროს ყოფილა,“ – განაცხადა ვედანტ პატელმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას დღეს განიხილავს.  

რას ამბობს პრეზიდენტი მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით კომენტარში განაცხადა, რომ „ყველაფერი კარგად იქნება.“ „რაც იქნება იქნება და ყველაფერი კარგად იქნება,“ - განუცხადა მან „ტვპირველს.“ ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თავს საქართველოს მოსახლეობის მანდატის მქონედ მიიჩნევს. ამის შესახებ მან ლიეტუვაში ვიზიტის დროს, ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. კითხვას, ვიზიტი ლიეტუვაში საქართველოს მთავრობის თანხმობით მოხდა, ზურაბიშვილი პასუხობს:  „ფაქტია, იცით უკვე. არა, საქართველოს მთავრობის მხრიდან არ იყო თანხმობა, ჩემთვის აუხსნელი მიზეზების გამო. ვფიქრობ, ამ დროისათვის, ყველანი - პრეზიდენტი, ხელისუფლება, პარლამენტის წევრები, ყველაფერს უნდა ვაკეთებდეთ რაც შეგვიძლია, როგორც ამას ჩვენი კონსტიტუცია გვკარნახობს, რათა დავარწმუნოთ ჩვენი პარტნიორები, რომ ჩვენ წლის ბოლომდე უნდა მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მე ამას ვაკეთებ. ასე რომ, ძალიან ვწუხვარ, რომ ფორმალურად არ ვარ ავტორიზებული რომ ეს გავაკეთო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს დამარწმუნებელი სამუშაო არის ის, რაც უნდა გავაკეთო. მე ჩემ თავს საქართველოს მოსახლეობის მანდატის მქონედ მივიჩნევ.“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - განახლებადი  

პრეზიდენტის იმპიჩმენტი: სხდომაზე ზურაბიშვილის არდასწრების საკითხს დისკუსია მოჰყვა

სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მისი იმპიჩმენტის საქმის განხილვას არ ესწრება. მის უფლებებს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი და მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი იცავენ. „იმედი მაქვს, სხდომაზე არდასწრება პრეზიდენტის მხრიდან სასამართლოსადმი უპატივცემულობის გამოხატვა არ იყო, - ასე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო განხილვაზე სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველებს. ტურავა დაინტერესდა, იციან თუ არა იურისტებმა საიმპიჩმენტო წარდგინების არამხოლოდ იურიდიული მხარე, არამედ იმ ვიზიტების დეტალები, რაზეც წარდგინების ტექსტშია საუბარი. „საქართველოს პრეზიდენტმა არ ისურვა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და თქვენ, როგორც მისი წარმომადგენლები მოგავლინათ. კანონიდან გამომდინარე სასამართლო იკვლევს იმ საკითხებს, რაზეც წარდგინების ავტორები დავობენ. ამ შემთხვევაში თქვენთვის ცნობილია იმ ვიზიტების შინაარსი, რაზეც შეიძლება დღევანდელ სხდომაზე შეიძლება შეკითხვები დაისვას? შესაბამისად, ამ შემთხვევაში თქვენ მხოლოდ სამართლებრივ მხარეს წარმოადგენთ იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით, თუ შეხვდით საქართველოს პრეზიდენტს და გარკვეული ხართ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელიც საფუძვლად უდევს წარდგინების ტექსტს? ამასთან, თქვენ წარმოადგენთ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომელიც, ალბათ, უფრო კარგად იცნობს ვიზიტების დეტალებს, არამედ ხართ კვალიფიციური იურისტები, მაგრამ უფრო სამართლებრივი საკითხები იცით, ვიდრე დეტალები ამ ვიზიტების - თუ შეხვდით ამ დღეების განმავლობაში პრეზიდენტს და შეგიძლიათ სასამართლოს სრულყოფილად მოახსენოთ ის, რაც შეიძლება ჩვენთვის საინტერესო იყოს,“ - განაცხადა ტურავამ. ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა [სასამართლოს მიმართ], - განაცხადა საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტის უფლებადამცველმა, მაია კოპალეიშვილმა. კოპალეიშვილმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია და ის პროცესის სამართლიანობაში დარწმუნებულია. „რა თქმა უნდა, შევხვდით საქართველოს პრეზიდენტს. რამდენჯერმე გვქონდა შეხვედრა. ყველა დეტალზე ვისაუბრეთ, მათ შორის, თავად ამ შეხვედრების შინაარსზე, მოცულობაზე. ასე რომ, ჩვენ ვართ სრულიად უფლებამოსილნი, ვისაუბროთ პრეზიდენტის სახელით, როგორც მისმა წარმომადგენლებმა. დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ პრეზიდენტის ახსნა-განმარტებას ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ამდენად, ბუნებრივია, ჩვენ ასე არ უნდა განვიხილოთ, თითქოს პრეზიდენტმა უპატივცემულობა გამოხატა, პირიქით, პრეზიდენტისთვის დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვა ძალიან მნიშვნელოვანია. ის დარწმუნებულია პროცესის სამართლიანობაში, ამიტომ ბუნებრივია, მას დიდი პატივისცემა აქვს სასამართლოს მიმართ,“ - განაცხადა კოპალეიშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - განახლებადი  

ბჟანია: საქართველოს ხელმძღვანელები, პრეზიდენტის გარდა, პრაგმატულები არიან

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ლიდერები „პრაგმატულები“ არიან. რადიო თავისუფლების ცნობით, ამის შესახებ მან კრემლის მიერ კონტროლირებად სააგენტო "ტასთან" ინტერვიუში განაცხადა, ჟენევის დისკუსიების პერსპექტივის შესახებ დასმული კითხვის პასუხად. „თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტს, საქართველოს დანარჩენი ლიდერები პრაგმატულები არიან იმის მიხედვით, თუ როგორ იქცევიან დღევანდელ მწვავე ვითარებაში და არ გამოვრიცხავ, რომ ჟენევის დისკუსიამ რაღაცამდე მიგვიყვანოს. ვფიქრობ, მათ ესმით, რომ მშვიდობა არის როგორც აფხაზეთის, ისე საქართველოს განვითარების პირობა. ამის იმედი მაქვს,“ - თქვა მან. ბჟანიას თქმით, აფხაზეთს ნორმალური, "კეთილმეზობლური ურთიერთობა სურს ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან." „თუ ქართული სახელმწიფო აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს, მაშინ ჩვენ სამომავლოდ ასევე განვიხილავთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დამყარების საკითხებს,“ - აღნიშნა ბჟანიამ.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, თუ პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ხმის ამოღება და შეხვედრა 52-ე მუხლით რეგულირდება, მაშინ ცერემონიული თუ პროტოკოლური ხასიათის წერილების გაგზავნაზეც მთავრობის თანხმობა უნდა იყოს საჭირო, რასაც პროცესი აბსურდამდე მიჰყავს. ამის შესახენ მან საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, სადაც ამ დროისთვის ერთსაათიანი შესვენებაა გამოცხადებული. „პრეზიდენტის ნებისმიერი ქმედება, ნებისმიერი ხმის ამოღება, ნებისმიერ პირთან შეხვედრა, ნებისმიერ პირთან ფორმალური წერილის გაგზავნაც კი, თუ ყველაფერი არის მოცული 52-ე მუხლით, მაშინ მათ შორის პროტოკოლური იქნება, იქნება ეს ცერემონიული ხასიათის თუ იქნება ისეთი წერილები, რომელსაც არ გააჩნია პოლიტიკური დატვირთვა და მხოლოდ ურთიერთობას მოიაზრებს, ასეთი შემთხვევებიც კი უნდა მოითხოვდეს მთავრობის ნებართვას. ეს ნიშნავს იმას, რომ როცა პრეზიდენტი მილოცვის წერილს აგზავნის, ამისთვის უნდა მოითხოვოს მთავრობის ნებართვა. მივდივართ აბსურდამდე. შეუძლებელია ასეთი რამ. სამყაროში არ არსებობს პრეზიდენტი, არ არსებობს საპარლამენტო სისტემა, სადაც ეს არის ასე დარეგულირებული, სადაც საგარეო ურთიერთობებში პრეზიდენტის წარმომადგენლობისას სად გადის ზღვარი და რა შეიძლება გააკეთოს და რა არა, ამაზე ვმსჯელობთ. ირაკლი კობახიძე ახლა იმიტომ მეთანხმება, რომ გამოვა და იტყვის - „მართალი ხარ, არც საქართველოს ტერიტორიაზე უნდა შეხვდეს, მაგაზეც თანხმობა უნდა აიღოსო“. ოღონდ შემდეგ უნდა თქვას მათ შორის, არც მილოცვის წერილი არ უნდა გააგზავნოს და არც მისამძიმრების წერილი. ეს, ბატონო ირაკლი, არის პოლიტიკური საკითხი, რომელიც უნდა გადაწყდეს მაშინ, როდესაც პრეზიდენტს ირჩევენ. თქვენ, ირაკლი კობახიძე ვერ განსაზღვრავთ, ვინ რა უნდა აკეთოს. ამას ყველას ვერ გაუწერთ. მე ვარ საკონსტიტუციო კომისიის მდივანი, მე ვარ ამ კონსტიტუციის თანაინიციატორი, მე ვარ მხარდამჭერი. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონსტიტუცია ბოროტად კი არ გამოიყენებოდეს, არამედ განიმარტებოდეს ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს შესაბამება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. ამასთან, პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა საკონსტიტუციო სასამართლოში, განაცხახდა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ევროპაში განხორციელებული სამი ვიზიტის დროს, მოქმედებდა კონსტიტუციის 49-ე მუხლის ფარგლებში, რაც მას უფლებამოსილებას ანიჭებს წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში:  „ბატონ ირაკლის ეს განსხვავებულად ესმის, ვიდრე კონსტიტუცია მიუთითებს და საქართველოს პრეზიდენტი არავის ტყვე არ არის, მათ შორის ვერც საქართველოს მთავრობის ტყვე ვერ იქნება რომ ის ჩაიკეტოს საქართველოს საზღვრების ფარგლებში და ვერ მოახერხოს საქართველოს მთავრობის ნებართვის გარეშე საზღვრების დატოვება და თავის კოლეგა პრეზიდენტებთან შეხვედრები, გარკვეული მოსაზრებების გაცვლა ამა თუ იმ საკითხზე. საკუთარი სტატუსის ფარგლებში, 49-ე მუხლის მესამე პუნქტი ანიჭებს უფლებამოსილებას წარმოადგინოს საქართველო საგარეო ურთიერთობებში და მას ამ უფლებამოსილებას ვერავინ ვერ წაართმევს. ყოველ კონკრეტულ ინდივიდუალურ შემთხვევაში, ამ კონკრეტულ სამ შემთხვევაში, რომელიც მოყვანილია წარდგინებაში, პრეზიდენტი მოქმედებდა 49-ე მუხლის ფარგლებში, მისი მოქმედება არ შეიძლება, მივიჩნიოთ 52-ე მუხლის ფარგლებში და ეს არ იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, სადაც მას დასჭირდებოდა მთავრობის თანხმობა," განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის შინაარსი აშკარად პოლიტიკურია - სასამართლომ ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს, რომ თუნდაც მისდა უნებურად არ მოექცეს პარლამენტის პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ. „როგორც იურისტი გეუბნებით, რომ არგუმენტები არ იყო წარმოდგენილი, თუმცა დეტალურ სამართლებრივ პასუხს ყველაფერს გავცემთ შესვენების შემდგე," განაცხადა თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან. პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი - პირდაპირი „რა თქმა უნდა, არსებობდა პოლიტიკურ საფუძველიც, პოლიტიკურ-კონსტიტუციური, რომ მთავრობას არ მიეცა თანხმობა პრეზიდენტისთვის ამ ვიზიტების განხორციელებაზე. მთავრობას არგუმენტაცია არ სჭირდება, მაგრამ პოლიტიკური არგუმენტები არსებობდა. მთავარი არგუმენტი რა არის - პრეზიდენტს და მთავრობას რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რაც არაერთხელ გახმოვანდა პრეზიდენტის მხრიდან. პრეზიდენტი მობრძანებული იყო საქართველოს პარლამენტში, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ფორმალურად ასრულებს ევროკავშირის მოთხოვნებს. მთავრობა მიდის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებში და საუბრობს 12-დან თითოეული პუნქტი, რა ფორმით და ხარისხით არის განხორციელებული, ამ დროს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 12-ვე პუნქტი მხოლოდ ფორმალურად სრულდება,“ - განაცხადა კობახიძემ პროცესის მიმდინარეობისას. მისი შეფასებით, პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია. კობახიძემ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა მმართველობის არსებულ სისტემას. „მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა უხეშად, განზრახ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. ხშირად იყო საუბარი, რომ რა მოხდა, ფორმალურად დაირღვა კონსტიტუციაო. ჯერ ერთი, ეს უკვე არასწორი დამოკიდებულებაა. არაევროპული დამოკიდებულებაა კონსტიტუციის მიმართ. კონსტიტუციის ფორმალური დარღვევა არასწორი ტერმინია. შეიძლება იყოს, ნაკლებად მძიმე თემა, რასაც უკავშირდება კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ, ამ შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი ძირეულად დაუპირისპირდა იმ მმართველობის სისტემას, რომელიც დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით,“ - აღნიშნა ირალი კობახიძემ.  

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით განხილვას 4 ოქტომბერს გააგრძელებს. პროცესში 11:00 საათზე განახლდება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 12:00 საათიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

პრეზიდენტი: მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მადლობას უხდის თავის წარმომადგენლებს, რომ იმპიჩმენტის პროცესზე „ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი.“ ამასთან, პრეზიდენტის შეფასებით, მათ გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას. „მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი,“ - წერს პრეზიდენტი Facebook-ზე. საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა ხვალ გაგრძელდება  

ჩეხეთის პრეზიდენტი: ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს

ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ბრიუგეში, ევროპის კოლეჯში ახალი სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპამ თავდაცვის სფეროში აშშ-ზე დამოკიდებულება უნდა შეამციროს. თავის გამოსვლაში ჩეხეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ევროკავშირის გაფართოებას, რომელიც, მისი თქმით, „არ უნდა გადაიდოს იქამდე, ვიდრე კანდიდატები სრულყოფილად არ დააკმაყოფილებენ ევროკავშირის მოთხოვნებს.“ „NATO-ს დომინანტური როლი უსაფრთხოების საკითხებში არ ნიშნავს იმას, რომ ევროპა უარს ამბობს საკუთარ თავდაცვით პასუხისმგებლობაზე. აშშ-ზე დამოკიდებულების შემცირება და ევროპის თავდაცვითი სტრატეგიული შესაძლებლობების განვითარება უნდა განიხილებოდეს, როგორც ტრანსატლანტიკურ პარტნიორობაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი,“ - განაცხადა პაველმა. პაველი ყოფილი გენერალი და NATO-ს მაღალჩინოსანია, რომელიც ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მიმდინარე წლის დასაწყისში გახდა.  

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმე - პირდაპირი

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება.  პროცესი 11:00 საათზე განახლდა.   საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავს. თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

ირაკლი კობახიძემ დაასახელა მთავარი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც, ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე დაუჭირეს მხარი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მიუთითა მთავარ კრიტერიუმებზე, რომლის მიხედვითაც, მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტზე დაუჭირეს მხარი. კობახიძის თქმით, „ზურაბიშვილი იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება.“ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, როდესაც უპასუხა პლენუმის ერთ-ერთი წევრი მოსამართლის, ირინა იმერლიშვილის შეკითხვას, თუ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა არ განხორციელდა, ერთგვარ ჩიხში ხომ არ შედის სახელმწიფო. „ჩვენ, კიდევ ერთხელ, შეგვიძლია, აქაც ვთქვათ, რომ რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინი პოლიტიკური კუთხით არ არის ის, რომ ეს იმპიჩმენტში შეიძლება, წარმატებით დასრულდეს, იმიტომ, რომ ჩვენი ღრმა რწმენით, პრეზიდენტს ჰქონდა ოპოზიციის იმედი, როდესაც კონსტიტუციას არღვევდა, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს მოცემულობა დარჩება. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომც არ დაადგინოს, ჩვენ, ჩვენი პოზიცია უკვე გვაქვს დაფიქსირებული, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ჩვენი პოზიციით არ არის პრეზიდენტობის ღირსი. არის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ორგანოები, მთავრობა, პარლამენტი, ჩვენ წარმოვადგენთ საპარალამენტო უმრავლესობას, არა პარლამენტს, ანუ ჩვენ ხელშია გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ წარმოვადგენთ პარლამენტის 80 წევრს და აქაც საინტერესო რა არის - ჩვენ გვაქვს შესაბამისი მანდატი მინიჭებული და სწორედ ამ მანდატის გამო ირჩევენ დეპუტატებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან აღნიშნა, რომ 2018 წელს, როდესაც პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩეს კონკრეტული კრიტერიუმებით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა. „კრიტერიუმი რა იყო - ჩვენ რომ გვქონოდა იმის რწმენა, რომ პრეზიდენტი წარმატებით განახორციელებდა საგარეო და საშინაო პოლიტიკას, მას მხარს დავუჭერდით არა პრეზიდენტის, არამედ, პრემიერის პოზიციაზე. ამიტომ, ეს არის პრემიერის პრეროგატივა, მაგრამ მხარი იმიტომ დავუჭირეთ პრეზიდენტის პოზიციაზე, რომ მას ჰქონდა შეზღუდული მანდატი. მთავარი კრიტერიუმები საჯაროდაც იყო ნათქვამი, ის იყო დიასპორის წარმომადგენელი, დიდი წინაპრების შთამომავალი, რომ მას ჰქონდა რაღაც ევროპული ცხოვრებისეული გამოცდილება, ქალბატონი, ეს ჩვენი ისტორიული ტრადიცია და .ა.შ. ანუ პრეზიდენტს იმიტომ კი არ გამოვუცხადეთ მხარდაჭერა და შესაბამისად, ხალხმაც იმიტომ კი არ მისცა ხმა, რომ მისგან ელოდებოდა ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებას, მას მხარი დაუჭირა არსებული მანდატის გათვალისწინებით, რაც კონსტიტუციაში იყო გაწერილი. დღეს პრეზიდენტი ცდილობს, რომ ამ მანდატს გასცდეს, რომელიც მას ხალხმა მიანიჭა. მთავარი ხომ არ არის როგორია ამ მანდატის ჩემი აღქმა, როგორც თანამდებობის პირის, მთავარია კონსტიტუცია რა მანდატს განიჭებს და შენ ხალხმა აგირჩია არა იმისთვის, რომ საშინაო და საგარეო პოლიტიკა განახორციელო, რაში ჩაჭრასაც ცდილობს დღეს, პრეზიდენტი, არამედ შენ აგირჩია იმისთვის, რომ იყო სახელმწიფოს არსებითად სიმბოლური წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, მხოლოდ სიმბოლური არ არის პრეზიდენტის კომპეტენციები, მაგრამ პრეზიდენტი საშინაო და საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი არ არის. ხალხს მისთვის მინიჭებული აქვს შესაბამისი მანდატი, თუმცა ის ცდილობს, რომ ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატს გასცდეს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა. თავად პრეზიდენტი პროცესებს არ დასწრებია. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავდნენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიპიჩმენტო წარდგინების განხილვა დღეს, 5 ოქტომბერს დაასრულა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლოს პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება.   „ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, „17 97“ კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ. მან კობახიძის მიერ დასკვნითი სიტყვით წარდგენისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ჰკითხა: „თუკი თქვენ დარწმუნებული ხართ იმაში, რომ იმპიჩმენტი შედეგს ვერ მიაღწევს პარლამენტში, მარტო საკონსტიტუციო სასამართლომ რომ გადაწყვეტილება მიიღოს, ესეც შედეგის მომტანია თქვენთვის, თუ საბოლოო შედეგზე უნდა იყოთ ორიენტირებული?“   ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა იმპიჩმენტის საკითხი, ლუსტრაცია მოხდება იმისა, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ - არა. „იმპიჩმენტი ერთი რამით განსხვავდება კომპეტენციური დავისგან, ეს ხომ პოლიტიკურ სამართლებრივი პროცედურაც არის. როდესაც იმპიჩმენტის პროცედურის აღიძვრება, ამით უკვე 80 დეპუტატი აფიქსირებს, რომ ის პრეზიდენტს არ მიჩნევს პრეზიდენტობის ღირსად მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის გამო. ეს, რა თქმა უნდა, პოლიტიკური აქტიც იყო ჩვენი მხრიდან, რისგანაც თავს ვიკავებდით დიდი ხნის განმავლობაში. „ბუნებრივია, ჩვენი მზიანია დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ მათაც ჩვენსავით პრინციპულად დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ლუსტრაცია მოხდება, როდესაც პარლამენტის სხდომაზე გავა ეს საკითხი. ვნახავთ, ვინ დგას კონსტიტუციის სადარაჯოზე და ვინ არ დგას. რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი თავიდანვე იყო, ეს არის კონსტიტუციური მიზანი, საქართველოს პრეზიდენტის გადაყენება. მე ხაზი გავუსვი იმას, რომ ეს პოლიტიკურად შეიძლება, არ იყოს რეალისტური ამოცანა, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას თავისუფალი მანდატის ფარგლებში 150 დეპუტატი იღებს გადაწყვეტილებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედს ვიტოვებთ, რომ არიან დეპუტატები ოპოზიციაში, რომლებსაც შეიძლება, მივიჩნევდეთ კეთილსინდისიერად ან საკმარისად კომპეტენტურად იმისთვის,რომ აქ მაინც არ გადალახონ მორალური ზღვარი. ვიტოვებთ იმედს, რომ ვიღაცას კეთილსინდისიერება გადასძალავს ან კომპეტენცია გადასძალავს, ეს არის ჩვენი სურვილი და იმედი. ვეცდებით ბუნებრივია პარლამენტის წევრების დარწმუნებას, რომლებიც თავისუფალი მანდატის ფარგლებში დამოუკიდებლად იღებენ საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.   მან მოსამართლეებსაც მიმართა: „თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, საქართველოს დარჩება თუ არა კონსტიტუცია, საქართველო დარჩება საპარლამენტო რესპუბლიკად თუ გადაიქცევა გაურკვეველ ჰიბრიდულ სისტემად.“ დასკვნითი სიტყვით წარსდგნენ პრეზიდენტის წარმომადგენლებიც: „რას ვაკეთებთ აქ და სად ვართ?! ჩვენ ვაფასებთ და საქართველოს პარლამენტმა დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი იმის გამო, რომ იგი შეხვდა ევროპელ ლიდერებს და სთხოვა მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კანდიდატის სტატუსის მინიჭების საქმეში და როდესაც ჩვენ გვინდა, ვიღაცას ვკითხოთ არის თუ არა ეს დამაზიანებელ, რა პროცესში ვართ, ირაკლი კობახიძეს კი არ უნდა ვკითხოთ, უნდა ვკითხოთ იმ ხალხს ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ვინ არის არბიტრი, და ვინც არის მსაჯი და ვინც უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. და ეს საკითხი უნდა გადაწყვიტონ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, მათი პრეზიდენტები ამბობენ, რომ პროცესის მონაწილეები არ არიან - დიახ, არა, ვამბობ, რომ ვისი აზრია მნიშვნელოვანი, ვის შეფასებას აქვს მნიშვნელობა. მხარის კი არა, რომელმაც პოლიტიკური ანგარიშსწორება დაიწყო პრეზიდენტის მიმართ, არამედ იმ ხალხს, ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სწორედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა, რომლებიც ერთადერთი რასაც ამბობენ, ამბობენ იმას, რომ მიესალმებიან იმ შეხვედრებს, რომლებიც გაიმართა საქართველოს პრეზიდენტთან და რიგ შემთხვევაში, მოუწოდებენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და ჩვენს პრემიერ-მინისტრს ასევე, ჩავიდეს და შეასრულოს თავისი როლი. ახლა რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს ხელისუფლება, ყველა პირი, ვისაც აქვს წარმომადგენლობითი უფლება, რომ წარმოადგინოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დადიოდეს დედაქალაქიდან დედაქალაქში, ელაპარაკებოდეს ყველას, ვისთანაც მიუწვდება ხელი და უნდა ცდილობდეს, გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ სტატუსი და აქ კი არ უნდა ვისხდეთ და აქ კი არ უნდა ვასამართლებდეთ პრეზიდენტს იმისთვის, რომ მან თავისი ფუნქცია შეასრულა, დასანანია, ძალიან სამწუხაროა. გაესაუბრეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან საერთაშორისო ურთიერთობებში აქტიურად ჩართულები, რომლებიც არიან კვალიფიციურები, რომლებიც უშუალოდ არიან შემხებლობაში იმასთან, რა ხდება დღეს, ზუსტად იციან, არც მე მენდოთ და არც პარლამენტს ენდოთ, ენდეთ ობიექტურ დამკვირვებელს, რომელმაც ეს საქმე იცის, რომელსაც ეს საქმე ესმის და რომელიც კვალიფიციურად გეტყვით რა ხდება იქ, რას ნიშნავს,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. მაია კოპალეიშვილის შეფასებით, პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევას ედავებიან, რადგან კონკრეტულად არ მოსწონთ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, არ მოეწონათ მისი განცხადება. მისივე შეფასებით, პიროვნული შეუთავსებლობის გამო სხვა გზა ვერ მონახეს პრეზიდენტის წინააღმდეგ და გამოიყენეს იმპიჩმენტის პროცედურა. მას იმედი აქვს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლო არ მოექცევა პოლიტიკური პროცესში. საკონსტიტუციო სასამართლოში როდესაც გადმოვიდა ეს საკითხი, შეიძინა სამართლებრივი სივრცე, სადაც არსებობს მოლოდინი, რომ ჯეროვანი პროცედურის დაცვით გამოიკვლევს ამ ყველა სამივე ფაქტს, ფაქტობრივ გარემოებას, შეაფასებს კონსტიტუციის შესაბამისი ნორმებთან მიმართებით და ისე მიიღებს გადაწყევტილებას.“ „დღეს დავინახეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აქვთ წმინდა პოლიტიკური მოსაზრებები, არ ადარდებთ, კონსტიტუცია დაირღვა თუ არა. მათი დარდი არის წმინდად პოლიტიკური, გაბრაზებული და განაწყენებული არიან საქართველოს პრეზიდენტზე.“ „დიდი იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს 49-ე მუხლის შინაარსობრივ დატვირთვას 52-ე მუხლთან კავშირში. იმავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლო არ დაუშვებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი იყოს უუნარო პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში და მძევალი იყოს მთავრობის ნებართვის. წარმოუდგენელია, სახელმწიფოს მეთაური ელოდებოდეს მთავრობის გადაწყვეტილებას. ჩვენ დღეს გერმანიის პრეზიდენტის მაგალითიც მოგვიყვანეს, რომლის მიხედვითაც, თურმე ქვეყნის შიგნითაც ვერ მიიღებს ვერავის მთავრობის თანხმობის გარეშე. თქვენ ახლა რომ დაადგინოთ საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა, თქვენი ეს დასკვნა ვერანაირად ვერ მოიპოვებს დასაბუთებას, ან ნდობას საზოგადოებაში. თქვენ შეიძლება ძალიან ასიამოვნოთ პოლიტიკურ უმრავლესობას ამ საკითხში, მაგრამ ნდობა თქვენ დასკვნას ვერ ექნება, რადგან ეს არ არის ის კონკრეტული დარღვევა, უხეში დარღვევა, რაც გინდათ ის დაარქვით, რომელმაც კონსტიტუციური წესრიგი არია,“ – განაცხადა მაია კოპალეიშვილმა. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

პრემიერი: ევროპელ კოლეგებს პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა. „იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში, ჟურნალისტებთან საუბრისას. პრემიერის თქმით, ზურაბიშვილმაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური „მესიჯები“, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს. „რომ ვთქვათ გულწრფელად, ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო სამწუხაროდ და ჩვენ გვაიძულა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადაგვედგა, რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო. მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა, ამდენი გამოწვევების წინაშეა. ბევრად მეტი პრობლემა აქვს ქვეყანას მოსაგვარებელი, ვიდრე ასეთი გაუმართლებელი სიტუაცია და ურთიერთობები პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის. მაგრამ ჩვენ სხვა გზა არ დაგვიტოვა ქალბატონმა სალომემ, რომელმაც დემონსტრაციულად, მიზანმიმართულად დაარღვია კონსტიტუცია. ეს იყო გამიზნული პროვოკაცია. მე ამას ვუწოდებ პროვოკაციას. მითუმეტეს, ასეთ ვითარებაში, როცა ქვეყანა ელოდება სტატუსს. რა დროს ასეთი ტიპის, მდარე ხარისხის პროვოკაციაზე წასვლა არის, მე ამ კითხვას ვუსვამ ქალბატონ სალომეს. დროული იყო ეს პროვოკაციები? როცა ადამიანი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კანონს. ავიღოთ ნებისმიერი ადამიანი. როცა ადამიანი მიდის და არღვევს მოძრაობის წესებს ქუჩაში. იცი, რომ მის ამ დარღვევას მოჰყვება რეაგირება ბუნებრივია. როცა პრეზიდენტი განგებ, მიზანმიმართულად არღვევს კონსტიტუციას, მან ეს რა თქმა უნდა, იცოდა, რომ ხელისუფლებას მოუწევდა რეაგირება. ჩვენ იძულებული ვიყავით, რომ სამართლებრივი შეფასება მიგვეცა მისი ამ ქმედებისთვის, მისი ამ პირდაპირი დემონსტრაციული ქმედებისთვის. მე ეს ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს. რა თქმა უნდა, მათ ეს ესმით, ეს სუფთა სამართლებრივი საკითხი ესმით, მაგრამ ასევე გვეუბნებიან, რომ ეს არ არის ლამაზი. რა თქმა უნდა, ეს ოპტიკას და აღქმებს აფუჭებს. მე ამიტომ ვთქვი, რომ იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს მხარი დაეჭირა მთავრობისთვის, ხელისუფლებისთვის, ღიად, დეკლარირებულად გამოეცხადა მხარდაჭერა იმ პროცესისთვის, რომელიც ჩვენ დავიწყეთ შარშან, პარლამენტმა რომ დაიწყო პარლამენტში, უნდა ეთქვა, რომ თუ რაიმეში დაგვჭირდებოდა მისი დახმარება, იგი მზად იქნებოდა. ეს უნდა ყოფილიყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანის პოზიცია. ჩვენ ნაცვლად ამისა ვნახეთ ოპოზიციის დონეზე დასული პრეზიდენტი. თან რომელი ოპოზიციის - რადიკალური დესტრუქციული ოპოზიციის დონეზე, იმიტომ, რომ მანაც გაიმეორა ზუსტად ანალოგიური მესიჯები, ის ნარატივი, რომელიც ოპოზიციას ჩამოყალიბებული აქვს, რომ თურმე ჩვენ არ ვასრულებთ რეკომენდაციებს, თურმე ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი არის გაუგებარი და თურმე ქვეყანა არ იმსახურებდა სტატუსს. აი, ამაზეა საუბარი. მე ეს გულწრფელად ავუხსენი ჩვენს ევროპელ კოლეგებს, მეგობრებს. ყველას ესმის ეს აბსოლუტურად სამართლებრივი მდგომარეობა და ვუთხარი, რომ ეს არის ფორმალური, იურიდიული, თუმცა მნიშვნელოვანი პროცესი, რომ გამოჩნდეს კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის უზენაესობა, რომ ქვეყანაში არავინ არ დგას კანონზე მაღლა - არც პრეზიდენტი, არც პრემიერ-მინისტრი, არც პარლამენტი და არც არავინ. ეს არის ჩემი პასუხი. მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გააცნობიერებს იმას, რომ ქვეყანას გაცილებით მეტი მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი. თუკი იგი მხარს დაგვიჭერს ჩვენ და გახდება ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში, მე მხოლოდ მადლიერებით მივესალმები მის ამ ძალისხმევას, მაგრამ, ისე, როგორც ხდებოდა შარშან, მაგალითად, შარშან, მე შეგახსენებთ, რომ სტატუსის მინიჭებამდეც, როცა იყო მომართვები პრეზიდენტისგან, მე მას ვუშვებდი ყველგან, ჩვენ, მთავრობა ვუგზავნიდით თანხმობის წერილებს. რატომაც არა, თუ კიდევ ერთით მეტი ხმა იქნებოდა ევროპაში, რომელიც ჩვენს სათქმელს იტყოდა, რატომაც არა, ეს მისასალმებელია, მაგრამ მან სამწუხაროდ, რადიკალურად შეცვალა ეს ორიენტირები და მთელი მისი მესიჯბოქსი და ნდობა დაიკარგა. ჩვენ ბუნებრივია, ოპოზიციონერს, ჩვენი მანდატით და ჩვენი უფლებამოსილების ქვეშ ვერ გავუშვებდით ევროპაში. ზოგადად, როცა შიდა სიტუაციაზე მივაწოდე ინფორმაცია და ვუყვებოდი ვითარებაზე, ამ კონტექსტში მოვუყევი," - განაცხადა პრემიერმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა  

პაველ ჰერჩინსკი: პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს ნამდვილად არ უწყობს

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას.“ „ჩვენ ველოდებით საქართველოს შესახებ გაფართოების პირველ ანგარიშს. ეს იქნება ევროკომისიის მიერ წარდგენილი დამსახურებაზე დაფუძნებული ანგარიში. ანგარიში იქნება 35-თავიანი, სადაც ახსნილი იქნება, სად არის პროგრესი მიღწეული და ასევე წარმოადგენს იმასაც, თუ სად უნდა მიაღწიოს საქართველომ უფრო მეტ პროგრესს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ანგარიში ასევე მოიცავს რეკომენდაციებს წინსვლის შესახებ. ეს ანგარიში იქნება საფუძველი ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს განხილვისთვის, რომელიც წლის ბოლოს, დეკემბერში გაიმართება უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე, რომლებიც ერთსულოვნად გადაწყვეტენ თუკი და რა ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, როცა საქმე ეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვას,“ - აღნიშნა ელჩმა. მისივე თქმით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოში არაერთგვაროვანი სურათი არსებობს. „ერთ წელზე მეტია აქ ვიმყოფები. ძალიან ყურადღებით ვუსმენ, რას ამბობენ სხვადასხვა პოლიტიკოსები. ზოგიერთი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ საქართველომ, პრაქტიკულად, ყველაფერი შეასრულა, ზოგიერთი ახადებს, რომ საქართველოს, პრაქტიკულად არცერთი რეკომენდაცია არ შეუსრულებია. თუკი ჩემი აზრი გაინტერესებთ, ვფიქრობ, რომ სურათი არის შერეული. ერთი მხრივ, ბევრი რამ გაკეთდა, განსაკუთრებით ბოლო კვირების განმავლობაში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ დაჩქარებას, მეორე მხრივ, ჯერ კიდევ სხვადასხვაგვარი სიგნალები მოდის საქართველოდან. მიმდინარეობს საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, რაც ნამდვილად არ უწყობს ხელს ნომერ პირველი პრიორიტეტის შესრულებას, კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც ხელს არ უწყობს ნომერ მეორე პრიორიტეტის შესრულებას. ასევე ჯერ კიდევ ხორციელდება ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. ასე რომ, გადაწყვეტილება 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერებმა უნდა მიიღონ. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ვიზეიმებთ და გზავნილები, რომელიც გუშინ პრემიერ-მინისტრმა მიიღო ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან გულწრფელია და ჩვენ ყველა ვიზეიმებთ დეკემბერში“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.

პაპუაშვილმა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ევროკავშირის ელჩის განცხადებას უადგილო უწოდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას, რომლის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ხელს არ უწყობს. პაპუაშვილის თქმით, ეს განცხადება უადგილოა, „იმიტომ, რომ საქმე ეხება საქართველოს კონსტიტუციას და კანონის უზენაესობას და როცა ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, აქ, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, უზენაესი კანონი ანუ კონსტიტუცია იგულისხმება.“ „თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს საერთო ევროპული ღირებულებები, სწორედ ვგულისხმობთ იმას, რომ სწორედ კანონის უზენაესობა არის ჩვენთვის საერთო და აქ არ არსებობს პირველხარისხოვანი და მეორეხარისხოვანი ქვეყნები - ქვეყნები, სადაც კანონის უზენაესობას და კონსტიტუციას აქვს მნიშვნელობა და ქვეყნები, სადაც შეიძლება კონსტიტუცია იყოს მეორეხარისხოვანი. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ზუსტად ის ევროპული მიდგომა, რომელსაც „ქართული ოცნება“ იჩენს, რომ ამ საკითხს ჩვენ არა პოლიტიკური კინკლაობით და დებატით ვწყვეტთ, არამედ სასამართლოს მივმართავთ. ამისთვის გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო სხვა რამისთვის ხომ არა, რომ საკონსტიტუციო საკითხებზე თავისი კომპეტენტური აზრი წარმოადგინოს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. მისი შეფასებით, „ასეთი ტიპის განცხადებები ხელს უწყობს ამ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს, რომ ის გაჯიუტდეს კონსტიტუციის დარღვევაში და პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს.“ „ამიტომ განსაკუთრებით უცხოელ აქტორებს მოვუწოდებ, პატივი სცენ მასპინძელი ქვეყნის კონსტიტუციურ მოწყობას, ეს პროცესი, ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ცივილიზებულად, ევროპულად მიდის სასამართლოში. ეს არის ევროპა! ჩვენ ასე გვესმის ევროპა! თუ ევროპა არის სხვა რამე, მაშინ გვითხარით, რომ ევროპა გულისხმობს, რომ კონსტიტუციის დარღვევა უნდა ავიტანოთ, კანონის უზენაესობას პატივი არ უნდა ვცეთ,“ - განაცხადა პაპუაშვილმა. პრეზიდენტის იმპიჩმენტი: საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა დასრულდა შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.

პრეზიდენტი: ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისთვის

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნა დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის." სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, რუსეთის ეს გადაწყვეტილება დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელია.  „რუსეთის უკანონო, დანაშაულებრივი და აღმაშფოთებელი გადაწყვეტილება - სუვერენული საქართველოს ტერიტორიაზე, ოჩამჩირეში მორიგი სამხედრო და პირველი საზღვაო ბაზის გახსნა. ეს პროვოკაცია საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ, მთელ რეგიონს. ეს დიდი ნაღმია შავი ზღვის უსაფრთხოების, ხვალიდენლი ანაკლიის პორტისა და საქართველოს ევროპული გზისათვის. სწორედ ამ ნაბიჯით რუსეთი შავი ზღვის რეგიონში გავლენების გაძლიერებასა და რეგიონში დომინანტობას ცდილობს. მოვუწოდებ საქართველოს პარტნიორებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოახდინონ მყისიერი რეაგირება,“ - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. ჰერჩინსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის განთავსების გეგმაზე: მოვლენების ძალიან არასასურველი და შემაშფოთებელი განვითარებაა ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ახალი მუდმივი ბაზის გახსნა იგეგმება. შესაბამისი ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ლიდერმა“ ასლან ბჟანიამ გაავრცელა. „ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება და უახლოეს მომავალში, ოჩამჩირის რაიონში, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მუდმივი ბაზა იქნება,“ - განაცხადა ბჟანიამ. საგარეო უწყება: მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

პრეზიდენტი ვეტოს დაადებს კანონს, რომელიც „შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს ვეტოს დაადებს. შესაბამისი განცხადება მის Facebook-ზე გავრცელდა.   „საპარლამენტო უმრავლესობის არასერიოზული და ცინიკური განცხადებები საზოგადოების უპატივცემულობაა. როგორც 2022 წლის 22 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, ის გამოიყენებს ვეტოს უფლებას, ყველა იმ კანონთან მიმართებით, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ მშენებლობას და ევროკავშირის რეკომენდაციების სულისკვეთებას. შესაბამისად, პრეზიდენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონს, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, ვეტოს დაადებს,“ - ნათქვამია განცხადებაში.   ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება და მისი ხელმოწერის გარეშე შევა ძალაში, ხუმრობა უწოდა. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ სადავო კანონპროექტი დაამტკიცა. სამოქალაქო აქტივისტებმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები, პარლამენტთან კარვების გაშლით გააპროტესტეს რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

პრეზიდენტი: ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს.“ საქართველოს ელჩი: დღეს ისრაელიდან თბილისის მიმართულებით 4 რეისი არის დანიშნული „ქართულმა ავიაკომპანიამ ერთხელ მაინც უნდა გამოიჩინოს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ხალხისათვის დამატებით ბარიერებისა და ფრენებზე ფასების ხელოვნურად გაზრდის ნაცვლად, ამ მძიმე ვითარებაში დაეხმაროს და საშუალება მისცეს საქართველოს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ,“ - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში. ცნობისათვის, მოქალაქეები დღეს ავიაკომპანია აირზენას ბილეთების ფასის გაზრდაში დაადანაშაულეს, რასაც თავად კომპანიაში უარყოფენ. მოგიწოდებთ ბოიკოტისკენ - სალომე ზურაბიშვილი „აირზენას“ ბოიკოტს უცხადებს

რუსული მხარის ცნობით, პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს

პალესტინა რუსულ მხარესთან რეგულარულ კონტაქტებს ინარჩუნებს და ამჟამად მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში პალესტინის ელჩმა, აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა. მისივე თქმით, პალესტინური მხარე ისრაელთან კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოსკოვის პოზიციას აფასებს. „ვაგრძელებთ ყოველდღიურ კონტაქტს მოსკოვთან. ახლა მიმდინარეობს მზადება პრეზიდენტ აბასის მოსკოვში ვიზიტისთვის,“ - განაცხადა ნოფალმა.  

პრეზიდენტი: მოუთმენლად ველი საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში აშშ-სთან ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის ახალ ელჩთან შეხვედრის შემდეგ შტატებთან ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას უსვამს ხაზს. რობინ დანიგენი: ვიცი, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს სურთ ინტეგრაციის გაღრმავება ევროკავშირთან, NATO-სთან, დასავლეთთან - მჭიდროდ ვითანამშრომლებ საქართველოსთან ამ მიზნის მისაღწევად „საქართველოში აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩისგან, რობინ დანიგენისგან რწმუნებათა სიგელი მივიღე. მოუთმენლად ველი მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებას და საქართველოს მომავლისთვის ამ გადამწყვეტ პერიოდში ჩვენი ძლიერი პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერებას,“ - წერს ზურაბიშვილი Twitter-ე. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა აშშ-ის ახალი ელჩის 4 პრიორიტეტი - რობინ დანიგენი საქართველოშია  

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს

საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნას დღეს გამოაცხადებს. მმართველ პარტიას, რომელიც პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს, სხდომებზე უმრავლესობის 4 დეპუტატი, მათ შორის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე წარმოადგენდა, პრეზიდენტის წარმომადგენლები კი იურისტები - თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იყვნენ. თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი სასამართლო განხილვებს არ დასწრებია. "ქართული ოცნება" პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში, ევროპაში მთავრობის ნებართვის გარეშე განხორციელებული ვიზიტების გამო ედავება. საკონსტიტუციო სასამართლომ "ქართული ოცნების" ავტორობით მომზადებული წარდგინება ოქტომბრის დასაწყისში განიხილა. განხილვა 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პარლამენტში გადაწყვეტილების გაგზავნის ბოლო თარიღი 14 ოქტომბერია, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე, შესაძლებელია, გადაწყვეტილება გაიგზავნოს პირველ სამუშაო დღეს - 16 ოქტომბერს. ტურავას თქმით, ევა გოცირიძეს დასკვნა უკვე დაწერილი აქვს, თუმცა მასში ცვლილების შეტანა სხვა მოსამართლეებსაც შეუძლიათ. „საოქმო ჩანაწერში გარკვევით წერია, რომ დარეგისტრირდა 14-ში და პლენუმს გადაეცა 15-ში - პარლამენტში გადაწყვეტილებს გაგზავნის ბოლო თარიღი არის 14 ოქტომბერი, მაგრამ ვინაიდან 14 ოქტომბერი არასამუშაო დღეა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 41-ე მუხლიდან გამომდინარე შესაძლებელია, გადაწყვეტილება პირველ სამუშაო დღეს, ანუ 16 ოქტომბერს გაუგზავნოს. ჯერ ყველა მოსამართლემ უნდა მოაწეროს ხელი და ამის შემდეგ გაეგზავნება საქართველოს პარლამენტს და დაიდება ჩვენს ვებგვერდზე. კონსტიტუციაში წერია, რომ პარლამენტს ეგზავნება, მაგრამ ჩვენი საერთო წესებით, ვინაიდან ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო ზეპირი მოსმენით მიღებულ გადაწყვეტილებას ვაცხადებთ, მიზანშეწონილი იქნება დარბაზში გამოცხადება, რაც მოხდება მაქსიმუმ 16 ოქტომბერს. ევა გოცირიძემ დასკვნა უკვე დაწერა, თუმცა ამ დაწერილ ტექსტში მოსამართლეებს შეუძლიათ, თავიანთი კორექტურა შეიტანონ,“ - განაცხადა მერაბ ტურავამ. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვა 5 ოქტომბერს დასრულდა. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს - „ქართულ ოცნებას” იმპიჩმენტისთვის საჭირო ხმები პარლამენტში არ აქვს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო.