უცხოეთი

იენს სტოლტენბერგმა რუსულ პროპაგანდას უპასუხა

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უკრაინაში ალიანსის ძალების არც ინსტრუქტორები არიან და არც სამხედრო ნაწილები. ამის შესახებ მან პარასკევს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი რუსული პროპაგანდისტული ნარატივია, თითქოს, უკრაინაში NATO-ს ჯარები იბრძვიან. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. სტოლტენბერგმა განმარტა, რომ მოწინავე საჰაერო თავდაცვის სისტემების, ასევე არტილერიის კონტროლის მიზნით, რომელსაც მოკავშირეები აწვდიან უკრაინას, უკრაინელ სამხედროებს უშუალოდ ალიანსის წევრ ქვეყნებში წვრთნიან. მაგალითად, მან მოიყვანა მოწინავე HIMARS-ს ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება. მისი თქმით, როდესაც ამ სისტემის მართვისთვის საჭიროა სპეციალისტი, იქნება ეს საჰაერო თავდაცვის სისტემა თუ საარტილერიო სისტემა, უკრაინელები სწავლებას NATO-ს რომელიმე ქვეყანაში გადიან. მაგრამ NATO-ს თანამშრომლები უკრაინის ტერიტორიაზე არანაირ სამუშაოს არ ატარებენ. გენერალური მდივნის თქმით, ეს ხაზს უსვამს იმას, რომ NATO არ არის კონფლიქტის მხარე - მათ არ ჰყავთ ჯარები ადგილზე, მაგრამ NATO-ს მოკავშირეები ეხმარებიან უკრაინას თავდაცვის მიზნის განხორციელებაში.

მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ვენეციის კომისიისგან მიიღეს ოფიციალური პასუხი, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ კანონზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ოფიციალურ პასუხში ასევე აღნიშნულია, რომ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე დასკვნა 2023 წელს იქნება, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ. ევროკავშირის ელჩი: მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი გადაეგზავნოს ვენეციის კომისიას „ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის მეშვეობით, ვენეციის კომისიისგან მივიღეთ ოფიციალური პასუხი, რომ უკრაინულ კანონზე გრძელდება მუშაობა, ის არ არის გაწვეული და მუშა პროცესი მიმდინარეობს. გვითხრეს ასევე, რომ დასკვნა ამ პროექტზე იქნება 2023 წელს, თუმცა თარიღი ვერ დაგვისახელეს, აქედან გამომდინარე ვიმსჯელებთ, რამდენად მიზანშეწონილი არის, რომ ჩვენი პროექტი გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ეს არის ბოლო ინფორმაცია რაც გვაქვს, უკრაინული კანონის დასკვნა იქნება, თუმცა როდის კონკრეტულ თარიღს ვენეციის კომისია ვერ ასახელებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მიიღებს თუ არა 2023 წლამდე საქართველოს პარლამენტი სამივე მოსმენით დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონს, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების ამ შეკითხვასა 25 ნოემბერს უპასუხა. კელი დეგნანის თქმით, მნიშვნელოვანია, „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ კანონს ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ „ვნახოთ. ჩვენ სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ ჩვენი მიდგომა იყო, რომ ეს არის უკრაინული კანონის იდენტური, ამიტომ, რაც იქნებოდა უკრაინულ კანონზე დასკვნა, იგივე იქნებოდა ჩვენთვის რელევანტური, თუმცა როგორც გითხარით, პასუხი არის ისეთი, რომ დასკვნა 2023 წელს იქნება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ევროკომისიამ საქართველოს 12 მთავარი რეკომენდაციით მიმართა. დეტალურად ევროკავშირი: ახლა საქართველოს ხელშია, გააკეთოს ის, რაც აუცილებელია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.

მედია: გერმანია მოქალაქეობის მინიჭებაზე წესების გაადვილებას გეგმავს

შინაგან საქმეთა ფედერალურ მინისტრს ნენსი ფეზერს სურს, მნიშვნელოვნად გააადვილოს გერმანიაში მოქალაქეობის მიღებაზე მოთხოვნები - ამის შესახებ Deutsche Welle გაზეთი Bild-ზე დაყრდნობით წერს.  "შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გერმანიაში მცხოვრებ უცხოელებს საშუალებას აძლევს, მოქალაქეობის მიღების თხოვნით განაცხადი 8-ის ნაცვლად 5 წლის შემდეგ შეიტანონ. „განსაკუთრებული ინტეგრაციის მიღწევების“ შემთხვევაში, მოქალაქეობა შესაძლებელია სულ რაღაც სამი წლის შემდეგ. უქმდება წინა მოქალაქეობის დათმობის ვალდებულება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ამასთან, პროექტის მიხედვით, გერმანიაში დაბადებული უცხოელი მშობლების შვილებმა ავტომატურად უნდა მიიღონ გერმანიის მოქალაქეობა, თუ ერთ-ერთ მშობელს აქვს „ლეგალური საცხოვრებელი“ გერმანიაში ხუთი წლის განმავლობაში.  

უკრაინამ საწვავი შეშის ექსპორტი აკრძალა

უკრაინის მთავრობამ საწავი შეშის ექსპორტი აკრძალა, რადგან ის უკრაინის ბევრ დასახლებაში გათბობისთვის ძირითადი რესურსია, განსაკუთრებით ფრონტის ხაზთან ახლოს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა 25 ნოემბერს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმები ენერგოსისტემაზე მხოლოდ ზრდის საწვავი შეშის სტრატეგიულ მნიშვნელობას. მოსკოვმა 23 ნოემბერს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

თათრეთის რესპუბლიკაში დრონების გამოყენება აკრძალეს

თათრეთის რესპუბლიკის (რუსეთის ფედერაციის ფედერალური სუბიექტი) ხელმძღვანელმა რუსტამ მინნიხანოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც კრძალავს რესპუბლიკაში დრონების გამოყენებას ძირითადი მზადყოფნის რეჟიმის გაუქმებამდე. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ღონისძიება მიიღება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის გაძლიერების, სამრეწველო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გამონაკლისი იქნება უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებსაც ხელისუფლების თუ ადგილობრივი სამთავრობო სტრუქტურები, ასევე, სხვა ორგანიზაციები და ფიზიკური პირები „კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად გამოიყეებენ. მანამდე დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებამ „სპეცოპერაციის განმავლობაში“ დრონების გამოყენება აკრძალა.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩხრეკა ჩაატარა

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 25 ნოემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ჩერნოვიცკისა და ბუკოვინსკის ეპარქიაში ჩხრეკა ჩაატარეს. შედეგად, აღმოაჩინეს, რომ მის ლიდერებს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეკლესიის წარმომადგენლები სავარაუდოდ, პრორუსული პროპაგანდის გავრცელებაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, ეკლესიის წარმომადგენლებს ევალებოდათ, მრევლთან ესაუბრათ უკრაინაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობისა და ფრონტზე არსებული მდგომარეობის შესახებ და მათთვის დეზინფორმაცია მიეწოდებინათ. შეგახსენებთ, კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა.  გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება.  კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.        

სამხრეთ კორეა უკრაინას მაღალი ძაბვის გენერატორებს მიაწვდის

სამხრეთ კორეა უკრაინას 20 მაღალი ძაბვის გენერატორს და ხუთ ელექტრო მინი ექსკავატორს გაუგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე კორნიენკომ 25 ნოემბერს განაცხადა. ოფიციალური პირის თქმით, გენერატორები უკრაინას 12 დეკემბერს მიეოდება. Ukrenergo-მ 25 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-მდე შემცირდა მას შემდეგ, რაც 23 ნოემბერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ბოლო ფართომასშტაბიანი დარტყმის შედეგად უკრაინის ყველა რეგიონში მასობრივად გაითიშა ელექტროენერგია. ეს იყო რუსეთის მეხუთე მასიური საჰაერო დარტყმა უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. წინა შეტევა 10 ოქტომბერს, 17 ოქტომბერს, 31 ოქტომბერს და 15 ნოემბერს განხორციელდა. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

აზერბაიჯანში უდიდესი სარკინიგზო ხიდი შენდება

„აზერბაიჯანის რკინიგზა“, მდინარე ხაკარზე, მასშტაბურ ხიდს აშენებს. ხიდის კონსტრუქციის სიგრძე 418 მეტრი იქნება, სიგანე კი 6,5 მეტრი. სამუშაოები ჰორადიზ-აღბენდის სარკინიგზო ხაზის მშენებლობის ფარგლებში მიმდინარეობს, რომელსაც საფუძველი გასული წლის 14 თებერვალს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მონაწილეობით ჩაეყარა. იგეგმება, რომ პროექტი მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ სარკინიგზო ხაზი ცალმხრივია, სიგრძე ღერძზე 110,4 კილომეტრია. ხაზზე 9 სადგური იმუშავებს, კერძოდ, ჰორადიზი, მარჯანლი, მაჰმუდლუ, სოლტანლი, გუმლაგი, ხაკარი, მინჯივანი, ბარტაზი, აგბენდი. პროექტის ფარგლებში ასევე, ექსპლუატაციაში შევა 456 ხელოვნური საინჟინრო ნაგებობა, 70 მოსახვევი, 110,4 კილომეტრიანი საკომუნიკაციო და სასიგნალო ხაზი.  

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა

კასპიის ზღვის აზერბაიჯანის სექტორში, უმიდის საბადოზე, გაზის მოპოვებამ 6 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბა.  მიმდინარე წლის პირველ ნოემბრამდე, კონდენსატის წარმოებამ 950 000 შეადგინა. აზერბაიჯანული მედია, ინფორმაციას, ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ უმიდის ველი 2010 წლის 24 ნოემბერს აღმოაჩინეს. ეს არის პირველი გაზის კონდენსატის საბადო აზერბაიჯანში, რომელიც დამოუკიდებლობის პერიოდში აღმოაჩინეს. ველი ექსპლუატაციაში 2012 წელს შევიდა. წინასწარი შეფასებით, საბადოს მთლიანი მარაგი 200 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს და 40 მილიონ ტონა კონდენსატს შეადგენს.  

ჩავუშოღლუ: შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა იზრდება

აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა. მიმდინარე წლის შედეგების მიხედვით, „შუა სატრანსპორტო დერეფნის“ გასწვრივ ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 2021 წელთან შედარებით, ექვსჯერ მეტი იქნება. იმისათვის, რომ სრულად გამოვიყენოთ ეს შანსი, ჩვენი ქვეყნებისთვის მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და კომუნიკაციის ბარიერების მოხსნა. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აქტაუში თურქეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ტრანსპორტისა და საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს მსოფლიოში ტვირთების ყველაზე დიდი მოცულობის ტრანსპორტირება ხდება აზიასა და ევროპას შორის, ხოლო „შუა სატრანსპორტო დერეფანი“ რჩება ტვირთების გადაზიდვის უმოკლეს და მომგებიან მარშრუტად. ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდის სამ მნიშვნელოვან მსოფლიო მოვლენაზე, რომლებმაც გეოპოლიტიკური პროცესების მნიშვნელობა გაზარდა. მისი თქმით, პირველ რიგში, შეფერხებები იგრძნობა საქონლის მიწოდების ჯაჭვებში, რაც ზრდის უსაფრთხო და მდგრადი სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია და ამასთან, წინააღმდეგობები აშშ-სა და ჩინეთს შორის ღრმავდება. მსოფლიოს ორი უმსხვილესი ეკონომიკა ეძებს გზებს პროდუქტების ურთიერთჩანაცვლებისთვის, განაცხადა თურქმა დიპლომატმა. ჩავუშოღლუმ ასევე ხაზი გაუსვა ზანგეზურის დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობას ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიას, აზიასა და ევროპას შორის ვაჭრობისთვის. აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ცნობისთვის, საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში იმართება. შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები. 

კიევი-პეჩორის ლავრაში ჩხრეკის შედეგები ცნობილია

კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში 22 ნოემბერს ჩატარებული ჩხრეკისას, უკრაინის უსაფრთების სამსახურმა, რუსული ლიტერატურა, მილიონის ექვივალენტი ნაღდი ფული და რუსეთის „საეჭვო“ მოქალაქეები აღმოაჩინა.  კიევის უდიდეს მონასტერში, კიევ-პეჩორის ლავრაში ჩხრეკა მიმდინარეობს გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნულ პოლიციასთან და ეროვნულ გვარდიასთან თანამშრომლობით, საგულდაგულოდ შემოწმდა 350-ზე მეტი ეკლესიის შენობა და 850 ადამიანი. უკრაინის უსაფრთების სამსახურის ცნობით, 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სიღრმისეული კონტრდაზვერვის ინტერვიუები, მათ შორის პოლიგრაფიის გამოყენებით. „მათ შორის იყვნენ არამხოლოდ უკრაინის მოქალაქეები, არამედ უცხოელები და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები, რომლებიც ობიექტების ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ზოგიერთ მათგანს საბუთების შემოწმებისას სსრკ-ს პასპორტები და სამხედრო ბარათები აღმოაჩნდათ და საერთოდ არ ჰქონდათ ორიგინალი დოკუმენტები, (არამედ მხოლოდ მათი ასლები), ან ჰქონდათ უკრაინის მოქალაქის პასპორტები, გაყალბების ან დაზიანების ნიშნებით. სპეცსამსახურის ცნობით, ამ პირების სიღრმისეული შემოწმება მიმდინარეობს. ასევე, კიევ-პეჩერსკის ლავრის ტერიტორიაზე იმყოფებოდა უკრაინის 32 წლის მოქალაქე, რომლებიც შესაძლოა, ჩართულნი იყვნენ ქვეყანაში პრორუსული საინფორმაციო სააგენტო „ანტვანის“ უკანონო ქმედებებში. გარდა ამისა, უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა პრორუსული ლიტერატურა, რომელიც სემინარიასა და სამრევლო სკოლებში ტრენინგის დროს, მათ შორის „რუსული სამყაროს“ პროპაგანდისთვის გამოიყენება.  კიევი-პეჩორას ლავრაში ასევე აღმოჩენილია ნაღდი ფული, 2 მილიონზე მეტი გრივნის ოდენობით, 100 ათასზე მეტი აშშ დოლარი და რამდენიმე ათასი რუსული რუბლი.    

USAID-მა უკრაინას 1000-ზე მეტი გენერატორი მიაწოდა

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) უკრაინას 1000-ზე მეტი ელექტრო გენერატორი მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის საელჩო იტყობინება. „აშშ აგრძელებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას რუსეთის მუდმივი თავდასხმების ფონზე. როდესაც რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ელექტროსისტემაზე, USAID-მა უკრაინას მიაწოდა 1000-ზე მეტი ელექტრო გენერატორი, რათა საავადმყოფოებს, სკოლებს, სასწრაფო სამსახურებს, სამთავრობო უწყებებს და სხვა საჯარო სერვისების პროვაიდერებს მუშაობის გაგრძელებაში დაეხმაროს“, - ნათქვამია ამერიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ ტექსტში. რუსეთი უკრაინაში კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა 24 ნოემბრის საღამოს განაცხადა, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა.  ასევე გაეცანით Europetime-ის სტატიას ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს

ნორვეგია უკრაინის მხარდასაჭერად $15 მილიონს გამოყოფს

ნორვეგიის მთავრობა ევროკავშირის სამხედრო მისიას (EUMAM Ukraine), რომელიც უკრაინის დასახმარებლად ამოქმედდა, $15.1 მილიონს გამოყოფს. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. მისი მიხედვით, ნორვეგიისა და ევროპის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა არ მოიგოს ომი უკრაინის წინააღმდეგ. „უკრაინული ძალები იბრძვიან დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ბიორნ არილდ გრამმა.   

უკრაინის დაზვერვა: უცხოური კომპანიები რუსულ მართვად რაკეტებს მიზნამდე მისვლაში ეხმარებიან

უცხოური კომპანიები რუსულ მართვად რაკეტებს ეხმარებიან, რომ უკრაინაში სამიზნეს მოხვდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის სამსახური ავრცელებს. "რუსულ სანავიგაციო სისტემა GLONASS-ს ერთი სუსტი წერტილი აქვს, ის დამოკიდებულია მიკროჩიპებზე, რომლებსაც უცხოური კომპანიები ამზადებენ. რუსული რაკეტები და დრონები არიან ახჭურვილი უცხოური კომპანიების მიერ დამზადებული მიკროჩიპებით, რომლებსაც GLONASS-ის სანავიგაციო სისტემის მხარდაჭერაც აქვს. ეს ჩვეულებრივ სამოქალაქო ჩიპი არის, მაგრამ რუსეთი მილიტარული მიზნებისთვის იყენებს.", - ვკითხულობთ სადაზვერვო სამსახურის განცხადებაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ზელენსკი: ეჭვი არ მეპარება, რომ მშვიდობის უკრაინული ფორმულა განხორციელდება

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ მშვიდობის უკრაინული ფორმულა საბოლოოდ განხორციელდება. ამის შესახებ ზელენსკიმ კაუნასში გამართულ საერთაშორისო სიმპოზიუმზე „ევროპის იდეა“ განაცხადა. „ეჭვი არ მეპარება, რომ საბოლოოდ ჩვენ განვახორციელებთ მშვიდობის უკრაინულ ფორმულას, შევაჩერებთ რუსულ აგრესიას და გავუმკლავდებით იმ საფრთხეებს, რაც მან უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს მოუტანაა“,  - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. „უკრაინა არის და იქნება თავისუფალი, უკრაინა არის და იქნება დემოკრატიული, უკრაინა არის და იქნება ძლიერი. უკრაინა არსებობს და იარსებებს. აქედან გამომდინარე, ევროპა არსებობს და იარსებებს. ასე რომ, როდესაც ჩვენ უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიაზე ვსაუბრობთ, იგივე გარანტიას უზრუნველვყოფთ მთელი კონტინენტისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.   11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

უკრაინული მედია დავით არახამიასა და ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შორის გამართული შეხვედრის შესახებ წერს

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია ვენაში ოლიგარქ დმიტრო ფირტაშს შეხვდა, რომელიც აშშ-ში ექტრადირების მოლოდინშია. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. UP-სთან კომენტარში არახამიამ ვენაში ვიზიტი და ფირტაშთან შეხვედრა დაადასტურა. მისი თქმით, ვენაში ისრაელიდან ჩავიდა, სადაც სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. მისი თქმით, ფირტიშთან და მის მენეჯმენტთან საათნახევრიანი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო „მარცვლეულის დერეფნის გახსნის პერსპექტივების განხილვა მიკოლაივის რეგიონში პორტების შენარჩუნებისთვის, სადაც DF ჯგუფი „ნიკა-ტერას“ პორტს ფლობს. არახამიას თქმით, შეხვედრის მიზანი იყო ტიტანის მრეწველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა. ფირტაში ამერიკელი გამომძიებლების მოთხოვნით, ავსტრიაში 2014 წლის მარტში დააკავეს, მაგრამ 125 მილიონი ევროს ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს და მას შემდეგ ის აშშ-ში ექსტრადიციის მოთხოვნას აპროტესტებს. აშშ ფირტაშს ტიტანის საბადოზე კონტროლის უკანონოდ მოპოვების მიზნით, ინდოეთში 18.5 მილიონი დოლარის გადახდაში ადანაშაულებს. ოლიგარქს აშშ-ში 50 წლამდე პატიმრობა და ქონების კონფისკაცია ემუქრება.

ზელენსკის თქმით, ყირიმი უკრაინას ნებისმიერი საშუალებით უნდა დაუბრუნდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი განიხილავს ყირიმის დაბრუნებას და მოხდება თუ არა ეს სამხედრო გზით, დიდწილად საერთაშორისო თანამეგობრობაზეა დამოკიდებული. „მესმის, რომ ყველას აწუხებს, თუ რა ელის ყირიმს. თუკი ვინმე მზადაა, შემოგვთავაზოს ყირიმის არასამხედრო გზით დეოკუპაციის გზა, მე მხოლოდ მხარს დავუჭერ ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ. ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც არ ითვალისწინებს ყირიმის გათავისუფლებას რუსეთის ყოფნისაგან, ზელენსკიმ დროის კარგვა უწოდა. „დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რომ ყირიმის საკითხი მოსკოვს აიძულებს კონფლიქტის ესკალაციას, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით“, - წერს Financial Times-ი. ზელენსკიმ ბრიტანულ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის ძალების დარტყმები მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ომის დასრულებას არ აპირებს. მისი თქმით, კიევისთვის ომის დასრულება ნიშნავს ქვეყნის მთელი ტერიტორიის სრულ გათავისუფლებას. „ყველა მიწა უნდა დავიბრუნოთ. როცა დიპლომატია უსუსურია, საკითხების გადასაწყვეტად ბრძოლის ველი რჩება. თუკი ჩვენი მიწების სრულად დაბრუნებას ვერ შევძლებთ, ომი უბრალოდ გაიყინება. მისი განახლება კი, დროის საკითხია“, - განუცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-ს.

ოლენა ზელენსკა და თურქეთის პირველი ლედი, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტის მეოღლე ოლენა ზელენსკა და თურქეთის პირველი ლედი, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე შეთანხმდნენ. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „ჩვენ შევთანხმდით ქალბატონ ემინე ერდოღანთან, ოდესის რეგიონიდან ორი ბავშვთა სახლის ევაკუაციაზე. ესენი არიან სამ წლამდე ბავშვები, რომლებისთვისაც ახლა საშიშია უკრაინაში დარჩენა. ვფიქრობ, ისინი თურქეთში, უკვე რამდენიმე კვირაში წავლენ“, - განაცხადა ოლენა ზელენსკამ BBC-სთან ინტერვიუში. უკრაინის პირველმა ლედიმ განაცხადა, რომ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების ევაკუაცია ომის პირველივე დღეებიდან დაიწყო. ზელენსკამ ისიც აღნიშნა, რომ ამ საკითხში დიდი როლი ითამაშეს მისმა კოლეგებმა სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის პოლონეთის პირველმა ლედიმ, აგატა დუდამ, საფრანგეთის პირველმა ლედიმ ბრიჯიტ მაკრონმა და გერმანიის პირველმა ლედიმ ელკე ბუდენბენდერმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო მინისტრი ზელენსკის: მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, - ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი „ტვიტერში“ წერს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა და ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადა „გაერთიანებული სამეფო მხარს დაგიჭერთ მოქმედებით და არა მხოლოდ სიტყვებით. მე დღეს ამას დაგპირდით. გაერთიანებული სამეფო ამ პირობას შეასრულებს“, - აცხადებს ჯეიმზ კლევერლი. დიდი ბრიტანეთის ახალი დახმარება მოიცავს 3 მილიონი ფუნტის დაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, როგორიცაა სკოლები და თავშესაფრები, რომლებიც განადგურდა ომის დაწყების შემდეგ. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სექსუალური ძალადობის შედეგად გადარჩენილების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით 11 სასწრაფო დახმარების მანქანას, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანას, გაგზავნის.  

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ჩავიდა და ახალი დახმარების შესახებ გამოაცხადა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი, კიევში უკრაინის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად ჩავიდა. მან ახალი დახმარების პაკეტის შესახებ გამოაცხადა. „სიტყვები არ არის საკმარისი. სიტყვები ვერ შეინარჩუნებს სინათლეს ამ ზამთარში უკრაინაში. სიტყვები ვერ დაიცავს რუსული რაკეტებისგან. დიდი ბრიტანეთი უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება. ჩვენ კონკრეტულ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინის თავდაცვას. გმადლობთ დიმიტრო კულება, რომ მიმასპინძლეთ კიევში“, - დაწერა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე. დიდი ბრიტანეთის ახალი დახმარება მოიცავს 3 მილიონი ფუნტის დაფინანსებას ინფრასტრუქტურის აღდგენაში, როგორიცაა სკოლები და თავშესაფრები, რომლებიც განადგურდა ომის დაწყების შემდეგ. თანხები ასევე გამოყენებული იქნება სექსუალური ძალადობის შედეგად გადარჩენილების მხარდასაჭერად. გარდა ამისა, ბრიტანეთი უკრაინაში დამატებით 11 სასწრაფო დახმარების მანქანას, მათ შორის ექვსი ჯავშანმანქანას, გაგზავნის. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. „პრეზიდენტო ზელენსკი, დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ მოქმედებით - არმხოლოდ სიტყვებით. გაერთიანებული სამეფო აპირებს ამ მხარდაჭერის შენარჩუნებას“, - დაწერა ბრიტანელმა დიპლომატმა Twitter-ზე. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის ვიზიტის შემდეგ ჩავიდა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.