ეკონომიკა

აქტაუში, საქართველოს, ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და თურქეთის მონაწილეობით, სატრანსპორტო მარშრუტებზე მინისტერიალი გაიმართება

საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე მოლაპარაკებები, აზერბაიჯანის, თურქეთის, ყაზახეთისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის ყაზახეთის ქალაქ აქტაუში გაიმართება. ევროკავშირი და ყაზახეთი, ტრანსკასპიური მარშრუტის ერთობლივად განვითარების შესაძლებლობებზე მსჯელობენ ამის შესახებ ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა. მისი თქმით, 2022 წლის 25 ნოემბერს აქტაუში საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების საკითხებზე მინისტრთა შეხვედრა გაიმართება. ღონისძიებას ყაზახეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა და ტრანსპორტის მინისტრები დაესწრებიან. სმადიაროვმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე მოსალოდნელია, რომ ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, სპეციალური ღონისძიებები შემუშავდეს.  შეგახსენებთ რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოგისტიკური კომპანიები.   

კრემლის განცხადებით, რუსეთი ნავთობს არ მიაწვდის ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს ადგენენ

მოსკოვი ნავთობის არ მიაწვდის იმ ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა განუცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებების ნაცვლად, რუსეთი მარაგებს ბაზარზე ორიენტირებულ პარტნიორებზე გადააახლებს ან წარმოებას შეამცირებს. ნოვაკმა აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე ფასების ზღვრის შემოღებამ და ასევე ენერგეტიკის სექტორის პოლიტიზირებამ შესაძლოა, მხოლოდ დეფიციტი და ენერგომომარაგების პრობლემები გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნები, რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების დონის გამოცხადებას 23 ნოემბერს გეგმავენ.   

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო

ოკუპირებული აფხაზეთში რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო.  საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა, დე-ფაქტო ლიდერ ასლან ბჟანიას, რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროსთან მოლაპარაკების შედეგები მოახსენა. მისივე თქმით, ნაკადის განრიგისა და დროის შეთანხმების შემდეგ სპეციალისტები გაემგზავრებიან აჭგუარას ხაზზე სამუშაოების შესასრულებლად. ოკუპირებული აფხაზეთის მედიის ცნობით, რუსული ელექტროენერგიის მიწოდების საკითხი სწორედ აჭგუარას ელექტროგადამცემი ხაზის სარემონტო სამუშაოების დასრულების აუცილებლობას უკავშირდება. გარდა ამისა, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე კრიტიკულად დაბალ დონეზეა.   

რას ყიდის საქართველო მსოფლიო ბაზრებზე - საექსპორტო ათეული

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.0 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი) თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი). 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი). სპილენძის მადნები და კონცენტრატები $842 036.4 ათასი; ფეროშენადნობები $441 196.7 ათასი; აზოტოვანი სასუქები $221 683.1 ათასი; ყურძნის ნატურალური ღვინოები $ 200 258.3 ათასი;  მინერალური და მტკნარი წყლები $91 092.9 ათასი; ელექტროენერგია $84 338.9 ათასი; სპირტიანი სასმელები $84 135.2 ათასი; ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები $73 191.1 ათასი; თხილი და სხვა კაკალი $72 131.2 ათასი; ოქრო $69 234.5 ათასი; დანარჩენი საქონელი $925 087.6 ათასი.  

ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით, 2023 წელს 1,5 მილიონ ტონა ნავთობს გადატვირთავს

ყაზახეთი, 2023 წელს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის გადაზიდვას გეგმავს.  ამის შესახებ სს NC KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დაურენ კარაბაევმა ბრიფინგზე განაცხადა. „ახლა ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რადგან KazMunayGas-მა და აზერბაიჯანულმა SOCAR-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას 5 წლის ვადით ბაქო (აზერბაიჯანი) - თბილისი (საქართველო) - ჯეიჰანი (თურქეთი) მილსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე. რჩება მხოლოდ იმის დადგენა, თუ რომელი ყაზახური ნავთობკომპანია გადაიტანს ამ მოცულობებს (1,5 მილიონი ტონა ნავთობი) მომავალი წლიდან. მოცულობის გაზრდას ველოდებით მომავალში. ვინაიდან ამით არა მხოლოდ ჩვენ, არამედ აზერბაიჯანიც არის დაინტერესებული“, - განაცხადა დაურენ კარაბაევმა KMG-ში გამართულ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ ადრე ყაზახეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრმა ბოლატ აკჩულაკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტს ალტერნატიული მარშრუტებით გაზრდის.  

უკრაინა უარყოფს „გაზპრომის“ განცხადებას, რომ მოლდოვისთვის განკუთვნილი გაზი, ტრანზიტისას „გაქრა“

უკრაინის GTS ოპერატორი უარყოფს გაზპრომის განცხადებას, რომ რუსული გაზი, რომელიც განკუთვნილია მოლდოველი მომხმარებლების მიწოდებისთვის, კომპანია Moldovagaz-თან დადებული ხელშეკრულებით, უკრაინის ტერიტორიაზე ტრანზიტისას „გაქრა“. „გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება ამის შესახებ Ukrinform-ი OGTSU-ს პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება. „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი გაზს, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტს იყენებს. ეს არის ფაქტების უხეში მანიპულირება, რათა გაამართლოს თავისი გადაწყვეტილება, შეზღუდოს გაზის მიწოდება ევროპის ქვეყნებისთვის", - თქვა ოლგა ბელკოვამ, რომელიც მთავრობასთან, სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობებს ხელმძღვანელობს.  

„გაზპრომი“ უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შემცირებით იმუქრება

რუსული გაზპრომი უკრაინას ტრანზიტული გაზის „გაუჩინარებაში ადანაშაულებს“ და აცხადებს, რომ 28 ნოემბრიდან ევროპაში უკრაინის გავლით მიწოდებას შეამცირებს. უკრაინის მეშვეობით „გაზპრომი“ აგაზის ძირითად მოცულობას ევროკავშირს აწვდის, რომელთანაც ერთ წელზე მეტია ენერგეტიკულ ომს აწარმოებს და ასევე მცირე მოცულობებს აგზავნის მოლდოვაში. უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი გაზის „გაუჩნარების“ ბრალდებებზე. უკრაინული ტრანზიტი, Nord Stream გაზსადენზე აფეთქებების შემდეგ, ერთ-ერთი დარჩენილი მარშრუტია, რომლითაც ევროკავშორი რუსულ გაზს იღებს. უკრაინული ტრანზიტის გარდა, თურქეთზე გადის სამხრეთის დერეფანიც, რომლის გავლითაც ევროკავშირისთვის დაახლოებით იგივე ოდენობის გაზის მიწოდება ხდება, რასაც უკრაინის ტრანზიტით იღებს.   

ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 79%-დან 21%-მდე შეამცირა

ავსტრიამ, რომელსაც მიმდინარე წლის თებერვლის დასაწყისში, ბუნებრივი აირის 79% რუსეთიდან შემოჰქონდა, ახლა რუსულ გაზზე 21%-ითაა დამოკიდებული. რუსული გაზის ჩანაცვლების სტრატეგიის ფარგლებში, ავსტრიამ დაჯავშნა მილსადენის სიმძლავრე 40 ტერვატ საათში (TWh) როგორც გერმანიის, ისე იტალიური მიმართულებით. ეს საშუალებას აძლევს ქვეყანას შეიძინოს გაზი ნორვეგიიდან და მცირე მოცულობის თხევადი გაზი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ცენტრალური აზიიდან. პირველ ნოემბერს ავსტრიის გაზის საცავები 90%-მდე იყო სავსე და 87,9 ტერავატ/საათს ბუნებრივ აირს შეიცავდა, რაც ქვეყნის წლიური მოხმარებაა.  

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 22 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7192 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7178 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.14 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7951 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7814 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.37 თეთრი შეადგინა. გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1460 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2255 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 23 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით გადაზიდვები გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) სარკინიგზო ხაზით, მიმდინარე წელს დაახლოებით 540 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა, რაც 2021 წელთან შედარებით 26,1%-ით მეტია.  სტამბოლში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მარშრუტზე, ახალი ტიპის ტვირთების მოზიდვაზე იმსჯელეს ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის სს-ის თავმჯდომარემ როვშან რუსტამოვმა განაცხადა. თურქეთი: ჩვენ საკმარისად არ ვიყენებთ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის შესაძლებლობებს მისი თქმით, გასულ წელს BTK-ით 428 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიარა. „ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2007 წელს დაიწყო, პირველი ხაზი 2017 წელს ამოქმედდა. 850 კილომეტრიანი გზა უზარმაზარ შესაძლებლობებს ხსნის. მათ შორის ევროპულ სივრცეზე წვდომის ჩათვლით დღეს ქმნის უზარმაზარ პოტენციალს დასავლეთის მარშრუტზე“, - განაცხადა როვშან რუსტამოვმა.  ილჰამ ალიევი: ყველა ქვეყნის ინტერესშია, გაიზარდოს ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულება და მოხდეს საქართველოს პორტების გამოყენება, რათა ტვირთბრუნვა ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ წავიდეს მისივე თქმით, აზერბაიჯანის მხრიდან ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის მშენებლობა სრულად დასრულდა. საქართველოს მხარეს მშენებლობა 86%-ით არის დასრულებული. ლევან დავითაშვილი ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტზე: სამშენებლო სამუშაოს დაახლოებით 86% დასრულებულია ცნობისთვის, 18 აგვისტოს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საბაჟო ადმინისტრაციების ხელმძღვანელმა პირებმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის ფარგლებში, საბაჟო სატრანზიტო პროცედურების გამარტივების მიზნით, მონაცემთა წინასწარი გაცვლის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.   

90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 90 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 198 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.950 პროცენტით, მაქსიმალური 9.047 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.992 პროცენტით განისაზღვრა. კუპონური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ 6 თვეში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

კატარმა ჩინეთთან, თხევადი გაზის მიწოდებაზე გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა

კატარის ნავთობისა და გაზის კომპანია QatarEnergy-მა და ჩინურმა ენერგეტიკულმა კომპანია Sinopec-მა გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც კატარი ჩინეთში, თხევადი გაზის ექსპორტს დაიწყებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  ხელშეკრულების თანახმად, QatarEnergy ჩინეთს ყოველწლიურად 4 მილიონი ტონა თხევად გაზს 27 წლის განმავლობაში მიაწვდის. „გრძელვადიანი გარიგებები მნიშვნელოვანია როგორც გამყიდველისთვის, ასევე მყიდველისთვის“, - განაცხადა QatarEnergy-ის ხელმძღვანელმა საად ალ-ქააბიმ. QatarEnergy აღნიშნავს, რომ ეს Sinopec-სთან, ჩინეთისთვის თხევადი გაზის მიწოდებაზე, მეორე გრძელვადიანი შეთანხმება.  პირველი ხელშეკრულება კატართან, ჩინეთისთვის 2 მილიონი ტონა LNG-ის მიწოდებაზე, 2021 წლის მარტში 10 წლის ვადით გაფორმდა. შეგახსენებთ, რომ კატარი ამჟამად, სპარსეთის ყურეში ჩრდილოეთ ველის აღმოსავლეთის გაზის საბადოზე წარმოების გაფართოებაზე მუშაობს. საბადოს ნაწილი ირანის საკუთრებაა.  

საქართველო და აზერბაიჯანი, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობენ

საქართველოს მთავრობა, აზერბაიჯათან პარტნიორობით, თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობის პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. ტერმინალის მშენებლობის მიზანია, ევროკავშირში თხევადი გაზის ექსპორტი. ანალოგიური პროექტი, 2015 წელსაც განიხილებოდა, თუმცა შემდეგ არ განხორციელდა. „ცნობილია, რომ საქართველო, აზერბაიჯანი, რუმინეთი და უნგრეთი, 2015 წელს განიხილავდნენ, ერთობლივ პროექტს, რომლის თანახმადაც კასპიის ზღვიდან მოპოვებული გაზი, ევროპას საქართველოს გავლით უნდა მიეღო. ჩვენს ტერიტორიაზე, უნდა მომხდარიყო გაზის გათხევადება და განხორციელებულიყო ექსპორტი რუმინეთში. სამწუხაროდ ეს პროექტი ვერ განხორციელდა“, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში, ევროპა დაინტერესებულია მიწოდების ალტერნატიული წყაროებით. „ამიტომ ეს პროექტი, 2022 წელს უფრო მეტად აქტუალური გახდა“, - აღნიშნა დავითაშვილმა.  შეგახსენებთ, რომ პროექტი AGRI-ს თანახმად, რომლის განხორციელებაც 2015 წელს იგეგმებოდა, აზერბაიჯანული გაზი გაზსადენის მეშვეობით, საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ტერმინალს უნდა მიეღო, სადაც მისი გათხევადება უნდა მომხდარიყო. კონსტანცაში ტრანსპორტირების შემდეგ გათხევადებული გაზს კვლავ ბუნებრივ აირად გარდაქმნიდნენ, რის შემდეგაც არსებული გაზსადენებით, მისი ევროპაში ექსპორტი მოხდებოდა. პროექტის რეალიზაცია ორ ეტაპად უნდა მომხდარიყო, რაც ითვალისწინებდა 2 მილიარდი კუბური მეტრიდან 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზის მიწოდებას. წინასწარი მონაცემებით, პროექტის ღირებულებაა 1,2 მილიარდიდან 4,5 მილიარდ ევრომდე შეადგენდა.  

Bloomberg: რუსეთმა ევროპაში, ნავთობის ბაზრის 90% უკვე დაკარგა

Bloomberg-ის ცნობით, რუსეთის ფედერაციამ, ევროკავშირის ჩრდილოეთის ქვეყნებში თავისი ნავთობის ბაზრის 90%-ზე მეტი დაკარგა.  თურქეთი, დეკემბრიდან ტანკერებისთვის ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს ჩაკეტავს Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ 18 ნოემბრამდე, 4 კვირაში რუსეთმა როტერდამში დღეში მხოლოდ 95 000 ბარელ ნავთობი გადაზიდა, თუმცა, თებერვლის დასაწყისში რეგიონის პორტებში დღეში 1,2 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იგზავნებოდა. ლიეტუვამ, საფრანგეთმა და გერმანიამ, რუსული ნავთობის იმპორტი რამდენიმე თვის წინ შეწყვიტეს, სექტემბერში კი სამეულს პოლონეთიც შეუერთდა. „ნავთობის ვაჭრობიდან რუსეთის ყოველკვირეული შემოსავალი, 2022 წლის იანვრის დასაწყისიდან ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა. რუსული ნავთობის გადამზიდავი ტანკერები თავს იკავებენ ამ ქვეყნის ნედლეულის გადაზიდვისგან. მკვეთრად იზრდება გემების რაოდენობა, რომლებიც ტოვებენ ბალტიისპირეთს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი შემდეგი დანიშნულების ადგილია პორტ-საიდია ან სუეცის არხი“, - წერს გამოცემა.   ევროკავშირი, რუსულ ნავთობზე ფასის ზედა ზღვარს 24 ნოემბერს გამოაცხადებს.  

ფატიჰ დონმეზი: თურქეთი, ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის ყველაზე მომგებიანი მარშრუტია

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფატიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ თურქეთს აქვს საკმარისი ინფრასტრუქტურა და ყველა ინსტრუმენტი, რომ გაზის საერთაშორისო ჰაბი გახდეს. ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა ფატიჰ დონმეზ თქმით, იმ ფონზე, როცა ბევრი მსოფლიო ენერგორესურსების დეფიციტსა და ლოგისტიკის სირთულეებს განიცდის, თურქეთის ენერგეტიკის სექტორში მხოლოდ დადებითი ტენდენცია შეინიშნება. შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს „თურქეთს აქვს ტექნიკური და ოპერატიული შესაძლებლობები, რომ აამოქმედოს ისეთი დიდი ენერგეტიკული პროექტები, როგორიცაა TANAP და Turkish Stream. შავი ზღვის საკარიას საბადოდან გაზის მიწოდების დაწყებასთან ერთად თურქეთის პოზიციები კიდევ უფრო გაძლიერდება. ერდოღანი, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის ლიდერებთან გაზის ჰაბის შექმნის საკითხს განიხილავს ჩვენ ვატარებთ ინტენსიურ მოლაპარაკებებს მილსადენის გამტარუნარიანობის გაზრდისა და ახალი მწარმოებელი ქვეყნებისა და მარშრუტების მოზიდვის მიზნით. აზერბაიჯანული გაზი თურქეთის, როგორც ენერგო ჰაბის განვითარებაში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს - ერდოღანი ენერგეტიკის საკითხებზე მოლაპარაკებები ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური აზიისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებთან მიმდინარეობს. თურქეთი არის ყველაზე მომგებიანი მარშრუტი ახალი მილსადენებისა და საბადოებისთვის, რომელიც ფსონს დებს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შემდგომ გაფართოებაზე“, - განაცხადა დონმეზმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი ბუნებრივი აირის ჰაბი იქნება  

ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

21 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7178 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7188 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.10 თეთრი შეადგინა. "გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7814 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8213 ლარს შეადგენდა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1459 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2111 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 22 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება გაიზარდა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰაინით, თურქეთის ტერიოტორიის გავლით, ნავთობის ტრანსპორტირება 24 %-ით გაიზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს.  მანამდე, ცნობილი გახდა, რომ 2023 წლის პირველი იანვრიდან ყაზახეთი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ექსპორტს დაიწყებს.  Reuters: ყაზახეთი ნავთობის გაყიდვას რუსეთის გვერდის ავლით, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და ბაქო-სუფსის ნავთობსადენების გამოყენებით დაიწყებს „გვაქვს შეთანხმება, რომ მომავალი წლის პირველი იანვრიდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მეშვეობით 1,5 მილიონი ტონა ნავთობი გადავიტანოთ. მომავალში ტრანზიტის მოცულობა 6-6,5 მლნ ტონამდე გაიზრდება. ყაზახეთის მთავრობამ საექსპორტო და სატრანზიტო ტვირთებისთვის ალტერნატიული მარშრუტი შეიმუშავა, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოზე გადის რკინიგზის შესაძლებლობების თვალსაზრისით, TCO-მ ახლა შეიძინა და გააორმაგა ვაგონების რაოდენობა და უკვე დაწყებულია საპილოტე გადაზიდვები სარკინიგზო ტრანსპორტით ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით“, - განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიჰან  სმილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთის მთავრობამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის სპეციალური საგზაო რუკა შეიმუშავა. „გარდა ამისა, საუბარია ბაქო-სუფსა და ბაქო-ბათუმის მიმართულებებზე, სადაც ყაზახეთს საკუთარი ტერმინალი აქვს. ასევე განიხილება სარკინიგზო მიმართულება ატირაუდან ბათუმისკენ და უზბეკეთისკენ. ყველა ამ მიმართულებით ახლა მიმდინარეობს მუშაობა ამ სფეროებში ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდის მიზნით“, - განაცხადა სმილოვმა.  მისივე თქმით, „მეზობელი ქვეყნებიდან კოლეგები ამ საკითხს გაგებით ეკიდებიან და სრული მხარდაჭერას უცხადებენ, ისინი მზად არიან უზრუნველყონ ყაზახეთს სატრანზიტო შესაძლებლობები და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან“.  ყაზახეთი მსოფლიოში მე-11 ადგილზეა ნავთობის მოპოვებით - 1,7 მილიონი ბარელი დღეში. ამ მოცულობის 89% ექსპორტზე გადის, ხოლო უმეტესი ნაწილი - ნოვოროსიისკში მიმავალი მილსადენით. გასულ წელს, ყაზახეთიდან ნავთობის უმსხვილესი მყიდველი იყო იტალია (17,9 მილიონი ტონა), შემდეგ - ნიდერლანდები (8,2 მილიონი ტონა) და საფრანგეთი (4,5 მილიონი ტონა). 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან. ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა

შპს „ლიდერის“ ხორცპროდუქტებში განმეორებითი ლაბორატორიული კვლევისას ცხენის და ვირის ხორცი კვლავ გამოვლინდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა, შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  „16 ნოემბერს, განმეორებითი კვლევისთვის აღებულ ხორცპროდუქტების ნიმუშებში ცხენისა და ვირის დნმ-ი კვლავ გამოვლინდა.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევა გრძელდება. მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სურსათის ნიმუშების აღებასა და კვლევას სხვადასხვა პარამეტრზე“, - ნათქვამია სეს-ის განცახდებაში.   

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი არიან - საქსტატი

2022 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 4 546.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 34.0 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 68.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 24.9 პროცენტით გაიზარდა და 3 104.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. აღნიშნულ პერიოდში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 80.5 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (571.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (445.5 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (349.3 მლნ. აშშ დოლარი). „საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 842.0 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 27.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 441.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 14.2 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს აზოტოვანი სასუქები 221.7 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი).  

თურქეთი მზადაა, თურქმენული გაზი ტრანზიტით ევროპას მიაწოდოს

ანკარა მზადაა, თურქმენეთიდან ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს.  თურქმენეთი გაზის მოპოვებას ზრდის ამის შესახებ თურქმენული მედია, თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარის მუსტაფა შენტოპის აშხაბადში ვიზიტის შემდეგ იუწყება. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს მედიის ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში კონტაქტების დამყარების ფართო პერსპექტივები არსებობს და განაცხადა, რომ თურქეთი მზადაა, თურქმენული ბუნებრივი აირი ევროპას ტრანზიტით მიაწოდოს. ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა შეგახსენებთ, რომ თურქმენეთი ნავთობისა და ბუნებრივი აირის მარაგების მხრივ ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა მსოფლიოში. მისი გაზის მარაგი 126 მილიარდი კუბური მეტრით გაიზარდა ახლახან აღმოჩენილი საბადოების ინდუსტრიული განვითარების შედეგად.