ეკონომიკა

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7328 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7366 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.38 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7446 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.80 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1469 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.1271 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია და ისრაელი ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტს იწყებენ

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის 27-ე კონფერენციაზე, რომელიც შარმ-ელ-შეიხში 6-დან 18 ნოემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, იორდანიასა და ისრაელს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.  მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის თანახმად, ისრაელი იორდანიაში ჰაშიმიტური სამეფოს ელექტროსადგურიდან, მზის ენერგიის შეძენას გეგმავს. სადგურის მშენებლობას ემირატების კომპანია აფინანსებს. იორდანია, თავის მხრივ, ისრაელიდან წყალს ხმელთაშუა ზღვის გამწმენდი ქარხნიდან შეისყიდის. შეგახსენებთ, რომ ეს არის ყველაზე დიდი თანამშრომლობა ისრაელსა და იორდანიას შორის 1994 წლის სემდეგ, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სამშვიდობო ხელშეკრულება დაიდო.  

თურქეთი, რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლით იწყებს – Reuters

თურქეთის ხელისუფლება, რუსეთის ფედერაციისთვის გაზის მიწოდების საფარსურის გადახდას, რუბლით იწყებს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს მოსკოვი მყიდველებს სთხოვს, გაზის საფასური რუბლით გადაიხადონ, რათა ვალუტა გააძლიეროს. ამავდროულად, ანკარა, ვაჭრობის სტიმულირებას, ლირის გამოყენებით ცდილობს.  ცნობილია, რა მოცულობის გაზს იყიდის რუსეთისგან თურქეთი რუბლში შეგახსენებთ, რომ რუსული გაზის საფასურის ნაწილის რუბლით დაფარვაზე შეთანხმებას, პუტინმა და ერდოღანმა აგვისტოს დასაწყისში სოჭში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. თუმცა მაშინ არ დასახელებულა გაზის ის მოცულობა, რომელიც თურქეთმა რუსეთისგან რუბლით უნდა იყიდოს.   

Financial Times: დასავლეთის სანქციების ფონზე, ჩინეთი რუსეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა

ზაფხულში, ევროკავშირის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგად, აგრესორის ვაჭრობა ბლოკთან - 43%-ით შემცირდა, მაგრამ ჩინეთმა პირველი ადგილი დაიკავა რუსეთის ფედერაციის სავაჭრო პარტნიორებს შორის. ევროკავშირში აკრძალულ რუსულ ნახშირს თურქეთი, ინდოეთი, ჩინეთი და აფრიკის ქვეყნები ფასდაკლებით ყიდულობენ - Bloomberg ამის შესახებ Financial Times-ი გერმანიის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის გათვლებზე დაყრდნობით იუწყება. ივნის-აგვისტოში რუსეთის საქონლის იმპორტი წინა წელთან შედარებით 24%-ით შემცირდა, რის შედეგადაც იმპორტში $4,5 მილიარდის უფსკრული გაჩნდა. „უპირველეს ყოვლისა, ვარდნა გამოიწვია ევროკავშირთან ვაჭრობის 43%-ით შემცირებამ, რაც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ბლოკის სანქციებმა განაპირობა. ამ ფონზე რუსეთის ვაჭრობა ჩინეთთან 23%-ით გაიზარდა, რაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკას რუსეთის მთავარ სავაჭრო პარტნიორად აქცევს“, - წერს Financial Times-ი.  

ლარი გაუფასურდა

სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7366 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7340 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.26 თეთრი შეადგინა.გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7366 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7304 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.62 თეთრი შეადგინა.გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1471 ლარს შეადგენს, ასევე, გამყარდა ფუნტი და 3.1413 ლარი ეღირება.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ნოემბრიდან შევა ძალაში.  

რუსეთში სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით შემცირდა

2022 წლის ათ თვეში, რუსეთში, სატრანსპორტო საინჟინრო საწარმოებში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, (წინასწარი მონაცემებით), სატვირთო ვაგონების წარმოება 21,6%-ით 39 679 ერთეულამდე შეამცირდა. ამის შესახებ NP "რკინიგზის ტექნიკის მწარმოებელთა ასოციაცია" (OPZhT) იტყობინება. მსუბუქი ავტომობილების წარმოება იმავე პერიოდში 17,8%-ით შემცირდა და 383 ერთეული შეადგინა. სატვირთო ვაგონების (საწყობი და კაპიტალური) შეკეთების მოცულობა გასულ წელს 5,3%-ით გაიზარდა და 379 317 ერთეული შეადგინა. 10 თვის განმავლობაში სარკინიგზო ვაგონების წარმოება 2,2-ჯერ შემცირდა და 19 ერთეული შეადგინა. წარმოებული მრავალერთეული მოძრავი შემადგენლობის (MVPS) რაოდენობა 2022 წლის იანვარ-ოქტომბერში გაიზარდა 3,4%-ით და 422 ერთეულამდე, ხოლო ლიანდაგის მანქანების წარმოებამ 227 ერთეული შეადგინა და 16,8%-მდე შემცირდა. დიზელის ელმავლის გამოშვება 14%-ით შემცირდა და 358 სექცია შეადგინა. ასევე შემცირებულია ელმავლების გამომუშავება 3,9%-ით, 624 სექციამდე.  

Reuters: აშშ და ბრიტანეთი თხევადი გაზის ექსპორტზე შეთანხმდნენ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, აშშ-სთან გაზის მთავარი შეთანხმების გამოცხადებისთვის ემზადება.  დიდი ბრიტანეთი თხევადი გაზის შესყიდვაზე აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Bloomberg აშშ-სა და ბრიტანეთს შორის, მოლაპარაკებები „ენერგეტიკული უსაფრთხოების პარტნიორობაზე“ დასკვნით ეტაპებზეა.  Reuters-ის ცნობით, აშშ, დიდ ბრიტანეთში მომდევნო წლის განმავლობაში მილიარდობით კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის გაყიდვას გეგმავს. ბულგარეთმა აშშ-დან თხევადი გაზით დატვირთული პირველი ტანკერი მიიღო პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმების შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტის შემდეგ გამოაცხადებს. თავის მხრივ, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სგან მომავალ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის თხევად ბუნებრივ გაზს მიიღებს.  

ევროკავშირმა და ყაზახეთმა ნედლეულის შესახებ სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს

ევროკავშირმა და ყაზახეთმა, ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის სფეროში, სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ  ევროკომისიის (EC) პრესსამსახურმა განაცხადა. „7 ნოემბერს, ეგვიპტეში COP-27-ში მონაწილეობისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ევროკავშირსა და ყაზახეთს შორის პარტნიორობის დამყარების შესახებ“, - ნათქვამია განცხადებაში. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ნედლეულის, დახვეწილი მასალებისა და განახლებადი წყალბადის საიმედო და მდგრადი მარაგი ეკონომიკისთვის ახალი, უფრო სუფთა საძირკვლის გასაღებია „განსაკუთრებით მაშინ, როცა წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას ვამცირებთ“. ევროკომისია განმარტავს, რომ „შეთანხმება მიზნად ისახავს ნედლეულისა და დახვეწილი მასალების საიმედო და მდგრადი მიწოდებასა და განვითარებას“. ამასთან, შეთანხმება ითვალისწინებს „ნედლეულის, აკუმულატორებისა და განახლებადი წყალბადის მიწოდების ჯაჭვის მდგრადობის გაუმჯობესებას“ და „ორმხრივი თანამშრომლობას შესაძლებლობების განვითარების, უნარების, კვლევისა და ინოვაციების სფეროში“.    

საქართველო ნავთობის ტრანზიტის სამ მარშრუტშია, რომლებსაც ყაზახეთი განიხილავს

ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტრო, NC KazMunayGas-სთან ერთად, ნავთობის ტრანსპორტირების სამ მარშრუტს განიხილავს, რომლებშიც საქართველოც მოხვდა.   ეს მარშრუტებია - „აქტაუ-ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“, „აქტაუ-ბაქო-სუფსა“ და „აქტაუ-ბაქო-ბათუმი“. ამის შესახებ ყაზახური მედია წერს. „ამჟამად მიმდინარეობს ნავთობის საექსპორტო მიმართულებით გადაზიდვისთვის დამატებითი მარშრუტების შემუშავება. ამ დროისთვის, აზერბაიჯანულ მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ტრანსპორტირების საკითხებზე, მუშაობა ამ მიმართულებით გრძელდება", - აცხადებენ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში. ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად, კასპიის მილსადენის კონსორციუმი (CPC), საექსპორტო ნავთობის ტრანსპორტირებისთვის ყაზახი გადამზიდავებისთვის ყველაზე ეკონომიური მარშრუტია. „დამატებითი მარშრუტების განვითარების განხილვა დამოკიდებული იქნება მათ პოტენციალზე, ეკონომიკურ მიზანშეწონილობასა და სხვა საკითხებზე. ამასთან, ტექნიკური ფაქტორების ჩათვლით და ყაზახეთში ნავთობის მოპოვების ზრდის გათვალისწინებით“, - აცხადებენ სამინისტროს პრესსამსახურში.  ოქტომბრის ბოლოს, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ელნურ სოლტანოვმა განაცხადა, რომ ქვეყანა ყაზახეთიდან ნავთობის გარანტირებულ მოცულობებს „ბაქო-სუფსის ნავთობსადენის“ გავლით ელოდება. KazMunayGas-ის ეკონომიკისა და ფინანსური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დაურენ კარაბაევის თქმით კი, ყაზახეთი აზერბაიჯანის გავლით ნავთობის ტრანსპორტირებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.  2022 წლის ზაფხულში დაურენ კარაბაევმა დააკონკრეტა, რომ აზერბაიჯანს აქვს ორი ნავთობსადენი: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი“ და „ბაქო-სუფსა“, რომლებიც შესაძლოა, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენონ. „ბაქო-სუფსის“ მილსადენს, რომელიც ამჟამად არ ფუნქციონირებს, წელიწადში 7 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობის გატარება შეუძლია.   

ყასიმ ჟომართ თოყაევი: ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

ტრანსკასპიური მარშრუტით ნავთობის ტრანსპორტირება წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაიზრდება. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მანგისტაუს რეგიონის საზოგადოებასთან შეხვედრაზე განაცხადა. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს თიყაევმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ბაზრებზე არსებული ვითარების გათვალისწინებით, ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი „ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ურთიერთგაგება პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აქტაუს და კურიკის პორტების ყველა არსებული სიმძლავრე, რათა გავზარდოთ გამტარუნარიანობა და ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე მივიყვანოთ“, - დასძინა თოყაევმა. ყაზახეთი ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, ინვესტორებს ეძებს   ასევე წაიკითხეთ: „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანითა“ და „ბაქო-სუფსით“ ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთისთვის სწრაფი და იოლი გზაა, ბუნებრივია, სარგებელს მიიღებს საქართველოც - გია არაბიძე  

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7340 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7340 ლარი გახდა.  "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7304 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0466 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

კობა გვენეტაძე: ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება

 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე, 2024 წელს შემცირდება. რა იწვევს საქართველოში ორნიშნა ინფლაციასა და ფასების ზრდას კობა გვენეტაძე, მაღალი ინფლაციის ერთ-ერთ ფაქტორად, რუსეთიდან და ბელორუსიდან მიგრანტების შემოსვლას ასახელებს მისივე თქმით, წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. "გაზრდილი საგარეო შემოდინების ფონზე მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესებას ველით. წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 5,5%-მდე შემცირდება მაშინ, როდესაც 2021 წელს ის 10,4% და 2020 წელს კიდევ უფრო მაღალი იყო. მისიის შეფასებით, ეროვნული ბანკის სწრაფმა და თანმიმდევრულმა ნაბიჯებმა ფინანსურ სექტორზე ომის გავლენა მნიშვნელოვნად შეამცირა, მათ შორის კომერციული ბანკებისთვის შესაბამის სანქციებზე მიერთების სათანადოდ და დროულად მოთხოვნით", - განაცხადა კობა გვენეტაძე. ინფლაციის დაღმავალი ტრენდის შესანარჩუნებლად საკმარისად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება იქნება აუცილებელი. ამ მოსაზრებას, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ, თავად ვაცხადებდით და სრულად ვიზიარებთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შეფასებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგად ინფლაციის შემცირებას დაღმავალი ტრენდი ექნება და წლის საშუალო ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე 2024 წელს შემცირდება. აღნიშნული პროგნოზი თანხვედრაშია ეროვნული ბანკის პროგნოზთან, რომლის მიხედვით, წლიური ინფლაცია მიზნობრივ დონეს 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაუახლოვდება მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის საშუალო მაჩვენებელი წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელი მაღალი დონის გამო მაინც 3%-ზე მეტი გამოვა“.- აცხადებს გვენეტაძე.  

გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში იმყოფება

7-11 ნოემბერს პირველად კოვიდ-პანდემიის შემდეგ გერმანიის ეკონომიკური პროფილის დელეგაცია გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის ფედერალური სამინისტროს ხელმძღვანელობით საქართველოს სტუმრობს. ინფორმაციას საელჩო ავრცელებს. გერმანელი ბიზნესმენები მრეწველობის, ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის სფეროებიდან მონაწილეობას მიიღებენ გერმანიის ფედერალური მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ბაზრის გამოკვლევის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ვიზიტში. მრეწველობის ამ დარგებზე მოდის საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების დიდი ნაწილი. ამავე დროს ეს სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მისწრაფებაში, რასაც გერმანია პოლიტიკურად და ეკონომიკურად უჭერს მხარს. თბილისსა და კახეთში სტუმრობის დროს დელეგაციას ექნება შეხვედრები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. გარდა ამისა ორივე ქვეყნის ბიზნესმენებს შორის კავშირების დასამყარებლად ჩატარდება ეკონომიკური ფორუმი. ვიზიტის პროგრამაშია ასევე ქართველ ბიზნესმენებთან სტუმრობა და კონკრეტული პროექტების მონახულება.

ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან მოხდა შეთანხმება განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან განახლებული ენერგიის მხარდამჭერ სქემასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა, ასევე, სახელმწიფო საწარმოების რეფორმასთან მიმართებით ხედვები შეჯერდა. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „პროგრამის ფარგლებში, ჩვენ სტრუქტურულ რეფორმებზე მუშაობას განვაგრძობთ, რითაც გლობალური გამოწვევებისადმი მეტი ეკონომიკური მდგრადობა უზრუნველყოფილი იქნება. საშუალოვადიან პერიოდში, ჩვენ ფისკალური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით მუშაობას განვაგრძობთ და ამ მხრივ, ფონდთან არსებული პროგრამა დამატებითი გარანტიაა ჩვენი სტრატეგიული მიზნების მიღწევის გზაზე, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის, ასევე, სატრანზიტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ჩვენ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებისა და ეკონომიკური მდგრადობის გზაზე სსფ-ის მხარდაჭერას ძალიან ვაფასებთ. ფონდთან თანამშრომლობის ნამდვილად ძალიან კარგი გამოცდილება გვაკავშირებს და მიმდინარე პროგრამის მიმართაც იგივე მოლოდინი გვაქვს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. მან სსფ-ის მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წევრებს ნაყოფიერი მუშაობისა და მისიის დონეზე საქართველოს მხარდამჭერი პროგრამის (Stand-By Arrangement) პირველი მიმოხილვის დასრულების თაობაზე მიღწეული შეთანხმებისთვის მადლობა გადაუხადა.  

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს $38 მილიონის რესურსს გამოუყოფს

საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან $38 მილიონს მიიღებს - ამას ფონდის მისიასა და საქართველოს მთავრობას, ასევე ეროვნულ ბანკს შორის მიღწეული შეთანხმება ითვალისწინებს. საქართველომ დააკმაყოფილა ყველა ის ძირითადი პირობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში იყო გათვალისწინებული, ამის შესახებ ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  „საქართველოს ხელისუფლებასთან პროდუქტიული განხილვების შედეგად მიღწეულია ტექნიკური შეთანხმება მისიასა და ხელისუფლებას შორის პირველ მიმოხილვასთან დაკავშირებით. როგორც პრეზიდენტმა ბრძანა, ეს გადაწყვეტილება წარედგინე აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს და დეკემბერში იქნება მიღებული გადაწყვეტილება. მიმოხილვის დასრულება 30 მილიონი SDR-ის გამოყოფას გულისხმობს, რაც დოლარებში 38 მილიონი დოლარია. 2022 წელს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 10%-ია, ხოლო წლის ბოლოს წლიური ინლფაცია 10.5% იქნება. 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპის და ინფლაციის შენელებას ველით. საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის ზრდა მის პოტენციურ მაჩვენებელს, დაახლოებით 5%-ს დაუახლოვდება. ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების და პროდუქტიულობის გაზრდაზე მიმართული სტრუქტურული რეფორმების დახმარებით. პროგნოზის მიხედვით, საშუალო ინფლაცია სებ-ის სამიზნე, 3%-იან მაჩვენებელზე 2024 წელს შემცირდება.პირველი მიმოხილვის დასრულებისთვის საჭირო ყველა რაოდენობრივი კრიტერიუმი: ინფლაციის, ფისკალური და საერთაშორისო რეზერვების ჩათვლით დაკმაყოფილებულია. ხელისუფლების მიერ გატარებული სტრუქტურული რეფორმები მოიცავს საგადასახადო პოლიტიკასა და ადმინისტრირებას, ფინანსურ ზედამხედველობას, სახელმწიფო ინვესტიციების მართვას და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური რისკების შეფასებას. ხელისუფლებამ ახლახან გამოაცხადა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ისეთი სქემა, რომელიც თავის მხრივ ფისკალურ რისკებს შეზღუდავს. ასევე პროგრესია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მმართველობის რეფორმის მიმართულებით.გლობალური ეკონომიკური და ფინანსური განვითარების გარშემო არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, ეკონომიკური პოლიტიკა მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასა და სტრუქტურულ რეფორმებზე მტკიცედ ორიენტირებული უნდა დარჩეს,” - განაცხადა ჯეიმს ჯონმა.  

WSJ: მარკ ცუკერბერგი თანამშრომლების მასოვრივ შემცირებას გეგმავს

ამერიკული კორპორაცია Meta Platforms-ის ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი ამ კვირაში თანამშრომლების ფართომასშტაბიანი გათავისუფლების დაწყებას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს. მოსალოდნელია, რომ სამსახურის დატოვება ათასობით მუშაკს მოუწევს. წყაროების ცნობით, Meta Platforms-ის თანამშრომლების გათავისუფლების შესახებ ოფიციალურად, 9 ნოემბერს გახდება ცნობილი. სექტემბრის ბოლოსთვის Meta Platforms-ში 87 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული. გამოცემა აღნიშნავს, რომ თანამშრომლების ასეთი ფართომასშტაბიანი შემცირება, კომპანიის ისტორიაში პირველად მოხდება.  Meta Platforms-ის პრესსპიკერმა ამ ინფორმაციის კომენტირებაზე უარი თქვა.  

თბილისსა და ციურიხს შორის შესაძლოა, პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყოს

შვეიცარული ავიაკომპანია ციურიხი-თბილისი-ციურიხის მიმართულებით ავიარეისების დანიშვნით დაინტერესდა და ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება. შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, პირველ ნოემბერს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიაში რევაზ ლომინაძე შვეიცარული ავიაკომპანია „ედელვაისის“ აღმასრულებელ კომერციულ დირექტორს, პატრიკ ჰეიმანს შეხვდა, რომლის დროსაც საუბრის თემა იყო პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და შვეიცარიას შორის. „შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული საკითხის დადებითად გადაწყვეტის მნიშვნელობასა და პერსპექტივაზე. რევაზ ლომინაძემ შვეიცარული ავიაკომპანიის ხელმძღვანელებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის მზარდი დინამიკის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში არსებულ ვითარებასა და პოზიტიურ ტენდენციებზე. ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიარეისები ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ინვესტორთა მოზიდვასა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას“, - წერია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალქალაქში ჰესების კასკადი გაიხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „ახალქალაქი ჰესების კასკადის“ ოფიციალურ გახსნაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.  მასთან ერთად ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ჰესის ინვესტორი კომპანიების ხელმძღვანელები - კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის CCEH-ის დირექტორი მიხეილ ნიბლაძე, ამ ფონდის მმართველი დირექტორი ალექს ბენარდი და ისლანდიური სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელი კომპანიის LANSVIRKJUN-ის ვიცე-პრეზიდენტი რიკი რიკარდსონი. ჰესი კასკადური ტიპის, მდინარის მოდინებაზე არსებული ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფლების დილისკასა და კორხთან ახლოს მდებარეობს. ჰესი კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა CCEH-მა განავითარა LANSVIRKJUN-თან და ადგილობრივ კომპანია HYDRO ENERGY-სთან ერთად. LANSVIRKJUN-ი წარმოადგენს ისლანდიის ყველაზე მსხვილ სახელმწიფო ენერგიის მწარმოებელ კომპანიას და მისთვის ახალქალაქის პროექტი არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ განხორციელებული პირველი ინვესტიცია. ჰესების კასკადში 26 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მშენებლობის პროცესში 100-მდე ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. რომეო მიქაუტაძე ასევე გაეცნო კასკადური ტიპის მცირე სადგურების საქმიანობას და დაათვალიერა სოციალური პროექტები საპროექტო ტერიტორიის მახლობლად არსებულ სამ სოფელში - სპორტული დარბაზი სოფელ კორხში და სოფელ ორჯაში წყლის სატუმბი სადგური. ამ პროექტებით 7000-ზე ადამიანი სარგებლობს. აღსანიშნავია, რომ ახალქალაქის ჰიდროელექტროსადგური, 9.1 მეგავატი დადგმული სიმძლავრით, 2022 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში შესულ ჰესებს შორის ყველაზე დიდია, 40 %-იანი წილით დადგმული სიმძლავრის მიხედვით.  

ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ

ანკარა და ბაქო, ნახიჩევანის გავლით თურქეთამდე რკინიგზის მშენებლობას გეგმავენ. ეს საკითხი მხარეებმა ბაქოში, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი სამთავრობათაშორისო კომისიის მე-10 შეხვედრაზე განიხილეს. „ნახიჩევანის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის პირდაპირი სარკინიგზო კომუნიკაციის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ყარსი-იგდირი-არალიკი-დილუჯუ-სიადარიაკ-ნახჩევანი-ჯულფა სარკინიგზო პროექტის განხორციელებას დიდი მნიშვნელობა აქვს. მხარეების პროგნოზით, რომ ზანგეზურის დერეფნის გახსნისა და ნახიჩევანამდე რკინიგზის მშენებლობის შედეგად აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური და სავაჭრო კავშირები გაფართოვდება“, - წერს აზერბაიჯანული მედია.  ამასთან, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტის სფეროში.  ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წლის 9 თვეში ორ ქვეყანას შორის ტვირთების გადაზიდვის ჯამური მოცულობა 60,2%-ით, ხოლო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვა - 96,3%-ითაა გაზრდილი.  

სებ-ი: ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად - 41%-ით, კარტოფილი გაძვირდა

საქართველოს ეროვმული ბანკის მონაცემებით, ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე მეტად კარტოფილი (41%-ით) გაძვირდა, რამაც თვის ინფლაცია 0.4 პროცენტული პუნქტით გაზარდა. საქსტატი: წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით, ზეთი 18%-ით გაძვირდა ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, საპირისპიროდ, ბენზინის გაიაფებამ თვის ინფლაცია 0.2 პროცენტული პუნქტით შეამცირა. სურსათზე ფასების ზრდამ ოქტომბრის წლიურ ინფლაციაში 4.6%-იანი წვლილი შეიტანა. „აქედან გამოსარჩევია ყველზე და პურზე წლიურად შესაბამისად 29% და 21%-ით ფასების მატება და თითოულის 0.8 პპ-იანი წვლილი. ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 0.8 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 7.3 პროცენტს შეადგენდა“, - ნათქვამია სებ-ის კვლევაში.