ინტერვიუ

რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელის იანვარ-აპრილში უკრაინა-საქართველო სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. ამ ქვეყანაში რუსეთის შეჭრისა და ეკონომიკის 45%-იანი ვარდნის მიუხედავად, უკრაინა საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში მე-9 ადგილზეა. 2021 წელს კი მე-5 ადგილს იკავებდა.   როგორია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა და რას ყიდის და ყიდულობს საქართველო უკრაინაში - Europetime-ს საქსტატმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდა. 2022 წლის იანვარ-აპრილი:  ბრუნვა $145 მილიონ 962 ათასი; იმპორტი - $92 მილიონ 996 ათასი; ექსპორტი - $52 მილიონ 965 ათასი; 2021 წლის იანვარ-აპრილი:  ბრუნვა $219 მილიონ 062 ათასი; იმპორტი - $121 მილიონ 511 ათასი; ექსპორტი - $97 მილიონ 550 ათასი. სხვაობა $74 მილიონი რას ყიდის და რას ყიდულობს საქართველო უკრაინაში ექსპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი  სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი            მსუბუქი ავტომობილები                                           ფეროშენადნობები                                                   ეთილის სპირტი არადენატურირებული სპირტიანი სასმელები                                                მინერალური და მტკნარი წყლები                                 ყურძნის ნატურალური ღვინოები                                  მანქანები და მექანიკური მოწყობილობები                      პირადი ნივთები                                                       ნარჩენები და ჯართი სპილენძისა                                  ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული                            დანარჩენი საქონელი                                               იმპორტი იანვარ-აპრილი 2022 წელი  (ათასი აშშ დოლარი) სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს შემცვლელები                   სამკურნალო საშუალებები დაფასოებული                        ფეროშენადნობები                                                       კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას                       ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან ბამბა საფეიქრო მასალებისაგან                                       შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები                                                   სამრეწველო დამზადების სხვა თამბაქო და თამბაქოს სამრეწველო შემცვლელები                           ნაგლინი ბრტყელი სხვა ლეგირებული ფოლადებისაგან                                                                                                           პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი                          დანარჩენი საქონელი                                                     რა გავლენას მოახდენს ადგილობრივ ბაზარზე უკრაინასთან სავაჭრო ბრუნვის შემცირება ამ საკითხზე Europetime „ჯეო ქეისის“ მკვლევარ, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილს ესაუბრა. ET: სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა მნიშვნელოვნად შემცირდა. რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე? უკრაინის, როგორც სავაჭრო პარტნიორის როლი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინამ გადამწყვეტი როლი ითამაშა თურქეთთან ერთად, როდესაც რუსეთმა სავაჭრო ემბარგო გამოგვიცხადა. შესაბამისად იმ პერიოდში, თუ ვინმეს იმედი გვქონდა, ეს იყო ორი ქვეყანა - თურქეთი და უკრაინა. თუ მოვლენები ყველაზე ცუდი სცენარით განვითარდა და ამ ქვეყანასთან ჩვენი სავაჭრო ურთიერთობა კიდევ შემცირდა, ეს ავტომატურად ნიშნავს რუსულ ბაზარზე დამოკიდებულების ზრდას, რაც გრძელვადიან პერიოდში საქართველოზე უარყოფითად აისახება, რადგან რუსეთი არ არის სტაბილური ბაზარი. ჩვენი ბიზნესი კი ვერ გამოვიდა პოსტსაბჭოთა მენტალიტეტიდან.  ET: ყველაზე მეტად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის შემცირება რა სექტორებზე იგრძნობა? დღეს უკრაინის ეკონომიკა გაჩერებულია. სტატისტიკის თანახმად, არის 45%-იანი ვარდნა. არის დაახლოებით ის ვითარება, რაც საქართველოში 90-იან წლებში შეიქმნა. პროდუქცია ვერ გადის ექსპორტზე უკრაინიდან. უკრაინა, როგორც საქართველოს სავაჭრო პარტნიორი 2021 წელს მე-5 ადგილზე იყო. სახეზეა ექსპორტ-იმპორტის შემცირება. ასევე საქართველოს დააკლდება შემოსავალი ფულადი გზავნილებიდან და ტურიზმიდან. ცნობილია, რომ უკრაინამ ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურას, შაქრის, ფეტვისა და საკვები მარილის ექსპორტი შეაჩერა. ასევე მოიშალა მიწოდების ჯაჭვი, რაც ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტებს გააძვირებს. უკვე დაფიქსირდა საშენ-მასელებზე, კოფტონზე და სასურსათო პროდუქტებზე ფასების ზრდა. ომი კონცენტრირდა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში და მაისიდან შესაძლოა ვითარება შეიცვალოს. ET: ამ პროგნოზის გაკეთების საშუალებას რა გაძლევთ? უკრაინაში ომი ახალ ფაზაში გადავიდა. ცნობილია, რომ უკრაინის პორტებში მარცვლეული და სასურსათო პროდუქტები დაბლოკილია, ამ შემთხვევაში როგორაა შესაძლებელი უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობების გააქტიურება? საქართველო ძირითადად პროდუქციას იღებდა უკრაინული პორტებით, რომელიც ახლა დაბლოკილია. ამ პორტების განბლოკვა არის მთელი მსოფლიოს პრობლემა. სასურსათო უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აწუხებს ისევე აწუხებს დანარჩენ მსოფლიოს. თუ უკრაინის პორტები არ განიბლოკება შეუძლებელია, რომ საქართველოს სავაჭრო ურთიერთობა უკრაინასთან რამე ფორმით გაუმჯობესდეს. ნებისმიერი პროდუქცია, რომელიც უკრაინიდან შემოდიოდა გაძვირდება. ალტერნატიული ბაზარი არის, მაგრამ ეს ფასების ზრდას გამოიწვევს. დღეს მთელი მსოფლიო ცდილობს ამ საკითხის მოგვარებას, მიმდინარეობს მოლაპარაკება, განიხილება რამდენიმე სცენარი. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.  ET: რა უნდა გააკეთოს საქართველომ, მაშინ როცა პანდემიის და შემდგომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ახალი ტენდენციები გამოიკვეთა?   გეთანხმებით, პანდემიის შემდგომმა ვითარებამ, რუსეთის აგრესიამ უკრაინაში, შექმნა მსოფლიოში ახალი დღის წესრიგი, რომელიც აყალიბებს ახალ მსოფლიო ფასებს. არავინ არ იცის რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა მომგებიანი იქნება თუ წამგებიანი. შესაბამისად საქართველომ უნდა მოახდინოს ორიენტირება არა რუსეთზე, არამედ ევროკავშირზე. ჩვენ შეგვიძლია ვიყიდოთ და გავყიდოთ რუსეთის ბაზრის გარეშე. თუმცა ბოლო წლებში რუსეთის ბაზარზე ქართული ბიზნესის დამოკიდებულება გაიზარდა. მაგალითად აშშ აქცენტს აკეთებს, იმაზე თუ როგორი ურთიერთობა ექნება აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონთან. მნიშვნელოვანია ბაიდენის ვიზიტი სამხრეთ კორეაში, იაპონიაში აქ ცდილობს ურთიერთობების დალაგებას. საკმაოდ მნიშვნელოვანია ინდოეთი. ამ ქვეყნებიდან არცერთი არაა აშშ-ის მეზობელი, მაგრამ ისინი ფართოდ იყურებიან. ჩვენ უნდა გამოვიდეთ საბჭოთა მენტალიტეტიდან, რომ ჩვენი მეზობელია ჩვენი სავაჭრო პარტნიორი. ეს უნდა დავივიწყოთ. ჩვენი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირი, ჩვენი სავაჭრო პარტნიორია თურქეთი. რუსეთის ბაზარი თანდათან უნდა დავტოვოთ. ბუნებრივია ეს გამოიწვევს ფასების ზრდას, მაგრამ დროთა განმავლობაში, საქართველოს ბევრ სარგებელს მოუტანს. p.s. 2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.3% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (290.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (168.4 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (156.4 მლნ. აშშ დოლარი).  უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, ამ თემაზე გაეცანით Europetime-ის სტატიას.

რა რისკები იმალება ლარის გამყარების ფაქტორებში

ლარის გამყარების ტრენდი, კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდა. 23 მაისის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.95 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8767 ლარი გახდა. შეიცავს თუ არა რისკებს ლარის გამყარების ძირითადი ფაქტორები და რა გავლენა ექნება ეროვნული ვალუტის დადებით ტრენდს სამომხმარებლო ფასებზე? Europetime-თან ინტერვიუში, ეკონომიკის დოქტორი, ლია ელიავა აცხადებს, რომ ლარის გამყარების ფაქტორები სამომავლოდ რისკის შემცველია. გამოცემასთან მან ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრა.  EU: დღეს, თიბისი ბანკის ანალიტიკოსებმა გამოაქვეყნეს კვლევა, სადაც ნათქვამია, რომ სახეზეა ლარის ზედმეტად გამყარების გარკვეული ნიშნები. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას და რამდენად გრძელვადიანია ლარის დადებითი ტრენდი? ლარის გამყარებაზე, დღეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოქმედებს: პირველი - ინვესტიციების ნაკადის მკვეთრი შემცირება და მეორეა ფულადი გზავნილების მკვეთრი ზრდა. ინვესტიციების შემცირების შედეგად, საქართველოდან ფულის გადინება მკვეთრადაა დავარდნილი. ლარის გამყარება პირდაპირ უკავშირდება რუსეთიდან და უკრაინიდან „კაპიტალის გაქცევას“. უკრაინაში  რუსეთის შეჭრის ფონზე ამ ქვეყნებიდან საქართველოსკენ ფულის სოლიდური ნაკადები წამოვიდა. რუსეთიდან დაშვებული იყო უცხო ქვეყანაში თვეში $10 ათასის გადმორიცხვა, ახლა ეს მოცულობა $50-მდე გაიზარდა. ამიტომ რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები ლარის კურსზე მყისიერად აისახა. EU: ეროვნული ბანკის მონაცემებით, აპრილში რუსეთიდან ფულადი გზავნილები 300%-ი გაიზარდა და $133 მილიონი შეადგინა. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ ფაქტს? თუ რუსეთი თავის მოქალაქეებს აუკრძალავს უცხოეთში ვალუტის გადარიცხვას, ლარი დაიწყებს ვარდნას. მაგრამ, თუ საქართველო უფრო მიმზიდველი გახდება რუსი და უკრაინელ ბიზნესმენებისთვის, კაპიტალის ნაკადი გაიზრდება და რა თქმა უნდა, ლარი დაიწყებს გამყარებას. სამწუხაროდ, დღეს სახეზეა ტენდენცია, რომ ლარის გამყარებაზე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ნაცვლად ფულადი გზავნილები მოქმედებს. ამიტომ, ლარის გამყარების ფაქტორებში სამომავლოდ „კაპიტალის გაქცევის“ რისკები იმალება.  ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა EU: როგორ ფიქრობთ, შეიცავს თუ არა დღეს გამოკვეთილი ტენდენცია სხვა რისკებს სამომავლოდ, როცა სანქციების ქვეშ მყოფი რუსეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ამ ქვეყნიდან დაიწყო სამუშაო ძალის და კაპიტალის გადინება. გაუთვალისწინებელი ეკონომიკური შედეგების გავლენით, შესაძლებელია, დაიწყოს ქვეყანაში უკვე შემოსული კაპიტალის გადინება, რუსეთსა და უკრაინაში. ცნობილია, რომ ორ თვეში საქართველოში 364 რუსული და ბელორუსული ბიზნესი დარეგისტრირდა. დასრულდება ომი და თუ საქართველოში შემოსული კაპიტალი ისევ ამ ქვეყნებისკენ დაიძრა, დაიწყება ლარის კატასტროფული ვარდნა. ეს სცენარი ნამდვილად არ გამოირიცხება. თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი - საქართველოს სამი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იანვარ-აპრილში საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 33.4 პროცენტით გაიზარდა EU: ბოლო ტენდენციით სახეზეა ლარის 15%-იანი გამყარება. საქსტატის აპრილის მონაცემებით ინფლაცია 12,4%-ია და განსაკუთრებით გაზრდილია ფასები საკვების ჯგუფში. რატომ არ იაფდება პროდუქტები და არ აისახება ფასებზე ლარის კურსის დადებითი დინამიკა? ფასებს აქვს ერთი დამახასიათებელი თვისება - სიხისტე, არაელასტიურობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთხელ აწეული ფასი აღარ ან საკმაოდ რთულად უბრუნდება თავის ძველ ნიშნულს. იმიტომ, რომ ბიზნესს აღარ სურს უკვე განაღდებული შემოსავლების დაკარგვა. ის რომ, ინფლაციის მაჩვენებელი დაიწევს და ფასები შემცირდება, ამ რეალობაში ეს მოსალოდნელი არაა. ამ პროცესების საპირწონედ სჯობს ხელისუფლებამ გაზარდოს როგორც სახელფასო, ისე სოციალური დახმარებები და ეროვნულმა ბანკმა იზრუნოს, ეკონომიკაში ლარის მასის ზრდაზე. ამ ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება ფასების ზრდის [ინფლაციის] წნეხის შერბილება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა საქსტატი: აპრილში ბოსტნეული და ბაღჩეული 46.2 პროცენტით, პური და პურპროდუქტები კი 28.8 პროცენტით გაძვირდა EU: დღეს მერყევი ლარის გარდა, კიდევ რა ფაქტორებს აქვთ გავლენა საქართველოში ფასების განუხრელ ზრდაზე? საქართველოს ეკონომიკისა და ბაზრის იმპორტდამოკიდებულება. ასევე, აშშ-სა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. სამწუხაროდ, ეს ქვეყანა, საქსტატის მონაცემებით, საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. [2022 წლის იანვარ-აპრილი, ბრუნვა $559,7 მილიონი]. სანქციების გავლენის გამო საქართველოში ამ ქვეყნიდან იმპორტი გაძვირდა. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაში. მოიშალა მიწოდების ქსელი. ეს კი ადგილობრივ ბაზარზე მყისიერად აისახა. დღეს ფაქტობრივად ყველა მოწინავე ეკონომისტი თანხმდება, რომ ინფლაცია არის არაა ფულის ჭარბი ოდენობის, არამედ სასაქონლო დეფიციტის შედეგი და საქართველოში სწორედ ამითაა განპირობებული ინფლაციის ზრდა, რადგან სამომხმარებლო კალათაში ძირითადად იმპორტირებული პროდუქტები ხვდება. ასევე წაიკითხეთ Europetime-ს სტატია - რატომ მყარდება ლარი

რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე

შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიური ქვეყნები ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადს ერთობლივად, 18 მაისს გადასცემენ. პროცესს თურქეთის დამოკიდებულებამ სკეპტიციზმი შესძინა, თუმცა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დარწმუნებულნი არიან, რომ მოკავშირეებს კონსენსუსის მიღწევა არ გაუჭირდებათ. ანკარის საპასუხოდ, დიალოგის სურვილი გამოთქვა შვედეთმა და დელეგაციის ვიზიტიც დაგეგმა თურქეთში, თუმცა ქვეყნის პრეზიდენტისგან პირდაპირი უარი მიიღო. სტოლტენბერგის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მომენტი ერდოღანის თქმით, შვედეთის და ფინეთის დელეგაციებმა თურქეთში ჩასვლაზე თავი არ უნდა შეიწუხონ რას ნიშნავს თურქეთის პოზიცია NATO-სთვის, რა ბერკეტები აქვს მას და როგორ და რა პირობებით შეუძლია ალიანსს, მაინც მიაღწიოს კონსენსუსს თურქეთის პოზიციის მიუხედავად. ამ საკითხებში გარკვევას Europetime სფეროს ექსპერტებთან შეეცადა. სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე შეთანხმება მიიღწევა, თუმცა გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკებების და ქვეყნების მიერ დათმობებზე წასვლის გზით. „მოგეხსენებათ, ანკარას შვედეთთან და ფინეთთან ჯერ კიდევ მაშინ დაეძაბა ურთიერთობები, როდესაც თურქეთში გადატრიალების მცდელობა იყო. თურქეთში ფეთჰულა გულენის მომხრეების დევნის გამო ადამიანის უფლებები მნიშვნელოვნად დაირღვა. გაჩნდა ეჭვები, რომ თითქმის ნახევარი თურქეთი იყო ჩართული ამ გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში. ყველა, ვისაც სიმპათიები ჰქონდა გიულენის მიმართ და ასევე, უკმაყოფილო იყო ერდოღანის პოლიტიკით, ამ გადატრიალების მცდელობის მონაწილედ გამოაცხადეს. ზოგი გარიცხეს სამსახურიდან, ზოგიც გაიქცა ქვეყნიდან, ზოგი ციხეში მოხვდა ასე შემდეგ. მოკლედ, ერდოღანმა ძალიან მკაცრი ზომები მიიღო. ამ დროს, შვედეთი და ფინეთი თურქეთის წინააღმდეგ ძალიან მძლავრი კრიტიკით გამოვიდნენ. დაიწყეს თურქეთიდან დევნილი/ლტოლვილი ადამიანებისთვის თავშესაფრის უფლების მიცემა, ბევრიც პოლიტიკურ დევნილად აღიარეს. გარდა ამისა, შვედეთმა თურქეთს გარკვეული ეკონომიკური სანქციებიც დაუწესა, რაც თურქეთის გაღიზიანებას იწვევდა. ახლა, როდესაც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების საკითხი დადგა, როგორც ჩანს, თურქეთის მთავრობამ ამ ბერკეტის გამოყენება გადაწყვიტა სკანდინავიის ქვეყნებზე ზეწოლისთვის. როგორც ჩანს, თურქეთის ძირითადი მიზანია, შვედეთმა და ფინეთმა უარი თქვან თურქეთიდან დევილთა შეფარებაზე, რომლებსაც თურქეთი კრიმინალებად თვლის. გარდა ამისა, ითხოვს სანქციების მოხსნას და უფრო ხისტი პოლიტიკის გატარებას ამ ადამიანების მიმართ; მისი შეხედულებებისთვის ანგარიშის გაწევას. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ ეს ადამიანი კრიმინალია და დასაკავებელია, მაგალითად, ფინეთმა და შვედეთმა არ უნდა შეუშვან ისინი თავის ქვეყნებში. ასევე, თურქეთმა წამოსწია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ (PKK) წევრთა საკითხი, რომელსაც ტერორისტებად თვლის. ძალიან ბევრი ქურთი, რომელიც ამ ორგანიზაციასთან კავშირშია მხილებული თურქეთის ხელისუფლების მიერ, ფინეთსა და შვედეთს აფარებს თავს. მგონია, რომ ამ მიმართულებით წარიმართება მოლაპარაკებები თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის, რა თქმა უნდა, მასში მონაწილეობას შეერთებული შტატები და სხვა მოკავშირეებიც მიიღებენ“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი და აშშ-ის მხრიდან თურქეთზე ზეწოლის განხორციელებას პროგნოზირებს. ექსპერტი ასევე ელის, რომ ევროკავშირის ქვეყნებიც გამოძებნიან გზებს და შესაძლოა, კიდევ ერთი საკითხიც კი დადგეს დღის წესრიგში - მაგალითად, თურქეთის გაწევრიანებაზე მოლაპარაკების განახლება, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ შეჩერდა. არ არის გამორიცხული, რომ ეს საკითხიც შეიტანონ მოლაპარაკებების დღის წესრიგში. ანალიტიკოსის პროგნოზით, თურქეთი როგორც ამბიციური სახელმწიფო, შეეცდება, რაღაც სარგებელი მიიღოს მისი ამ უფლებიდან, რომ ახალი წევრების მიღებას ვეტო დაადოს, თუმცა დარწმუნებულია, რომ საბოლოო ჯამში შეთანხმება შედგება. „შეიძლება, რაღაცის დათმობა ყველას მოუწიოს, მათ შორის ამერიკელებს, ევროპელებს, შვედებს, ფინელებს. მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით, თურქეთის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეარბილონ, უსაფრთხოების გარანტიების მიღებით და საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა აუცილებლად გაწევრიანდება NATO-ში“, - აღნიშნავს კახა გოგოლაშვილი. ერდოღანის თქმით, სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია რაზე მიუთითა ერდოღანმა, როდესაც განაცხადა, რომ მასთან მოლაპარაკების მიზნით ჩასვლას აზრი არ აქვს. კახა გოგოლაშვილის დასკვნით, ერდოღანს შვედეთთან და ფინეთთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება სჭირდება.  „ერდოღანი ნაწყენია... დიპლომატიურ მოლაპარაკებებს თავისი წესი აქვს. როდესაც ორ მხარეს შორის კონფლიქტია, ყოველთვის შუამავალი აქტიურდება. იმთავითვე არ იმართება შეხვედრა. თურქებმა, რომლებსაც ძალიან დიდი დიპლომატიური გამოცდილება აქვთ, კარგად იციან, რომ თუ ერდოღანი თავიდანვე დათანხმდებოდა შეხვედრას, მისი მოთხოვნების ფასი დაეცემოდა. ამრიგად, ვინმემ შუამავლის როლი უნდა იტვირთოს. იქნებიან ეს ამერიკელები, ფრანგები, გერმანელები თუ სხვა, არ ვიცი, მაგრამ ისეთი ქვეყანა უნდა იყოს, რომელსაც თურქეთთან კარგი ურთიერთობა და მასზე გარკვეულწილად, გავლენა აქვს“, - მიიჩნევს კახა გოგოლაშვილი.  ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია  აქედან გამომდინარე, ასკვნის, რომ შუამავლის მეშვეობით დიალოგის შემდეგ, მომენტი დადგება, როდესაც პირობებზე შეთანხმდებიან და ამის შემდგომ ჩატარდება შეხვედრაც. ექპერტის აზრით, ერდოღანის მხრიდან იმთავითვე დათანხმება იმის ტოლფასი იქნებოდა, რომ ის პრაქტიკულად უარს ამბობს თავის პრინციპზე და მზად არის, აპატიოს ან მოილაპარაკოს ორივე ქვეყანასთან. „მას სჭირდება ორივე ქვეყანასთან თამასის უფრო აწევა და თავის გადაწყვეტილებაზე ფასის დადება“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი. მევლუთ ჩავუშოღლუ: თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, რომ დავბლოკოთ შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანება ვინ შეიძლება, იტვირთოს ლიდერის ფუნქცია, შესაძლებელია თუ არა, რომ ეს იყოს შეერთებული შტატები, თუ გავითვალისწინებთ გარკვეულ დაძაბულ პერიოდს თურქეთსა და აშშ-ს  ურთიერთობებში? ექსპერტი ამ შეკითვის საპასუხოდ ამბობს, რომ ამერიკას თურქეთი კონსულტაციებზე უარს ვერ ეტყვის. „დიახ, ჰქონდათ გარკვეული დაძაბულობა ურთიერთობებში, თუმცა ამერიკას დიდი გავლენა აქვს თურქეთზე. ეს არის მნიშვნელოვანი და ამერიკას ვერ ეტყვის: „თავს ნუ შეიწუხებთ ჩამოსვლაზე“. შეიძლება, ბლინკენი წავიდეს, ან ოსტინი, უარს ვერ ეტყვის კონსულტაციებზე. მაგრამ ჯერჯერობით რთულია იმაზე საუბარი, ვის აირჩევენ შუამავლად და შემდგომში როგორ შედგება მათ შორის კომუნიკაცია“.  თუ თურქეთმა აბსოლუტური უარი განაცხადა შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებაზე, ექსპერტი სხვა გზასაც განიხილავს. კერძოდ, NATO-ს პარალელურად სხვა ალიანსის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, სადაც თურქეთი არ იქნება და სწორედ ამ ალიანსის ფარგლებში ექნებოდათ შესაძლებლობა შვედეთსა და ფინეთს, მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები. აღნიშნავს, რომ ეს რთული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ NATO-ს წევრი სახელმწიფოებისთვის შვედეთის და ფინეთის მიღება დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს იქნება ძალიან დიდი შესაძლებლობა იმ თვალსაზრისით, რომ ბალტიისპირეთის საკითხი დაიხურება რუსეთის შევიწროებით. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყნები არიან, ორივე ძალიან დიდი სამხედრო ძალაა. შვედეთი თავისი საჰაერო ძალებით, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ფინეთი - თავისი სახმელეთო არმიით, რომელსაც ძალიან დიდი არმია ჰყავს. მას ჰყავს 60 000-იანი პროფესიული ჯარი და სულ რამდენიმე დღეში შეუძლია, მისი გაზრდა 16 000-მდე. გარდა ამისა, ომის შემთხვევაში 9 00 000-მდე რეზერვის მოზიდვა შეუძლია. ამდენად, თითქმის მილიონამდე ადამიანის მობილიზება შეუძლია, რადგან რეზერვისტები არიან ძალიან კარგად მოტივირებულნი და გაწვრთნილნი. ამასთან, აქვს სრული შეიარაღება. არავინ დარჩება შეუიარაღებელი. უკრაინაში რუსეთის ომის ფონზე თუ განვიხილავთ, ეს ძალიან დიდი ძალაა და დიდი შესაძლებლობა აქვთ ფინეთს და შვედეთს, რომ დაიცვან თავი რუსეთის აგრესიის შემთხვევაში. ინფორმაციისთვის, NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, კანდიდატმა ქვეყანამ ყველა არსებული წევრისგან მიიღოს რატიფიცირება. თურქეთი NATO-ს წევრი 1952 წელს გახდა. პუტინი: NATO-ს ინფრასტრუქტურა ფინეთსა და შვედეთში, გამოიწვევს საპასუხო რეაქციას ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს  ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა  

პაატა ცაგარეშვილი: საქართველოზე, დღეს როგორც სატრანსპორტო ჰაბზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა, თუმცა გაჩნდა შანსი, რომ ჩვენი დერეფნით მეტი ტვირთი გავატაროთ

Europetime ახალ რუბრიკაში, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება, გთავაზობთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს. შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. რუსეთ - უკრაინის ომის ფონზე „შუა დერეფნის“ მნიშვნელობა გამოიკვეთა. გაიზარდა ტვირთების ნაკადი საქართველოს სატრანზიტო დერეფანშიც. რა შანსები აქვს საქართველოს ახალ რეალობაში, როცა მსოფლიო სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორში ტვირთების ტრაექტორია იცვლება? ეს და სხვა საკითხები Europetime-მა „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორ პაატა ცაგარეიშვილთან ინტერვიუში განიხილა. ET: ახალ რეალობაში საქართველოს გაუჩნდა შანსი, რომ მისი სატრანსპორტო დერეფნით გაიაროს დამატებითმა ტვირთნაკადმა. ეს ერთი საკითხია, მაგრამ რამდენად უზრუნველვყოფთ ამ ტვირთების გატარებას? აქ სამი კონკრეტული შეკითხვაა: რამდენი იქნება ტვირთნაკადი? შეუძლია თუ არა გაატაროს ის საქართველოს ინფრასტრუქტურამ და რა არის გასაკეთებელი? ეს სამი საკითხი კომპლექსურია და ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ET: „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარა. რა აჩვენა კვლევამ და რა შანსები აქვს საქართველოს, რომ ახალი ბაზრებიდან ტვირთნაკადი მოიზიდოს? კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ახალ რეალობაში საქართველოს სატრანსპორტო დერეფნით შესაძლებელია წელიწადში დაახლოებით 14-დან 18-მილიონ ტონამდე ტვირთის გატარება. მაგრამ თუ ამ ტვირთნაკადის 60-70%-ს ვიგულისხმებთ, 10-12 მილიონი ტონა ტვირთვის მოზიდვა შეგვიძლია, სავარაუდოდ 2-3 წლის განმავლობაში. ET: კონკრეტულად რომელ მიმართულებებსა და ტვირთებს გულისხმობთ? ახალ რეალობაში პირველი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ტვირთნაკადი, რომელიც დღეს გადის „კასპი-ვოლგა-დონის არხით“ შესაძლოა გადმოერთოს საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ტვირთნაკადის მოცულობა 3-დან 3,5 მილიონ ტონამდეა. ეს ძირითადად თურქმენული ნავთობპროდუქტებია, რომელიც დღეს ამ არხში მოძრაობს, რუსეთის ან უკრაინის ნავსადგურებში ხვდება, შემდეგ კი ევროპაში გადაიზიდება. მეორე მნიშვნელოვანი ტვირთია, ყაზახეთის ნედლი ნავთობი, რომელიც დღეს „ნოვოროსიისკის“, იგივე „კასპიის კონსორციუმის მილსადენში“ მიედინება. ყაზახეთის ნედლი ნავთობის ეს ნაწილი გადმოერთვება „საქართველოს რკინიგზაზე“. ტვირთის სავარაუდო მოცულობაა 2-2,5 მილიონი ტონაა წელიწადში. ეს სრულიად რეალურია. მესამე ტვირთნაკადი - ისევ ყაზახეთის ნედლი ნავთობია, რომლის გადატანაც შესაძლებელია, ბაქო -თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენში. ანუ შესაძლებელია მილსადენიდან მილსადენში გადმორთვა. საუბარია 1,0 -1,5 მილიონ ტონა ტვირთზე. შემდეგია ყაზახეთის მშრალი და საკონტეინერო ტვირთები, რომლის ტრანსფორმირებაც შესაძლებელია რუსეთის ნავსადგურებიდან საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ტვირთების სავარაუდო მოცულობა 2-2,5 მილიონი ტონაა. ყაზახეთის სურვილია ორი ნავსადგური „აქტაუ“ და „კურიკი“ დატვირთოს, აქ არა მხოლოდ ყაზახეთის ნავთობი გადამისამართდება საქართველოს ნავსადგურებში, არამედ დაიტვირთება „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო მიმართულება. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული ტვირთნაკადი, რომლის მოზიდვის შესაძლებლობაც გაუჩნდა საქართველოს, არის ჩინეთიდან მოძრავი საკონტეინერო მატარებლები. ეს ტვირთები, ახლა ტრანსციმბირული და ტრანსყაზახური სარკინიგზო ხაზებით რუსეთის გავლით გადაადგილდება. ეს დაახლოებით, 100 ათასი კონტეინერია წელიწადში. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაკადი, რომელიც შეგვიძლია მოვიზიდოთ, ესაა საავტომობილო და სატრანზიტო გადაზიდვები. კერძოდ, ცენტრალური აზიიდან აღმოსავლეთ ევროპის, ან პირიქით, აღმოსავლეთიდან ცენტრალური აზიის მიმართულებით. რამაც წელიწადში შესაძლოა 3-3,5 მილიონი ტონა შეადგინოს. ET: გასაგებია, რომ ტვირთნაკადის ზრდის შანსი გაჩნდა. რა დამატებითი შესაძლებლობები აქვს ბათუმისა და ფოთის პორტებს? ცნობილია, რომ იქ იყო კონტეინერების დეფიციტი. დღეს, ფოთისა და ბათუმის ნავსადგურები, საკონტეინერო ტვირთებით 60%-ის ფარგლებშია დატვირთული. რეზერვია 40%, რაც დაახლოებით 300-350 ათასი ერთეული კონტეინერია, რომლის მოზიდვის შესაძლებლობაც გააჩნია საქართველოს ნავსადგურებს. კონტეინერები, რომლებიც გადამუშავდება ფოთის და ბათუმის ნავსადგურებში, გაივლის საქართველოს სატრანსპორტო დერეფანს. ET: დღეს ჩვენ გვაქვს საბორნე მიმოსვლა უკრაინასთან და ნაწილობრივ ბულგარეთთან, რა პერსპექტივა ჩანს ამ მიმართულებით? ახალი საბორნე ხაზებზე მოთხოვნა უკვე არსებობს. ეს მეწარმე სუბიექტებზეა დამოკიდებული, რომელ მიმართულებებს აამოქმედებენ, რომ საქართველოს ნავსადგურებიდან მოხდეს ამ ტვირთების სატრანსპორტო დერეფნით გადაზიდვა. ET: დღეს არსებულმა რეალობამ აჩვენა, რომ რუსეთს პრობლემები აქვს მარცვლეულის გადაზიდვის კუთხით. იგივე უკრაინაში პორტები გაჩერებულია. რა შანსი გვაქვს, რომ ეს ტვირთები საქართველოს დერეფანში მოხვდეს? ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ხორბალი გადავზიდოთ რუსეთიდან , ჩვენი დერეფნით თურქეთის მიმართულებით. ამას ემატება, რუსეთში ფორმირებული ტვირთნაკადი სომხეთისთვის. მაგალითად სომხეთმა მიიღო ცალსახა გადაწყვეტილება, რომ გვერდი აუაროს ლარსის გამშვებ პუნქტს, რომელიც კლიმატური პირობების გამო დაახლოებით 6 თვე დაკეტილია და აამოქმედოს „ფოთი-კავკავის“ ბორანი. სომხეთის მთავრობას სურს, რომ ეს წამგებიანი პროექტი დააფინანსოს და გამოიყენოს ფოთის ნავსადგური. გაიტანოს კონიაკი და ალკოჰოლური სასმელები და შემოიტანოს ხორბალი, საშენი მასალები. აქ ტვირთნაკადმა შესაძლოა 1,5 მილიონი ტონაც კი შეადგინოს. ET: ფინეთის მთავარმა სატვირთო ოპერატორმა Nurminen Logistics-მა ჩინეთიდან პირველი საკონტეინერო მარშრუტის გაშვების შესახებ გამოაცხადა, რომელიც გვერდს უვლის რუსეთს და მისი მარშრუტი ყაზახეთზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზეც გაივლის. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია თუ არა ჩინეთიდან ამ მარშრუტით საქართველოს დერეფანში ტვირთნაკადი გაიზარდოს? ჩინეთს ევროპასთან დამაკავშირებელი 87 დერეფანი დერეფანი აქვს. დღეს შეიძლება ფინეთი გამოჩნდეს, ხვალ შეიძლება ესტონეთი დაემატოს. ზეგ კი, სულაც ახალი დერეფანი. ჩინეთი მოქმედებს თავისი ინტერესებით. ყველა დერეფნის მიმართულებით გზავნის ტვირთს და ეუბნება მოთამაშეებს, რომ თუ ტარიფს არ შემიმცირებთ, მაშინ ტვირთს გადავიტან მეორე დერეფანში. ჩინეთის ქმედება, რამდენად ჩაეწერება ამ ტვირთნაკადებში რთული სათქმელია. ET: რაც შეეხება თურქეთის როლს, ახლახან ამ ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს აზერბაიჯანთან. ასევე ინტერესდება ყაზახეთის ნავთობის გადაზიდვებით. ხომ არ დარჩება ამ პროცესში თამაშგარეთ საქართველო? რეალურია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით, თურქეთის დანიშნულებისთვის გადაიზიდოს ტვირთები. მთავარია სახელშეკრულებო ბაზის მომზადება და სატარიფო პოლიტიკა. თურქული ვაგონი საქართველოს რკინიგზის ლიანდაგზე ვერ გაივლის. თურქეთმა დაიწყო მუშაობა იმ საკითხზე რასაც თეორიულ-იურიდიული ასპექტები ჰქვია. ამან მისცა იმპულსი ამ პროცესს. ET: ტვირთნაკადის მოსაზიდად აქტიურობს თურქეთი, ამბიციები აქვს ყაზახეთს. აზერბაიჯანის პოტენციალი ცნობილია. საქართველოს ხელისუფლება კვლავ საუბრობს, რომ ახალ რეალობაში ქვეყანა შესაძლოა გახდეს სატრანსპორტო ჰაბი. თქვენ როგორ უყურებთ ამ პერსპექტივას? სატრანსპორტო ჰაბი ვერ გავხდებით, იმიტომ რომ დავკარგეთ ეს შანსი. აზერბაიჯანმა აიღო ჰაბის ფუნქცია. იქ ხდება ტვირთნაკადების შეკრება, გატარება, გადანაწილება. აზერბაიჯანშია ხორბლის ტერმინალები და იქმნება დამატებითი ინფრასტრუქტურა. იმ პერიოდში, როცა ვიდექით და არაფერს არ ვაკეთებდით ჰაბის ჩამოსაყალიბებლად, აზერბაიჯანმა, განავითარა და სიმძიმის ცენტრები ტვირთების გადანაწილების კუთხით გადავიდა აზერბაიჯანსა და თურქეთში. ET: ყაზახეთის ხელისუფლებამ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფონზე საექსპორტო სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვისთვის ალტერნატიული მარშრუტები შეიმუშავა, რომელშიც საქართველოც მოხვდა. ყაზახეთი აქტიურებს აქტაუს ნავსადგურს, როგორც ჩანს ტვირთნაკადი საქართველოს დერეფანში ამ მიმართულებითაც გაიზრდება. რა უნდა  გავაკეთოთ, რომ ეს შანსი არ დავკარგოთ?  ყაზახეთის მცდელობა, რომ „აქტაუს ნავსადგურში“ ახალი საკონტეინერო ტერმინალები შეიქმნას და ტვირთების შეკრება-გადანაწილებაში ჩაერთოს, მიუთითებს იმას, რომ სამი ქვეყნის - აზერბაიჯანის, თურქეთისა და ყაზახეთის საზღვრებთან ტვირთების შემკრები ჰაბები გაძლიერდება. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ჰაბის ფუნქციაზე საუბარი პოლიტიკოსების რიტორიკაა. დღეს ჩვენი ფუნქციაა მეტი ტვირთი გავატაროთ და მეტი შემოსავალი მივცეთ ბიუჯეტს. ესეც უნდა იყოს გააზრებული პოლიტიკის შედეგი. ყველა სტრუქტურა კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს.  P.S. საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმპორტის მაჩვენებელი საზღვაო გადაზიდვებში -$71,068 მილიონით, ხოლო საავტომობილო გადაზიდვებში $11,057 მილიონით. ამასთან, საზღვაო გადაზიდვების მიმართულებით ექსპორტის მაჩვენებელი $67,979 მილიონით, სახმელეთო გადაზიდვებით კი $12,098 მილიონით გაიზარდა.

რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო ძლიერდება

11 მაისს, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი თურქეთში პირველი სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა. ორმხრივი კავშირების დამყარებიდან 30 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ვიზიტის დროს, ანკარასთან რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერა ხელი, მათ შორის ქვეყნებმა სამხედრო თანამშრომლობის სფეროში შეთანხმება გააფორმეს. რას ნიშნავს თურქეთისა და ყაზახეთის მიერ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება, რატომ შეიძლება, ეს მნიშვნელოვანი იყოს საქართველოსთვის, როგორ აისახება რეგიონის სხვა ქვეყნებსა და თურქეთის პოზიციებზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენების პირისპირ, ამ და სხვა საკითხებზე Europetime ანალიტიკოსებს ესაუბრა.  ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს.   დროთა განმავლობაში სულ უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა.   ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში, რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე, თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება.     რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი (2012-2014 წლებში), „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი, ალექსი პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ ბოლო დროს განვითარებულმა დრამატულმა მოვლენებმა, გარკვეული გაკვეთილების და დასკვნების შესაძლებლობა მისცა ყაზახეთის მოქმედ ხელისუფლებას. „რა თქმა უნდა, მათ, ისევე როგორც ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებს, ბევრ სხვა ქვეყანას მსოფლიოში, აქვთ მკაფიო დამოკიდებულება უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან მიმართებით, მათ არ სურთ, რომ თავადაც მოიაზრებოდნენ, როგორც რუსეთის „უკანა ეზო“, შესაბამისად, დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო ფიქტიური ხდება რეალურად, ყველა ის ეკონომიკური თუ სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია და სტრუქტურა, რომელშიც რუსეთს წლების განმავლობაში დომინანტი როლი ეკავა და სხვა დანარჩენი, ცენტრალური აზიის თუ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები მეორეხარისხოვან როლებში იყვნენ ამ ორგანიზაციებში“, - აღნიშნავს პეტრიაშვილი. ის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ფაქტს, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე, ასევე, ყახაზეთის მიმართ რუსეთის უკმაყოფილების კვალდაკვალ, თურქეთმა და ყაზახეთმა დემონსტრირება მოახდინეს, რომ ამ ორ ქვეყანას სრული ურთიერთგაგება და სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზაობა აქვს. მისივე აზრით, თოყაევის ვიზიტი ბევრი თვალსაზრისით იყო ნიშანდობლივი, და სხვა დროს, რომ არა, უკრაინაში რუსეთის აგრესია და ასეთი დაძაბული ვითარება, შესაძლოა, ეს ყოფილიყო ერთი რიგითი მაღალი დონის ორმხრივი მოგზაურობა, მაგრამ ახლა მას განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა ენიჭება. აქედან გამომდინარე, ალექსი პეტრიაშვილი თვლის, რომ შესაძლოა, ამ ურთიერთობებმაც იმ დონეს მიაღწიოს და იმ ხარისხში ავიდეს, როგორიც მაგალითად, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებობს, შესაბამისად, სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს და სტრატეგიული სამოკავშირეო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს თურქეთსა და ყაზახეთს შორის.   ამრიგად, დიახ, რა თქმა უნდა, ამ ვითარებასა და მდგომარეობაში,თოყაევის ჩასვლა თურქეთში, ძალიან ნიშანდობლივი ვიზიტია და ვფიქრობ, რომ ამ ურთიერთობებს, მით უმეტეს, ენერგოსფეროში თანამშრომლობას დამატებითი დატვირთვა აქვს, ემბარგოს და ენერგეტიკის სფეროში არსებული სხვა გამოწვევების გათვალისწინებით. ყაზახეთს თურქეთთან ძალიან ბევრი საერთო და სერიოზული თანამშრომლობის შესაძლებლობები აქვს. თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის არის ძალიან გამოკვეთილი, ძალაინ მკაფიო, ბრძოლაში გამოცდილი სტრატეგიული თანამშრომლობა და ყაზახეთიც ასე ვთქვათ, თურქული სახელმწიფოების და ქვეყნების ამ ჯაჭვში ლოგიკურად ჩნდება და შესაბამისად, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერად განვითარდება. აქ სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოსთვისაც იქნება გარკვეული შესაძლებლობები, იმის გათვალისწინებით, რომ სატრანსპორტო და ენერგეტიკული დერეფნის კიდევ უფრო დატვირთვის შესაძლებლობა ჩნდება და ამ შანსის არგამოყენება დანაშაული იქნება, - განუცხადა Europetime-ს ალექსი პეტრიაშვილმა. ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა. რუსეთის დასუსტების პარალელურად, ყაზახეთს დღის წესრიგში დაუდგა კიდევ ერთ რეგიონულ პარტნიორთან, თურქეთთან ურთიერთობების გაღრმავება, ეს კავშირი ნიშნავს, რომ რეგიონში რუსეთის გავლენის შემცირების ფონზე თურქეთის გავლენა კიდევ უფრო გაძლიერდება, - მიიჩნევს ექსპერტი. ამავდროულად, ხათუნა ლაგაძიძის შეფასებით, ეს კავშირი მოემსახურება ჩინეთის მზარდი გავლენის დაბალანსებასაც. საგულისხმოა, რომ ჩინეთისთვის უმთავრესი პრობლემაა უიღურების საკითხი, (რედ. აშშ თვლის, რომ „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სინძიანში უიღური მუსლიმებისა და სხვა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დევნით გენოციდსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს სჩადის, ჩინეთი საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკას უარყოფს. პროვინცია სინძიანი უიღურის ეთნიკური უმცირესობის სამშობლოა. რეგიონში 11 მილიონი მუსლიმი ცხოვრობს. უიღურები ეთნიკურად ცენტალური აზიის ხალხებს ენათესავებიან, ისინი ძირითადად, მუსლიმები არიან), რომელიც ასევე თურანული ეთნოსია და შესაბამისად, ექსპერტი თვლის, რომ რეგიონში ძალთა ბალანსი რუსეთის სასარგებლოდ აღარ იარსებებს. რუსეთისთვის სურათი უარესობისკენ იცვლება და ეს არის კიდევ ერთი გამოძახილი უკრაინაში მისი წარუმატებელი ომის, რასაც მოჰყვა ისტორიული გადაწყვეტილება ფინეთის მხრიდან, გადაწყვიტა რა, შეუერთდეს NATO-ს და ამის პარალელურად, არამარტო NATO-ს შემდგომი გაფართოება მიიღო რუსეთმა ამ ომით, არამედ, ОДКБ-ს ჩამოშლა, რადგან ომში მას არავინ მიჰყვება და რომც გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა და სთხოვოს ОДКБ-ს წევრებს სამხედრო დახმარების აღმოჩენა და უკრაინაში შესვლა, წინმსწრებად განაცხადა ყველა ქვეყანამ, რომ პუტინს ამ ავანტიურაში არ გაჰყვებიან. მათ დაინახეს, რომ ჩინეთის საპირწონე, დასუსტებული რუსეთი ვერ იქნება. პირიქით, ის იქნება ჩინეთის ვასალი მომავალ პოლიტიკურ დაფაზე. ორი ლოკალური ქვეყნის ხელშეკრულებას ეს სცდება და მთლიანად, ხელის გულზე გვიჩენს როგორც მიმდინარე პროცესების შეფასებას, ასევე, მომავალი მსოფლიო წესრიგის კონტურებს“, - განუცხადა ხათუნა ლაგაზიძემ Europetime-ს. მისივე აზრით, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავისი ადგილი მონახოს. „ამ რეგიონის ფასი და წონა, როგორც ევროპის ალტერნატიული ენერგომომარაგების, ასევე, სხვა ტიპის, ლოგისტიკური, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, სავაჭრო ნაკადების მიმოსვლის თვალსაზრისით, გაცილებით იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. შუა დერეფანი არის ყველაზე მოკლე, ლოგისტიკურად ყველაზე რთულია, რადგან ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტის და სარკინიგზო ხაზის მიქსს წარმოადგენს, პერსპექტივაში მაინც ძალიან დიდი შანსები აქვს ამ შუა დერეფანს, იქცეს ერთ-ერთ ყველაზე წამყვანად, მთელ ამ საკომუნიკაციო ლოგისტიკურ ქსელში. ამას წლები დასჭირდება, მაგრამ დღეს მიმდინარე პროცესებმა ამ შესაძლებლობის რეალობად ქცევის შანსები გაზარდა. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი: რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად, შუა სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა რა თქმა უნდა, საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ პოლიტიკურ-სამხედრო გაერთიანებებში თავის ადგილი მონახოს. ჯერ არ ვიცით, რა კონტურები გამოიკვეთება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამ ტიპის მოძრაობების, ახალი უსაფრთხოების ქოლგების, სარტყელების ჩამოყალიბება გარდაუვალი ეტაპია, ან ძველების განახლება, მაგალითად, NATO-ს გაფართოებას ვუყურებთ, და საქართველომ თავისი ადგილი თუ არ მონახა, რუსეთს ჩაყვება მოუსავლეთში“, - ამბობს ექსპერტი Europetime-თან.  ცნობისთვის, თურქეთი და ყაზახეთი უპილოტო საფრენი აპარატების (Anka-ს) ერთობლივად წარმოებას იწყებენ. ერდოღანმა თურქეთის და ყაზახეთის „ძმურ ურთიერთობებს“ გაუსვა ხაზი. თავის მხრივ, თოყაევმა, კარიერულმა დიპლომატმა, თურქეთი ყაზახეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად, ხოლო ერდოღანი „გონიერ და პატივსაცემ სახელმწიფო მოღვაწედ მოიხსენია - ლიდერად, „რომელსაც აქვს საკუთარი ხედვა“. ოფიციალური მოლაპარაკებების შემდეგ, ორმა ლიდერმა მაგიდის ჩოგბურთიც ითამაშა, როგორც ითქვა, თოყაევს 13 წლის განმავლობაში ყაზახეთის მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. „პრეზიდენტმა თოყაევმა შეუპოვარი ხასიათი და ნება გამოავლინა ახალი ყაზახეთის ჩამოსაყალიბებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ მიმართულებით განხორციელებულ ყოვლისმომცველ რეფორმას და მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ მოძმე ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის“, - განაცხადა ერდოღანმა ყაზახეთში, იანვარში მომხდარ არეულობაზე საუბრისას. მხარეები ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის გაორმაგებას გეგმავენ - ამჟამინდელი 5 მილიარდი დოლარიდან 10 მილიარდ დოლარამდე, რაც ზუსტად იგივე ოდენობის თანხაა, რომელზეც ერდოღანმა ტაშკენტში ვიზიტის დროს, უზბეკეთთან მიმართებით მიუთითა.

ლინკოლნ მიტჩელი: ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული

როგორ აფასებს „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს 10 წლის შემდეგ, რა რჩევას მისცემდა დღეს, როდის შეხვდა ბოლოს ბიძინა ივანიშვილს, ამ და სხვა საკითხებზე Europetime 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ მრჩეველს, 2002-2004 წლებში NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორს,  კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ლინკოლნ მიტჩელს ესაუბრა. ET: მოგესალმებით ბატონო მიტჩელ, მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ 2012 წელს, „ქართული ოცნების“ მრჩეველი იყავით, რა გაკეთდა თქვენი  რჩევების მიხედვით, 10 წლის შემდეგ როგორ შეაფასებდით მათ და რა რჩევას მისცემდით დღეს? 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, საარჩევნო კამპანიის დროს „ქართული ოცნების“ მრჩეველი ვიყავი. კონკრეტული რჩევის გამოყოფა გამიჭირდება, მაგრამ მაშინ ფოკუსირება რამდენიმე საკითხზე მოვახდინე. პირველი - დასავლეთთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე, რადგან ეს მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვისაც. იყო პრობლემები, რომლებზეც ფოკუსირებითა და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა შეგვეძლო. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელსაც ხაზს გავუსვამდი. რაც შეეხება მეორე საკითხს, მოგეხსენებათ, ბიძინა ივანიშვილი ახალი იყო პოლიტიკაში და შესაბამისად, საარჩევნო კამპანიაც ახალი იყო მისთვის. მე ვცდილობდი, ბიძინა ივანიშვილს და მათ, (ქართულ ოცნებას“, რედ.) რეალურად ფოკუსირება მოეხდინათ ამომრჩევლების საჭიროებაზე.  მაგალითად, არამხოლოდ პრესაში გაეკეთებინათ რაიმე სახის განცხადებები, ან უბრალოდ, ალტერნატივად წარმოჩენილიყვნენ, არამედ, რეალურად მიეტანათ თავისი სათქმელი ამომრჩევლებამდე. არ ვიცი, რამდენად წარმატებული იყო ჩემი ეს მცდელობა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა მოხდა და როგორი შედეგით წარიმართა არჩევნები. რაც შეეხება შეკითხვას იმის შესახებ, თუ რას ვურჩევდი ახლა? გეტყვით, რომ ათი წლის შემდეგ სრულიად განსხვავებული სიტუაციაა, ახლა მათთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თუ ახლა ვიქნებოდი მათი საარჩევნო კამპანიის მრჩეველი, ვეტყოდი, ორ  რამეზე კონცენტრირდნენ: უნდა დაიწყოთ თქვენი მიღწევების წარმოჩენა, „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად გააკეთა, ზოგიც - არც ისე კარგად.„ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ოპოზიციურმა პარტიამ, სწორად მიუთითა ყველა მათ შეცდომაზე, ასე რომ, მმართველმა გუნდმაც უნდა მიუთითოს, ახსნას, აიღოს პასუხისმგებლობა მათ წარუმატებლობასა და მიღწევებზეც. ამომრჩევლებს აქ, საქართველოში ან სადმე სხვაგან, ბუნებრივია, აქვთ შეკითხვები იმის შესახებ, თუ რა გაკეთდა მათთვის ბოლო პერიოდში, ეს ლეგიტიმური შეკითხვაა, ეს არის დემოკრატია - ანგარიშვალდებულება ამომრჩეველთან. მხოლოდ პასუხი, რომ გეხმარებით სააკაშვილის მოშორებაში, საკმარისი არ არის. მათ სხვა, ამაზე უკეთესი მესიჯი უნდა გაუგზავნონ ამომრჩეველს. თუმცა ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ წინაშე მდგარი გამოწვევები არ არის დაკავშირებული კამპანიასთან ან პოლიტიკასთან, ისინი დაკავშირებულია მმართველობასთან. ET: თქვენ აღნიშნეთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზოგი რაღაც კარგად შეასრულა, ზოგიც - არა, კონკრეტულად რას გულისხმობდით? გვჯერა თუ არ გვჯერა, ფაქტია, საქართველომ შეინარჩუნა დასავლური კურსი, მიუხედავად მის მიმართ ზოგიერთი კრიტიკისა, ასოცირების შეთანხმება დიდი მიღწევაა. საქართველო NATO-სკენ მიმავალ გზაზეა, მისი ნაწილია. კი, ეკონომიკური წინსვლა შენელდა, თუმცა ქვეყანა ახლა აშკარად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე - ათი წლის წინ. ასევე - აქ არის პოლიტიკური სტაბილურობის ხარისხი, რომელიც არ იყო ათი წლის წინ, არის მეტი ძირითადი თავისუფლებები -  სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, ის არ არის სრულყოფილი, მაგრამ უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე -  ადრე. მე არ ვამბობ, რომ საქართველო არის კონსოლიდირებული დემოკრატია და რომ ქართველი ხალხი სარგებლობს სიტყვისა და გამოხატვის უფლებით, როგორც მაგალითად, ზოგ სხვა ქვეყანაში, მაგრამ უკეთესი ვითარებაა, ვიდრე - 10 წლის წინ. მედიას, რა თქმა უნდა, აქვს გარკვეული პრობლემები, მაგრამ ბევრი პრობლემა ჰქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც ბოლო წლებში და ვფიქრობ, რომ სიტუაცია უკეთესია ახლა და ისევ, ეს არ არის გზავნილი, რომელიც დიდი დოზით გვესმის დასავლეთში, მაგრამ ემპირიულად რომ გითხრათ, მე ამ კუთხით მიღწეულ პროგრესს მნიშვნელოვნად ჩავთვლიდი.  რაც შეეხება პრობლემებს, დიდი მნიშნელობის საკითხები არ მოგვარებულა, თითქმის არანაირი წინსვლა არ ყოფილა ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართულებით. ამაზე თითქოს არავინ აღარ ლაპარაკობს. ასევე მოგხსენებათ, ეკონომიკური განვითარების კუთხით ჯერ კიდევ ბევრი გზაა გასავლელი და ყველაზე მარტივი რაც უნდა გაეკეთებინათ და არ გაუკეთებიათ, ფუნდამენტალური  დემოკრატიული  რეფორმების დაჩქარება იყო. 2012 წლის არჩევნები იყო შესაძლებლობა, ეს იყო  დემოკრატიული გარღვევა, რომელსაც ჰქონდა პოტენციალი, რომ დემოკრატია მართლაც წინ წასულიყო. არ მგონია, რომ მათ ეს გააკეთეს, მაგრამ საერთო სურათს თუ შევხედავთ, ქართულ პოლიტიკაში დემოკრატიული გარღვევის მაგალითებია. მათ მიაღწიეს ამ გარღვევას  2012 წელს, და აქ  ისმის კითხვა 2022 წელს,  მივდივართ თუ არა მეორე, სხვა ხელისუფლების დაშლისკენ და ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს.  მე ვფიქრობ, რომ დემოკრატია ახლა უკეთესია, თუმცა მინიმალურად და არა არსებითად, თქვენ იცით, რომ იყო შესაძლებლობა რეალურად, ქვეყანა ბევრად უფრო დემოკრატიული გამხდარიყო და ეს შესაძლებლობა დაიკარგა. დღევანდელის მსგავსად, დომინირებდა ერთი ადამიანი, რომელიც თავისი ახირებებით მართავდა ქვეყანას, მაგრამ ბევრად უფრო რეპრესიული იყო თავისი პოლიტიკური მტრების ან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, ვიდრე დღევანდელი ხელისუფლება. საარჩევნო სისტემა ახლა არ არის კარგი, მაგრამ ალბათ უკეთესია, ვიდრე ეს იყო წინა წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს.  ET: რას გვეტყოდით ბიძინა ივანიშვილთან თქვენს ურთიერთობაზე, როგორ იღებს რჩევებს? ახლა, ივანიშვილთან არ მაქვს დიდი ურთიერთობა, ჩვენ დიდი ხანია, არ გვინახავს ერთმანეთი. ბოლოს, რამდენიმე წლის წინ ვნახე თავის რეზიდენციაში. მაშინ, რაღაცნაირად, გაბრაზებული ტონით მითხრა - ჩვენ ვიცით, რასაც წერდი და მე ვუთხარი, თუ შენ ფიქრობ, რომ რასაც მე ვწერ, ეს შენი დიდი პრობლემაა, გასაჭირში ხარ, მე ვიტყოდი, რომ ჩემი ტონი „ქართული ოცნების“ მიმართ დაბალანსებული იყო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში კრიტიკული... ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან მოვიდა, ის არის მდიდარი და წარმატებული ადამიანი. მან მილიარდობით  დოლარი გამოიმუშავა და ამის გამო, როგორც ბევრ ადამიანს, ვისაც ეს გამოცდილება აქვს, ფიქრობს, რომ ბევრი რამ იცის. ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან მახვილი პოლიტიკური აზროვნება, ის არის სტრატეგიულად კარგად მოაზროვნე ადამიანი, თუმცა მას არ აქვს პოლიტიკური ცნობიერება იმიტომ, რომ ეს არ არის ის, რასაც მან ცხოვრებაში ბევრი დრო დაუთმო. როგორც მან მითხრა, ნამდვილად არ მოსწონს ეს, აშკარაა, რომ ნამდვილად არ მოსწონს, მაგრამ იძულებული გახდა, ჩართულიყო პოლიტიკაში. მრჩევლად ყოფნის დროს, როდესაც ამას აკეთებ აქ, შეერთებულ შტატებში თუ სხვაგან, ამ ყველაფრის მარტივი ნაწილი, კარგი რჩევის მიცემაა, ყოველთვის მარტივია, კანდიდატს უთხრა, რა უნდა გააკეთოს მან, რა უნდა თქვას, რა უნდა გითხრას სატელევიზიო რეკლამამ, სოციალურ მედიაში როგორ უნდა იყო წარმოდგენილი და ასე შემდეგ. მაგრამ ძალიან ძნელია ამ ყველაფრის გადალახვა და მე ვიტყოდი, ჩემი გამოცდილება ამ კუთხით ბიძინა ივანიშვილთან 2012 წელს, კომბინირებული იყო ამ ყველაფრით. მას შემდეგ, თქვენ იცით, რომ მე ნამდვილად არ მიცდია... მაგრამ ვფიქრობ, ხვალ იქ რომ ავიდე და რჩევა მივცე, გაიღიმებს და დამაიგნორებს, თუმცა ეს არის ალბათ, ერთგვარი ბუნება/ხასიათი... ET: თქვენ იცნობთ ამერიკული პოლიტიკური წრეების პოზიციებს, რა განწყობებია საქართველოს მიმართ?  „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მიზანი მხოლოდ ის იყო, რომ ქვეყანა როგორმე ყოველთვის ყოფილიყო ვაშინგტონის ახალი ამბების დღის წესრიგში, ვფიქრობ რომ ეს არ არის კარგი. საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც უნდა მიექცეს ყურადღება შესაბამის დონეზე, ეს არის ის, რაც მას უნდა სურდეს, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრს ან ბიძინა ივანიშვილს ვაშინგტონში, და მაღალი დონის შეხვედრებს, ორმხრივი ურთიერთობა ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია იმ დონეზე, რაც მნიშვნელოვანია - ეს არის სახელმწიფო დეპარტამენტი, საელჩო, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ დომინირებს ვაშინგტონში გზავნილების თვალსაზრისით, რაც სამწუხაროა, მაგრამ ეს ძირითადად გავლენას ახდენს მემარჯვენე ანალიტიკოსთა ფლანგზე და ასევე, გარკვეულწილად კონგრესზე, სახელმწიფო დეპარტამენტი ბალანსს იცავს და ბოლოს, ვიტყოდი, რომ ყველაზე გასაოცარი მაჩვენებელი იმისა, თუ როგორ ხედავენ საქართველოს ვაშინგტონში, არის ის, თუ რამდენად მცირე ყურადღებას აქცევს ხალხი ვაშინგტონში იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი აქ, ციხეშია. ეჭვი მაქვს, როდესაც დაბრუნდა სააკაშვილი 2021 წელს, უნდა სცოდნოდა, რომ სავარაუდოდ, დააპატიმრებდნენ და მე მჯერა, რომ ის ფიქრობდა, რომ ეს იქნებოდა ისეთი რამ, რაც გააბრაზებდა აშშ-ს და მის მობილიზებას მოახდენდა ამ მთავრობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს არ მოხდა. რა თქმა უნდა, იმასაც ვიტყოდი რომ  ზოგჯერ, საკმაოდ და  მეტისმეტად ნეგატიური შეხედულებებია ამ მთავრობის  მიმართ, მაგრამ ვაშინგტონში, „მიშა“ (მიხეილ სააკაშვილი) მობეზრდათ. პრობლემა ისაა, რომ ვიდრე აქ ოპოზიცია ჯერ კიდევ ბრუნავს სააკაშვილის გარშემო, გარღვევა არ მოხდება არც აქ საქართველოში, ან იმ თვალსაზრისით, რომ სერიოზულად იყოს ეს აღქმული დასავლეთში, განსაკუთრებით შეერთებულ შტატებში. ET: რამდენად მოსალოდნელია, რომ კონკრეტული პირები გახდნენ სანქციების სამიზნეები საქართველოში? მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის რეალური. ეს უფრო  ჭორია, რომელიც წამოიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არ ვფიქრობ, რომ ეს სერიოზულად უნდა იყოს აღქმული. ბაიდენი, რომელიც გამოცდილი და გამჭრიახი ლიდერია, მისი ადმინისტრაცია პარტნიორ, სტრატეგიულ ქვეყანას სანქციებს არ დაუწესებს. ET: რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში გამოიკვეთა ტენდენცია დეოლიგარქიზაციის მიმართულებით, თანამედროვე მსოფლიოში რა ფენომენია ეს და რა ბერკეტები აქვთ მათ?  მაგალითად, ტრამპიც ოლიგარქია, მან გამოიმუშავა ქონება ან მემკვიდრეობით მიიღო ის, ზოგიც რაღაც შიდა ოპერაციებით, რომლის ნაწილი უძრავი ქონებაა და ნაწილი საეჭვო წარმომავლობის, მას აქვს ოლიგარქიული ცნობიერება, მის გარშემო მყოფი ადამიანების კავშირების გამო ოლიგარქებთან რუსეთში, უკრაინასა და სხვა ქვეყნებში. ეს არის კონცეფცია, რომელიც ამერიკელებისთვის უფრო ნაცნობი გახდა ბოლო წლებში. ეს ოლიგარქიზმი რა თქმა უნდა, შეუთავსებელია დემოკრატიულ განვითარებასთან.  

ნიკა ჩიტაძე: რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახეთი ნავთობის გადასაზიდად ალტერნატივას ეძებს და ასეთი ალტერნატივა საქართველოა

Europetime იწყებს ახალ რუბრიკას, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი. ამ საკითხებზე საუბარს ვიწყებთ პოლიტოლოგ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძესთან: რამდენად რეალურია „გაზპრომის“ მონოპოლიის დასრულება? რა სარგებელს მიიღებს საქართველო მსოფლიო ენერგორესურსებსა და ბაზრების დივერსიფიცირების დროს, იქიდან გამომდინარე, რომ საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო გადაზიდვებზე მოთხოვნა მზარდია. ET: ევროკავშირი სანქციების მე-6 პაკეტს განიხილავს, სადაც ერთ-ერთი საკვანძო საკითხია რუსეთის სრული ენერგოემბარგო. როგორ ფიქრობთ რამდენად ერთიანი იქნება ევროპა ამ გადაწყვეტილების მიღებისას? ქვანახშირის ემბარგო არაა საკმარისი იმისთვის, რომ რუსეთმა უკრაინაში შეწყვიტოს საომარი მოქმედებები. ევროკავშირმა სხვა ტიპის სანქციებიც დაუწესა რუსეთის ფედერაციას. კერძოდ, რუსეთის საერთაშორისო რეზერვების $643 მილიარდიდან, [რაც რუსეთმა დიდწილად დააგროვა ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტიდან], $300 მილიარდზე მეტი ევროკავშირმა გაყინა. ასევე ბევრმა უცხოურმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და კვლავაც გადის ამ ბაზრიდან. რუსეთის ფედერაციიდან სოლიდური კაპიტალი გაედინება. მაგრამ ახლაც, მის ძირითად შემოსავალს წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ექსპორტის შედეგად მიღებული მოგება. მსოფლიო ფასზეა დამოკიდებული, თუმცა რუსეთი ნავთობის ექსპორტიდან ყოველთვიურად იღებდა $800 მილიონიდან ერთ მილიარდამდე შემოსავალს. ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის დაახლოებით 30%-ის  ფორმირება ხდებოდა ნავთობის ექსპორტისა და გაზის გაყიდვის შედეგად. ET: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირის ქვეყნები ცდილობენ რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებას. როგორ ფიქრობთ, თავის დროზე რატომ გადაეწყო ევროკავშირი რუსულ ენერგორესურსებზე? მაშინ ვერ აცნობიერებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს? ნავთობის ფასების ზრდამ ჯერ კიდევ 21-ე საუკუნის პირველ დეკადაში ხელი შეუწყო ვლადიმერ პუტინის აღტკინებასა და რუსეთის ამბიციების ზრდას. როდესაც პუტინი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ერთი ბარელი ნავთობის ფასი $30-ს შეადგენდა და 2008 წელს საქართველში შემოჭრამდე ლონდონის ბირჟაზე „ბრენტის“ ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე შეადგინა $147.   რაც შეეხება ბუნებრივ აირს, რუსეთმა 2021 წელს განახორციელა თითქმის 170 მილიარდი კუბური მეტრის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე და მიიღო დაახლოებით 400 მილიარდი ევროს შემოსავალი. ამიტომაც, მთავარი დარტყმა რუსეთს ამ მიმართულებით უნდა მიაყენონ. ET: შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემებით, 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი რუსული გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40%. ამ ფონზე რამდენად რეალურია „გაზპრომისგან“ სწრაფად თავის დაღწევა? ევროკავშირს რამდენიმე წელი დასჭირდება რუსეთის ბუნებრივი აირისგან სრულად განთავისუფლებისთვის. დაახლოებით 3-დან 5-წლამდე, ამ შემთხვევაში სრულად გათავისუფლებაზე მაქვს საუბარი. შემცირება ახლაც მიმდინარეობს. იტალიამ მიაღწია შეთანხმებას ალჟირთან. ეს ქვეყანა ევროკავშირის მოთხოვნის 20% აკმაყოფილებდა ბუნებრივ აირზე. იტალია ზრდის იმპორტს ამ ქვეყნიდან. მანამდე, რუსეთიდან შემოტანილი ბუნებრივი აირის მოცულობა 20 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა. გერმანია დაახლოებით 54% პროცენტით იყო დამოკიდებული რუსულ ბუნებრივ აირზე. ახლა, გერმანია აწარმოებს მოლაპარაკებას ყატართან და არის შესაძლებლობა, რომ ამ ქვეყნიდან გაიზარდოს თხევადი გაზის იმპორტი ევროპულ ბაზარზე. ასევე განიხილება, ევროკავშირის ბაზარზე აშშ-დან განხორციელდეს ფიქლური გაზის ექსპორტი. საუბარია 15 მილიარდ კუბურ მეტრზე, რაც არაა საკმარისი, რადგან ევროკავშირი ყოველწლიურად მოიხმარს 500 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს. ფიქლური გაზის მოპოვება უფრო რთულია და ძვირია, რადგან სიღრმეში მდებარეობს და სიღრმისეული ბურღვა დამატებით ხარჯებს მოითხოვს. აშშ-სთან ერთად ასევე შესაძლებელია ირანთან მოლაპარაკება, „ბირთვულ შეთანხმებაში“ გამჭვირვალეობის ფონზე, ირანს შეუძლია, განახორციელოს ევროკავშირში გაზის ექსპორტი. ვფიქრობ, ირანი საერთაშორისო საზოგადოებისთვის უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს, ვიდრე რუსეთის ფედერაცია. ET: ევროკავშირი ენერგორესურსების მომწოდებლებს ეძებს. მოსალოდნელია ბუნებრივი აირისა და ნავთობის მიწოდების ბაზრების დივერსიფიცირება. ამ პროცესში რა როლი აქვს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყანას? რეალურად, რა სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ?  აქ უნდა აღინიშნოს საქართველოს როლი... აზერბაიჯანმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ 9 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდოს ევროპას. რა თქმა უნდა, ეს არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელია, აზერბაიჯანმა ეს ნედლეული გაატაროს საქართველოში მოქმედი ბაქო-თბილისი- ერზრუმის გაზსადენის მეშვეობით და შემდგომ, ეს რესურსი თურქეთიდან მიიღოს ევროპამ. საქართველომ კი, გაზის გატარებისთვის მიიღოს დამატებითი სატრანზიტო შემოსავალი. ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის გერმანია აცხადებს რომ წლის ბოლომდე უარს იტყვის რუსულ ნავთობზე. ეს განცხადება აჩენს ვარაუდის საფუძველს, რომ ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო ადვილია. რუსული ნავთობის ჩანაცვლება შედარებით ადვილია, იმიტომ, რომ ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება ძირითადად ხდება გაზსადენებით, რუსეთიდან ევროკავშირში. მაგრამ ნავთობს რაც შეეხება, ტანკერები როცა იტვირთება ომანის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში, არავინ იცის, წინასწარ რა მიმართულებით გადაადგილდება. ნავთობით მოვაჭრე, შემსყიდველის ბრძანებას ელოდება. ყოველ შემთხვევაში, რუსული ნავთობის ჩანაცვლება უფრო მარტივია. საპარსეთის ყურიდან შესაძლებელია ნავთობის მიღება. ერთი ბარელის მოპოვების თვითღირებულება $3 -ია. ყაზახეთი აპირებს, 2 მილიონი ტონა ნავთობი გაატაროს საქართველოს გავლით. დამატებით მიაწოდოს რესურსი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს. მანამდე, ისინი რუსეთის ფედერაციის გავლით აწვდიდნენ ევროპას ნავთობს. ვგულისხმობ „თენგიზი-ნოვოროსიისკის“ მილსადენს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი აღარაა სტაბილური, ყაზახები ნავთობის გადასაზიდად ეძებენ ალტერნატივას და ასეთი ალტერნატივა საქართველოა. შესაძლებელია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანზიტი და ასევე  ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება „საქართველოს რკინიგზით“ ბათუმის ნავსადგურში და შემდგომ მსოფლიო ბაზარზე გატანა. ET: ნავთობის რესურსი გასაგებია, მაგრამ ალჟირის, ეგვიპტისა და კონგოს გარდა [იტალიამ ამ მომწოდებლებთან გააფორმა ხელშეკრულება],კიდევ რა ალტერნატიული წყარობია რუსულ გაზზე ევროკავშირის დამოკიდებულების შესამცირებლად? რუსული გაზის ჩანაცვლება შესაძლებელია და ამას წლები დასჭირდება. ეს პროცესი დაჩქარება მაშინ, თუ დასავლეთი დათანხმდება, რომ ირანთან მიაღწიოს შეთანხმებას. ასევე შესაძლებელია შეთანხმება ჩინეთთან, სადაც სხვადასხვა მონაცემით, არსებობს ფიქლის გაზის მარაგები. სავარაუდო რეზერვია 300 ტრილიონი კუბური მეტრი. თუ ჩინეთი გახდა გაზის მთავარი მიმწოდებელი, ეს მნიშვნელოვანი იქნება. აქ მთავარია აშშ-სა და ჩინეთს შორის შეთანხმება. თუმცა ჩინეთი გაცილებით ნაკლები საფრთხეა, ვიდრე რუსეთი, რადგან არ უქმნის საფრთხეს არცერთი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. ET: საქართველოს თუ აქვს რესურსი რუსული გაზის ჩასანაცვლებლად? ბოლო სამი წელია „გაზპრომისგან“ საქართველომ უფრო მეტი გაზი იყიდა. დიახ, რუსული გაზი დღეს საქართველოს მოთხოვნის 15%-ს აკმაყოფილებს. საქართველოს შეუძლია, გაზარდოს ბუნებრივი აირის მიწოდება აზერბაიჯანიდან და თურქმენეთიდან და უარი თქვას რუბლში გაზის საფასურის გადახდაზე. ახალა არაა 2006 წელის მსგავსი ვითარება, როცა მხოლოდ რუსულ ბუნებრივ აირზე ვიყავით დამოკიდებული. ET: და ბოლოს მინდა გკითხოთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში ახლა? რა დოზითაა ამ ომში ენერგოინტერესები და გეოპოლიტიკა? აქ რამდენიმე ფაქტორი შეგვიძლია, გამოვყოთ. ენერგორესურსები არის ერთ-ერთი, მაგრამ არა მთავარი ფაქტორი. აქ უფრო დიდი ადგილი უჭირავს გეოპოლიტიკას. ჯერ კიდევ 1997 წელს ცნობილმა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბზეჟინსკიმ,  განაცხადა, რომ თუ რუსეთი მოახერებს უკრაინაზე კონტროლის დამყარებას, რუსეთი იქნება ანგარიშგასაწევი ევრაზიული ძალა. თუ რუსეთი ამას ვერ შეძლებს, ის იქნება რიგითი სახელმწიფო. მან ეს ახსნა იმით, რომ უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი გეო-სტრატეგიული მდებარეობა ევროპასა და რუსეთს შორის და მის ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი გაზსადენები და ნავთობსადენები, რაც აკავშირებს უკრაინისა და სხვა ქვეყნების ენერგოსისტემებს. უკრაინაზე კონტროლი ნიშნავს ძალაუფლების განმტკიცებას. ამ ომის მიზეზების კვლევისას მეორე ფაქტორია ის, რომ უკრაინას მართავს პუტინისთვის მიუღებელი პროდასავლური ხელისუფლება. რუსეთს სურდა კიევის აღება და უკრაინის პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა. უკრაინას დარჩებოდა ნომინალური დამოუკიდებლობა და ის იქნებოდა რუსეთზე დამოკიდებული, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. აქ კიდევ ერთი ფაქტორია, რუსეთში ისევ მიაჩნიათ, რომ უკრაინელები მათი მონათესავე ხალხია. მაგალითად, ცნობილი რუსი მწერალი ალექსანდრე სოლჟენიცინი წერდა, რომ რუსეთმა საბჭოთა კავშირის დაშლისას შესაძლოა, დათმოს სხვა რესპუბლიკები, მაგრამ არა ბელორუსი და უკრაინა. ეს ქვეყნები უნდა შევიდნენ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ET: 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის რიტორიკაში ჩანდა, რომ გარკვეულწილად ჰქონდა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის მოლოდინი... კრემლი მიიჩნევდა, რომ რადგან 2014 წელს დაიკავა ყირიმი, უკრაინაში მოსახლეობა მხარს დაუჭერდა. ამასთან რუსეთს სურდა, რომ ვიდრე ევროპა და ამერიკა განიმტკიცებდა თავის პოზიციებს უკრაინაში, თავად გაეკეთებინა ეს. და კიდევ, ერთ-ერთი საკვანძო საკითხია ამ ომში მარიუპოლი. რუსეთს სურს, დაიკავოს აზოვი და შავი ზღვა. რამდენჯერმე დაბომბა ოდესა, მაგრამ საბედნიეროდ ვერ დაამყარა კონტროლი. რუსებს სურთ, რომ მთლიანად გააკონტროლონ აზოვისა და შავი ზღვა და სრულად განიმტკიცონ პოზიციები ამ აკვატორიაში.  

გაიაფდება თუ არა საწვავი საქართველოში

საქართველოში საწვავის ფასები რეკორდულ ნიშნულზეა. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ნავთობსა და საწვავზე მსოფლიო ფასების ტენდენციას ადგილობრივი ბაზარი არ ემორჩილება. საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი Europetime-თან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე მაღალ ფასს ნავთობპროდუქტებზე არსებული „პლაცი“ (საერთაშორისო ფასი) განაპირობებს. „დღეს საერთაშორისო პლაცი მაღალია. მაგალითად, ერთი ტონა დიზელის საერთაშორისო ფასი $1200, რაც შეეხება ბენზინის საერთასორისო ფასს, ესაა $1132“.   მისი თქმით, 2022 წლის მარტი ნავთობპროდუქტებზე პიკური ფასებით ხასიათდებოდა. „თითქმის იდენტურია დღევანდელი ფასები. პრემიერმა პირველად გააკეთა განცხადება 10 აპრილს, როცა ნავთობის ფასი შემცირდა. ამის მიზეზი გახდა აშშ-ის განცხადება, რომ სტრატეგიულ მარაგებს ხსნიან და მსოფლიო ბაზარს ყოველდღიუდად 6 თვე დამატებით 1 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს მიაწვდიან. ამ განცხადებამ ფასები შემცირა. თუმცა შემდგეგ ზრდა ისევ დაიყო“, - აღნიშნავს მთვრალაშვილი. რაც შეეხება იაფად შემოტანილ საწვავს, ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ფასდაკლებული საწვავი რუსეთიდან შემოვიდეს. „არავითარი სამართლებრივი პრობლემა აქ არ არსებობს. საწვავი რუსეთში მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის გამო გაიაფდა“. ტერმინ „იაფ საწვავს“ განმარტება სჭირდება, მიიჩნევს ეკონომისტი პაატა ბაირახტარი და Europetime-თან აცხადებს, რომ „დღეს იაფია თურქმენული საწვავი, რომელიც საქართველოში ბრენდულ კომპანიებს შემოაქვთ და შემდეგ საბითუმო ბაზარზე მცირე მოთამაშეებზე ყიდიან. არის მაგალითები, როცა იმპორტიორთან პირად გარიგებაში შედის ქვეყანა და პროდუქტს დაბალ ფასად ყიდულობს. თუ ადგილი აქვს რომელიმე იმპორტიორ ქვეყანასთან ასეთ შეთანხმებას, მაშინ ეს ღიად უნდა ითქვას“.  „ბარელი ნავთობი $140 ღირდა, ახლა ფასი $100-ია. 1 აშშ დოლარის ღირებულება იყო 3,50 ლარი, ახლა 3,05 ლარია. ჩვენთან ორი თვეა, საწვავზე ფასი არ იცვლება. ფაქტია, რომ პროცესი ხელოვნურია. თუმცა სასაცილოა, როცა პრემიერი საწვავის ფასებზე არსებული ვითარების შეისწავლას ავალებს იმ უწყებას, რომელმაც დადო დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს პაატა ბაირახტარი.  მისი თქმით, დღეს შედარებით იაფია რუსული საწვავი, რომელიც მსოფლიოსთვის უკარაინაშო ომის ფონზე „ტოქსიკური“ აღმოჩნდა. „დღეს რუსეთისგან საწვავის ყიდვას ყველა ერიდება. უკვე გაიშიფრა სქემები, რომ რუსული გემები თიშავენ ნავიგაციას, და არ უთიეთებენ, რომელ პორტში შედიან. არ ხდება გასაჯაროება შემდგომი სანქციების შიშით. რა იგულისხმა პრემიერმა „იაფიან საწვავში“ ჩემთვის გაუგებარია. გარიგება ხდება რამდენიმე ბირჟაზე და მერე აწვდიან ნავთობპროდუქტებს სხვადასხვა ქვეყანას“.   საქართველოს ნავთობპროდუქტების ბაზარს ბრენდირებული ნავთობგასამართი სადგირების მფლობელ 5 მსხვილ მოთამაშესთან (ვისოლი, გალფი, ლუკოილი, რომპეტროლი, სოკარი) ერთად, წვრილი კომპანიებოც ინაწილებენ. აზერბაიჯანიდან საწვავის იმპორტის ექსკლუზიური უფლება 2006 წელს რეგისტრირებულ შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ აქვს. რა ხდება ნავთობის მსოფლიო ბაზარზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ნავთობის პიკურ ფასებზე აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებამ მოახდინა გავლენა. ჯო ბაიდენმა ნავთობის მარაგების გახსნისა და მსოფლიო ბაზრისთვის 6 თვე დღეში ერთი მილიონი ბარელის მიწოდების შესახებ, 31 მარტს განაცხადა, მას შემდეგ, რაც ნავთობის ფასი $140-იან ნიშნულზე დაფიქსირდა. ამის შემდეგ Brent-ისა WTI-ის ტიპის „შავ ოქროზე“ ფასი 6,7% და 7%-ით შემცირდა. საწვავი კი მსოფლიო ბაზარზე 5,4 %-ით გაიაფდა. ფასის კლების დინამიკა შენარჩუნდა რუსულ ნათობსა და საწვავზე. ევროკავშიროს სანქციების ფონზე 2022 წლის მარტის მეორე ნახევარში რუსულ ნავთობზე ფასი 20%-ით დაეცა და ბარელზე $89 შეადგინა [8 მარტს URAL-ის ფასი $110 ნიშნულზე იყო], როცა Brent-ის მარკის ნავთობი $112 ღირდა. აპრილში რუსული ნავთობის ფასი კიდევ უფრო დაეცა და ბარელზე $75 შეადგინა. ამასთან ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ნავთობის მოპოვებას ამცირებს. Reuters-ის ცნობით, შესაძლოა, მოპოვება 17%-ით 443,8 მილიონ ტონამდე დაეცეს და დღე-ღამეში კლებამ 8,68 -9,5 მილიონი ბარელი შეადგინოს. ეს 2003 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იქნება, როცა რუსული ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი 421 მილიონ ტონას აღწევდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ევროკავშირი რუსლი ნავთობის ემბარგოს გეგმავს. სავარაუდოდ, ამის შესახებ სანქციების მე-6 პაკეტიდან გავიგებთ. მანამდე, აშშ-მა ბრიტანეთმა რუსული ნავთობის შესყიდვა აკრძალეს. რუსულ ნავთობზე სანქციები ჯერ არ ვრცელდება, თუმცა გასულ კვირას ამსტერდამის პორტის მუშებმა რუსული დიზელით დატვირთული ტანკერი არ გადმოტვირთეს. მანამდე რუსული ტანკერის დაცლაზე, უარი თქვეს შვედეთის პორტის მუშებმა. რა ხდება ნავთობპროდუქტების ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდის მონაცემებით, 2022 წლის 2 მაისს ბრენდირებულ ქსელებში პრემიუმის ტიპის საწავავზე ფასი 4,10-4,19 ლარამდეა, რეგულარის 3,76 – 3,79 ლარამდე, ხოლო დიზელის ფასი 4,35-დან 4,45 ლარამდე მერყეობს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 24 თებერვლიდან საქართველოში პრემიუმ-კლასის საწვავი 64 თეთრით გაძვირდა, რეგულარი კი 60 თეთრით, დიზელის საწვავზე კი ფასი 85 თეთრით გაიზარდა. რომელი ქვეყნებიდან შემოდის საქართველოში საწვავი 2022 წლის იანვარ-მარტში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი: რუმინეთი - 69,4 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 27%. რუსეთი - 53,7 ათასი ტონა - 20,9%;  ბულგარეთი - 53,5 ათასი ტონა - 20,8%; აზერბაიჯანი - 40,4 ათასი ტონა - 15,7%; თურქმენეთი - 30,6 ათასი ტონა - 11,9%; თურქეთი - 5,5 ათასი ტონა - 2,1%; საბერძნეთი - 3 ათასი ტონა - 1,2%; ყაზახეთი - 0,6 ათასი ტონა - 0,2%, სეიშელი - 0,5 ათასი ტონა - 0,2%. როგორ ფორმირდება ფასი რაც შეეხება საწვავის ფასის ფორმირებას საქართველოში, აქ მნიშვნელოვანია გადამუშავებული საწვავის საერთაშორისო ფასები (Platts). ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით. სახელმწიფო აქციზის გადასახა­დი (2017 წლის 1-ელ იანვრამდე აქციზი ტონაზე 250 ლარი იყო, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან კი 500 ლარამდე გაიზარდა. ერთ ლიტ­­რზე აქციზის ფასი დღეს შეადგენს 38 თეთრს, მაშინ როდესაც 2017 წლამდე ის 19 თეთრი იყო.) დამატებული ღირებულების გადასა­ხადი (დღგ) – საქართველოში დღგ 18%-ს შეადგენს. რა ღირს საწვავი რეგიონსა და მეზობელ ქვეყნებში GlobalPetrolPrices.com-ის მონაცემებით, 2022 წლის 25 აპრილს რეგიონსა და საქართველოში 1 ლიტრს საწვავზე შემდეგი ფასები დაფიქსირდა: საქართველო - $1,317 – 4 ლარი სომხეთი - $ 1,134 – 3,65 ლარი რუსეთი - $0,691 – 2,10 ლარი აზერბაიჯანი - $0,588 – 1,79 ლარი უკრაინა - $1,132 – 3,45 ლარი თურქეთი - $1,293 – 3,94 ლარი თურქმენეთი - $0,428 – 1,30 ლარი ცნობისთვის, 2 მაისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცახდა, რომ ბევრმა იმპორტიორმა საქართველოში შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა დაიწყო, თუმცა ეს ფასებზე ჯერ არ ასახულა. „ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, დეტალურად შეისწავლოს საკითხი და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მთავრობას ექნება საშუალება, რომ მოახდინონ შესაბამისი რეაგირება. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციაც, ხომ არ არის რაიმე მოლაპარაკება ფასთან დაკავშირებით. საჭიროა, დაიდოს მონიტორინგის ანგარიში და ამის შემდეგ გავაკეთებთ დასკვნებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.  თავის მხრივ, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ვარაუდობს, რომ უახლოეს მომავალში საწვავის ფასებმა უნდა დაიკლოს და ამის საფუძველია იმპორტიორების მიერ ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით გაფორმებული ახალი კონტრაქტები.   „ჩვენ გვქონდა საუბარი, რომ მიმდინარე კონტრაქტები იყო გაცილებით დაბალ ფასებში, ვიდრე ეს იყო მაგალითად, იანვრის თვის კონტრაქტები. მაშინ საერთაშორისო ბაზარზე ფასები მაქსიმუმზე იყო ასული. ბოლოს გაფორმებულმა კონტრაქტებმა კი ასახვა უნდა ჰპოვოს ადგილობრივ ბაზარზეც, ვინაიდან ძველი შეძენილი ნავთობპროდუქტები ახალი კონტრაქტებით ჩანაცვლდება. კონკურენციის სააგენტოსაც მიღებული აქვს დავალება და 15 მაისისთვის შესაბამისი დასკვნაც იქნება მზად. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება, ვისაუბროთ, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას სამომავლოდ", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.  Europetime შეეცადა, ქვეყანაში იაფი საწვავის შემოტანაზე ნავთობიმპორტირებისაგან მიეღო, თუმცა კომპანიებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

გიორგი ბადრიძე: „ნაბუქოს“ ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომლებმაც პროექტს პრაქტიკულად სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

Europetime-მა დაიწყო ახალ რუბრიკა, რომელიც რეგიონში შექმნილ ახალ გეოპოლიტიკურ მოცემულობას და საქართველოს სატრანზიტო როლს ეხება. რუბრიკაში შემოგთავაზებთ საინტერესო სტატიებს, უცხოელი და ქართველი ექსპერტების მოსაზრებებს და ბლოგებს, შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად ვართ  მზად ახალ რეგიონულ გადალაგებებში ჩვენი ადგილის დასაკავებლად და პოზიციების გასამყარებლად. გვაქვს თუ არა ამბიცია და შესაძლებლობაც, ქვეყანა გახდეს აზია-ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბი.  რატომ არ დაიწყო „ნაბუქოს“ მილსადენის მშენებლობა? რა გახდა მიზეზი და ვინ გამოუტანა ამ პროექტს ,,სასიკვდილო განაჩენი,, ვინ იზარალა და ვინ მოიგო? რას მოუტანს საქართველოს „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება და რა შესაძლებლობები არსებობს ამისთვის? უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის გაზის ბაზარზე შექმნილ ვითარებასა და „ნაბუქოს“ გაზსადენის პროექტის რეანიმირების შესაძლებლობას, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტი გიორგი ბადრიძე Europetime-თან განიხილავს. „ნაბუქოს“ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ უყურებს დასავლეთი, კერძოდ გერმანიის, ავსტრიისა და სხვა ქვეყნების ხელმძღვანელობა მიმდინარე ომს უკრაინაში. თუ მათ აქვთ იმედი, რომ როგორმე ესკალაციის კერას ჩააქრობენ და რუსეთთან აღადგენენ ნორმალურ ურთიერთობას გაზის შესყიდვის საკითხში, მაშინ რა თქმა უნდა „ნაბუქოს“ არანაირი შანსი არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ დასავლეთი საკმაოდ ღრმადაა ილუზიებში ჩაფლული ან რუსეთს კორუფციით უფრო ღრმად აქვს შეღწეული დასავლეთის პოლიტიკურ და ბიზნესწრეებში“, - ამბობს ბადრიძე. ნაბუქო (Nabucco) — გაზსადენის მაგისტრალის პროექტი, რომელსაც ცენტრალური აზია  რუსეთის გვერდის ავლით ევროპის ქვეყნებთან უნდა დაეკავშირებინა. გაზსადენის სიგრძე უნდა ყოფილიყო 3,3 ათასი კმ, საპროექტო სიმძლავრე — 26-32 მლრდ კუბომეტრი ბუნებრივი აირი წელიწადში. მშენებლობის დასრულება იგეგმებოდა 2013 წლისთვის. პროექტის ღირებულება €7,9 მილიარდად შეფასდა. გაზსადენის მშენებლობის კონსორციუმში მონაწილეობენ კომპანიები: OMV Gas GmbH (ავსტრია), Botas (თურქეთი), Bulgargaz (ბულგარეთი), S.N.T.G.N. Transgaz S.A. (რუმინეთი), MOL Natural Gas Transmission Company Ltd. (უნგრეთი). „ნაბუქოს“ პროექტი ითვალისწინებდა კასპიური გაზის ევროპაში გატანას აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენის გაგრძელება უნდა გამხდარიყო და ყოველწლიურად 20-30 მილიარდი კუბურიმეტრის გაზის გაატრებას უზრუნველყოფდა. გიორგი ბადრიძე Europetime-თან ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლა ყველაზე დრამატული აღმოჩნდა ევროპის ქვეყნებისთვის, რომელთაც თავის დროზე პროექტს პრაქტიკულად „სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს“. „ნაბუქოს“ პროექტის ჩაშლის მიზეზი იყო ეკონომიკურთან ერთად პოლიტიკური კონტექსტიც, რომელიც ასეთ დიდ პროექტებს ხშირად თან ახლავს. ევროკავშირის ქვეყნები, რა ვითარებაშიც არიან დღეს, მათმა ყოყმანმა, ზოგჯერ საეჭვო გარიგებებმა რუსეთთან სხვადასხვა ინტერესის ზემოქმედებამ განაპირობა. შედეგად, მათ განაჩენი გამოუტანეს და პრაქტიკულად მოკლეს „ნაბუქო“, რომლის განხორციელების შემთხვევაში ევროპა „გაზპრომის“ პირისპირ კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ევროკავშირს, ექნებოდა მხარდაჭერა და დივერსიფიცირებული ენერგეტიკული უსაფრთხოება. „ნაბუქო“ ევროპისთვის უფრო დიდი დანაკარგია ვიდრე საქართველოსთვის. ჩვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა ტრანზიტით გაზის უფრო დიდი ნაკადების გატარება, ევროპას კი ეს პროექტი რუსულ გაზზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდიდა “, - აცხადებს ბადრიძე. შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო). საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტის შეფასებით, ეს მონაცემები უკვე საკმარისია, რომ რუსეთმა შეძლოს მანიპულირება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ „გაზპრომმა“ ბულგარეთსა და „პოლონეთს“ გაზის მიწოდება შეუჩერა. „დღეს ევროკავშირი დამოკიდებულია ერთ მომწოდებელზე სრულად, რომელიც დადასტურებული გეოპოლიტიკით მოქმედებს და ღიად აქვს გაცხადებული, რომ გამოიყენებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკური ნიშნებით. ამ  დამოკიდებულებაში თავის ჩაყენების გამო პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პოლიტიკოსებსა და ხელისუფლებებს ვინც ამ არჩევანით ევროკავშირი ამ ვითარებამდე მიიყვანა. სამწუხაროდ, მათ არჩევანი გააკეთეს პირველ რიგში არა ენერგორესურსების დივერსიფიკაციაზე, არამედ რუსეთთან უფრო მჭიდრო ურთიერთკავშირზე. ამისთვის დასავლური ქვეყნების საზოგადოებამ პოლიტიკურ და ბიზნესლიდერებს პასუხი უნდა მოსთხოვოს“.  „ნაბუქოს“ ახალ სიცოცხლეზე ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გაჟღერებულა. თუმცა ცნობილია, რომ აზერბაიჯანი ზრდის მოწოდებას ტრანსადრიატიკული მილსადენით, მაგრამ წარმადობა ბევრად უფრო დაბალია. „აზერბაიჯანს გაზის უზარმაზარი მარაგი აქვს. ჩვენი საბადოების მარაგი კასპიის ზღვაში შეადგენს 2.6 ტრილიონს. ეს საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, თურქეთსა და ევროპას დიდი ხნით მივაწოდოთ გაზი, " - აღნიშნა აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰაბაზოვმა 2022 წლის მარტში დიპლომატიურ ფორუმზე ანტალიაში და იქვე განმარტა, რომ ევროპისთვის გაზის მიწოდების ზრდა ვერ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ეს თურქეთის შემთხვევაში, ამისათვის მხარეებმა უნდა მოილაპარაკონ. „ყველაზე დიდი ალტერნატივა არის მილსადენის გაზის მიწოდება აზერბაიჯანიდან, რასაც თეორიულად შესაძლოა დაემატოს თურქმენეთი. ინსფრასტრუქტურულად ეს არაა ძალიან რთული, რადგან თურქმენეთი ყოველთვის ამბობდა, რომ მოიყვანეთ ჩემამდე მილი და მე ნედლეულს მოგყიდით. ვფიქრობ, თურქმენეთის საკითხი ძალიან აქტიურად უნდა იდგეს დღის წესრიგში, მაგრამ არ მსმენია რომ ამ მიმართულებით რაიმე ნაბიჯები გადადგმულიყოს“, - აცხადებს ბადრიძე. ჯერ-ჯერობით, ევროკავშირის ქვეყნები რუსული გაზის ალტერნატივას სხვა მიმართულებით ეძებენ. გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ „ნაბუქოს“ პროექტის გაცოცხლება დიდწილად გერმანიასა და ავსტრიაზე იქნება დამოკიდებული.  „ამ პროექტის წამოწევა დამოკიდებულია გერმანიაზე და მეტ წილად ავსტრიაზე, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე რუსული გაზის მთავარი იმპორტიორები არიან და მეორე მხრივ იმ ქვეყნებზე, რომელთაც აქვთ ინფრასტრუქტურული კავშირი „ნაბუკოს“ პროექტთან. აქ პირველია ავსტრია, რადგან იქაა გაზის გამანაწილებელი მთავარი კვანძი, რომელსაც უნდა დაჰკავშირებოდა „ნაბუქოს“ მილსადენების სისტემა“. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირის ქვეყნები რუსული ნავთობისა და გაზის ექსპორტის აკრძალვას განიხილავდნენ, თუმცა, ევროპის დიდმა დამოკიდებულებამ რუსულ წიაღისეულ საწვავზე გადაწყვეტილების მიღება რთული გახადა ბლოკის წევრების უმეტესობისთვის. ყველაზე მტკივნეულად რუსული გაზის ემბარგოს საკითხს ავსტრია და გერმანია განიხილავს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ეს ორი ყველაზე მეტადაა დამოკიდებული რუსულ ენერგორესურსებზე.  „ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ გაზის ემბარგოს გარდა, ყველა სანქციას ემხრობა“, - განაცახდა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა მაგნუს ბრუნერმა. მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ სხვა „არჩევანი არ აქვთ“. „როცა სანქციები ჩვენ უფრო დაგვარტყამს, ვიდრე იმ ქვეყანას, რომლის წინააღმდეგაც სანქციები წესდება, ვფიქრობ, რომ ეს შედეგს ვერ მოიტანს“, მისი თქმით, ავსტრიის წარმოება იმდენადაა დამოკიდებული, რუსულ გაზზე, რომ მათ „არჩევანი არ აქვთ“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე უარის თქმა ყველაზე მეტად  გერმანიას უჭირს. ცნობილია, რომ გერმანია რუსული გაზის ემბარგოს ჯერ არ ემხრობა, თუმცა თანახმაა ნავთობის იმპორტის შეზღუდვაზე. „ჩვენ რუსული ნავთობის მოხმარებას ზაფხულამდე გავანახევრებთ, შემდეგ ნულამდე დავიყვანთ. ანალოგიური მოხდება გაზთან მიმართებით მთელ ევროპაში. რადგან რუსული ენერგორესურსების გავლენიდან სრული გამოსვლა ევროკავშირის საერთო ძალისხმევით მოხდება“, - განაცხადა გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა აპრილში რიგაში ვიზიტისას. მანამდე კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ გერმანია რუსული ნავთობის იმპორტს 2022 წლის ბოლომდე შეაჩერებს, რუსული გაზის შესყიდვაზე უარს კი 2024 წელს იტყვის. რუსული ნავთობის წილი გერმანიის იმპორტში 25%-ია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე ეს მაჩვენებელი 35% იყო. რუსული გაზის იმპორტი კი 55%-დან 40%-მდე შემცირდა. რუსული ქვანახშირის იმპორტი კი 50%-დან 25%-მდე.

კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა - ექსპერტი, უკრაინის რადას ყოფილი მრჩეველი

NATO-მ 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოება აღიარა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინი. მანამდე არსებულ: სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსურს, მეხუთე პუნქტად დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ჰიბრიდულ ომებში მნიშვნელოვანი როლი ეკისრება ამ მიმართულებას. მით უფრო მაშინ, როცა კიბერომი შეიძლება, უშუალოდ  სამხედრო შეტაკებების გარეშეც, მშვიდობიანობის დროსაც მიმდინარეობდეს. რა არის კიბერუსაფრთხოება, როგორ შეძლო უკრაინამ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა დაეცვა რუსული კიბერშეტევებისგან, რა ვითარებაა ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში, რა საფრთხეების არიდება შეუძლია საქართველოს კიბერუსაფრთხოების გაძლიერებით, რა გამოწვევას და რისკებს უქმნის  ქვეყანას რუსული კომპანიების არსებობა, როგორიცაა, „იანდექსი“, „ვითიბი ბანკი“ და სხვა. ამ და სხვა საკითხებზე Europetime-მა ინტერვიუ ჩაწერა კიბერუსაფრთხოების ექსპერტთან და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილ მრჩეველ ლადო სვანაძესთან. ET: რუსეთის სამხედრო უძლეველობის მითთან ერთად, დაიმსხვრა თუ არა, კიბერსივრცეში რუსეთის უძლეველობის მითი? მსოფლიო ყურადღება ახლა უკრაინისკენაა მიპყრობილი, რადგან ევროპის უსაფრთხოება სწორედ უკრაინაზე გადის. ეს არის ჰიბრიდული ომი.  გარდა, სახმელეთო, საჰაერო საზღვაო შეტევებისა, აქტიური კიბეროპერაციები მიმდინარეობს. რუსეთის მხრიდან ომამდეც იყო კიბერშეტევები. რაც შეეხება ომის პერიოდს, პირველი კიბერშეტევა 23 თებერვალს განხორციელდა. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს და საბანკო საფინანსო სექტორის საიტები გატყდა. მას შემდეგ, სამთავრობო სექტორზე კიბერშეტევა გრძელდებოდა. თუმცა აქ აღმოჩნდა ის, რომ გარდა სამხედრო ძლიერების მითის დამსხვრევისა, ამ ომში რუსეთის კიდევ ერთი მითი დაიმსხვრა, რომ თითქოს, კიბერსივრცეშიც ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო. Anonymous-ის  გამოჩენის შემდეგ, ეს მითი აღარ არსებობს. რუსეთ-უკრაინის ომში Anonymous-ი პირველივე დღეებში ჩაერთო და რუსეთის წინააღმდეგ საპირისპირო კიბერშეტევები განახორციელა, როგორც სამთავრობო, სამხედრო, ასევე, საბანკო სექტორზე, სხვა მსხვილ კომპანიებზე, გაზის და  ნავთობმოპოვების სექტორზე. ეს შეტევები რუსეთისთვის სერიოზული ზიანის მომტანი იყო. დავიწყოთ იქიდან, თუ როგორ შეიქმნა ეს მითი. რუსეთმა პირველი კიბერშეტევა 2007 წელს, ესტონეთზე განახორციელა, როდესაც ესტონეთმა 9 მაისის თემა გააპროტესტა და საბჭოთა ჯარების ძეგლის აღებაზე დაიწყო საუბარი. ესტონეთის ეს პოზიცია ამავე ქვეყნის რუსულენოვანმა მოსახლეობამ გააპროტესტა. სწორედ მაშინ მოხდა რუსეთის მიერ ესტონეთზე მასშტაბური კიბერშეტევა. მეორე მასშტაბური კიბერშეტევა, 2008 წელს საქართველოზე განახორციელდა, რომელიც  უკვე კიბერომი იყო და არამხოლოდ მასშტაბური შეტევა. კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი საქართველოზე თავდასხმას გეგმავდა ისაა, რომ კიბერთავდასხმები 2008 წლის იანვრიდან დაიწყო. ომამდე პერმანენტული კიბერშეტევები ჰქონდა და საქართველოს სუსტ ადგილებს ეძებდა. საქართველოში მაშინ კიბერუსაფრთხოება საერთოდ არ არსებობდა. უნდა ითქვას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სამხედრო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევებიც ხორციელდებოდა. ქვეყნის მასშტაბით საიტების 80 პროცენტი დააზიანეს. აგვისტოს ომის შემდეგ, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ამერიკა და ესტონეთი კიბერუსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ძალიან დაგვეხმარნენ. კიბერინფრასტრუქტურის აღდგენა სწორედ მათი დახმარებით დაიწყო.  2008 წელს, კიდევ ერთი მასშტაბური კიბერშეტევა, ლიეტუვაზე განხორციელდა. მერე - ლატვიასა და „რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისზე. თუმცა საქართველოზე თავდასხმის მასშტაბებს, ნამდვილად ვერ შევადარებთ. ჰიბრიდული ომის თვალსაზრისით, რუსეთმა პირველი კიბერომი საქართველოზე განახორციელა. საქართველოს შემთხვევა პირველი პრეცედენტი იყო. აქედან დაიწყო ჰიბრიდული ომის პირველი ჩანასახი. ამას მოჰყვა 2014-2015 წლებში უკრინაზე თავდასხმები. აქტიური კიბერშეტევები ხორციელდებოდა უკრაინაზე, რომელიც ბევრად დიდი მასშტაბის, ჰიბრიდული ომი იყო, კიბერთავდასხმების და ომის მასშტაბებს თუ გავითვალისიწნებთ.  შემდეგ უკვე 2016-2017 წლებში, „პეტიას“ და „ვანა ქრაის“ სახელით, რუსეთის მიერ ძალიან ცნობილი კიბერშეტევები მოხდა. ზუსტად ამ ცნობილი „პეტიას“ კიბერშეტევის დროს, საქართველოში ფოთის პორტის კომუნიკაციები გაითიშა. ორი დღე მთელი პორტი ფაქტობრივად გათიშული იყო. წარმოიდგინეთ, შემოსული გემების აღრიცხვა ხელით უწევდათ. ამ ორი დღის გამო ფოთის პორტმაც და კომპანიებმაც სერიოზული ფინანსური ზარალი ნახეს.  ყირიმის ანექსიამდე რუსეთმა უკრაინაში კიბერშეტევებით დააზიანა სატრანსპორტო კომპანიები, მეტრო და სხვა ინფრასტრუქტურა. 2015 წელს, 23-25 დეკემბერს დამაგვირგვინებელი კიბერშეტევა მოხდა, ცნობილი „ბლექ ენერჯის“ სახელით. უკრაინის ელექტროსისიტემა 2-3 დღით გაითიშა. წარმოიდგინეთ, დეკემბერში რა სიცივეა უკრაინაში და რა მასშტაბის დამაზარალებელი ეფექტი ექნებოდა. დაახლოებით 300 ათასამდე ოჯახი ელექტროენერგიის და გათბობის გარეშე დარჩა. 2020 წლის სექტემბერში ისევ საქართველოზე მოხდა შეტევა, ლუგარის ლაბორატორიაზე. ასევე, 2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის სურათი გამოჩნდა წარწერით - „მე მალე დავბრუნდები“ . მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექნიკურად ყველაზე მარტივი შეტევა იყო, მისი მიზანი გახლდათ არა რამის ტექნიკურად  გაფუჭება, არამედ, საზოგადოებაზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების მოხდენა, ხალხში პანიკის დათესვა. 2020 წელს, ეს თავდასხმები აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა გამოიძიეს. მაიკ პომპეომ პიდაპირ დაადანაშაულა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კონკრეტული სამხედრო ნაწილი. გამოძიების ეს დასკვნა სხვა ქვეყნებმაც აღიარეს და რუსეთის აღნიშნული თავდასხმები დაგმეს.   2008-2014 წლებში, საქართველოზე, ბალტიისპირეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე განხორციელებულ პერმანენტულ კიბერ შეტევებზე, ავტორიტეტულმა ამერიკულმა საერთაშორისო ორგანიზაცია „ფაირაიმ“  გამოძიების შედეგად დაასკვნა, რომ კიბერშტევები 09:00-დან 18:00 საათამდე ხორციელდებოდა. ჰაკერი ასე არ იქცევა. სერიოზული ვირუსის მოსამზადებლად, ჰაკერი 24 საათი მუშაობს, კვირები, თვეები, ან  წლები. როცა დაასრულებს მუშაობას, შესაძლოა, ღამის 03:00 საათზეც კი დააჭიროს ღილაკს ხელი და ვირუსი გაუშვას. კონკრეტული სამუშაო დრო მათ არ აქვთ. ამ გამოძიების შედეგად გამოვლინდა ის, რომ ეს შეტევები ორგანიზებული იყო და მათ გარკვეული დაწესებულებიდან ხდებოდა. გამოძიებიდან „ფაირაიმ“ 4 თვეში კიდევ ერთი ანგარიში დადო, საიდანაც ირკვევა, რომ ამ კიბერშეტევების უკან სპეციალური ორგანიზაცია იდგა, რომელიც პეტერბურგშია ბაზირებული. ოთხსართულიანი შენობა აქვთ და ჰაკერებისთვის სამსახურივით არის. ამ ყველაფრის ორგანიზებას რუსეთის ხელისუფლება ახდენს. მათი შენობის სურათიც კი დევს ინტერნეტში. რუსეთის დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ძალიან უხეშად მუშაობენ. მათი გამოააშკარავება ადვილია. რუსეთის მიერ მართული ჰაკერების მიზანია, დააზიანონ, მწყობრიდან გამოიყვანონ ან ინფორმაცია მოიპარონ. საქართველოდან ინფორმაციის მოპარვასთან დაკავშირებით, ერთ ქეისს მოგიყვებით. georbordის სახელით არის ცნობილი. 2011-2012 წლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  თანამშრომელმა შემთხვევით ფიშინგ წერილი გახსნა, რომელსაც  Pdf ფაილი ჰქონდა მიბმული და ისიც გახსნა, საიდანაც ვირუსი გავრცელდა. საგარეო საქმეთა სმაინისტროს ფაილებში, სადაც კი ნახსნები იყო შემდეგი საკვანძო სიტყვები: საქართველო-NATO-ს ხელშკრულება, საქართველო-აშშ, პრეზიდენტი, სხვა მათთვის საინტერესო სიტყვები, ყველა ფაილი ჰაკერის სერვერზე იტვირთებოდა. ერთჯერადად კი არა, არამედ, პერმანენტულად და ინფორმაცია მუდმივად ჟონავდა, ვიდრე არ აღმოაჩინეს. ამ სახის კიბერშეტევაც არსებობს. სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით, ქართველმა სპეციალისტებმა რუსი ჰაკერი შემდეგი გზით აღმოაჩინეს. ერთ-ერთ PDF ფაილს ვირუსი მიაბეს. ფაილს კი იმ თემატიკის საკვანძო სიტყვები დაარქვეს, რა თემატიკის ფაილებსაც  ჰაკერი იპარავდა. დავირუსებული ფაილი როგორც კი საგარეო საქმეთა სამინისტროს სერვერზე აიტვირთა, ჰაკერმა თავის სერვერზე წაიღო და გახსნა. მაშინვე მიხვდა, რომ ვირუსი იყო, მაგრამ მისი გადაღება და ინდენტიფიცირება მოასწრეს, რის შედეგადაც შესაბამის საერთაშორისო ბაზებში ჰაკერის ვინაობის და IP მისამართების დადგენა მოხერხდა. რუსი ჰაკერი აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში იყო ბაზირებული. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით, აღმოჩნდა, რომ უკრაინა საკმაოდ კარგადაა მომზადებული. რა გააკეთეს მათ ამისთვის? კიბერუსაფრთხოების მიმართულებით უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არის. პრაქტიკული თვალსაზრისით არიან წინ. შესაძლოა, საქართველო პოლიტიკით და სტრატეგიებით იყოს წინ, მაგრამ უკრაინაში პრაქტიკულად აკეთებენ უკვე ამას. 2014-2015 წლების კიბერშეტევები რომ ვახსენე, მაშინ კიბერუსაფრთხოების გასაძლიერებლად უკრაინელი ენთუზიასტები ჩაერთვნენ. ამაში არავითარ გასამრჯელოს არ იღებდნენ. ყველაფერს სახელმწიფოსგან ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე აკეთებდნენ, როგორც დაცვას, ასევე, კიბერთავდასხმებსაც მოწინაღმდეგე მხარეზე. ამას არ ახმაურებდნენ, მაგრამ შეტევებიც ხდებოდა. უკრაინელემა ჰაკერებმა საკმაოდ კარგი ბაზები შექმნეს, იმდენად სერიოზული, რომ უკრაინის უშიშროების სამსახური აღნიშნული ბაზებით დღემდე სარგებლობს. 2018 წელს, როდესაც კიბერუსაფრთხოების საკითხებში, რადას მრჩეველი ვიყავი, კიბერუსაფრთხოების სტრატეგიულ პოლიტიკებზე ვმუშაობდით. აქაც იყვნენ ჩამოსულები. ძალიან მოწადინებულები იყვნენ. უკრაინაში კიბერმიმართულებით ყოველწლიურად 4000 სტუდენტზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავთ, სულ მარტივი მიზეზის გამო - უკრაინის 64 უნივერსიტეტში ისწავლება, როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის განხრით. საქართველოში ბაკალავრიატიც კი არ არსებობს არცერთ უმაღლეს სასწავლებელში. მაგისტრატურაზე საუბარიც კი აღარ არის. დოქტორანტებიც ხელზე ჩამოსათვლელია ამ მიმართულებით. რაც შეეხება სტრატეგიას, გასულ წელს, უკრაინამ მიიღო კიბერუსაფრთხოების სტრატეგია, თუმცა მისი იმპლემენტირებაც ვერ მოასწრო, მაგრამ ამ ომში მათ იმხელა გამოცდილება მიიღეს, ეს სტრატეგია გადასაგდებია. მას უკვე თავისუფლად შეუძლია, იქით ასწავლოს სხვა ქვეყნებს და ჩავიდეს თუნდაც NATO-ს ცენტრში და გამოცდილება გაუზიაროს. ამ მიმართულებთ უკრაინა ძალიან გაიზარდა, ომმა სერიოზული გამოცდილება მისცა. იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც უკრაინაში გადარჩა და დაბომბვებისგან არ განადგურდა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს კიბერინციდენტები ნაკლებად ხდება. შეტევები არის, ინციდენტები ხდება, თუმცა ნაკლებად დამაზიანებელია. კიბერაქტივობები მარტო ომის დროს არ მიმდინარეობს. მშვიდობიანობის დროსაც საკმაოდ აქტიურად ხდება, იმიტომ, რომ კიბერომს საზღვრები არ გააჩნია, არც თეთრი და არც ნაცრისფერი საზღვრები. შესაბამისად, ვერც აღმოაჩენ. კი აღმოაჩინეს რუსი ჰაკერი, მაგრამ ამის გამო ვინმე დაისაჯა?! არავინ დასჯილა. მიუხედავად ამისა, ბუდაპეშტის კონვენციაში პირდაპირ წერია, რომ კიბერდანაშაული დასჯადი უნდა იყოს, თუმცა რუსეთ-ბელორუსი და ჩინეთი მიერთებული არ არიან ამ კონვენციას. ET: რა არის ომის დროს კიბერთავდასხმების მიზანი, მწყობრიდან გამოიყვანოს ინფრასტრუქტურა, მოიპოვოს ინფორმაცია თუ უბრალოდ დანერგოს შიში? სამივე მიზეზი შეიძლება, იყოს. მიიჩნევა, რომ ის ქვეყანა დაპყრობილად ჯერ არ ითვლება, ვიდრე დამპყრობელი სახელწიფოს ჯარი, ცოცხალი ძალა ტერიტორიებს არ დაიკავებს. თვითონ კიბერომი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო იერიშების პარალელურად, კიბერშეტევები იმდენად დამაზიანებელი, დამანგრეველი და პარალიზაციის გამომწვევი შეიძლება, იყოს, რომ ჯარს ტერიტორიების დაკავება გაუადვილოს. ამ შემთხვევაში ცალკე კიბერომზე არ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ როგორც ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილზე. კიბერომს რაც შეეხება, NATO-ს 2016 წლის სამიტზე, კიბერუსაფრთხოების აღიარება მოხდა, როგორც სამხედრო მოქმედებების წარმოების მე-5 დომეინის. ხომ არის სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო და კოსმოსური, მეხუთედ დაემატა კიბერსივრცეში აქტიურობა. ET: კიბერუსაფრთხოების კუთხით რამდენად დაცულია საქართველო? რა ნაბიჯები გადაიდგა, რა კეთდება და რა უნდა გაკეთდეს? 2017 წელი საქართველოსთვის კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. 2017 წლის იანვარში ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების მეორე გეგმა, სტრატეგია მიიღო და დაამტკიცა. იმავე წლის ივნისში,  საერთაშორისო ტელეკომუნიკაცების გაერთიანების გლობალური კიბერუსაფრთხოების ანგარიში გამოქვეყნდა. საქართველომ გლობალურად მე-8 ადგილი დაიკავა. მსოფლიოში მე-8 ადგილზე ვართ პარამეტრებით: იურიდიული, სამართლებრივი, ტექნიკური და ა.შ.  ასევე, 2017 წლის სექტემბერში, ესტონეთის ელექტრონული მმართველობის აკადემიამ ანგარიში გამოქვეყნა. ამ აკადემიის კიბერუსაფრთხოების ინდექსი საკმაოდ აღიარებული და ავტორიტეტულია. ამ ინდექსში საქართველომ მე-2 ადგილი დაიკავა, ევროპულ ქვეყნებს შორს. დსთ-ში კი, პირველი ადგილი. შემდეგ, ესტონეთში ჩატარდა კიბერუსაფრთხოების მასშტაბური სწავლება და ჩვენმა სპეციალისტებმა იქაც პირველი ადგილი დაიკავეს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ 2011 წლიდან 2016 წლამდე საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა და ეს აისახა 2017 წლის ანგარიშებში. შემდეგ, ამას სტაგნაციის პერიოდი მოჰყვა. 2018 წლის ბოლოსკენ, მე-3 სტრატეგიაზე დავიწყეთ მუშაობა, რომელიც 2021 წელს მიიღეს. ბევრ ევროპულ ქვეყანას მესამე სტრატეგიაც არ აქვს. ქაღალდზე კარგად ვაკეთებთ ამ ყველაფერს. მეც ამ სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფში ვიყავი. გასული წელიც საკმაოდ აქტიური იყო და ვფიქრობ, მალე აისახება ინდექსებში. 2021 წლის ივნისში ასევე ცვლილებები შევიდა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ კანონში. აუცილებლად შესატანი იყო და ძალიან კარგი ცვლილებები შევიდა. შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტრომ ცალკე სტრატეგია მიიღო. 2021 წლის დეკემბერში გამოიცა ახალი კრიტიკული ინფორმაციული სუბიექტები. ეს განისაზღვრა და გამომდინარე აქედან, იმ კანონშიც შესულია ცვლილებები. ET: რას გულისხმობს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგია და კანონში შეტანილი ცვლილებები? ადრე კანონი კრიტიკულ სუბიექტებად მხოლოდ და მხოლოდ სამთავრობო უწყებებს აღიარებდა. დახლოებით 19-მდე სუბიექტი იყო. ახლა სხვა სექტორებიც დაემატა. პირველ კატეგორიაში შევიდა სამთავრობო სექტორის 60-მდე სუბიექტი, მეორე კატეგორიაში ინტერნეტპროვაიდერები, ტელეკომუნიკაციების კომპანიები, მესამე კატეგორიაში კერძო სექტორი შევიდა, კომპანიები. ამჟამად, 29 კომპანიაა, მათ შორის 8, სადაზღვევო, 3 ბანკი, ფოთის და ბათუმის პორტები, ასევე, რამდენიმე ენერგოკომპანია. თანადათან, კიდევ ემატება. სამთავრობო და კერძო სექტორს შორის აქტიური თანამშრომლობის პროცესი დაიწყო. ყველა დაინტერესებული მხარე ჩართული უნდა იყოს ამაში. ამას გვეუბნება ყველა, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებიც. ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, აკადემიაც - სპეციალისტების მოსამზადებლად და ასევე, ტექნიკური საზოგაოდებაც, ვინც დაინტერესებულია ამ სფეროთი. სახელმწიფო საფრთხეების შემცველ დოკუმენტს განახლება სჭირდება. რაც შეეხება სტრატეგიას, იქ  პირდაპირ არის გაწერილი, როგორ აისახება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეები. გარე საფრთხეებში ჩაიწერა კონტრაქტორი კომპანიები. ვთქვათ, თავდაცვის სამინისტროს კონტრაქტორად ჰყავს სადაზღვევო კომპანიები. ისინიც ვალდებულები არიან, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირადი მონაცემები დაიცვან, ინფორმაციის გარეთ გატანა რომ არ მოხდეს. ასევე ეხება ტექნიკის მომწოდებელ კომპანიებსაც. რუსეთიდან ტექნიკის შემოტანა აიკრძალა. დაფიქსირდა ისეთი შემთხვევებიც, როცა რუსეთიდან შემოტანილ კომპიუტერულ ტექნიკაში რაღაც ვირუსები იყო ჩადებული. მსგავსი საკითხები ამ სტრატეგიაში უკვე ჩაიდო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ET: რა ფორმით უნდა ჩაერიოს სახელმწიფო კერძო კომპანიების საქმიანობაში, როცა საქმე „იანდექსის“ მსგავსი კომპანიებისგან, პერსონალურ მონაცემთა დაცვას და სახელმწიფო უსაფრთხოებას ეხება? პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით რისკები და საფრთხეები ძალიან დიდია. ბევრს ახსოვს „კემბრიჯის ანალიტიკა“, რომელიც პეტერბურგში ჩამოყალიბდა, ტრამპის არჩევნების წინა პერიოდში. შემდეგ, დიდ ბრიტანეთში გადავიდნენ და სწორედ ამას აკეთებდნენ, პერსონალურ მონაცემებს აგროვებდნენ. ამ პერსონალურმა მონაცემებმა თავი იჩინა ტრამპის არჩევნებზე. ამიტომაც ამბობენ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა მოხდა. პერსონალური მონაცემების დაცვა ძალიან აქტუალური და სენსიტიური თემაა. რუსული კომპანიები, როგორიცაა, „იანდექსი“, „VTB ბანკი“, „ბილაინი“ და ა.შ., საქართველოშიც ოპერირებენ. გასაგებია, რომ VTB დღეს სანქცირებულია და მისი აქტივები სხვა ბანკებმა გაინაწილეს, მაგრამ პერსონალური მონაცემები იქაც არის. თავისუფალი ბიზნესის პრინციპით სახელმწიფო არ ერევა ამაში. თუმცა საზოგადობრივ შეგნებაზეა ლაპარაკი. გასაგებია, რომ „იანდექსი“ იაფია, მაგრამ მე შემიძლია 1 ან 2 ლარით მეტი გადავიხადო და სხვა ტაქსი გამოვიძახო, რადგან ჩემი პერსონალური მონაცემები უფრო მეტად მიღირს, ვიდრე ერთი ლარით ნაკლებით გადახდილი თანხა. აქ მხოლოდ რუსეთზე არაა საუბარი. რატომ უნდა გასაჯაროვდეს ჩემი პერსონალური მონაცემები?! იგივე, სადაზღვევო კომპანიებში, ბანკზე უფრო მეტი პერსონალური იფორმაცია ინახება, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მოიცავს. არ გინდათ, ვინმემ იცოდეს რითი ხარ დაავადებული. თუ გაიტანეს ეს ინფორმაცია, შესაძლოა, შანტაჟის მსხვერპლი გახდეთ. ამიტომ, პერსონალური მონაცემების დაცვის თემა ძალიან აქტუალური თემაა. მთავრობა ამაში არ ერევა და რაღაც დონეზე ვერც ჩაერევა ლიბერალური პოლიტიკის გამო. თუმცა სახელმწიფოს შეუძლია, ასეთ კომპანიებთან ხელშეკრულებები არ გააფორმოს. თუ ფინანსთა სამინისტრო, ხელფასების გასაცემად ან სხვა გადარიცხვებისთვის, VTB ბანკს ირჩევს, სამთავრობო სექტორი ამას არ უნდა აკეთებდეს. ეს უკვე მის პოლიტიკაზეა დამოკიდებული. შენ თუ აღიარებ საფრთხედ, მისგან აღარ უნდა შეისყიდო არც პროდუქცია და არც სერვისი. აღარაფერი არ უნდა იყიდო. კერძო სექტორზე აღარაფერს ვამბობ. სხვათა შორის, კერძო სექტორი გაცილებით გონივრულად იქცევა. ბევრმა მათგანმა რუსეთიდან სერვისების და პორდუქციის მიღება უკვე შეწყვიტა. მოქალაქეს რაც შეუძლია, ისაა, რომ თვითონ არ უნდა გაეკაროს „იანდექსის“ მსგავს კომპანიებს. ET: სად გადის ზღვარი ეროვნულ უსაფრთხოებასა და ინფორმაციის თავისუფლებას შორის? 2010 წელს ვმუშაობდი ამ თემაზე, არაბული გაზაფხული, ვოლსტრიტის და ლონდონის არეულობა რომ მოხდა. ლონდონის არეულობის შემდეგ, ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა უილიამ ჰეიდმა განაცხადა, რომ რაღაც შეზღუდვები უნდა დაწესებულიყო.  ასეთმა ანტიდემოკრატიულმა განცხადებებმა, სიტუაცია უფრო გაამძაფრა და ჰეიდმაც უკან დაიხია. სწორედ მაშინ დაიწყო საუბარი, სად იწყება და სად მთავრდება დემოკრატია და სად იწყება უკვე ეროვნული უსაფრთხოების ზღვარი. ზღვარი უნდა არსებობდეს. ოქროს შუალედი ყოველთვის უნდა იყოს. გასაგებია ადამიანის უფლებები. ეს უფლებები ონლაინ სივრცეშიც აქვს, რომელსაც Faсebook რეგულაციები იცავს. იქ Google -ის და სხა კომპანიების რეგულაციებია, იქ სახელმწიფოს აქვს რაღაც რეგულაციები. მიუხედავად ამ უფლებებისა, იქ რომ ზღვარი გადავკვეთო და სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების თემებში შევიჭრა, მიუღებელია. თუმცა ძალიან რთულია ამ ზღვარის დაწესება. კონკრეტულად ვერ იტყვი, სად გადის ზღვარი. მარტო საქართველოს კი არა, დიდ ქვეყნებსაც, შტატებსაც და ევროპულ ქვეყნებსაც ძალიან უჭირთ ამის დარეგულირება. ონლაინ სივრცეში ღია ხარ და რასაც გინდა წერ. ბოლო წლებშიც დიდი გამოსვლები რაც იყო, თუნდაც პარიზში, რუმინეთში და სხვაგან, ყველა აქციის დაორგანზიება ონლაინ ხდებოდა. არაბული გაზაფხული მთლიანად ონლაინ იყო ორგანიზებული. ჩემი აზრით, ეს ზღვარი გადის ადამიანის სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, იმაზე, თუ რამდენად სახელმწიფოებრივად აზროვნებს. ET: ონლაინ სივრცე ვისთვის უფრო დიდი გამოწვევაა, ავტოკრატიული რეჟიმებისთვის თუ დემოკრატიული წყობისთვის? ონლაინ სივრცე თანაბრად საშიშია როგორც ტირანიისთვის, ისე დემოკრატიისთვის. მაგალითად, საქართველოში 2014 წელს ვორდპრესი გათიშეს და 3-4 საათი ყველა საიტი გაითიშა, რომელიც ვორდპრესზე იყო აწყობილი. ამას საზოგადოების გამოსვლა და პროტესტი მოჰყვა. შესაბამისმა სპეციალურმა სამსახურმა ინტერნეტპროვაიდერს გადააბრალა. ონლაინ სივრცე დიქტატორული რეჟიმებისთვის არამხოლოდ საფრთხეა, ავტოკრატიული რეჟიმები თავის სასარგებლოდაც იყენებენ - ამავდროულად, საფრთხესაც წარმოადგენს მათთვის.  დემოკრატიის კუთხით სარგებელი ისაა, რომ ინფორმაციის თავისუფლად გავრცელება ხდება. თუმცა ავტოკრატიულ ქვეყნებში დიდი დოზით ყალბი ამბები ვრცელდება და საკუთარ საზოგადოებას ტყუილში აცხოვრებენ, ონლაინ სივრცეს თავის სასარგებლოდ იყენებენ. ET: რა საფრთხეების მატარებელია საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების რუსულენოვან ონლაინ სივრცეზე დამოკიდებულება? საქართველო ამ მხრივ საკმაოდ რთულ ვითარებაშია, იქიდან გამომდინარე რომ მრავალეთნიკური ქვეყანა ვართ, ერთ მხარეს სომხურენოვანი მოსახლეობა გვყავს, მეორე მხარეს - აზერბაიჯანულენოვანი. როგორც ვიცი, შესაბამისი პროექტი არსებობს, რომელიც რეგიონული მედიის საშუალებით რუსულენოვან ინფორმციას აწვდის, რადგან რუსული ყველამ იცის ამ რეგიონებში. საფრთხე რა თქმა უნდა, ძალიან დიდია. როდესაც მოსახლეობა შენთვის არასასურველი კონტენტის შემცველ ინფორმაციას იღებს, უკვე საფრთხეა, როგორც ფსიქოლოგიური, ისე იდეოლოგიური დამუშავება ხდება. ამას არავინ არ ამუშავებს, ეს ხდება არამხოლოდ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, არამედ, სხვა რეგიონებშიც. მაგალითად, აჭარის რეგიონში. ამაზე ძალიან დიდი ყურადღებაა გასამახვილებელი. ჩემი აზრით, ეს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის პრეროგატივაა, კონტენტის გაკონტროლება, თუ რა საფრთხეებია და რა სახის ქმედებებია საჭირო. ამას მათი კანონდებლობაც ავალდებულებს და მათ შინაგანაწესშიც წერია.  ET: რას მოუტანს საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივები და Data ცენტრის შექმნა? რაც შეხება საქართველოს ციფრულ ჰაბად გარდაქმნის პროექტს, რომელიც  „კავკასუს ონლაინს“ ჰქონდა, ნამდვილად ამბიციური პროექტი იყო. რაღაცის ჰაბი როცა ხარ ქვეყანა, ეს სერიოზულ დატვირთვას იღებს. „კავკასუს ონლაინი“  ქართული დომეინ რეგისტრატორია.  აზერბაიჯანულმა მხარემ შეისყიდა, შესაბამისად, საქართველომ ციფრული ჰაბის პერსპექტივა დაკარგა. „კავკასუს ონლაინის“ ქსელები ერაყამდე ჩადის. ასევე ჩადის სომხეთსა და აზერბაიჯანში. „კავკასუს ონლაინის“ წილების გასხვისებას მარეგულირებელი კომისია იცავდა და არეგულირებდა. მარეგულირებელ კომისიასთან შეუთანხმებლად, კომპანიას 5%-ზე მეტი აქციების გასხვისების უფლება არ ჰქონდა. გასხვისება კომისიასთან შეთანხმების გარეშე მოხდა და ამის გამო სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. ციფრულ ჰაბს რაც შეეხება, მთავრობის მიერ ახლახან დაანონსდა, რომ ევროპის მხრიდან საქართველოში ალტერნატიული ინტერნეტხაზები უნდა შემოვიდეს. ციბრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა და შესაძლებლობა საქართველოს ნამდვილად აქვს. აქ ვარნადან შემოსული ხაზია. იგივე, საქართველო ზის ფრანკფურტი-შანხაის ხაზზე. TAP-მა გააკეთა. 90-იან წლებში დაიწყო ეს პროექტი. საქართველოს ციფრულ ჰაბად ქცევის პერსპექტივა ჯერ კიდევ აქვს, არ დაუკარგავს  და ვერც დაკარგავს, იმიტომ, რომ კავკასიის რეგიონში საქართველოს გარდა, ვერცერთი რესპუბლიკა ჰაბი ვერ გახდება. საქართველოზე გადის ყველანაირი ხაზი. ასე იყო ყოველთვის ისტორიულად და ასე იქნება ახლაც. იგივე, საქართველოს ინოვაციების ცენტრით, ქვეყანა ერთგვარი ჰაბი გახდა. ჩვენგან ბევრმა გადაიღო ეს პროექტი და ინოვაციების და სტარტაპების წარმოების მიმართულებით, ბევრმა ისწავლა. ჰაბი უკვე ყალიბდება. ბუნებრივად ყალიბდება. არ სჭირდება, მთავრობამ რაღაც გითხრა და მერე გააკეთე. ეს უკვე კომპანიებმა უნდა განავითარონ. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს, მაგრამ კომპანიებმა განავითარონ. რაც შეეხება Data ცენტრის შექმნის საკითხს, ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობას აქვს დაანონსებული, ინტერნეტხაზი გაიყვანოს, Data ცენტრის შექმნას უწყობს ხელს. აქ საუბარი არაა ბიტკოინების წარმოებაზე, საუბარია ინფორმაციის შენახვაზე. მთელ მსოფლიოში, ინფორმაციის შენახვის პრობლემა ძალიან მალე დადგება და სერიოზული პრობლემა იქნება. ისეთმა გიგანტმა კომპანიებმა როგორიცაა, Google, Microsoft, Yahoo და სხვა, ინფორმაცია სადღაც სერვერებზე ხომ უნდა შეინახონ. ამას დიდი სივრცეები და  შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება. ინფრასტრუქტურაში იგულისხმება  სერვერების გამაგრილებელი სისტემები, რაც მუდმივ ელექტროწყაროს საჭიროებს. ამიტომაც არის, რომ Data ცენტრები უფრო ცივ ადგილებში შენდება. აი, მაგალითად ფინეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ალიასკაზე, ისლანდიაში. საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით და თავისი გეოგრაფიული რელიეფის გამოყენებით, ამის გაკეთება შეუძლია. კარგი ინტერნეტი გვაქვს და სრულებით შესაძლებელია, ევროპიდან კიდევ უფრო კარგი ხარისხის ინტერნეტი შემოვიდეს. გვაქვს ჰიდრორესურსი, რომლითაც სპეციალურად DATA ცენტრებისთვის ელექტროსადგურების აშენება შეგვიძლია. ასევე შესაძლებელი გახდება, ახლომდებარე სოფლებს მიეწოდოს და ჩაერთოს, რასაც მოჰყვება ტექნოლოგიური განვითარებაც. Data ცენტრის შექმნით ასევე განვითარდება ქვეყნის ინტერნეტტექნოლოგიები, რადგან როდესაც გიგანტი კომპანიები შენთან თავისი მონაცემების შენახვას გადაწყვეტენ, ისინი ერთგვარ გარანტორებად დადგებიან. მე მაგალითად, საქართველოში Data ცენტრის შექმნის ადგილად ახალციხე, ახალქალაქი მიმაჩნია, სადაც ყოველთვის მკაცრი ზამთარი და სიცივეა. რესურსები არის, რატომაც არა?! ადგილობრივი მოსახლეობაც ჩაერთვება ამაში. ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური ჩართულობის შესაძლებლობაც მიეცემა. ET: კრიპტოვალუტა არის თუ არა ერთ-ერთი საშუალება სანქციებიდან გვერდის ავლის და რა კონტროლოს მექანიზმებია ამისთვის? ბიტკოინი არ კონტროლდება. კონტროლირებადი ვალუტა არ არის. ბანკში რომ რიცხავდნენ ბიტკოინს, იმის წარმომავლობას ბანკი არ კითხულობდა. შევხედოთ, როდის იწევს ბიტკოინის ფასი. ბიტკოინის ფასმა 2014-2015 წლებში მოიმატა, რადგან ISIS-მა (დაეში) ბიტკოინებში დიდი რაოდენობით იარაღი შეიძინა. ბიტკოინზე მოთხოვნა გაჩნდა და შესაბამისად, ფედერალური სამსახურიც დაინტერესდა, რატომ აიწია ფასმა. საქართველოში რამდენიმე ბანკს აქვს ბიტკოინის ჩარიცხვა. ბოლო პერიოდში ბიტკოინის წარმომავლობას ეკითხებიან. თუ კლიენტი ბიტკოინის მე-2, მესამე წარმომავლობას არ წარუდგენს ბანკს, უბლოკავენ. კრიპტოვალუტის უკონტროლობა საფრთხეა, იმიტომ, რომ იგივე დაქირავებული სამხედროების ანაზღაურება სამხედრო ოპერაციებში, კრიპტოვალუტით ხდება. ჰაკერების ანაზღაურება ამით ხდება. როცა ჰაკერი რომელიმე კომპანიაზე კიბერშეტევას ახორციელებს, ბიტკოინების გადახდას ითხოვს. აშშ-მ უკვე დაიწყო ბიტკონების კონტროლი. მახსოვს ავსტრალიაში ერთი აკადემიკოსი დაიჭირეს, რომელიც ბიტკოინების შექმნის პროცესში იყო ჩართული. თავიდან, იაპონელს ახსენებდნენ და მე მგონი, ეს იაპონელი თვალით არავის არ უნახავს და გამოგონილი პიროვნებაა. თუმცა სანქციების საკითხში ბიტკოინის თემა სერიოზულად ფიგურირებს. მხოლოდ ბიტკოინებზე არაა ლაპარაკი. ზოგადად, კრიპტოვალუტაზეა საუბარი. ერთადერთი, რომელი კრიპტოვალუტაც კონტროლდება, „რიპლის“  ეძახიან. „რიპლი“ ბევრ ბანკშია აღიარებული. მაგალითად, კონფერენციებზე რომ დავდიოდი, ბევრი მიდიოდა და ბიტკოინებს მთავაზობდა, მაშინ 300-400 დოლარამდე ღირდა. სხვათა შორის, ბიტკოინის ბროკერები სულ რუსები იყვნენ, რატომღაც. რუსეთისთვის დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, თუ რაღაც შეზღუდვები დაწესდა, შესაძლოა, ბიტკოინს ფასიც დავარდეს.  

ანალიტიკოსი გიორგი ბილანიშვილი: სამხედრო კონტინგენტში არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან, რომ ამ ორ დიდ ქალაქში ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს

საექსპერტო და სამოქალაქო საზოგადოება ერთხმად თანხმდება, რომ უკრაინის ომი და ომის შედეგები პირდაპირ დაკავშირებულია საქართველოს მომავალთან და მის ეროვნულ უსაფრთხოებასთან. როგორ აისახება დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკაზე, სამხედრო რესურსებსა და საოკუპაციო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებით, რა გავლენა იქონია დასავლეთის სანქციებმა რუსეთზე, პუტინის რეჟიმზე და როლს უნდა იკავებდეს საქართველო მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში? ამ საკითხებზე Europetime „რონდელის ფონდის“ მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსს გიორგი ბილანიშვილს ესაუბრა. _ბატონო გიორგი, რუსეთი მიზანმიმართულად ქმნიდა „უძლეველობის მითს", ამ მითის საფუძველი იყო შიში, სასტიკი და დაუნდობელი რუსეთის სახე და ის, რომ მასთან ომი და დაპირისპირება საფრთხილო უნდა ყოფილიყო. საიდან გაჩნდა რუსეთის უძლველობის მითი და თქვენი შეფასებით, დაიმსხვრა თუ არა ეს მითი უკრაინის ომში?  უძლეველობის მითი, რუსეთს ისტორიულად მოსდევს. ეს ახალი ინოვაცია არ არის, რომ რუსეთი ძალაზე დამყარებული ძლიერი სახელმწიფოა. ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიიდან მოყოლებული და მერე, საბჭოთა კავშირის დროსაც, ეს იყო მათი მთავარი ასპექტი, რაც პუტინის რეჟიმმა რეალობაში ძალიან კარგად გადმოიტანა, მათ შორის პროპაგანდის და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით, ძალიან აქტიურად, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით და მის სამეზობლოში, არამედ, დასავლეთშიც ძალიან ძლიერი სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნა. თვითონ პუტინმაც ძლიერი ლიდერის იმიჯი დაიმკვიდრა და დასავლეთში ითლება, რომ ის არის საინფორმაციო ტექნოლოგიების ძალიან კარგი სპეციალისტი. რისკის ზღვარზე თამაშობს და ძალიან ბევრ რამეზეა წამსვლელი. ასეთი იმიჯი აქვს პუტინს და ბუნებრივია, რუსეთის სახელმწიფოსაც. თუ ქრონოლოგიურად მივყვებით, ამ პროპაგანდაზე აქტიურად მუშაობა 2005 წლიდან დაიწყო. როცა პროპაგანდაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ მასმედია, საექსპერტო საზოგადოება და პროპაგანდისტები კი არ იგულისხმებიან, არამედ - რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი რანგის წარმომადგენლები, თვითონ პუტინის ჩათვლით. ისე იქცევიან და საუბრობენ, რომ ეს მითი ნამდვილად შექმნეს, თუმცა მითს ვერ შექმნი, თუ რაღაც ობიექტური გარემოებები არ გაქვს, მაგალითად, რაც გააკეთეს 2008 წელს, საქართველოს წინააღმდეგ, და დასავლეთმა როგორც უპასუხა - პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ურთიერთობები შეინარჩუნა რუსეთთან. პლუს, დაიწყო გადატვირთვის პოლიტიკა, პუტინის გადასახედიდან, დასავლეთი არათუ არ ეწინააღმდეგებოდა, რასაც აკეთებდა საქართველოსთან მიმართებით, არამედ, რაღაცნაირად იზიარებდა, რომ ეს ასეც უნდა ყოფილიყო. რეალურად, საქართველოსთან რაც გააკეთა, ეს ხომ მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ იყო, ისევე როგორც რასაც ახლა უკრაინაში სჩადის, მხოლოდ უკრაინის პრობლემა არ არის. ეს იყო განაცხადი, რომ ეს ქვეყნები, მისი ექსკლუზიური გავლენის სფეროში შედიოდნენ. მითი, რომ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით ძლიერი სახელმწიფო ყოფილა, (თუ არ ჩავთვლით ბირთვულ შეიარაღებას) რეალურად, საერთოდ აღარ არსებობს, რადგან სერიოზული მარცხი განიცადა. გეგმა, რომელიც უკრაინასთან მიმართებით, საწყის ეტაპზე ჰქონდა, პრაქტიკულად, საერთოდ არ არსებობს და ამას რუსული მხარეც აღიარებს. რაღაც სხვა გეგმის განხორციელებაზე არიან გადასული. საინფორმაციო თვალსაზრისს რაც შეეხება, ეს საინფორმაციო პროპაგანდა სამწუხაროდ, რუსეთის შიგნით ჯერ კიდევ აქტიურად მუშაობს. ჩვენ ვხედავთ, რომ პუტინის რეიტინგი ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა შენარჩუნებული. უცხოეთში - ძირითადად ვეღარ მუშაობს, მაგრამ იქაც დარჩათ გარკვეული საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც დღემდე მათი სასარგებლო გზავნილებით გამოდიან, თუმცა ასეთების რაოდენობა საკმაოდ მცირეა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება. _ეს მითი ხომ იმასაც გულისხმობდა, რომ რუსეთი სასტიკია, კრემლი ამ მითს კი არ ეწინააღმდეგებოდა, პირიქით, ამას ნერგავდა კიდეც.მანამდეც ათასი სისასტიკე ჰქონდა ჩადენილი, მაგრამ რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, დასავლეთის უპრეცედენტო კონსოლიდირებას, ეს მანამდე არ ყოფილა. რა იყო ის, რამაც დასავლეთი დღეს მიიყვანა ასეთ უპრეცედენტო კონსოლიდაციამდე? ჩემი აზრით, ორი ფაქტორია. პირველი - დასავლეთი მაინც თვლიდა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები რაღაც ტიპის ჩარჩოებში ჯდებოდა. ხომ წარმოუდგენელია ეს, მაგრამ ასე იყო. ახლა იმ ტიპის, იმ მასშტაბის და იმ ფორმის აგრესიაზე წავიდა, ამის რაიმე ფორმით გამართლება და ჩარჩოებში მოქცევა წარმოუდგენელია. გარდა ამისა, ეს აგრესია იმ ტიპის აღარ არის, რომელიც მხოლოდ რუსეთის სამეზობლოში დარჩება. რა თქმა უნდა, რუსეთი ყოვლად გაუგებარი და გაუგონარი მეთოდებით იბრძვის უკრაინაში, მაგრამ დღეს ყველამ კარგად გააცნობიერა, რომ ახლა მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის და დასავლეთია მისი მთავარი სამიზნე. მეორე  - როგორ იმუშავეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ზოგიერთმა სხვა ქვეყანამ, რომ რუსეთისგან სამხედრო აგრესიის დაწყების საფრთხე ყველას მკაფიოდ დაენახა. ეს იყო როგორც პოლიტიკური და საინფორმაციო, ისე დიპლომატიური სამუშაო. კონსოლიდაციაზე როცა ვსაუბრობთ, ეს ომის დაწყების შემდეგ კი არ მოხდა, არამედ, ომის დაწყებამდე. ამისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა ბაიდენის ადმინისტრაციამ, რათა ეჩვენებინა, რას აპირებდა რუსეთის ხელისუფლება. მათ შორის რუსეთისთვისაც ეჩვენებინა, რომ დასავლეთში ძალიან მაღალი კონსოლიდაცია არსებობდა და ძალიან მკაცრი პასუხი მოჰყვებოდა მის ქმედებებს. სამწუხაროდ, რუსეთის შესაჩერებლად ეს საკმარისი ფაქტორი არ აღმოჩნდა. _2021 წლის ოქტომბერში ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში, ასევე მოლდოვაში გაზის კრიზისის წინაპირობა შეიქმნა, ამ მოვლენებმაც ხომ არ იქონია გავლენა რუსეთის წინააღმდეგ  ევროკავშირის ასეთ აქტიურ პოზიციაზე? მაშინვე გაკეთდა განცხადებები, რომ სწრაფი ზომები მიეღოთ რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად. ბოლო თვეებში, უკრაინის ომამდე მოასწრეს თუ არა ევროკავშირის ქვეყნებმა თადარიგის დაჭერა და ამ ბოლო თვეებმა რა შეცვალა ევროკავშირის პოზიციებში? სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენ მიერ ნახსენები გაზის კრიზისი მხოლოდ რუსეთის გამო არ წარმოქმნილა, იყო სხვა ფაქტორებიც, მაგრამ რუსეთი შეეცადა ამ გაზის კრიზისის გამოყენებას საკუთარი ძალების სადემონსტრაციოდ. იგივე, ბელორუსი-პოლონეთის საზღვარზე, მიგრანტების ნაკადი ხელოვნურად გაიზარდა. იმ პერიოდში, რუსეთს ძალის დემონსტრირების უფრო მკაფიო მცდელობა ჰქონდა, ვიდრე მანამდე. უნდოდა, ეჩვენებინა, რომ ის სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის დასავლეთს, თუ დასავლეთი არ მიიღებს იმ ულტიმატუმს, რომელსაც უყენებდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნისთვის, მაგალითად, ბალტიის ქვეყნებისთვის, ეს საფრთხე რეალური იყო და კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული. მათ მიიღეს პრევენციული ზომები და ვნახეთ, რომ რუსული გაზის მოხმარებაზე უარი განაცხადეს. მაგრამ უფრო ფართო მასშტაბით თუ ავიღებთ, ევროპის ქვეყნებმა, როგორც ხდება ხოლმე, მაინცდამაინც, დიდი ყურადღება არ მიაქციეს. ზოგადად, გაზის მიწოდება ითვლება ორმხრივ დამოკიდებულებად, ასეთი ლოგიკით მოქმედებდნენ ევროპის ქვეყნებიც, რაც ძალიან ლოგიკურია. მიმწოდებელიც დაინტერესებულია, რომ არ შეწყვიტოს გაზის მიწოდება, იმიტომ, რომ იქედან ძალიან სერიოზულ შემოსავალს იღებს და ნავთობისგან განსხვავებით, მყისიერად სხვა ბაზარზე ვერ გადაამისამართებს. ამ ლოგიკიდან მოქმედებდნენ, მაგრამ ეს ლოგიკა არ იყო რუსეთის ლოგიკა. რუსეთის ლოგიკა არის ის, რომ ამას ინსტრუმენტად იყენებდა და ახლაც ცდილობს, მაგრამ ესეც აღარ გამოდის ისე, როგორც თვითონ უნდა. მართალია, რჩება რუსეთის გაზზე დამოკიდებულება, თუმცა ამ დამოკიდებულების გამო, მის მიმართ პოზიციას საბედნიეროდ, არ არბილებენ. _რუსეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგების მიხედვით, პუტინის პოლიტიკას მოსახლეობის 80% უჭერს მხარს, თუმცა რამდენად სანდოა ამ გამოკითხვის შედეგები,ან რამდენად გულწრფელები შეიძლება იყვნენ რესპონდენტები? რეალურად, შესაძლებელია, რომ პროტესტის სულ სხვა შიდა დინებები მიდიოდეს, რომელიც ჯერ საჯაროდ არ გამოსულა? რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ე.წ. სეპარატისტული ნაღმების გააქტიურების ნიშნებიც ხომ არ არსებობს? რაც შეეხება სოციოლოგიურ გამოკითხვებს, რუსეთში ორი ძირითადი ორგანიზაცია მოქმედებს. ეს არის „ვციომ“ და „ლევადა ცენტრი“. „ლევადა ცენტრი" არის, ასე ვთქვათ თავისუფალი, დამოუკიდებელი. მისი მონაცემები ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე „ვციომის“, მაგრამ ახლა, ორივე დაახლოებით ერთიდაიგივე მაჩვენებელს აჩვენებს. ეს მაჩვენებელი სამწუხაროდ, მეტ-ნაკლებად სანდოა. რაც იყო იმის მანიშნებელი, რომ რუსეთის საზოგადოების განწყობა მთლად ასეთი შეიძლება არ იყოს, გახლდათ ომის წინ არსებული სოციოლოგიური გამოკითხვები, რომლებიც აჩვენებდა, რომ რუსეთის მოსახლეობა ომს მხარს არ უჭერს და ეშინია ომის. უკრაინაზე ყირიმისგან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ. ყირიმის ანექსიას რუსული საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერდა მხარს და პუტინს მაშინ ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა თავისი მმართველობის პერიოდში. ეს არის ერთი ფაქტორი, რომელიც მიუთითებს, რომ ეს სოციოლოგიური გამოკითხვები შეიძლება, მთლად სანდო არ იყოს. მეორე ფაქტორი, არის ის შიში, რომელიც აშკარად არსებობს რუსეთის საზოგადოებაში. რაც შეეხებათ რეგიონებს, რომლის სუვერენიტეტის პრობლემაც რუსეთს აშკარად ჰქონდა 90-იან წლებში, ეს პრობლემა მეტწილად მოაგვარა. ამ ეტაპზე არ ველოდები, რომ რომელიმე რეგიონი აქტიურად შეეცდება, რუსეთის სივრციდან გავიდეს, ან რაიმე ისეთი ქმედებები განახორციელოს, რომელიც დამატებით პრობლემას შეუქმნის რუსეთის ხელისუფლებას. თუკი ასე მოხდება, გამიხარდება, მაგრამ არ მაქვს ასეთი მოლოდინი, რადგან ის სისტემა, რომელიც ამ რეგიონების კონტროლის თვალსაზრისით პუტინმა ჩამოაყალიბა, არის ძალიან მყარი. რისი მოლოდინიც შეიძლება, გვქონდეს, ეს არის პროტესტი სანქტ-პეტერბურგსა და მოსკოვში. ამას ირიბად ადასტურებს ის, რომ სამხედრო კონტინგენტში ერიდებიან ან საერთოდ არ ახვედრებენ მოსკოვის და პეტერბურგის მცხოვრებლებს, რადგან თვლიან რომ ამ ორ დიდ ქალაქში, რომლებიც რუსეთის პოლიტიკურ ცენტრად მიიჩნევა, დაღუპული ჯარისკაცების ჩამოსვენება კრემლისთვის მიუღებელ პროცესებს გამოიწვევს. ეს არის ერთი ირიბი სუსტი ინდიკატორი. თუმცა, ამის მოლოდინიც ნაკლებად მაქვს. ცოტა უფრო მეტად რისი მოლოდინიც შეიძლება მქონდეს, შესაძლოა, თვითონ რეჟიმის შიგნით მოხდეს რაღაც.  _სანქციების წნეხის ქვეშ მოყოლილი რუსი ოლიგარქებისგან თუ შეიძლება ველოდოთ რაიმე უკმაყოფილების და პროტესტის ტალღას და თუ მოახდენს ეს გავლენას რეჟიმზე? -ოლიგარქებს რა თქმა უნდა, ამის ფინანსური რესურსები შეიძლება, გააჩნიათ, მაგრამ ისევე როგორც რეგიონებთან მიმართებით, ოლიგარქებთან დაკავშირებით, ორი მომენტია გასათვალისწინებელი. ერთი ის, რომ პუტინის რეჟიმმა მოახერხა და ყველა ოლიგარქი ვინც რუსეთშია დარჩენილი, თავის ინსტრუმენტად, მათ შორის საგარეო და შიდა პოლიტიკის ინსტრუმენტად აქცია და ძალიან მყარი კონტროლი აქვს ამაზე. მეორე, ამ ოლიგარქებში ძალიან ბევრია პუტინის უახლესი გარემოცვის წარმომადგენლები, რომლებმაც ეს დიდი თანხები ხელისუფლებაში პუტინის მოსვლის შემდეგ იშოვეს. კარგად იციან, რომ პუტინის ხელისუფლებიდან ჩამოცილება მათთვის პირდაპირი საფრთხეა. ამიტომ, მე ვთვლი, ფინანსური ინსტრუმენტი საკმარისი არ არის. ჯერ ერთი, პუტინის ხელისუფლებას მათზე მაღალი დონის კონტროლი აქვს, მეორეც, ოლიგარქები რეალურ ინსტრუმენტებს არიან მოკლებული, მით უმეტეს, რომ საზოგადოებაც დათრგუნულია, შეშინებულია და ვერ აპროტესტებს, შეიძლება, აქვს რაღაც საპროტესტო განწყობა, მაგრამ ვერ აპროტესტებს, თუმცა ვხედავთ საწინააღმდეგოსაც, მხარს უჭერენ პუტინს. _საინტერესოა, ამ მოცემულობაში როგორია ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია რუსეთთან მიმართებით? რუსეთი ახლანდელ მდგომარეობაში კი არა, ომის დაწყებამდეც კი არ იყო მზად, ჩინეთთან კონფრონტაციაში შესულიყო. ცენტრალურ აზიაში ჩინეთი ეკონომიკურად ძალიან მყარად არის წარმოდგენილი. რუსეთი ცენტრალურ აზიასაც თავისი ექსკლუზიური გავლენის ზონად მიიჩნევს და არ სურს, მასზე მყარი პოზიციები, თუნდაც ეკონომიკურ სფეროში ჰქონდეს ვინმეს, მაგრამ ის ამას ეგუებოდა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. რუსეთზე მითების თემას თუ გავაგრძელებთ, იყო მითი, რომ ცენტრალურ აზიაზე რუსეთის გავლენის კომპეტენცია უსაფრთხოებაა. თქვენ რაც ახსენეთ, უზბეკეთზე, ის ტრადიციულად, ცოტა განსხვავებული ქვეყანაა და ყოველთვის ცოტა უფრო დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ მეტ-ნაკლებად იმასაც ეხება, რაზეც ვსაუბრობთ. დანარჩენ ქვეყნებს უფრო მეტად ეხებათ. ითვლებოდა, რომ ამ რეგიონში უსაფრთხოების საკითხები რუსეთის პრეროგატივაა, ეკონომიკა კი - ჩინეთის. ესეც მითი იყო... ფაქტია, რუსეთს რომ უნდოდეს ამ ქვეყნების იძულება ჩინეთის სახითაც და თურქეთის სახითაც, მათ დიდი დასაყრდენი გააჩნიათ და ასე ადვილად ამ ქვეყნების რამეზე დაყოლიებას ვერ მოახერხებს, მით უმეტეს, ახლა როცა რუსეთი სერიოზულ წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში, მათი დაყოლიება ასე მარტივი არ არის. ჩინეთის და თურქეთის ფაქტორის გარდა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ დასავლეთიც. დასავლეთს, მათ შორის აშშ-ს, ამ ყველა ქვეყანასთან პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. ეუბნება, რომ რუსეთის არამხოლოდ სამხედრო მხარდაჭერა, არამედ  სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაც კი, მათ წინააღმდეგ სანქციებს გამოიწვევს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არამხოლოდ ცენტრალურ აზიასთან, არამედ ბელორუსის და სომხეთის პოზიციასთან მიმართებითაც, რომლებიც პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის მთავარ მოკავშირეებად ითვლებიან. _ფაქტია, რომ რეგიონის ქვეყნები ცდილობენ, მსოფლიო უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაში საკუთარი ადგილი დაიმკვიდრონ, ამ ფონზე, როგორ გამოიყურება საქართველოს პოზიცია? სიმართლე გითხრათ, ჩემთვის საქართველოს საკითხი არის ყველაზე რთული შეკითხვა. რთული არა იმიტომ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ მაქვს. პირველ რიგში, ის უნდა ვთქვათ, რომ საქართველო დეკლარირებულად დასავლეთის მოკავშირედ რჩება, მაგრამ სამწუხაროდ, დეკლარირებულად, რადგან სხვა მხრივ, შეიძლება, ძალიან სერიოზული კითხვები გაჩნდა, არამხოლოდ ჩვენს საზოგადოებაში, არამედ შესაძლოა, დასავლეთშიც კი. როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - საზოგადოების უმეტესობის პოზიცია და უკრაინის მიმართ მისი განწყობები ეჭვს არ იწვევს, სრულიად ცხადია. ჩემი აზრით, პრეზიდენტმაც მისი უფლებამოსილების ფარგლებში ძალიან ბევრი სწორი ნაბიჯი გადადგა. ჩვენმა წარმომადგენლობებმა საერთაშორისო მისიებში სწორი პოზიცია დაიჭირეს. ერთადერთი სწორი პოზიციაა, რომელიც საქართველოს უნდა დაეჭირა. მე კი მესმის ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამაზე აპელირებენ, მაგრამ საერთოდ ვერ წარმომიდგენია, საერთოდ სხვა პოზიცია გვქონოდა ან ამაზე ვაკეთებდეთ აქცენტს -  "ჩვენ რომ ახლა ეს გავაკეთეთ". არ შეიძლებოდა, სხვა პოზიცია გვქონოდა, წარმოუდგენელია! რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას და საპარლამენტო უმრავლესობას, მათი განცხადებები უკრაინასთან მიმართებით, ხილულად რაც ჩანს, შეიძლება, რაღაცები სხვანაირად ხდება დიპლომატიასა და ორმხრივ ურთიერთობებში, რომლებსაც მე ვერ ვხედავ და კარგია, თუ ეს ხდება. მაგრამ ხილულად რაც ჩანს, მათი განცხადებები და ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არათუ გასაკრიტიკებელია, დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. _როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსეთი სერიოზულ მარცხს განიცდის უკრაინასთან ომში, რაც პირველ რიგში გმირი უკრაინელი ხალხის და ამავდროულად, დასავლეთის წნეხითაც არის განპირობებული. თქვენი მონაცემებით, რა გავლენა იქონია სანქციებმა რუსეთის სამხედრო რესურსებზე და როგორ აისახება ეს რუსეთის გრძელვადიან საოკუპაციო პოლიტიკაზე? ეს სანქციები გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს, საკითხის ასე დასმა ყველაზე სწორი მიდგომაა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო და მანამდეც, ჩვენ გვესმოდა ასეთი პოზიციები, მათ შორის, პრეზიდენტ ზელენსკის მხრიდანაც (რაც გამართლებულია), რომ „სანქციების ადრე დაწესების შემთხვევაში, შეიძლება, ეს გაუგონარი სამხედრო აგრესია აგვეცილებინა“. მაგრამ შეიძლება, პირიქით, ვერ აეცილებინათ და დასავლეთის ამ ინსტრუმენტის წინასწარ გამოყენება მომხდარიყო. შესაძლოა, რუსეთს მოეხერხებინა, ამ სანქციების წინააღმდეგ გადაწყობა და უფრო თამამი ყოფილიყო. ამიტომ, სანქციებზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ამას უკვე აქვს ეფექტი. წარმოუდგენელია, დასავლეთის სანქციებს ეფექტი არ ჰქონდეს, რადგან რუსეთის მიმართ უპრეცედენტო მასშტაბის ზომებია დაწესებული. სანქციები კიდევ იზრდება და უფრო მეტად გაიზრდება იმ გაუგონარი დანაშაულის გამო, რასაც უკრაინაში სჩადის. რა თქმა უნდა, ამას კიდევ მოჰყვება მსხვერპლი, რაც წარმოუდგენელია, ვინმეს უხაროდეს. უბრალოდ, ფაქტობრივ გარემოებაზე ვსაუბრობთ, რასაც რუსეთი აკეთებს. ეს სანქციები კიდევ უფრო გაიზრდება და კიდევ უფრო მძიმედ დააწვება რუსეთს, თუმცა დღეს ზუსტად ვერავინ ვერ იტყვის, ეს სანქციები რეალურ შედეგებს როდის მოიტანს; როდის შეცვლის საზოგადოების განწყობას რუსეთის შიგნით. აქ მხოლოდ ის არ არის, რომ ეკონომიკური პრობლემები გაუჩნდება, შეცვლის საზოგადოების განწყობასაც და თუ კი შესაძლებელია მათი თვალის ახელა, აუხელს თვალს. მე არ მგონია, ისინი მყისიერად ელოდებოდნენ ამ შედეგებს. წარმოუდგენელია, მყისიერად ელოდებოდე სანქციების შედეგს ისეთი რეჟიმის პირობებში, როგორიც პუტინის რეჟიმია, რომელიც მართავს საზოგადოებრივ აზრს და მარწუხებში ჰყავს მოქცეული საკუთარი საზოგადოება. არ მგონია, რომ დასავლეთი ასეთი გულუბრყვილო იყოს. რა თქმა უნდა, სანქციები და კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემი აზრით, მთავარი მაინც აღმოჩნდა უკრაინის და უკრაინული საზოგადოების მზაობა, ღირსეული წინააღმდეგობა გაეწია ამ გაუგონარი სამხედრო აგრესიისთვის. მთავარი აღმოჩნდა ის სამხედრო მხარდაჭერა, რომელიც არამხოლოდ ახლა ხდება აგრესიის დაწყების შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა საბედნიეროდ, უფრო ადრე დაიწყეს ამაზე ზრუნვა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თორემ რუსეთს რომ სამხედრო წარმატებისთვის მიეღწია, მერე მხოლოდ იმ გრძელვადიანი სანქციების იმედად დარჩენა მოგვიწევდა. _ომის დასრულების შემდეგ როგორი იქნება უკრიანა და როგორ აისახება ეს ყველაფერი საქართველოზე? უკრაინის როლი იქნება ბევრად უფრო ძლიერი და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე ყოფილა. იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, ასე იქნება, მაგრამ მოვლენებს არ უნდა გავუსწროთ. ის რაც ხდება უკრაინაში, ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. რუსეთი არ აპირებს და არ აუღია სამხედრო აგრესიაზე ხელი. ის კიდევ ცდილობს ძალების მობილიზებას და სამხედრო აგრესიის გაგრძელებას. რა თქმა უნდა, უკრაინელებს სამხედრო წარმატებები აქვთ, მაგრამ ამ სამხედრო წარმატების გაძლიერებაზე, ძალიან ბევრია დამოკიდებული, ამიტომ, უნდა ვიყოთ იმედიანად და უკრაინის შემდგომ წარმატებებს უნდა დაველოდოთ. მერე უკვე თამამად კი არა, თავდაჯერებულად ვისაუბრებთ უკრაინაზე, როგორც ძალიან გავლენიანი რეგიონული სახელმწიფოს როლზე. _ბატონო გიორგი, ბოლო კითხვა ანაკლიას ეხება. დღეს რომ ღრმაწყლოვანი პორტი გვქონოდა, ეს გვამყოფებდა თუ არა სრულიად სხვა მოცემულობაში, იმ უპრეცედენტო სანქციების გათვალისწინებითაც, რომელიც რუსეთს დაუწესდა, მათ შორის პორტებზე. იქნებოდა თუ არა ეს შესაძლებლობა ქვეყნისთვის, სერიოზული სატრანზიტო ჰაბის ფუნქცია შეესრულებინა? რა თქმა უნდა, შავ ზღვაზე არის ორი ღრმაწყლოვანი პორტი. ერთი არის რუსეთში, მეორე არის თურქეთში. რუსეთში  რა ღრმაწყლოვანი პორტიც არ უნდა იყოს, ის ამ პირობებში დასრულებულია. ჩვენ ვიქნებოდით მესამე. ფოთი რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ  ვერასდროს იქცევა ღრმაწყლოვან პორტად. როცა ანაკლიის პორტის ჩავარდნაზეა საუბარი, ხელისუფლება გვიმტკიცებს, რომ იმ კონსორციუმმა, რომელსაც ეს ვალდებულება ჰქონდა აღებული, პირობები ვერ შეასრულა. დავუშვათ, ხელისუფლებას ვენდობით... როდის გაჩერდა ანაკლიის პროექტი, რამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ და ახალი ტენდერიც კი არ გამოცხადებულა.  

დეზინფორმაცია/პროპაგანდა: ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათ საქართველოში?

უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე. პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც.  საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება.  ვინ არიან პროპაგანდისტული ნარატივების ,,ჯარისკაცები,, და რა მიზანი აქვთ მათნი საქართველოში? რა როლი აქვს მედიას? და როგორ მუშაობს ომის დროს პროპაგანდისტული მედია? რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე და საომარი მოქმედებების განვლილმა 40-მა დღემ  კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ფაქტი, რომ ომს მრავალი ფრონტი აქვს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფრონტი კი საინფორმაციო ომია. ჰიბრიდული ომების ეპოქაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ ინფორმაცია  დეზინფორმაციისგან, რომელიც მტრის ყველაზე დიდი იარაღია, განსაკუთრებით ისეთი მტრის, როგორიც რუსეთია, რომლის პოლიტიკა სწორედ პროპაგანდისტულ ნარატივებზეა დაფუძნებული, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე მის ფარგლებს გარეთ. რა არის დეზინფორმაცია/პროპაგანდა, რა გავლენას  ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე, როგორ შეუძლია ჩვენი არჩევანის, მსოფლმხედველობის შეცვლა, როგორ ფუნქციონირებს ომის პირობებში და როგორ შევამციროთ პროპაგანდის გავლენა ჩვენს ცნობიერებაზე, ამ ყველაფერზე Europetime-თან საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, ასოცირებული პროფესორი გვანცა აბდალაძე საუბრობს:  დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე მრავალგზის გვისაუბრია, თუმცა მიმდინარე ომის პირობებში, მკითხველს კიდევ ერთხელ შევახსენოთ, რა არის დეზინფორმაცია, რა არის პროპაგანდა და როგორ მოქმედებს ის საზოგადოების ცნობიერებაზე?  ინფორმაციული ომი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა, ფსიქოლოგიური ოპერაციები, ჰიბრიდული ომი - ეს ტერმინები ხშირად იმაზე მეტ გაუგებრობას იწვევს, ვიდრე სიცხადეს. წლებია, ჰიბრიდული საფრთხეების ეპიცენტრში ვცხოვრობთ. უკრაინაში რუსეთის ჰიბრიდული ომის სრულმასშტაბიან ომში გადაზრდამ, ჰიბრიდული ომის საფრთხე არ გააფერმკრთალა საქართველოსთვის და რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის. დღეს პოსტსაბჭოთა რეგიონი ორ საომარ ქარცეცხლშია გახვეული - სამხედრო შტურმი უკრაინაში და საინფორმაციო შტურმი ჩვენს გონებაზე... დეზინფორმაციის ფენომენსა და საფრთხეებზე მრავალი წელია საუბრობენ ექსპერტები, ორგანიზაციები... თითქოს, რიგითმა მომხმარებელმაც გაისიგრძეგანა, როგორი მარტივია სოც-ქსელებში დეზინფორმაციის გავრცელება - ცოტაოდენი კონტექსტის შეცვლა ფაქტობრივი მონაცემებისთვის, ცოტაოდენი ფოტოშოფი ფოტო მტკიცებულებისთვის, ცოტაოდენი ვიდეო მანიპულაცია და „ახალი რეალობაც“ მზად არის... მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ მეტ-ნაკლებად ყველამ ვისწავლეთ დეზინფორმაციის ამოცნობის მარტივი ხერხები, რატომღა ახდენს დეზინფორმაცია ასეთ გავლენას საზოგადოების ზოგიერთ ჯგუფებზე?  აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ პროპაგანდა, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მაგრამ არ იგივდება დეზინფორმაციასთან. პროპაგანდა მესიჯების თანმიმდევრული და განგრძობითი სქემაა, რომელიც მომხმარებელზე ნარკოტიკივით მოქმედებს - პროპაგანდა ცხოვრების სტიმული ხდება და მის „მოსაპოვებლად“ მომხმარებელი არაფერს დაიზარებს... მაგალითად, დღეს, როდესაც ქართული ახალგაზრდული პრორუსული დაჯგუფების საქმიანობას ბლოკავს ზოგიერთი ინტერნეტ აპლიკაცია პუტინის იდეოლოგიის გავრცელების გამო, მისმა მომხრეებმა არ დაიზარეს რუსულ პლატფორმებზე დარეგისტრირება „აკრძალული სიმართლის“ მოსასმენად...  ერთი რუსი სოციოლოგის გამოსვლა მახსენდება საერთაშორისო კონფერენციაზე. პოსტსაბჭოთა რუსეთის მოსახლეობის პოლიტიკური კულტურის ანალიზის მცდელობისას, მან სხვადასხვა კვლევების საფუძველზე დაასკვნა, რომ რუს მოქალაქეს, როგორც ყოფილ საბჭოთა მოქალაქეს, არ სჯერა არანაირი ინფორმაციის, ამინდის პროგნოზსაც კი ეჭვის თვალით უყურებს და ეს ფსიქოლოგიური „თავდაცვითი მექანიზმი“ მას აიძულებს არასოდეს დაიჯეროს სიმართლეც, შედეგად კი ისევ სიცრუის მსხვერპლი ხდება... ესეთია პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ხანგრძლივად ცხოვრების ტრაგიკული შედეგები... საბჭოთა წარსულს რომ თავი დავანებოთ, პუტინის რუსეთის პერიოდში პროპაგანდის მანქანა განსაკუთრებით მძლავრად ამუშავდა ყირიმის კამპანიის შემდეგ. კრემლმა პროპაგანდით ომისთვის დიდი რესურსები დახარჯა, რადგან კარგად გააცნობიერა მისი მნიშვნელობა როგორც შიდა, ასევე გარე სივრცისთვის. უკვე წლებია მრავალი ქვეყნის მოქალაქეები ამ პროპაგანდისტული შტურმის ქვეშ ვცხოვრობთ, რაც რიგითი ადამიანის ფსიქიკაზე მძიმედ აისახება..   ვინ არიან რუსეთის პროპაგანდის ,,ჯარისკაცები,, საქართველოში და რა არის მათი მიზანი?  პროპაგანდისტულ კამპანიებს ყოველთვის აქვს მიზანი, მეთოდი და ჰყავს „ჯარიკაცები“ - პროფესიონალებიც და მოხალისეებიც. საქართველოში რუსეთის დეზინფორმაციული პროპაგანდისტული კამპანიების მთავარი მიზანი იყო და არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილება. ეს მიზანი რამდენიმე ტაკტიკურ ქვე-მიზნად თუ ეტაპად შეიძლება დავყოთ: რუსეთის უძლეველობის მითის შექმნა, აშშ-სა და ევროკავშირის დისკრედიტაცია, უიმედობის დათესვა, კოლაბორაციონიზმის მორალური გამართლება თუ პრაგმატიზმით შენიღბვა, ევროინტეგრაციის ფარსად ქცევა, რეგიონში გეოპოლიტიკური სამკუთხედის (საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთი) დისკრედიტაცია და ჩამოშლა, საზოგადოებრივი პოლარიზაცია... თითოეული ამ მიზნის მისაღწევად ასობით და ათასობით მესიჯი მწყობრად მოედინებოდა წლების მანძილზე. პროპაგანდისტული მესიჯები ყოველთვის ერგება დროსა და აუდიტორიას, ანუ არის ცვალებადი, თუმცა ინარჩუნებს თავის ძირითად მახასიათებლებს და ერთობლიობაში ქმნის იდეოლოგიას.  რაც შეეხება საინფორმაციო ომის პროფესიონალ, ანაზღაურებად ჯარისკაცებს, ესენი არიან პოპულისტური დაჯგუფებები და პარტიები თავისი მედია პლატფორმებით. ამგვარი ჯგუფები არ არის მუდმივი - სხვადასხვა ეტაპზე აქტიურდება სხვადასხვა ჯგუფი ამა თუ იმ დავალების შესასრულებლად. „მოხალისე ჯარისკაცების“ რიგიც საკმაოდ დიდია და განვლილ წლებში ახასიათებდა მუდმივი ზრდადობა. ჩვენდა დიდად სამწუხაროდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქებისა და მღვდლების გარკვეული ნაწილიც პროპაგანდის გამავრცელებლად იქცნენ ნებსით თუ უნებლიედ, რაც განსაკუთრებით დიდ ზიანს აყენებს საზოგადოებას.  რა როლი აქვს დამოუკიდებელ მედიას დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ომის პირობებში? როგორია პროპაგანდისტული მედიის დამოკიდებულება დეზინფორმაციის მიმართ?  ომის მიმდინარეობის დროს კიდევ უფრო რთული ხდება სანდო ინფორმაციის მოპოვება, კლასიფიკაცია, ანალიზი, რაც დიდი გამოწვევევაა მედიისთვის და ომის პერიოდში განსაკუთრებით დიდია ჟურნალისტების პასუხისმგებლობა. საბედნიეროდ, ჟურნალისტების უმეტესობას აქვს შესაბამისი უნარ-ჩვევები, როგორ გადაამოწმოს ინფორმაცია, შეაჯეროს სხვადასხვა საინფორმაციო ნიუსები, წარმოადგინოს სხვადასხვა არგუმენტაცია თუ მოიძიოს ოფიციალური დოკუმენტები ჭორების თავიდან ასაცილებლად... ჩემი აზრით, პროფესიული უნარ-ჩვევების ნაკლებობაზე მეტად, ქართულ ჟურნალისტიკაში პრობლემად რჩება საბჭოთა საგანმანათლებლო მემკვიდრეობა, როდესაც ჟურნალისტს არ აქვს კონკრეტული დარგის ცოდნა (მაგალითად პოლიტიკის, ეკონომიკის...) და პროფესიულ განვითარებად უმეტესად ჟურნალისტური საქმიანობის ტექნიკური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება მიიჩნევა. დამოუკიდებელმა მედიამ უნდა გააცნობიეროს ეს პრობლემა და დასახოს გზები პრობლემის დაძლევისთვის. რაც შეეხება პროპაგანდისტულ მედიებს, რაოდენ კომიკურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლაში წლების მანძილზე აქტიურად იყვნენ ჩართული კრემლის პროპაგანდისტი ჟურნალისტებიც. ისინი საქართველოშიც ჩამოდიოდნენ და ტრენინგებს ატარებდნენ ადგილობრივი მედიებისთვის. პრობლემა ის არის, რომ მათთვის დეზინფორმაციაა ყველა ის ინფორმაციაა, რასაც არარუსული მედია საშუალებები ავრცელებენ და ჭეშმარიტი ინფორმაცია - მხოლოდ საკუთარი იდეოლოგია.  პროპაგანდისტული მედია ებრძვის დამოუკიდებელ მედიას და ჰყავს თავისი ერთგული მომხმარებელი. იდეოლოგიზირებული მედიისთვის თუ ადამიანისთვის არჩევანი მარტივდება - თუ გჯერა ერთი ნარატივის, არ გაინტერესებს რას წერს სხვა, რეზისტენტული ხდები ყველა სხვა ინფორმაციის მიმართ... დღეს რუსეთის დუმის დეპუტატები და კრემლის ჟურნალისტები სხვადასხვა ასპარეზზე „არგუმენტირებულად“ ცდილობენ დაასაბუთონ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის წამება და დახოცვა უკრაინაში უკრაინელებისა და დასავლური მედიის ფაბრიკაციაა და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ცალმხრივი სიმართლე, ანუ დეზინფორმაცია. ამგვარი იდეოლოგიზირებული სიბრმავის გავლენა ქართულ საზოგადოებაშიც შეიმჩნევა - ვისაც სწამს და სჯერა, რომ თავად უკრაინელები არიან დამნაშავე საკუთარ ტრაგედიაში, მისთვის ომის ნიუსებს შესაძლოა ჰქონდეს ემოციური დატვირთვა, მაგრამ მიღებული ინფორმაცია აზრს ვერ შეაცვლევინებს.  რა გავლენას ახდენს მიმდინარე ომი პროპაგანდისტულ მედიაზე და როგორი იქნება მისი მომავალი ომის შემდგომ?  ომის დროს ლეგალური ხდება ის ქმედებები, რაც მშვიდობის დროს მიუღებლად ითვლება - ინფორმაციის შეზღუდვა მოწინააღმდეგის საინფორმაციო არხებიდან და მტრის წინააღმდეგ ინფორმაციული კამპანიის წარმოება. ომის დროს შიდა პლურალიზმიც ყოველთვის ზარალდება. რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც წლებია მძლავრი იარაღია და გაცილებით უფრო თანამედროვე და ეფექტური, ვიდრე რუსეთის სამხედრო აღჭურვილობა, რასაკვირველია, ომის პირობებში კიდევ უფრო გააქტიურდა. ერთის მხრივ, ის უკრძალავს საკუთარ მოსახლეობას შეკითხვის დასმასაც კი, და მეორეს მხრივ, მტრულ ინფორმაციად მიაჩნია არა მხოლოდ უკრაინის მედიის თუ სამთავრობო უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, არამედ მსოფლიოს ყველა ის საინფორმაციო საშუალება, რომელიც კრემლის ვერსიის გავრცელებით არ არის დაკავებული. ეს ახალი საინფორმაციო შტურმი, რომელსაც თან ახლავს რუსეთში მრავალი ინტერნეტ მედიისა თუ ინტერნეტ აპლიკაციების ორმხრივი დაბლოკვა, რუსეთის მოსახლეობას ჩააყენებს სრული იზოლაციისა და ინფორმაციული ვაკუუმის მდგომარეობაში.  რაც შეეხება კრემლის პროპაგანდისტული მანქანის ზეგავლენას სხვა საზოგადოებებზე, მიმდინარე ომის ყოველდღიური საშინელებათა ფონზე პროპაგანდა ბევრ მოხალისე მიმდევარს დაკარგავს. თუმცა, გულუბრყვილო ოპტიმიზმი იქნება იმის თქმა, რომ ეს ეტაპი რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის ჩამოშლის წინაპირობაა. ამ მანქანას ბევრი ავტორი ჰყავს და ის აუცილებლად გააგრძელებს მუშაობას ახალი მესიჯებით, ახალი მანიპულაციებით, ახალი თემებით და ახალ სამიზნე ჯგუფებზე თავდასხმით... უფრო რეალური ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა ის, რომ პროპაგანიდისტული კამპანია ისეთივე დიდ მატერიალურ და ადამიანურ რესურსს მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სამხედრო კამპანია. ვფიქრობ, გარკვეული დრო აუცილებლად დასჭირდება ამ მანქანის კვლავ მძლავრად ამუშავებას გარე სივრცეში და ეს დრო ქართულმა მედიამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს საზოგადოებრივი ცნობიერების გაჯანსაღებისთვის.

რუმინეთის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი: დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ

Europetime-ის ინტერვიუ რუმინეთის პრემიერ-მინისტრის სახელმწიფო მრჩეველთან უსაფრთხოების საკითხებში, იულიან კიფუსთან. იულიან კიფუ 2011-2014 წლებში იყო რუმინეთის პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის საკითხებში. ასრულებდა რუმინეთის სენატის ვიცე-პრეზიდენტის მრჩევლის მოვალეობას საგარეო პოლიტიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. იულიან კიფუ არის ენერგორესურსების უსაფრთხოების ცენტრის გამგეობის წევრი - EUCERS ლონდონის კინგს კოლეჯში; 30-ზე მეტი წიგნის ავტორი და თანაავტორია კონფლიქტების, კრიზისების, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ენერგეტიკული უსაფრთხოების შესახებ. ET: შავი ზღვა დამაკავშირებელია რუმინეთსა და საქართველოს შორის და ეს კავშირი არის ერთგვარი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. არაერთხელ ითქვა, რომ არსებობს უზარმაზარი სავაჭრო-ეკონომიკური პოტენციალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული. მაგალითად, რას იტყვით „აგრის“ (აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ურთიერთდაკავშირების) პროექტის მნიშვნელობაზე, ასევე „თეთრი ნაკადის“ განხორციელებაზე, რომელიც ითვალისწინებს თურქმენული გაზის წამოღებას აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, და შავი ზღვით რუმინეთში შეტანას? იულიან კიფუ: ჩვენ მას შავი ზღვა კასპიის ზღვის დერეფანს ვუწოდებთ. რა თქმა უნდა, თუ ტრანსკასპიურ მილსადენს (ეს მილსადენი უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას თურქმენეთიდან და ყაზახეთიდან აზერბაიჯანის გავლით თურქეთსა და საქართველოში და შემდეგ ევროკავშირის ქვეყნებში) ავაშენებთ, ეს კარგი იქნება, თუმცა მისი განხორცილება ნამდვილად დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე. მათ შორის არის არამხოლოდ თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაციის საკითხი, არამედ კასპიის ზღვის წესები. ვსაუბრობთ რა მის როგორც სრულად მულტიმოდალურობაზე, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ბიძგს მისცემს ბათუმი-კონსტანცას პროექტს, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე ავამოქმედეთ და რომელსაც სამწუხაროდ, არ აქვს მხარდაჭერა... ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველთვის ვეძებთ გზებს მის განსახორციელებლად. განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში ამას ჯერ თურქმენეთისთვის და შემდეგ კი, რა თქმა უნდა, ყაზახეთისთვის დამატებითი ღირებულება აქვს. ყაზახეთისთვის ის არის დიდი პრობლემა, რომ აქვთ ნავთობი და გაზი, მაგრამ შეზღუდული ექსპლუატაციის შესაძლებლობით, რადგან მას რუსეთი ყიდულობს და არ აქვთ ტრანსკასპიური სიმძლავრე/მოცულობა. ასე რომ, ძირითადად, ამიტომ ვართ აქ.  ET: რუმინეთი უჭერს მხარს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას. რას ფიქრობთ ქვეყნის პერსპექტივაზე, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ არსებულ კონტექსტს. ვგულისხმობ როგორც შიდა პოლიტიკურ ვითარებას, ისე საგარეო ველს, უკრაინის კრიზისს და ასე შემდეგ. იულიან კიფუ: რაც მთავარია, საქართველო ყველაფერს აკეთებს NATO-სთან დასაახლოებლად და ეს მნიშვნელოვანია, რადგან როდესაც საბოლოოდ გაიღება ალიანსის კარი, იქ შესასვლელად მზადყოფნა აუცილებელია. მოგეხსენებათ, გარკვეულწილად, შესაძლებლობები დაკავშირებულია კრიზისებთანაც და თუ მზად ხართ, ჩნდება შესაძლებლობების მომენტები, რომლებზეც შეგიძლიათ, ფსონი დადოთ. გარდა ამისა, ნაბიჯ-ნაბიჯ, NATO-ში თქვენი მომავალი გაწევრიანების პროცესის შენება, უსაფრთხოების განმტკიცება და რეფორმების გატარება მნიშვნელოვანია. ET: ევროპაში კვლავ ომისა და მშვიდობის საკითხების განხილვას დასავლეთსა და რუსეთს შორის, თქვენი აზრით, რა გადაწყვეტა მოჰყვება? იულიან კიფუ: ვარაუდების გამოთქმა გამიჭირდება. მოდით ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ისეთი გამოსავალი, რომელიც იქნება სიტუაციის დამაბალანსებელი და უპირველეს ყოვლისა, ყველაზე დიპლომატიური გზები, რომ ომი ავიცილოთ თავიდან. მეორე მხრივ, შეუძლებელია, ყოველ შვიდ წელიწადში ერთხელ ომზე ვსაუბრობდეთ. დაუშვებელია, ყოველ სამ-ექვს თვეში რომელიმე დამოუკიდებელი სახელმწიფოს საზღვარზე ახალ რუსულ სამხედრო ძალებს ვხედავდეთ, რომელიც ამ ქვეყნებს საერთაშორისო არენაზე უპირატესობის მოსაპოვებლად ემუქრება. აქედან გამომდინარე, საჭიროა საბოლოო გადაწყვეტა/შეთანხმება, რათა მსგავსი ეპიზოდები აღარ განმეორდეს. გეთანხებით, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის, რადგან დღეს ჩვენ ევროპაში ომისა და მშვიდობის საკითხებზე ისევ გვიწევს საუბარი. ეს მიუღებელია. მეორე მსოფლიო ომიდან 70 წელი გავიდა და მიუღებელია, რომ ზოგიერთი სახელმწიფო კვლავ ცდილობდეს, ჰქონდეს გავლენის სფეროები; გამოიყენოს სამხედრო ძალა, რათა გადაჭრას თავისი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხები და ცალმხრივად იმოქმედოს სხვა სუვერენულ სახელმწიფოებთან მიმართებით. ET: და ამ სუვერენული სახელმწიფოებისთვის, რომლებმაც გადაწყვიტეს, აირჩიონ საკუთარი ალიანსები და გაწევრიანდნენ NATO-ში, ამ პროცესის დაჩქარება ზუსტად ახლა ხომ არ იქნებოდა მესიჯი და პასუხიც რუსეთისთვის. მინდა გითხრათ, რომ უპირველეს ყოვლისა, ეს დამოკუდებულია თითოეულ ამ სახელმწიფოსა და ქვეყნის შიგნით არსებულ ვითარებაზე; იმ პრინციპებსა და ღირებულებებზე, რომლებიც ევროკავშირისა და NATO-ს ფუნდამენტს წარმოადგენს. ვფიქრობ, ეს არის პირველი, რაც უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც ამ გზას ნამდვილად უჭერს მხარს.

პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა, თუმცა ის რუსეთის წინაშე ვალშია - პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი ჯენიფერ ბრიკი

ყაზახეთში განვითარებულ პროცესებს პიტსბურგის უნივერსიტეტის პროფესორი, მმართველობის ცენტრის დირექტორი ჯენიფერ ბრიკი Europetime-თან ინტერვიუში აჯამებს. რა შედეგის წინაშე აღმოჩნდა ქვეყანა, როგორ დასრულდა შიდა სახელისუფლებო ბრძოლა და როგორ იკვეთება იქ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები. ამ საკითხებს ინტერვიუში ჯენიფერ ბრიკი განიხილავს, რომლის საქმიანობის სფერო სხვა მიმართულებებთან ერთად მოიცავს ცენტრალურ აზიას. _რა სურათი გვაჩვენა ყაზახეთში მომხდარმა აშშ-ის, ჩინეთის და რუსეთის როლების თვალსაზრისით ცენტრალურ აზიაში? აშშ-ს არ აქვს მკაფიო სტრატეგია ცენტრალურ აზიაში. ამჟამად უცნობია, რა ინტერესები აქვს მას. მას შემდეგ, რაც გავიდა ავღანეთიდან, გაუგებარია, რა არის აშშ-ის პოლიტიკა. რუსეთს და ჩინეთს აქვთ ძლიერი საერთო ინტერესები ცენტრალურ აზიაში. მინდა აღვნიშნო, რომ ამას შეჯიბრს და კონკურენციას ვერ დავარქმვეთ, ამ ქვეყნებს აქვთ ორმხრივი ინტერესები. რუსეთი უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ჩინეთი უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურასა და ეკონომიკურ განვითარებას. _ექსპერტები შიდა ბრძოლაზე მიუთითებენ, რა მოიტანა პროტესტმა და რა იყო მისი სათავე? ეს იყო შიდა საკითხებთან დაკავშირებული პროტესტი, რომელიც დაიწყო მშვიდობიანი აქციით საწვავის ფასებთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა თოყაევმა მოუწოდა რუსეთს, დაეცვა მისი პოზიციები, რადგან ის არ ენდობოდა უსაფრთხოების სამსახურებს. უსაფრთხოების სამსახურები ნაზარბაევის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. ასე რომ, ჩვენ ვნახეთ ერთგვარი პატარა ბრძოლა ნაზარბაევისა და თოყაევის ჯგუფებს შორის და მათ ისარგებლეს საპროტესტო აქციებით. _რა მიიღო ყაზახეთმა ამ პროცესებით და როგორია თქვენი დასკვნა? შედეგი ის არის, რომ პრეზიდენტმა თოყაევმა გაიმარჯვა. მან უსაფრთხოების სამსახურებზე კონტროლი დაამყარა. თავისი პოზიციების გასაძლიერებლად კი რუსეთი მიწვია. ახლა ის ხელისუფლების სხვადასხვა პოზიციიდან ნაზარბაევის ოჯახის წევრებს ანაცვლებს. მოგეხსენებათ, ისინი აკონტროლებენ უამრავ სიმდიდრეს და რესურსს. ვიცით, რომ ყაზახეთი ნავთობისა და გაზის ქვეყანაა... ნაზარბაევის ოჯახის წევრები კი სხვადასხვა თანამდებობაზე ინიშნებოდნენ. თოყაევმა თავისი ჯგუფი მოიყვანა, თუმცა ახლა რუსეთზეა დამოკიდებული. ყაზახეთის პრეზიდენტმა მიიწვია CSTO, რუსული ჯარები. ახლა თოყაევი სათავეებშია, მაგრამ რუსეთის წინაშე ვალშია. _გულისხმობთ იმას, რომ რუსეთის გავლენის ზრდა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა? აბსოლუტურად. რუსეთის გავლენა იზრდება ცენტრალურ აზიაში. მათ ჰყავთ 7000 ჯარისკაცი ტაჯიკეთში, ათასობით სამხედრო ყირგიზეთში, და უკვე ყაზახეთში. არ მგონია, რომ რუსეთი ამ შესაძლებლობის ძიებაში იყო. ეს მოულოდნელად მოხდა, მაგრამ შეერთებული შტატების გასვლა ავღანეთიდან, ახლა ქმნის კონკურენტულ გარემოს, აშშ-ის მიერ დატოვებული სივრცე რუსეთმა და ჩინეთმა სწრაფად იგრძნეს.      

ამერიკელებს ძალიან მკაფიოდ ესმით, რომ რუსეთს არ შეუძლია, გადაწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური მიმართულებების მომავალი - ამანდა პოლი

Europetime-ის ინტერვიუ ევროპული პოლიტიკის ცენტრის (EPC, ბელგია) ევროპის და მსოფლიო პროგრამების წამყვან ანალიტიკოს ამანდა პოლთან. ამანდა პოლი არის უფროსი ასოცირებული მკვლევარი პოლიტიკის კვლევების საერთაშორისო ცენტრში კიევში, სადაც მონაწილეობს უკრაინასა და უფრო ფართო რეგიონთან დაკავშირებულ კვლევებსა და ღონისძიებებში. მისი ექსპერტული საქმიანობა მოიცავს თურქეთის საგარეო და საშინაო პოლიტიკის, უკრაინის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მოგვარების საკითხებს შავი ზღვის რეგიონში, რუსეთის საგარეო პოლიტიკას ყოფილ საბჭოთა სივრცეში და ევროკავშირის პოლიტიკას მის აღმოსავლეთ სამეზობლოში. მასთან ინტერვიუ უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრით დავიწყეთ. ამანდა პოლი: ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია - ვხედავთ, რომ გადამწყვეტი გადაწყვეტილებების მიღებაა საჭირო. როგორი იქნება მხარეებს (აშშ, მისი მოკავშირეები, რუსეთი, რედ.) შორის დიალოგის შედეგი? ეს არის მილიონ დოლარიანი შეკითხვა. არ მქონდა მოლოდინი, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის შეხვედრა მნიშვნელოვან გარღვევას მოიტანდა. ვფიქრობ, ეს კრიზისი კიდევ გაგრძელდება. საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანების საკითხის გამორიცხვა (რასაც რუსეთი ითხოვს. რედ) სერიოზული შეცდომა იქნება ალიანსისა და შეერთებული შტატების მხრიდან, რადგან ეს ნიშნავს, რომ ძირითადად რუსეთს ექნება ვეტო ალიანსის მომავალ გაფართოებაზე. მე არ ველოდები, რომ ეს მოხდება, რადგან ამერიკელებს ძალიან მკაფიოდ ესმით, რომ რუსეთს არ შეუძლია, გადაწყვიტოს საქართველოსა და უკრაინის საგარეო პოლიტიკური მიმართულების მომავალი და არ აქვს ხმა NATO-ს გადაწყვეტილებებზე. ვფიქრობ, რუსეთის მიდგომაში მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნება. ისინი გააგრძელებენ ესკალაციას სამხედრო მანევრებით, მეტი მუქარით, მეტი მოთხოვნით - აქედან გამომდინარე ვფიქრობ, შემდეგი ნაბიჯი დასავლეთის მხრიდან იქნება მეტი დიპლომატია, მეტი ძალისხმევა რუსებთან სასაუბროდ. თუმცა, იმედია, ამასთან ერთად გააძლიერებენ უკრაინის შესაძლებლობებსა და შეკავების უნარებს, რომ უკრაინამ დაიცვას საკუთარი თავი. _შექმნილი ვითარება რა გავლენას იქონიებს შავი ზღვის რეგიონზე? შავ ზღვაში დაძაბულობა შენარჩუნდება იმიტომ, რომ იზრდება დაპირისპირება რუსეთის აგრესიასა და დასავლურ დემოკრატიას შორის. საჭიროა მტკიცე ფოკუსირება არამხოლოდ NATO-ს მხრიდან უკვე მიმდინარე/ჩატარებული ოპერაციების საშუალებით, არამედ თავად სახელმწიფოებისგან თანამშრომლობის გაძლიერება ერთობლივი სამხედრო წვრთნებით, მედეგობის განმტკიცება კიბერშეტევებისა და ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ. დასავლეთს შავი ზღვის მიმართ დიდი ყურადღების შენარჩუნება სჭირდება. _რა ნაბიჯები უნდა გადადგან რუსული საფრთხის წინაშე მყოფმა სახელმწიფოებმა ქვეყნის შიგნით? ასეთ ვითარებაში, მედეგი სახელმწიფოების მშენებლობა გადამწყვეტია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნებმა უნდა გააგრძელონ დემოკრატიული რეფორმები და გააძლიერონ სასამართლო დამოუკიდებლობა/კანონის უზენაესობა. ორივე ქვეყანამ, საქართველომ და უკრაინამ მიაღწიეს პროგრესს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ კვლავ რჩება მრავალი სირთულე, განსაკუთრებით ძლიერი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობის თვალსაზრისით. _და ბოლოს, ასევე მინდა გკითხოთ „3+3“ ფორმატზე. როგორც უკვე ცნობილია, მასში ჩართვაზე საქართველომ უკვე დააფიქსირა უარი... რა სურათს ქმნის ეს პლატფორმა რეგიონისთვის? მე არ ვარ ამ პლატფორმის დიდი გულშემატკივარი, რადგან ის გამორიცხავს საქართველოს და დასავლეთის სხვა ქვეყნების ტრანსატლანტიკურ მოკავშირეებს. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პლატფორმას ექნება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი. რეგიონს ნაკლები რუსეთი სჭირდება და არა მეტი რუსეთი. თურქეთი ხელს უწყობს ამ პლატფორმას, რადგან ხედავს სხვა გზებს სატრანსპორტო დერეფნების განვითარებისთვის, რომლებიც თურქეთის ინტერესებშია. ამასთან, თურქეთს არ სურს, გააპროტესტოს რუსეთის ფედერაციის მიერ შემოთავაზებული პროექტები და ინიციატივები. ჩვენ ყოველთვის არ ვეთანხმებით რუსეთს, მაგრამ თურქეთს არ სურს, რუსეთის წინააღმდეგი იყოს, თუ რუსეთი ზის მაგიდასთან, თურქეთსაც სურს ამ მაგიდასთან ყოფნა. ბევრად უფრო მომგებიანია, რომ რეგიონში ყველა აქტორი იყოს ჩართული.

რუსეთი თავის ძალებს კუნთების თამაშისთვის იყენებს, რომ მიმდინარე მოლაპარაკებებში პოლიტიკური ფსონები გაზარდოს - ჰანა შელესტი

უკრაინის გარშემო დაძაბულობა პიკს აღწევს. ექსპერტები ომის რეალურ საფრთხეზე საუბრობენ. მსოფლიო აშშ-სა და რუსეთის მხრიდან, წინადადებებზე წერილობითი პასუხების მოლოდინშია, პარალელურად, სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვის სამსახურები კრემლის მკაფიო გეგმაზე მიუთითებენ, ჩამოშალოს უკრაინა. მაგალითად, ბრიტანეთი იტყობინება, რომ ფლობს ინფორმაციას რუსეთის მთავრობის მიზნებზე, კიევში პრორუსი ლიდერის „დანიშვნის“ შესახებ. რა მოლოდინი აქვთ უკრაინაში და როგორ აფასებენ საფრთხეებს, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, Europetime უკრაინის საგარეო პოლიტიკის საბჭოს „უკრაინული პრიზმის“ უსაფრთხოების კვლევების დირექტორს ჰანა შელესტს ესაუბრა. _დავიწყოთ „ასოცირებულ ტრიოზე“ საუბრით, რადგან ეს იყო თემა, რომელსაც თქვენ და თქვენი კოლეგები განიხილავდით უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. რატომ არის ეს ფორმატი ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი? ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხია, რადგან გარკვეული ცვლილებების მიღწევა ან პოზიციების დაცვა ყოველთვის უფრო მარტივია, როცა ერთი ქვეყანა მარტო არ მოქმედებს. უფრო მაღალი ხმა და ძლიერი პოზიცია მნიშვნელოვანია და საჭიროებს კოორდინაციას. სამივე ქვეყანას აქვს ასოცირების ხელშეკრულება. ჩვენ გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის ამბიციები, მაგრამ ამავდროულად, გვაქვს ძალიან პრაქტიკული საკითხები ევროკავშირთან ურთიერთობებში წინსვლისთვის, როგორიცაა როუმინგის, ღია ცის შეთანხმებები და ა.შ., რომლის პოპულარიზაციაც შესაძლებელია. ასევე გვაქვს ინდივიდუალური მიმართულებები. გარდა ამისა, ეს სახელმწიფოები იზიარებენ როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ საფრთხეებსა და რისკებს, ისევე გარე საფრთხეებს. როცა სამი პრეზიდენტი მოდის და გვესაუბრება, ამას ბრიუსელში ნამდვილად მეტი ფასი და ძალა აქვს, ვიდრე ცალკეული მიდგომები. გარკვეულწილად, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვიშეგრადის ქვეყნების გზას ვახსენებთ, იგივე მიზნებითა და გადაწყვეტილებებით. დასავლეთ ევროპის ზოგიერთი ქვეყნისთვის, ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიური გზავნილია და მას შეუძლია, ხელი შეუწყოს ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროინტეგრაციას. _ამჟამინდელი კონტექსტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინაში მიმდინარე პროცესების ფონზე. ეს ქვეყნები მუდმივარ არიან რუსული საფრთხის სამიზნეები. ახლა მთავარი საკითხია, როგორ იზიარებენ ქვეყნები მათ მისწრაფებებს და როგორ აღიქვამენ საფრთხეებს. მეორე მხრივ, მოლდოვა ნეიტრალური ქვეყანაა. ზოგჯერ ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა გადაწყვეტილებასაც... მაგალითად, უკრაინას და საქართველოს სურთ, გახდნენ NATO-ს წევრები და დაინტერესებულნი არიან მეტი დაცვის მექანიზმების მოძიებითა და თანამშრომლობის გაღრმავებით, რასაც მოლდოვაზე ვერ ვიტყვით, ის გარკვეულ დონეზე თანამშრომლობს ალიანსთან. ამრიგად, ეს სამი ქვეყანა აღიქვამს ამ ფორმატს, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის ხელშეწყობის მექანიზმს და არამხოლოდ უსაფრთხოების საკითხებისთვის მნიშვნელოვან პლატფორმას. შესაძლებელია, რომ უსაფრთხოების საკითხები, როგორიცაა მდგრადობა, კიბერ საკითხები ან კრიტიკული ინფრასტრუქტურა განიხილებოდეს ევროკავშირთან ურთიერთობაში? უსაფრთხოება და კონფლიქტები არ არის ის თემები, რისთვისაც ევროკავშირი ყოველთვის მზად არის, იმუშაოს ისეთ დონეზე, როგორც ეს ამ ქვეყნებს სურთ. _ახლა, როდესაც განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უკრაინას, სადაც რუსეთის ძალების უპრეცედენტო კონცენტრაციაა მის საზღვრებთან; თქვენმა კოლეგებმაც ახსენეს კონფლიქტის საფრთხე; თქვენ წარმოადგენთ ამ ქვეყანას (უკრაინას), კარგად იცნობთ ადგილზე ვითარებას და საინტერესოა თქვენი ხედვა როგორია მოვლენების? ომის საფრთხე რვა წელია, მაღალია. ახლა მთავარი ის გახლავთ, რომ რუსული სამხედრო ძალების გაძლიერების მასშტაბები გაცილებით დიდია, ვიდრე ადრე. ამავდროულად, მათ შეუძლიათ, გამოიყენონ ეს ძალები კუნთების თამაშისთვის - მოლაპარაკებებში პოლიტიკური ფსონების ასამაღლებლად. მათ გადაისროლეს მეტი ძალა და მეტი სტრატეგიული იარაღი მხოლოდ იმის დემონსტრირებისთვის, რომ სერიოზულად უყურებენ თავიანთ მოთხოვნებს. ამიტომ, პანიკას არ უნდა მივეცეთ. ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული იმაზე, რომ დავიცვათ თავი და შევინარჩუნოთ კონტაქტი ჩვენს მოკავშირეებთან, რათა ვაჩვენოთ რუსეთს, რომ მარტო არ ვართ. _ასეთ სიტუაციაში რას ელოდებით დასავლეთისგან, მაგალითად, ალიანსის წევრობა რამდენად იქნებოდა რელევანტური პასუხი? პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვეშინია ევროპის ბევრი ქვეყნის, რომლებიც მხარს არ უჭერენ უკრაინის და საქართველოს დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ალიანსში, რადგან თვლიან, რომ ამ აქტით რუსეთის პროვოცირებას მოახდენენ. მათ ეშინიათ, მოგვცენ MAP-ი, რადგან თავდასხმის შიშით აქვთ. მაგრამ რუსეთი NATO-ს უკვე განიხილავს საფრთხედ, მან უკვე გამოიწვია კონფლიქტი ევროპაში, და ახლა ბევრი სვამს შეკითხვას, მოიქცევა თუ არა ასე, თუ უკრაინასა და საქართველოს ექნებათ წევრობის სამოქმედო გეგმა. უკრაინამ და საქართველომაც უნდა გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა პრაქტიკული თანამშრომლობის გასაძლიერებლად. არ აქვს მნიშვნელობა, მას MAP-ს ვუწოდებთ თუ ინდივიდუალურ გეგმას, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ თანამშრომლობის რეალურ გეგმაზე, რომელიც იქნება ისეთ დონეზე, რომელიც აქამდე არ გვქონია. _უფრო კონკრეტულად, რა შეიძლება იყოს ეს გეგმა? ვგულისხმობ იმას, რომ ვიყოთ თითქმის წევრები თანამშრომლობის კუთხით ფორმალური წევრობის გარეშე, მაგრამ ამავდროულად, ჩვენ თანმიმდევრული ვართ ჩვენს განცხადებებში, თუ რატომ გვსურს წევრობა, და ეს არ არის მხოლოდ დაცვა რუსული აგრესიისგან, რადგან ჩვენ მზად ვართ, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ევროატლანტიკურ და ევროპულ უსაფრთხოებაში. ამიტომ ბევრი ქვეყანა ელოდება, რომ ვიყოთ უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ უსაფრთხოების მომხმარებლები; ჩვენ გვჭირდება მე-5 მუხი, მაგრამ ასევე გვინდა, ვიყოთ უსაფრთხოების დამცველები ევროპის სხვა ქვეყნებისთვის. _როგორია თქვენი მოლოდინი შექმნილი ვითარების გათვალისწინებით? ახლა ჩვენ ნამდვილად ველოდებით უკრაინის საზღვარზე მინიმუმ ესკალაციის შემცირებას. ჩვენ არ გვჯერა, რომ რუსეთი დათმობს პოზიციებს ან NATO დაეთანხმება რუსეთის ულტიმატუმს. მაგრამ თუ დაძაბულობის დონე შემცირდება და კონფლიქტი მოლაპარაკების მაგიდასთან გადაინაცვლებს, ეს უკვე კარგი შედეგი იქნება. თუმცა დიდი მოლოდინი არ გვაქვს. რუსეთს ეს მოლაპარაკებები შიდა პროპაგანდისთვისაც სჭირდება, რათა აჩვენოს, რომ ის წყვეტს ახლა ევროპის მომავალს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის, როგორც საბჭოთა პერიოდში. გარდა ამისა, ეს დიალოგი სჭირდება საერთაშორისო ნარატივების პოპულარიზაციისთვის, რათა აიძულოს პარტნიორები, აირჩიონ მხარეები და ზოგიერთ ევროპულ სახელმწიფოს ეჭვი უჩნდებოდეს, აქვს თუ არა რუსეთს ასეთი ქცევის მიზეზები.

მიაღწევს თუ არა პუტინის ილუზიური, „გრანდიოზული ძალაუფლების" გეგმა წარმატებას, დიდად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება დასავლეთი პუტინის აგრესიულ ქცევას - პროფესორი კლაუს ლარესი

აშშ და მისი მოკავშირეები უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო გაძლიერების პარალელურად, კიევს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში ეხმარებიან. ბოლო ცნობებით, აშშ უკრაინას Mi-17 კლასის შვეულმფრენებს მიაწვდის. მანამდე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 90 ტონა ლეტალური იარაღი უკვე გადასცა. თავის მხრივ, ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ კი განაცხადეს, რომ უკრაინას ანტისატანკო და საზენიტო რაკეტებს მიაწვდიან. მომავალ კვირას, მხარეებმა ყველა წინადადებაზე წერილობითი პასუხები უნდა წარადგინოს, თუმცა როგორც ამერიკული მედია იტყობინება, ამერიკულმა მხარემ რუსეთს მოსთხოვა, არ გაასაჯაროოს წერილი, რომელსაც მომავალ კვირას მოსკოვი აშშ-სგან მიიღებს. მოვლენების რა განვითარებას უნდა ველოდოთ, აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა მოლაპარაკებებს და რა მიზანს ემსახურება ის, ამ საკითხებზე Europetime ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორს, პოლიტოლოგ, ისტორიკოსს კლაუს ლარესს ესაუბრა. _როგორ აფასებთ უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას და წარმოებულ დიალოგს? ვფიქრობ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი პერიოდია და ჩვენ არ უნდა ვიმსჯელოთ მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე, როგორც ცივი ომის დროს, არამედ ევროპასაც უნდა ჰქონდეს როლი ამ პროცესში. ევროკავშირი უნდა იყოს ნომერ მესამე პარტნიორი ამ მოლაპარაკებებში. რა თქმა უნდა, როცა უკრაინაზე ვსაუბრობთ, ნამდვილად საჭიროა თავად უკრაინელების ჩართვაც დისკუსიაში. თუ საქართველო იქნებოდა დღის წესრიგში, ისიც უნდა ყოფილიყო დისკუსიის ნაწილი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ევროკავშირი უნდა იყოს ამ მოლაპარაკებების ნაწილი. _რა პერსპექტივებს ხედავთ ამ მოლაპარაკებებიდან? ჩვენ არ ვიცით, ელოდა თუ არა პუტინი ოდესმე რაიმეს ამ მოლაპარაკებებისგან, მაგრამ მოლაპარაკებებზე უარის თქმა ცუდი ჟესტი იქნებოდა როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის, ისე რუსეთის საზოგადოებისთვისაც. იგივე შეიძლება ვთქვათ ამერიკის საზოგადოებაზე. ვერც პუტინი და ვერც ბაიდენი ვერ ჩაერთვნენ დისკუსიებში. რა თქმა უნდა, დასავლეთი უნდა ეცადოს, ესაუბროს პუტინს და რუსეთს, მაგრამ რამდენად პროდუქტიული იქნება ეს დიალოგი, საბოლოო ჯამში, რთული სათქმელია. როგორც იცით, გასული კვირა ნამდვილად არ იყო პროდუქტიული; ორივე მხარეს თავისი გარკვეული შეხედულებები აქვს და ამ პროცესში წინსვლა საერთოდ არ დაფიქსირებულა _როგორც ექსპერტები პროგნოზირებთ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდება, მაშინ რა მიზანი ჰქონდა დიალოგს? როგორც საერთაშორისო საზოგადოების, ასევე ქვეყნის შიგნით, საზოგადოებრივი აზრის თვალში, აშშ-ს სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა რუსებთან მოლაპარაკებებში ჩართვისა. ვფიქრობ, იგივე ითქმის პუტინზეც. მას ალბათ საბაბი სჭირდება, თუ მართლა სურს უკრაინაში შეჭრა. შემდეგ მას შეუძლია, შემობრუნდეს და თქვას: „მე ვცადე მათთან საუბარი, ვცადე მოლაპარაკება, მაგრამ ეს დიალოგი უშედეგო იყო, მათ არ ისურვეს რაიმე დათმობაზე წასვლა". ეს იქნებოდა მისი გამართლება იმის მტკიცებისთვის, რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ შეჭრა არასაჭირო ყოფილიყო. საბოლოო ჯამში, მიუხედავად მისი ვითომდა დიდად მონდომებული მცდელობისა, არაპროდუქტიული მოლაპარაკებების კონტექსტში პუტინი დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ უკრაინაში ახალი სახით ინტერვენციის დაწყების გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. _ომის რეალურ საფრთხეს ხედავთ? სამწუხაროდ, ომის რეალური საფრთხე არსებობს, პუტინს გაუჭირდება, მისი მკაცრი რიტორიკის და მრავალი შეუსრულებელი მოთხოვნის შემდეგ თქვას: „მე შევკრიბე 100 000-ზე მეტი ჯარისკაცი უკრაინის საზღვართან, განვათავსე 1500 ტანკი და ბევრი საბრძოლო მასალა და სხვა მძიმე იარაღი. ეს ძვირი დაუჯდა რუსეთის ეკონომიკას და ახლა მე ისევ უკან გავიყვან მათ ისე, რომ არ გავაცნობიერე, თუ რა მოთხოვებს ვაყენებდი“. რუსული საზოგადოებისთვის ეს კატასტროფა იქნება. ეს არ წარმოაჩენს პუტინს ძლევამოსილ მმართველად. პირიქით, ასეთ შემთხვევაში ის სუსტად გამოიყურება და ჩვენ ვიცით, რომ პუტინი ვერ იტანს, როცა ის სუსტად გამოიყურება. ამრიგად, ის რაღაცას გააკეთებს და თუ მოლაპარეკებები აზრს დაკარგავს, ერთადერთი ვარიანტი აქვს: სრული ინტერვენცია ან ჰიბრიდული შეჭრა, კიბერ ომი, რომელიც უკვე დაიწყო, ან შესაძლოა, უკრაინის ნაწილობრივი ოკუპაცია. ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინი უბრალოდ უკან დაიხევს და იტყვის: „მხოლოდ საუბარი მინდოდა და ახლა ვბრუნდები სახლში რაიმე კონკრეტული შედეგის მიღწევის გარეშე“. _ის, რაც უკრაინაში ხდება, რუსეთის მეზობელი ქვეყნებისთვის რა სიგინალია? ვფიქრობ, სხვა ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, ბელორუსი, ყაზახეთი და სხვა მეზობელი ქვეყნები, ძალიან ყურადღებით და სიფრთხილით შეხედავენ პუტინის ქმედებებს. პუტინმა ეს იცის. მას სურს, ფეხი შედგას და თქვას, აქ არის რუსული გავლენის სფერო. მას სურს, აღადგინოს რუსეთი ძლიერ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ; მას სურს, მიაღწიოს მოსკოვის გლობალური გავლენების ზრდას და შენარჩუნებას. ის, რაც უკრაინაში ხდება, აშკარად აშინებს რუსეთის მეზობელ სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს. ისინი უფრო ნაკლებად მიდრეკილნი იქნებიან იმისკენ, რომ პუტინს შეჰყვნენ ბრძოლაში. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ცდილობს, ძალიან ფრთხილი კურსი გაატაროს რუსეთის მიმართ. მას არ სურს, იყოს ზედმეტად მეგობრული მოსკოვის მიმართ, მაგრამ არც ზედმეტად არამეგობრული დამოკიდებულება უნდა რუსეთთან, სერიოზული ტერიტორიული კონფლიქტის მიუხედავად. და ეს არის ალბათ გაკვეთილი, რომელიც ბევრმა ქვეყანამ უნდა ისწავლოს: „გარკვეულწილად, თქვენ უნდა მოახერხოთ და დაამყაროთ მშვიდობა რუსეთთან და იპოვოთ რაიმე სახის მეგობრული დამოკიდებულება მოსკოვის მიმართ, წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემები შეგექმნებათ“, - ეს არის გაკვეთილი, რომლის ჩატარებაც პუტინს სურს. რა თქმა უნდა, პუტინს სურს, რომ ეს გაკვეთილი სხვა ქვეყნებმა ისწავლონ და გაითავისონ: „რომ არსებობს რუსული გავლენის სფერო - არსებითად ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია - და მასში მყოფმა ყველა ქვეყანამ მჭიდროდ უნდა გაიაროს კონსულტაცია მოსკოვთან და, საბოლოოდ, დაეთანხმოს რუსეთის სურვილებს“. მიაღწევს თუ არა წარმატებას პუტინი ამ სახის ილუზიური, „დიდი ძალაუფლების“ სქემით, დიდად არის დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებიან აშშ და ევროკავშირის ქვეყნები კრიზისს და აღუდგებიან თუ არა წინ ისინი პუტინის აგრესიულ ქცევას.

მნიშვნელოვანია, რეგიონმა სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და მიიღოს საჭირო გაკვეთილები - უზბეკი ექსპერტი ყაზახეთის მოვლენებზე

ყაზახეთის არეულობიდან ორ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ, დღის წესრიგშია საკითხი, თუ რა გაკვეთილი მიიღეს ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებმა მომხდარისგან და რა პრობლემებზე მოუწევთ მათ ყურადღების გამახვილება და კონცეტრირება. გრძელვადიან პერსპექტივაში რა გავლენას იქონიებს კრიზისი შუა აზიის სხვა სახელმწიფოებსა და თავად ყაზახეთზე და როგორ იკვეთება იქ ამა თუ იმ ქვეყნის ინტერესები. ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე Europetime უზბეკეთში მსოფლიო ეკონომიკისა და დიპლომატიის უნივერსიტეტის უფროს მკვლევარს, მართვისა და ბაზრების კვლევითი ცენტრის მკვლევარს აკრამ უმაროვს ესაუბრა. _ყაზახეთში მომხდარს როგორ შეაფასებთ, რა პროცესებთან გვქონდა საქმე? ის, რაც ყაზახეთში მოხდა, ძირითადად შიდა საკითხებთან, ნეგატიურ სოციალურ-ეკონომიკურ მოვლენებთან იყო დაკავშირებული. ხალხი ითხოვდა გაზის ფასის შემცირებას, მაგრამ სამწუხაროდ, იყვნენ ჯგუფები, რომლებიც იბრძოდნენ ძალაუფლების განაწილებისთვის. სოციალურ-ეკონომიკური პროტესტი, სამწუხაროდ, ამ კრიმინალურმა ელემენტებმა გადაფარეს, რომლებიც ასეთი შესაძლებლობით ცდილობდნენ პრობლემების გადაჭრას. თუმცა არ ვფიქრობ, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გარე ფაქტორი მოქმედებდა. რუსეთი თავად ყაზახეთის ხელისუფლებამ მიიწვია დასახმარებლად. იყო მრავალი დისკუსია, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ ამ ფაქტმა შეზღუდა ყაზახეთის სუვერენიტეტი. შესაძლოა, ამ მომენტში ასე გამოიყურება, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივიდან, მე მჯერა, რომ ყაზახეთის საზოგადოებას აქვს ძალიან ძლიერი იდენტობა და ეროვნული სუვერენიტეტის განცდა, ისინი ამ საკითხებზე კომპრომისზე არ წავლენ არცერთ გარე აქტორთან. ისინი წინააღმდეგობას გაუწევენ მათი ეროვნული სუვერენიტეტის შელახვის ნებისმიერ მცდელობას. _აღსანიშნავია, რომ თავად პრეზიდენტი თოყაევი მიუთითებდა გარე ფაქტორზე... დიახ, გარკვეულწილად, ეს ყაზახეთის ოფიციალური პოზიცია იყო, მაგრამ ცოტა უნდა დაველოდოთ. ჩვენ ჯერ კიდევ შეზღუდული ინფორმაცია გვაქვს ამის შესახებ. _რაც შეეხება რუსეთის გავლენის ზრდას ცენტრალურ აზიაში, ასევე ჩინეთისა და აშშ-ის როლს, როგორ არის ეს დაბალანსებული და გადაკვეთილი? რუსეთის მხრიდან პასუხი მეტყველებს იმაზე, რომ მას შეუძლია სწრაფი რეაგირება; რომ აჩვენოს, რომ ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში. რა გავლენას იქონიებს ეს ყაზახეთზე გრძელვადიან პერსპექტივაში? ჩვენ გვჭირდება გარკვეული დრო ამის შესაფასებლად. რაც შეეხება ჩინეთს, მას ძალიან აინტერესებს ყაზახეთის სტაბილურობა. დიდად არ აინტერესებს, ვინ არის ხელისუფლებაში. თუ არსებობს ლეგიტიმური მთავრობა, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს ჩინეთის ინვესტიციებისთვის საჭირო გარანტიები და მიაწოდოს ნავთობი და გაზი ყაზახეთიდან ჩინეთში, ვფიქრობ, ჩინეთი ამით ძალიან კმაყოფილი იქნება. ისინი არ ცდილობენ შიდა საკითხებში ჩარევას, მაგრამ დაინტერესებულნი არიან, რომ ყაზახეთში იყოს ქმედუნარიანი მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ჩინეთის ეკონომიკური ინტერესებისთვის აუცილებელ გარანტიებს. აშშ-ს ძალიან შეზღუდული ინტერესი აქვს ცენტრალურ აზიაში, განსაკუთრებით ავღანეთიდან გასვლის შემდეგ. ათწლეულების განმავლობაში მათი ინტერესი ცენტრალური აზიაში უკავშირდებოდა შეერთებული შტატების ინტერესს ავღანეთში. ახლა ავღანეთში ამერიკა არ არის და მათ შეზღუდული ინტერესი აქვთ ცენტრალურ აზიაში. ამიტომ, უბრალოდ გამოთქვეს შეშფოთება ხაზახეთში განვითარებული მოვლენების გამო და მოუწოდეს სიტუაციის სტაბილიზაციისკენ, რაც უნდა მომხდარიყო ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის გარეშე. მოკლედ, ეს იყო აშშ-ის პოზიცია. _რა გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენები ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებზე? ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებს ჯერ კიდევ ბევრი შიდა პრობლემა გვაქვს და ამ საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება გვჭირდება, ამიტომ უნდა ვეცადოთ ჩვენი ეკონომიკის რეფორმირებას, რათა უფრო მიმზიდველი გავხდეთ. მნიშვნელოვანია, ამ კრიზისიდან საჭირო გაკვეთილების მიღება. უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ ჩვენი ინსტიტუტების გასავითარებლად და შესაძლო კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირებისთვის. ყაზახეთის უსაფრთხოების ინსტიტუტების მზადყოფნა მეტყველებს იმაზე, რომ სისტემაში ყველაფერი შესანიშნავად არ იყო. სისტემაში იყო გარკვეული პრობლემები, რამაც გამოიწვია მოვლენების ასეთი განვითარება. უფრო მეტი მზადყოფნა და მომხდარიდან დასკვნების გამოტანა გვმართებს. _თქვენ უზბეკეთს წარმოადგენთ, რას გვეტყვით იქაურ განწყობებზე, დამოკიდებულებებზე, რა გაჩვენათ ყაზახეთის მაგალითმა? ეს სიტუაცია საკმაოდ მოულოდნელი იყო არამხოლოდ უზბეკეთისთვის, არამედ მთლიანად ცენტრალური აზიისთვის. რადგან ყაზახეთი ჩვეულებრივ განვითარებულ და მდიდარ ქვეყნად ითვლება. ხალხი ფიქრობს, რომ მათ აქვთ პროტესტის უფლება, მაგრამ ასეთი ძალადობა არავის მოუტანს სარგებელს. შემდგომი ძალადობა და სისასტიკე, რომელიც მოხდა ყაზახეთის ქუჩებში, მეტყველებს იმაზე, რომ სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად გამოვიდეს კონტროლიდან. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ რეგიონმა კვლავ სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია, მიიღოს საჭირო გაკვეთილები და უპასუხოს ხალხის საჭიროებებს. უზბეკეთი ცდილობს ამის გაკეთებას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვჭირდება, განსაკუთრებით ეკონომიკური განვითარების კუთხით. ჩვენ გვყავს დიდი პოპულაცია, მაგრამ მაღალია უმუშევრობის დონე. უნდა ვიმუშაოთ სამუშაო ადგილების გაზრდაზე, რათა განვავითაროთ ჩვენი ეკონომიკა და გავაუმჯობესოთ ჩვენი განათლების სისტემები. ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეტის გაკეთება გვჭირდება. დრო გადის და სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება. უნდა ავუწყოთ ფეხი მსოფლიოს.

იან ბონდი: ახლა არის მომენტი, როდესაც საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უკრაინის, ისე საქართველოს გადარჩენისთვის

10 იანვარს, ჟენევაში დაწყებული მაღალი დონის დიპლომატიური მოლაპარაკებები, რომლებშიც ჩართულები არიან აშშ, მისი მოკავშირეები და რუსეთი, კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. რუსეთი ამ რაუნდიდადან 10 დღის შემდეგ კვლავ იმეორებს რომ NATO აღმოსავლეთით არ უნდა გაფართოვდეს, რაზეც აშშ-ის პასუხი უცვლელია, დასავლეთი არ აპირებს კომპრომისზე წასვლას, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის. პარალელურად, უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთმა სასაზღვრო ზონაში ჯარების მობილიზაცია თითქმის დაასრულა. ამ ფონზე, როგორც 21 იანვარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას წარმოადგენენ წერილობით პასუხს ყველა წინადადებაზე. რა შედეგებამდე მიიყვანს ეს დიალოგი მხარეებს, ასევე აშშ-ის პარტნიორებს, და რატომ დგას გადამწყვეტი მომენტი ევროპული უსაფრთხოებისთვის, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე Europetime ევროპული რეფორმების ცენტრის საგარეო პოლიტიკის მიმართულების დირექტორს იან ბონდს ესაუბრა. მანამდე ის ბრიტანეთში დიპლომატიურ სამსახურში იყო 28 წლის განმავლობაში. 2005-2007 წლებში, იან ბონდს ლატვიაში ბრიტანეთის ელჩის თანამდებობა ეკავა. _რას ელით მაღალი დონის დიპლომატიური დიალოგიდან რუსეთთან, რომელშიც ჩართულნი არიან აშშ და მისი მოკავშირეები. ჩვენ ვნახეთ სტრატეგიული შეტევითი იარაღის შემცირების და შეზღუდვის ზომების შესახებ ხელშეკრულების (NEW START-ის) გახანგრძლივების გადაწყვეტილება ბაიდენის მმართველობის პერიოდის დასაწყისში. მაგრამ მაინც, შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებით გარკვეული სამუშაო შეიძლება სასარგებლო იყოს. INF (საშუალო სიშორის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულება) ხელშეკრულების გარკვეული ჩანაცვლება ეფექტური გადამოწმების მექანიზმით – რაც ბოლო დროს არ გვქონია. ასევე, იმ ნდობის შენების ღონისძიებების აღდგენა, რაც ადრე გვქონდა და რომელიც რუსეთმა დაბლოკა რამდენიმე წლის წინ, სამხედრო წვრთნებზე შეტყობინება, რათა საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეძლონ იმის შეფასება, რომ არაფერი სახიფათო არ ხდება. რაც შეეხება ბოლო დღის წესრიგს, ის, რაც რუსეთს სურს, არ შეიძლება იყოს დღის წესრიგში, რაც მოიცავს აშშ-ს განცხადებას, რომ NATO არ მიიღებს ახალ წევრებს, როგორიცაა საქართველო ან უკრაინა და სხვა ქვეყნები, რომლებსაც სურთ გაწევრიანება. _სწორედ ახლა ხომ არ არის დრო, რომ უკრაინას და საქართველოს გაწევრიანების რეალური შანსი მიეცეთ ან პროცესი დაჩქარდეს? ვფიქრობ რა, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანება კარგი იქნებოდა, უნდა ითქვას, რომ ეს ძალიან სწრაფად არ მოხდება გერმანიისა და საფრანგეთის მსგავსი ქვეყნების პოზიციის გათვალისწინებით. ამიტომ, მივიჩნევ, რომ საქართველომაც და უკრაინამაც თავად უნდა გადადგან რამდენიმე ნაბიჯი. _კონკრეტულად, აქ ფაქტორია შიდა ვითარება თუ რას გულისხმობთ? პირველ რიგში, თუ შეხვედავთ შიდა პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოც და უკრაინაც გაყოფილია და ეს იმ დროს, როცა მათ სოლიდარობა ყველაზე მეტად სჭირდებათ. მე ახლა არ ვაპირებ დამნაშავის ძიებას. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი დაკავებულია. უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ პოროშენკოს უკრაინაში დაკავება, ან პატიმრობა ემუქრება. მაგრამ ჩემთვის ცხადია, რომ ახლა არის მომენტი, როდესაც საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ისე უკრაინის გადარჩენისთვის. მეორე საკითხი ეხება ევროკავშირთან და NATO-სთან თანამშრომლობას, საქართველომ და უკრაინამ მაქსიმალურ ძალისხმევას უნდა მიმართონ NATO-სა და ევროკავშირის სტანდარტების მისაღწევად, რაც დაეხმარება ამ ქვეყნებს ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისითაც. მესამე - მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, მაგალითად, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა უკრაინაში ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები გაგზავნა უკრაინელების დასახმარებლად. ვფიქრობ, უკრაინასაც და საქართველოსაც პრიორიტეტის მინიჭება სჭირდებათ ისეთი საკითხებისთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მათ სამხედრო ძალებს. კერძოდ, NATO-ს ქვეყნებთან ან სხვა ქვეყნებთან უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები, თუ რომელი სისტემები და რა სახის ტრენინგი სჭირდებათ ყველაზე მეტად. განიხილონ ეს საკითხები ორმხრივად და შეეცადონ, მიიღონ ეს დახმარება. როგორც უკრაინას, ასევე საქართველოს და მოლდოვას სჭირდებათ, მაქსიმალურად მედეგები გახდნენ რუსული აგრესიის აღსაკვეთად. _როგორ ფიქრობთ, გადამწყვეტი ეტაპია ევროპული უსაფრთხოებისთვის? ეჭვგარეშეა, რომ ეს არის გადამწყვეტი დრო ევროპის უსაფრთხოებისთვის. ძალიან საშიში პერიოდი, რაც ალბათ ბოლოს, ძალიან დიდი ხნის წინ თუ გვინახავს. პუტინი ხედავს სისუსტეს დასავლეთსა და იმ ქვეყნებში, რომლის პირისპირაც დგას. ის საქართველოსა და უკრაინაში შიდა პოლიტიკურ განხეთქილებას სისუსტედ ხედავს, ბაიდენს კი გაყოფილი ამერიკის სუსტ პრეზიდენტად. ჩვენ ველოდებით საპრეზიდენტო არჩევნებს საფრანგეთში და იქ სწორედ ამ საკითხზეა ყურადღება გადატანილი. ჩვენ გვყავს ახალი მთავრობა გერმანიაში, რომელიც ჯერ კიდევ პოლიტიკის ჩამოყალიბების პროცესშია, და დიდი ბრიტანეთი, რომელიც უფრო დასუსტდა Brexit-ის გამო და შინაგანად დაყოფილია Brexit-ის გამო. ამრიგად, ვფიქრობ, პუტინი ამ მომენტს ალბათ განიხილავს, როგორც შესაძლებლობას, რომელიც ძალიან სახიფათო პერიოდს ქმნის ევროპის უსაფრთხოებისთვის. _და ვინ დარჩება მოგებული ამ ვითარებაში? თუ გადავხედავთ რუსეთის ეკონომიკის მასშტაბს, ის ძალიან მცირეა NATO-ს ქვეყნების ეკონომიკებთან შედარებით. ასე რომ, ახლა საკითხავია, შეუძლია თუ არა NATO-ს, გამოიყენოს ის უპირატესობები, რაც მას აქვს? თუ ის ასე მოიქცევა, მაშინ მას უნდა შეეძლოს პუტინის მხრიდან რაიმე შემდგომი მავნე ქცევის შეკავება. და, თუ NATO-ს ქვეყნები სხვადასხვა მიმართულებით წავლენ და სხვადასხვა თამაშის წესებს გამოიყენებენ, მაშინ ჩვენ ბევრად უფრო სუსტები ვიქნებით.

თურქეთის ელჩის კომენტარი „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით - ექსკლუზივი

Europetime საქართველოში თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს „3+3“ ფორმატთან დაკავშირებით ექსკლუზიურად ესაუბრა. როგორც ელჩის კომენტარიდან ირკვევა, ამ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც თურქულმა მხარემ საქართველოს ოფიციალურ პირებს პლატფორმის ფარგლებში განხილული თემების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „პლატფორმის ფარგლებში შეხვედრის დაწყებამდე და მის შემდეგაც ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია საქართველოს მთავრობას და ასევე ვაწვდით ინფორმაციას განსახილველი საკითხების შესახებ. კერძოდ, ჩვენ შევხვდით საგარეო საქმეთა მინისტრს და ვაცნობეთ, თუ რაზე ვისაუბრეთ. სხვა შეხვედრებიც იქნება. ამ პლატფორმასთნ დაკავშირებით, რაიმეს თავსმოხვევაზე საუბარი არ არის“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა. რაც შეეხება საქართველოს უარს „3+3“ ფორმატში მონაწილეობაზე, ელჩი აღნიშნავს, რომ ეს არის საქართველოს გადაწყვეტილება, რომელსაც თურქეთი პატივს სცემს. ამასთან, ფატმა ჯერენ იაზგანი განმარტავს, რომ ამ ფორმატში საქართველოს არყოფნის პირობებში, საქართველოს შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდნენ; თურქეთს სურს, რომ საქართველო იყოს წარმოდგენილი 3+3“ პლატფორმაში, მაგრამ „ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობისა და ხალხის სურვილზე“. „ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან როგორც ორმხრივად, ასევე, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ფორმატში“,... - განუცხადა თურქეთის ელჩმა Europetime-ს. დიპლომატის თქმით, ეს არის ერთ-ერთი პლატფორმა, რომელიც რეგიონის ქვეყნებს აერთიანებს, რომ განიხილონ ზოგიერთი პროექტი, სადაც სარგებლის მიღება ყველას შეუძლია. „ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, კარგი იდეაა, მაგრამ შეიძლება იყოს სხვა ფორმატები, რომლებზეც შეიძლება, ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა. ფატმა ჯერენ იაზგანთან ინტერვიუს თემა ასევე იყო NATO-რუსეთის საბჭოს შეხვედრა და ის, თუ რა პოზიცია აქვს NATO-ს წევრ თურქეთს რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებთან დაკავშირებით, რომელიც ასევე გულისხმობს ალიანსის გაფართოებაზე უარის თქმას. „დიალოგი და დიპლომატია მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, არსებობს NATO-ს ერთიანი პოზიცია იმ ქვეყნების თავისუფალი ნების თაობაზე, რომლებიც ირჩევენ უსაფრთხოების ზომებს და ეს არ შეიძლება, განხილული იყოს მესამე მხარესთან. თურქეთის პოზიცია NATO-ს ერთიან პოზიციაში გამოიხატება. საქართველო ერთგულია რა ევროატლანტიკური ინტეგრაციის და ეს საქართველოს მთავრობისა და ხალხის არჩევანია, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა. შეგახსენებთ, "3+3" ფორმატში პირველი შეხვედრა მოსკოვში 10 დეკემბერს გაიმართა. საქართველომ ოფიციალურად დააფიქსირა უარი, თუმცა რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ პირველი შეხვედრის შემდეგ, საქართველოსთვის კარი ღია რჩება. ცნობილია, რომ მომდევნო შეხვედრას თურქეთი უმასპინძლებს. ამავე თემაზე: რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქ და აზერბაიჯანელ მეგობრებს ვთხოვეთ, საქართველოს "3+3" ფორმატის სარგებელი აუხსნან ცნობისთვის, "3+3" ფორმატთან დაკავშირებით, Europetime-მა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარი პრესსპიკერი პიტერ სტანო ასევე ექსკლუზიურად ჩაწერა. პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას აღმოსავლეთ პარტნიორობის მეშვეობით. აშშ-ის პოზიცია 18 ოქტომბერს, საქართველოში ვიზიტით მყოფ აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს "3+3" ფორმატთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვა. თავდაცვის სამინისტროში, ქართველ კოლეგა ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა პირველ რიგში 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას უნდა სცეს პატივი. „რუსეთი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, უნდა სცემდეს პატივს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ვიდრე რაიმე ახალ პლატფორმაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. როგორც ცნობილია, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის განახლებისა და ახალი ზავის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ექვსეულის პლატფორმის შექმნის ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომელსაც მხარი აზერბაიჯანმა და ირანმა დაუჭირეს. ამ ინიციატივით, რეგიონული თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის რეგიონის 3 სახელმწიფოს: საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს აერთიანებს. ასევე - ირანის ისლამურ რესპუბლიკას, რუსეთის ფედერაციასა და თურქეთს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, „საქართველო უნდა იყოს ჩართული დიდ გეოპოლიტიკურ და რეგიონში მიმდინარე პროექტებში, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე, არა ოკუპანტთან დათმობის ხარჯზე“. მანამდე, დავით ზალკალიანიმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოს რუსეთთან ერთად მონაწილეობა გაუჭირდება "3+3" ფორმატში, თუმცა რაღაც ფორმით ჩართული უნდა იყოს ახალ რეგიონულ პროექტებში. მოგვიანებით, მინისტრმა განმარტა, რომ ეს განცხადება არასწორად იყო აღქმული. ასევე წაიკითხეთ: დავით ზალკალიანი 3+3 ფორმატზე: ეს შეუძლებელია