ახალი ამბები

ევროპარლამენტი რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების საკითხს კენჭს უყრის

ევროპარლამენტმა, ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის მოთხოვნა დაამტკიცა და პლენარული სესიების დღის წესრიგში, დებატების ნაწილში, რუსეთის ფედერაციის ტერორიზმის სახელმწიფო სპონსორად ცნობის საკითხის განხილვა შეიტანა.  ამის შესახებ ევროპარლამენტარმა პოლონეთიდან ბოჰდან ჟონცამ PAP-ის კომენტარში განაცხადა. კენჭისყრისას რეზოლუციის დებატებში ჩართვას, მხარი 201-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 99, ხოლო 61-მა თავი შეიკავა. „მოხარული ვართ, რომ დისკუსია გაიმართება და ნოემბერში ხმას მივცემთ ამ რეზოლუციას, რომელიც წარმოაჩენს რეალურ ურთიერთობას რუსეთსა და ევროკავშირს შორის და აჩვენებს პუტინისა და მისი გარემოცვის ბარბაროსობას,“ - აღნიშნა ჟონცამ. რეზოლუციის განხილვა და კენჭისყრა ევროპარლამენტში 21-24 ნოემბრის სესიაზე იგეგმება. მოგეხსენებათ, უკრაინა ითხოვს, რომ აშშ-მა რუსეთი, ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიაროს.  გარდა ამისა, აგვისტოში ლატვიის საემმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა, ხოლო ესტონეთში შესაბამისი რეზოლუცია კენჭისყრაზე დადგა.  

ზელენსკი პუტინს: ჩაიწერე შენი „მიღწევა“, კიდევ ერთი ორსული დაიღუპა

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ირანული თვითმფრინავების მიერ კიევზე დილის თავდასხმის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ აგრესორი ქვეყნის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევა“ ჩაიწეროს - მან კიდევ ერთი ორსული ქალი მოკლა. „კიევში მოკლეს ახალგაზრდა ოჯახი. ირანული „შაჰედი" მათ საცხოვრებელ კორპუსში აფეთქდა. დაიღუპა ბიჭი და ორსული გოგონა ექვსი თვისაა... ვლადიმერ პუტინს შეუძლია კიდევ ერთი „მიღწევა“ ჩაიწეროს თავისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.  კიევის მერი: ნანგრევებიდან ამოყვანილია ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ცხედრები, ქალი 6 თვის ორსული იყო 10 ოქტომბრის შემდეგ, რუსეთი უკრაინის დედაქალაქს მასიურად ბომბავს. კიევზე იერიშს მსხვერპლი მოჰყვა როგორც წინა კვირას, ისე დღეს, 17 ოქტომბერსაც. უკრაინული მედიის მიერ, 17 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა 43-დან 37 დრონი გაანადგურეს. ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

კანადამ, რუსულ არხ „ზვეზდასა“ და 30-ზე მეტ პროპაგანდისტს, სანქციები დაუწესა

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ტერიტორიების ანექსიის გამო, დამატებითი სანქციები დაუწესა.  კანადამ სანქციები 34 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ დააწესა, რომლებიც რუსული დეზინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში მონაწილეობდნენ. კერძოდ, სანქცირებულთა სიაშია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი პროპაგანდისტული არხი Zvezda, რუსი მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ვლადიმერ მაშკოვი, ტელეწამყვანები თინა კანდელაკი და ნაილია ასკერ-ზადე, პუტინის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი და სხვები. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.  

ანდრიუს კუბილიუსი: იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა მოგვისმენს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ თავის მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს

იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა უნდა. ამის შესახებ ევროპალამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა.  „რა თქმა უნდა, ყველას, საქართველოს მოქალაქეებსა და პარტნიორებს, ძალიან გაგვიხარდებოდა, გვენახა როგორ შეასრულებს საქართველო 12-პუნქტიან მოთხოვნებს და კანდიდატი ქვეყანა გახდება. მაგრამ დრო ძალიან სწრაფად მიდის. ჩვენ ვხედავთ კარგ პროგრესს ევროკავშირის ლიდერების პოზიციებში. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკური სურვილი გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე იყო. ევროკავშირის მხრიდან ნათელი გაგება არსებობს, რომ გაფართოება უნდა წავიდეს წინ, უფრო ამბიციურად, უფრო ეფექტურად და უფრო სწრაფად. ევროკავშირის ინსტიტუტებს ვუბიძგებთ, რომ წინ იმოძრაონ, და თუ საქართველო ვერ შეასრულებს პირობებს, ნელა იმოძრავებს ამ პირობების შესრულების გზაზე, თუ  ჩამორჩება უკრაინასა და მოლდოვას, ეს თქვენთვის სასარგებლო არ იქნება“, - აღნიშნა კუბილიუსმა. ამასთან კუბილიუსი აცხდებს, რომ ცდლობენ დაარწმუნონ საქართვეელოს მთავრობა, რომ პოლიტიკური თამაშები შეწყვიტონ.  „ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ საქართველოს მთავრობა, მმართველი პარტია შეწყვიტონ პოლიტიკური თამაშები. არ ვიცი რა დავარქვა იმას, როცა მმართველი პარტია იმაზეა გადართული ვინ დაადანაშაულოს. ადანაშაულებს ელჩებს, საქართველოს მეგობრებს ევროპარლამენტში. მათ დამნაშავეების ძებნის ნაცვლად, საკუთარი სამუშაო უნდა შეასრულონ. იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოუსმენს არა მხოლოდ ჩვენს რჩევას, არამედ საქართველოს მოსახლეობას, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს", - ამბობს კუბილიუსი.

UNICEF-ი: ომის გამო რუსეთში 2022 წელს, ღარიბთა რაოდენობა რვა მილიონით გაიზრდება

რუსეთში, უკრაინაში ომის გამო სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 2022 წელს 8,3 მილიონზე მეტით გაიზრდება. მათგან თითქმის 2,9 მილიონი ბავშვია. გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) ანგარიშში, ომის შედეგების შესახებ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანაში მოსალოდნელი შედეგები წარმოადგინა.  ამ ქვეყნებში ღარიბთა რიცხვი, UNICEF-ის პროგნოზით, 10 მილიონზე მეტი ადამიანით გაიზრდება. მათგან ოთხი მილიონი ბავშვია. უკრაინაში, ფონდის მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრებთა რიცხვი 472 000 ადამიანით გაიზრდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეს შეფასება ეფუძნება ვარაუდს, რომ უკრაინის მშპ 2022 წელს 10%-ით შემცირდება. მეორე კვარტალში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით შემცირდა. UNICEF-ი ასევე, ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდას და განათლების ხელმისაწვდომობის შემცირებას პროგნოზირებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. როსსტატის მონაცემებით, 2022 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციასი 17,6 მილიონი ადამიანი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ქვეყნის მოსახლეობის 12,1%-ის შემოსავალი 13 813 რუბლზე ნაკლებია.  

ადამ კიზინგერი: გვსურს, საქართველოს მთავრობამ ილაპარაკოს, რამდენად საშიშია რუსეთი ქვეყნისთვის

მე მომისმენია საქართველოში, რომ არსებობენ ძალები, რომლებიც აცხადებენ რომ საქართველოს ჩათრევა სურს ამერიკის შეერთებულ შტატებს ომში. ეს არ არის მართალი. ამის შესახებ ამერკელმა კონგრესმენმა ადამ კიზინგერმა „ფორმულას“ ეთერში განაცახდა.  „მე კიდევ ვიმეორებ, ამერიკა არ სთხოვს საქართველოს, დაიწყოს ომი რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს მთავრობამ ხაზი გაუსვას, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს შორის პარტნიორობა და ილაპარაკოს საფრთხეზე, რამდენად საშიშია რუსეთი საქართველოსთვის“, - აღნიშნა კიზინგერმა.  ამასთანავე აღნიშნა, რომ „რუსეთის მომავალი არ არის ნათელი, დასავლეთის მომავალი კი ნათელია“.  

ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, 11 პირსა და ოთხ ირანულ ორგანიზაციას, ბოლო საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების გამო სანქციები დაუწესა, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში. ოლექსი რეზნიკოვი: რუსეთი და ირანი ტერორის გასავრცელებლად გაერთიანდნენ სიაში მოხვდნენ ე.წ. მორალის პოლიციის მაღალჩინოსნები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთა „ბასიჯი“ და ეროვნული პოლიციის დანაყოფი. ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა, უკანონო დაკავება და ქალების წამება. ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. აქციები პროვოცირება მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც  მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა. ახლობლების თქმით, გოგო დაკავებისას სცემეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მაჰსა ამინი ავად იყო. მანამდე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გაუმართლებელი და მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ ანტიირანულ სანქციებს 17 ოქტომბერს დაამტკიცებენ. ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, თავის მხრივ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ს ადანაშაულებს.  

პროკურატურამ შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მითვისების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, სამსახურებრივი სიყალბისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი  დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.  პროკურატურამ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ ყოფილი დირექტორი, 2019-2021 წლებში, მისი ნდობით აღჭურვილ პირებთან  ყოველთვიურად აფორმებდა ფიქტიურ შრომით ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვით თითქოსდა აღნიშნული პირები ახორციელებდნენ წყალსადენების სათავე ნაგებობების მოვლა-გაწმენდით სამუშაოებს.  ფიქტიური შრომითი ხელშეკრულებებისა და ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე, ფიქტიურად დასაქმებულ პირებს, ანაზღაურების სახით, ყოველთვიურად საბიუჯეტო თანხები ერიცხებოდა, რასაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ  ითვისებდა.  აღნიშნული დანაშაულებრივი სქემით, ბრალდებული 2019-2021 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა 520 920 ლარს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით  თანხების ჯგუფურად მითვისება); 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება);  341-ე მუხლით (სამსახურებრივი სიყალბე) და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება-გამოყენება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.  

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ანიკენ ჰუიტფელდტმა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად დღეს ხურვალეთის რაიონში, საოკუპაციო ხაზის მონაკვეთები მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს. „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი მიესალმა საგარეო საქმეთა მინისტრს, თან ახლდა მის დელეგაციას მთელი ვიზიტის განმავლობაში და მიაწოდა თავისი შეხედულებები ადგილზე განვითარებული უახლესი მოვლენების შესახებ. ჯერ პატარა ხურვალეთში, შემდეგ კი სოფელ დიდ ხურვალეთში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა საგარეო საქმეთა მინისტრს და მის დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია რაიონში უსაფრთხოების ვითარების შესახებ, გაამახვილეს რა ყურადღება „ბორდერიზაციაზე“ და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებზე მის უარყოფით გავლენაზე. დისკუსია შემდგომ შეეხო იმ კონკრეტულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ყოველდღიურ ცხოვრებაში დგას ადმინისტრაციული სასაზღვრის ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა და რომლებიც კიდევ უფრო გართულდა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების დახურვით. ამასთან დაკავშირებით, მისიის ხელმძღვანელმა მარეკ შჩიგელმა განმარტა, რომ სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის ორი პუნქტი, ოძისი და ქარძმანი, ახლა ღიაა 2022 წლის დეკემბრამდე ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე. ეს მოჰყვა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს არაერთგზის მოწოდებას ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე გადაადგილების თავისუფლების სრულად აღდგენის შესახებ. ვიზიტის დასასრულს, საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა მისი მადლიერება მრავლის მომცემი ვიზიტის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ, საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის ინფორმაციაში.   

იეისკში, სუ-34-ის ჩამოვარდნის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. არიან დაშავებულები

იეისკის საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სუ-34 ბომბდამშენის ჩამოვარდნის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა. იტყობინება კრასნოდარის ტერიტორიის ადმინისტრაცია.  რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა რეგიონული ოპერატიული შტაბის ცნობით, დაშავებულია 19 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. დაშავებულებს შორის 8-10 წლის სამი ბავშვია. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით სუ-34 ბომბდამშენი 17 ოქტომბერს საღამოს იეისკში ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ჩამოვარდა. ავარიის დროს თვითმფრინავის საბრძოლო მასალა აფეთქდა. ხანძარი მაღალსართულიან კორპუსს მოედო. მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, სუ-34 საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.   

მედია: ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვრის მონაკვეთზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს

ფინეთი, რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე, სატესტო ღობის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ, ტელე-რადიოკომპანია Yle იუწყება. ფინეთმა შესაძლოა, მიგრაციის შესაჩერებლად რუსეთის საზღვართან ღობე ააშენოს მთავრობაში უკვე არის კონსენსუსი ღობის საცდელი ნაწილის საჭიროებაზე, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ.  ფინური მედიის ცნობით, საპილოტე პროექტი სამი კილომეტრზე განხორციელდება. ბიუჯეტში პროექტისთვის დაახლოებით ექვსი მილიონი ევროა დარეზერვებული.  თანხები ასევე მოხმარდება ტექნიკურ კონტროლსა და ინფრასტრუქტურას. შინაგან საქმეთა მინისტრის კრისტა მიკონენის თქმით, მნიშვნელოვანია საზღვრის ღობის აშენების განხილვა. სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ პასი კოსტამოვაარასაც მიაჩნია, რომ ღობე აუცილებელია. როგორც ცნობილია, ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო მთავრობისგან, რუსეთთან საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთზე ღობის ასაშენებლად 139 მილიონი ევროს გამოყოფას ითხოვს.   

ბათუმში ერთმანეთს მატარებელი და ავტობუსი შეეჯახა

ბათუმში მატარებელი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ამის შესახებ Tv25.ge თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.  Europetime-ს შსს-ში ფაქტი დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ დამატებითი დეტალები ზუსტდება და შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.  Europetime ინფორმაციისთვის „საქართველოს რკინიგზას“ დაუკავშირდა. მომხდარზე კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.   

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა

უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 108 ქალი გაათავისუფლა.  ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა. „დღეს მოვახერხეთ პატიმართა მორიგი მასშტაბური გაცვლა. ტყვეობიდან 108 ქალი გავათავისუფლეთ. ეს იყო ქალების პირველი გაცვლა. ტყვეობაში იყვნენ დედები და ქალები, რომლებსაც ახლობლები ელოდებოდნენ", - ნათქვამია შეტყობინებაში.   ანდრეი ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ ტყვეებს შორისაა აზოვსტალიდან ევაკუირებული 37 ქალი, 11 ოფიცერი და 85 რიგითი და სერჟანტი, მათ შორის 35 უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, 32 საზღვაო ძალებიდან, 12 თავდაცვის ძალებიდან, 8 ეროვნული გვარდიიდან, 2 "აზოვიდან", 5 - სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახურიდან, 4 სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდან, ხოლი 12 მშვიდობიანი მოქალაქეა.   

რუსეთში, ქალაქ იეისკში, სამხედრო თვითმფრინავი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა

რუსეთის ფედერაციაში, კრასნოდარის მხაერეში, ქალაქ იეისკში სამხედრო თვითმფრინავი ერთ-ერთ უბანში, მრავალსართულიან კორპუსს დაეცა. ინტერფაქსის ცნობით, სუ-34 საბრძოლო გამანადგურებელი-ბომბდამშენია. შემთხვევის ადგილზე ხანძარია. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.  რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, იეისკში თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი აფრენის დროს ერთ-ერთი ძრავის აალება გახდა. სამხედრო დეპარტამენტის ცნობით, თვითმფრინავი სამხრეთ სამხედრო ოლქის სამხედრო აეროდრომიდან სასწავლო ფრენას ასრულებდა და ჩამოვარდა. სამინისტროს ცნობითვე, ეკიპაჟმა კატაპულტირება მოახერხა.   

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან

ევროკავშირის 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სამოქალაქო მისიის გაგზავნაზე შეთანხმდნენ. ევროკავშირის საბჭომ ადგილზე 40 სპეციალისტის გაგზავნა გადაწყვიტა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მონიტორინგის შესაძლებლობების სწრაფი განლაგების უზრუნველსაყოფად, გადაწყდა, რომ პროცესში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგის ექსპერტები დროებით ჩაერთვებიან. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება.  აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.    

ჯოზეფ ბორელი: ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთშია

ევროკავშირის სამოქალაქო მისია უკვე სომხეთში იმყოფება. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დამკვირვებლებს, საქართველოში მომუშავე ევროკავშირის მისიიდან გაგზავნიან ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, მისია საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. მონიტორინგის მისია იქნება დროებითი და ორი თვე გაგრძელდება. მისია 40 სპეციალისტისგან შედგება. აღსანიშნავია, რომ ამ მისიის მასპინძლობის საკითხი 7 ოქტომბერს აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ოთხმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცახდებაში აისახა.    

სალომე ზურაბიშვილმა და მაია სანდუმ, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, ქართული, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მაია სანდუსთან ერთად, კიშინეუში, ორი ქვეყნის მეგობრობის ნიშნად, საქართველოდან ჩატანილი, ენდემური სახეობის, კავკასიური სოჭი დარგო. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.  ხის დარგვის ცერემონია მოლდოვური ტრადიციის მიხედვით, კიშინეუს ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. პრეზიდენტმა მოლდოველ კოლეგას კავკასიური სოჭის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ზოგადად, სოჭის გვარში 40-მდე სხვადასხვა სახეობაა, აქედან, ერთადერთი ენდემური სახეობაა საქართველოში გავრცელებული კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), ამ სახეობას სახელი ფინელი ზოოლოგისა და ბოტანიკოსის პროფესორ ალექსნდრა ფონ ნორდმანნას პატივსაცემად მიენიჭა. სწორედ მან აღმოაჩინა 1835 წელს ეს სახეობა ბორჯომის ჩრდილო აღმოსავლეთით. სალომე ზურაბიშვილი, მოლდოვაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება.   

თენგიზ ფხალაძე: ევროკავშირმა, აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაზრდაში, ფინანსური წვლილი უნდა შეიტანოს

ევროკავშირი, აზერბაიჯანთან ენერგეტიკულ პარტნიორობას მნიშვნელოვნად აფასებს. ამის შესახებ Trend-ს საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის (ECIPE) უფროსმა არარეზიდენტმა თენგიზ ფხალაძემ განუცხადა. აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ენერგეტიკის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს „დაახლოებით 5 ან თუნდაც 10 წლის წინ გაკეთდა შეფასება, რომ აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა მეტი გაზის მიწოდებისთვის და რომ ევროპამ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს ენერგეტიკულ პარტნიორობას ამ ქვეყანასთან. ასევე ყურადღება გამოიჩინოს კასპიის რეგიონთან მიმართებით, მის გაზის პოტენციალთან და ეს ყველაფერი ერთად განავითაროს. სამწუხაროდ, ევროპამ გარკვეულწილად უგულებელყო ეს შესაძლებლობები და სხვა პროექტებს მიენიჭა პრიორიტეტი. დღეს, ვფიქრობ, ევროპაში ყველა ნანობს ამას. მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს," - აცხადებს ფხალაძე.  წლის ბოლომდე აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ ევროპაში, შესაძლოა, 10 მილიარდ კუბურ მეტრს გადააჭარბოს მისივე თქმით, დღეს ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა არა მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას იღებს, არამედ პრაქტიკულ ბიზნეს-ინიციატივებშიც აისახება. „მაგრამ არ მგონია, რომ მთელი პასუხისმგებლობა ერთ მხარეს დაეკისროს. დიახ, აზერბაიჯანს აქვს ყველა შესაძლებლობა, მაგრამ მას ასევე სჭირდება იგივე სანდო პარტნიორები ევროკავშირის ქვეყნებიდან. ამაში ყველაზე დიდი ფინანსური წვლილი ევროკავშირმა უნდა შეიტანოს“, - აღნიშნა ფხალაძემ. თუმცა, როგორც ექსპერტი აცხადებს, აზერბაიჯანული გაზის მიმართ ინტერესი ქვეყნების მიხედვით არ უნდა დაიყოს. რაც შეეხება საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორის (IGB) გაშვებას, ფხალაძემ აღნიშნა, რომ დღეს ეს მნიშვნელოვანი პროექტია ევროპისთვის, რადგან რეგიონი რუსეთიდან გაზის მიწოდების შემცირების გამო სირთულეებს განიცდის. „ეს არის შესანიშნავი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ინვესტორებისთვის, რომ მიჰყვნენ, გამოიყენონ და ასევე იფიქრონ, როგორ გააფართოონ ეს შესაძლებლობა. აზერბაიჯანს რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობები, მაგრამ როგორც ვთქვი, მთელი ფინანსური ტვირთი მხოლოდ ერთ ქვეყანას არ უნდა დააწვეს. უკვე არის ინტერესი და დროთა განმავლობაში აქტიურ ბიზნეს-ინიციატივებად გარდაიქმნება“, - განაცხადა ფხალაძემ. ECIPE-ის უფროსმა მკვლევარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პოტენციალი ელექტროენერგიის ექსპორტში, მათ შორის განახლებადი წყაროებიდან გამომუშავებული ენერგიის ექსპორტში, უზარმაზარია და რეალურად ეს პროექტი შესაძლოა, უახლოეს მომავალში დაიწყოს. „ყველაფერი შესაძლებელია, თუ ევროკავშირი გააფართოვებს კავშირების ქსელს. ეს ნიშნავს კრიტიკული ინფრასტრუქტურის გაფართოებას, აქ იგულისხმება ელექტროენერგიის მიწოდება. ევროკავშირმა უნდა წაახალისოს ახალი პროცესები და ინიციატივები კავშირისთვის. ეს უკვე განვითარებულია ევროკავშირიის მიერ საქართველოში და შემდეგ აზერბაიჯანში. დღეს ახალი ტიპის ინფრასტრუქტურის განვითარებაა საჭირო“, - განაცხადა ფხალაძემ. ილჰამ ალიევი: ევროპას აზერბაიჯანული გაზის იმედი აქვს 2022 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანი გეგმავს გაზის მიწოდების გაზრდას ევროპაში 9,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე, ხოლო 2023 წელს გაზის მიწოდების მოცულობა 11 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწევს.  

გერმანიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის, შენგენის ვიზების გაცემა გაართულა

რუსეთის მოქალაქეებმა, რომლებიც გერმანიაში შენგენის ვიზას ითხოვენ, ფინანსური გარანტიისთვის ამონაწერი, ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი ბანკიდან უნდა წარადგინონ. ამის შესახებ რუსეთში, გერმანიის წარმომადგენლობების მიერ აკრედიტებული ერთადერთი სავიზო ცენტრის VisaMetric-ის ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „განსახილველად შეიძლება მივიღოთ მხოლოდ განმცხადებლის სახელზე გაცემული განახლებული დოკუმენტები, რომელსაც თან ახლავს საგარანტიო წერილი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი (დამოწმებადი) ბანკიდან“, - აღნიშნულია ტურისტული ვიზის მისაღებად საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალში.  სექტემბერში ევროკავშირმა რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეაჩერა. ამის შემდეგ, გერმანიის სავიზო ცენტრმა რუსეთში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ფინსნაური გარანტიისა და დაზღვევისთვის, მხოლოდ ევროკავშირში გაცემული დოკუმენტაცია მოითხოვა.  ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ ევროკავშირსა და რუსეთს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმება შეაჩერა. შესაბამისი გადაწყვეტილება საბჭომ 9 სექტემბერს მიიღო. რას ნიშნავს ევროკავშირის გადაწყვეტილება სავიზო განაცხადის საფასურის გაზრდას 35 ევროდან 80 ევრომდე, დამატებითი დოკუმენტური მტკიცებულებების წარდგენის საჭიროება; ვიზის დამუშავების დროის გაზრდას და მრავალჯერადი ვიზების გაცემის უფრო შემზღუდველ წესებს; საკონსულოებისთვის სავიზო განაცხადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების სტანდარტული ვადა 10-დან 15 დღემდე გაიზრდება; ეს პერიოდი შეიძლება გაგრძელდეს მაქსიმუმ 45 დღემდე ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც საჭიროა განაცხადის შემდგომი შესწავლა. პოლიტიკურ შეთანხმებას რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის სრულად შეჩერების შესახებ ევროკავშირმა 31 აგვისტოს მიაღწია.

ჩინეთმა ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის მიწოდება შეაჩერა

ჩინეთმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ გაზის იმპორტიორებს მოუწოდა, რომ ევროპასა და აზიაში თხევადი გაზის გაყიდვა შეწყვიტონ, რათა ზამთრის სეზონზე, გათბობის სეზონისთვის საკუთარი მოხმარება უზრუნველყონ. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბრძანება ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ გასცა.  ამასთან გამოცემა წერს, რომ ჩინეთის მიერ თხევადი გაზის გაყიდვები ევროპულ ბაზარს მარაგების სწრაფად შევსების საშუალებას აძლევდა, თუმცა ტრანსპორტირების რეკორდულად მაღალმა ხარჯებმა, საწვავის გადაზიდვის მიმზიდველობა შეამცირა.