ახალი ამბები

პროკურატურა: სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმდა

გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალი დაუმძიმა. პროკურატურის ინფორმაციით, გოგაშვილს ახალი ბრალდება სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურების და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე წარედგინა. "ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდგომ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში დამატებით გამოიკვეთა შემდეგი: ბრალდებულს 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე მუშაობის დროს, სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე, ხელი მიუწვდებოდა, როგორც სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, ასევე პირად და პერსონალურ მონაცემებზე, რომლებიც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, პირადი მიზნებისთვის უკანონოდ გაიტანა სამსახურიდან და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო ინფორმაციის ნაწილი ბრალდებულმა გადასცა სხვა პირს, რითიც მან ჩაიდინა სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულს უკანონოდ ჰქონდა მოპოვებული არაერთი პირის პირადი ცხოვრების საიდუმლოს ამსახველი ვიდეომასალა, რომლებსაც უკანონოდ ინახავდა მის კუთვნილ ელექტრონულ მოწყობილობებში. გარდა ზემოხსენებული ახალი ეპიზოდებისა, საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ი.გ. ასევე ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, პერსონალური მონაცემების ხელყოფის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, რაც გამოიხატა შემდეგში: ბრალდებულმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უკანონოდ გატანილი საიდუმლო მასალები შეინახა საკუთარ სახლში, რითიც შექმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე, ხოლო ინფორმაციის ნაწილი - პერსონალური მონაცემები მისი მონაწილეობით გავრცელდა საჯარო სივრცეში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა ორ დაურეგისტრირებელ და ნათესავის სახელზე რეგისტრირებულ სამ ცეცხლსასროლ იარაღს და საბრძოლო მასალას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ,რომ ი.გ.-ს ამ ეტაპზე ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 320-ე მუხლის პირველი ნაწილით (სახელმწიფო საიდუმლოების განზრახ გახმაურება) ,157 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება და შენახვა); 333-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია), 157-ე მუხლის მე-4 ნაწილით (პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გავრცელება მასობრივი მაუწყებლობის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით ითვალისწინებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გრძელდება გამოძიება, როგორც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, აგრეთვე ბრალდებულის და მისი ოჯახის წევრების და მათთან დაკავშირებული პირების საკუთრებაში არსებული ქონების წარმომავლობის კანონიერების დადგენის ფაქტებზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.  

რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს

რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს. დოკუმენტს ბუქარესტში, საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებმა მოაწერეს ხელი. კლაუს იოჰანისმა ამ ფაქტს ისტორიული უწოდა. „ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას, რომლის ფარგლებშიც გავაუმჯობესებთ ურთიერთობებს ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტის დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო

ბელორუსში შეიარაღებული ძალების ინსპექტირება დაიწყო. ამის შესახებ ბელორუსის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. აღსანიშნავია, რომ შემოწმება დღეს, 11 ოქტომბერს დაიწყო.  ლუკაშენკო აცხადებს, რომ პუტინთან, ერთობლივი რეგიონული სამხედრო დაჯგუფების შექმნაზე შეთანხმდა „შემოწმების დროს სამხედრო ნაწილები და ქვედანაყოფები შეიმუშავებენ მზადყოფნაში მოქცევის, მსვლელობის, დანიშნულ ზონებში განლაგების საკითხებს. რაც ითვალისწინებს საბრძოლო მომზადების ამოცანების შესრულებას“, - აცხადებენ სამინისტროში. ლუკაშენკომ, სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები, მხოლოდ საკუთარ თავს დაუქვემდებარა  

კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება

რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბუქარესტში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს „წელს სამი ათწლეული სრულდება მას შემდეგ, რაც ჩვენ აღვადგინეთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუმინეთს შორის. გარდა ამისა, ჩვენ შევქმენით ისტორიული მომენტი ორმხრივ ურთიერთობაში, ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ამ საერთო დეკლარაციის ხელმოწერის მეშვეობით ქალბატონ პრეზიდენტთან ერთად ჩვენ შევქმენით და საფუძველი ჩავუყარეთ სტრატეგიულ პარტნიორობას რუმინეთსა და საქართველოში, ისე როგორც ჩვენ ეს შევათანხმეთ 2019 წელს ნიუ-იორკში. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჩვენ გავაუმჯობესებთ ჩვენ ურთიერთობებს ტრანსპორტისა და ენერგეტიკის, ასევე, პირადი და ადამიანთა შორის ურთიერთობების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვექნება სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც რა თქმა უნდა, გაღრმავდება ჩვენი ევროატლანტიკური პარტნიორობის ფარგლებში, ეს იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში და გააუმჯობესებს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. ქალბატონო პრეზიდენტო, რა თქმა უნდა, რუმინეთი საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მხარდამჭერად რჩება. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ის, რომ ივნისში მიიღეთ ევროპული პერსპექტივა. რასაკვირველია, ინტეგრაცია გულისხმობს სხვადასხვა სტრუქტურულ რთულ რეფორმას, რომელიც მნიშვნელოვანია პოლიტიკური კუთხით პოლიტიკურ სისტემაში და ასევე, რა თქმა უნდა, ძალისხმევა მოდერნიზაციისა და დემოკრატიის კუთხით, რაც მნიშვნელოვანი ელემენტებია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუმინეთი თქვენი პარტნიორია ამ პროცესში. ამავდროულად, რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ეს ხდება, რა თქმა უნდა, 2008 წლის ბუქარესტის სამიტის თანახმად. ეს გახლავთ ჩვენი მხარდაჭერის კონკრეტული გამოხატულება", - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

კლაუს იოჰანისი: რუმინეთი საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით უკვე მუშაობს

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. ჩვენი სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა ბუქარესტში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რუმინეთისთვის პრიორიტეტულია ელექტროკაბელის მშენებლობა, რომელიც რუმინეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს დააკავშირებს. „გვინდა, რომ მხარი დავუჭიროთ ამ რეგიონის განვითარებას და რუმინეთი უკვე მუშაობს საქართველოსთან ერთად სტრატეგიული მსხვილმასშტაბიანი პროექტების განვითარების მიმართულებით. აღნიშნული ელექტროკაბელი იქნება ელექტროენერგიის მწვანე დერეფანი და დააკავშირებს კასპიის ზღვას შავ ზღვასთან და ასევე იქნება დაკავშირებული ევროკავშირის რეგიონთან. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი საქართველოსა და რუმინეთს შორის და ასევე ციფრული ურთიერთობები ევროკავშირს, საქართველოსა და ცენტრალურ აზიას შორის. გარდა ამისა, საქართველოსთან ვმუშაობთ ტრანსპორტის დერეფანზე, რომელიც იქნება საქონლისა და სხვადასხვა პროდუქტების დერეფანი, რაც იქნება რუმინეთის ინიციატივა. გარდა ამისა, ვსაუბრობთ რეგულარულ საზღვაო მიმოსვლაზე, რომელიც დააკავშირებს რუმინეთსა და საქართველოს. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი ვაჭრობის ხელშესაწყობად და ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა კლაუს იოჰანისმა.  

ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, შეხვედრა გამართა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ვიზიტით მყოფ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტთან, ირენ ქელინთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობების გამო, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებსა და ურთიერთპატივისცემას. აღინიშნა, რომ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი განმტკიცება, პროფესიული განათლება, კლიმატის დაცვა და სხვ. ხაზი გაესვა საპარლამენტთაშორისო კავშირების როლს ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. ასევე, შეხვედრაზე აღინიშნა განვითარების სფეროში თანამშრომლობის კუთხით შვეიცარიული მხარის მრავალწლიანი ჩართულობა, რამაც ქვეყნის სოციალ-ეკონომიკურ ტრანსფორმაციას შეუწყო ხელი და მომავალშიც აქტიურად წარიმართება პრიორიტეტული სფეროებში რეფორმების განხორციელების მიმართულებით. შეხვედრაზე განიხილეს რეგიონში არსებული გამოწვევები და საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას დღეს არსებულ საფრთხეებთან გასამკლავებლად. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ ვითარებაზე. მან მადლობა გადაუხადა შვეიცარიულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისათვის, ასევე, რუსეთის ფედერაციასთან მედიატორის როლისათვის. თავის მხრივ, შვეიცარიის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტმა, ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვეიცარიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში მიღწეულ მზარდ დინამიკას. ასევე, აღნიშნა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შთამბეჭდავი მაჩვენებლები. მან განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივასა და საქართველოს მედიაციასთან დაკავშირებით, რაც სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. შეხვედრისას, ილია დარჩიაშვილმა, შვეიცარიული მხარის დაინტერესების საფუძველზე, ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების მიმართულებით არსებულ პროგრესზე.  

Bloomberg: რუსეთმა ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა

რუსეთმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ევროპაში ნავთობის ტრანზიტისთვის, საზღვაო ბაზრის 60% დაკარგა. ამის შესახებ Bloomberg წერს.  ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი დაამტკიცა გამოცემის ცნობით, რუსეთი რვა კვირაში თითქმის მთლიანად დაკარგავს ამ ბაზარს და უახლესი სანქციები, ნაკადების სხვა ქვეყნებში გადამისამართებას მნიშვნელოვნად გაართულებს.  რას მოიცავს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მერვე პაკეტი 7 ოქტომბრამდე ოთხი კვირის განმავლობაში, ევროპაში რუსული ნავთობის მიწოდება დღეში საშუალოდ 630 000 ბარელს შეადგენდა  რაც შეჭრამდე 1,62 მილიონი ბარელი იყო. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის საბჭომ, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური სანქციების ახალი, მერვე პაკეტი დაამტკიცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.    

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ და რუმინეთმა ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია

საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუმინეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუმინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გააფორმეს „საქართველოსა და რუმინეთს გვაქვს ძალიან დიდი გამოცდილება რუსული იმპერიული და საბჭოთა პოლიტიკისა, ვიცით, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ვიცით, რისი გამკეთებელია რუსეთი, ეს არის ამ აგრესიის კიდევ ახალ განზომილებაში გადასვლა. ის, რაც ისმის ბირთვული უსაფრთხოების კუთხით, რაც ხდება ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთი იწყებს ასევე მობილიზაციას, ეს ყველაფერი არის გაგრძელება იმ სასტიკი აგრესიისა, რომელიც დაუშვებელია. ჩვენი ქვეყნებისთვის, ევროპისთვის ეს არის მიუღებელი. ეს არის წარსულის ფორმა, რომელსაც არ ექნება ის შედეგი, რისი იმედიც ჰქონდა, ვინც დაიწყო ეს აგრესია. არავინ ამას არ დაუშვებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა. ბუქარესტში, კოტროჩენის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა  

მედია: თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ასტანაში შეხვდებიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 12 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ AFP-ს თურქეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. ორი პრეზიდენტის შეხვედრა ასტანაში დსთ-ს სამიტის ფარგლებში გაიმართება. ბოლოს თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა ტელეფონით 7 ოქტომბერს ისაუბრეს. სატელეფონო საუბრებისას უკრაინაში განვითარებული მოვლენები, ასევე რუსეთ-თურქეთის ურთიერთობები განიხილეს. 12-14 ოქტომბერს ყაზახეთი დსთ-ს სამიტს მასპინძლობს. მოსალოდნელია, რომ ყაზახეთის დედაქალაქს ცენტრალური აზიისა და დსთ-ს 11 სახელმწიფოს მეთაური ეწვევა. მთავარი დეკლარირებული თემებია რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.   

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. "აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 57 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.650 პროცენტით, მაქსიმალური 9.750 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.730 პროცენტით განისაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტს, ირენ ქელინს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და შვეიცარიის კონფედერაციას შორის მჭიდრო და მეგობრულ ურთიერთობებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. „აღინიშნა ორი ქვეყნის პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, პარლამენტთა და ხალხთა შორის მჭიდრო კავშირები.მთავრობის მეთაურმა შვეიცარიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მთავრობის ერთგულება კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ყოვლისმომცველი პოლიტიკის მიმართ. საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს და მაღალი დონის შეხვედრების მნიშვნელობას. ამ კონტექსტში აღინიშნა მთავრობის მეთაურის შეხვედრა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტ იგნასიო კასისთან, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში, მიმდინარე წლის სექტემბერში გაიმართა.ყურადღება გამახვილდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროგრამების მნიშვნელობაზე საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური და ინსტიტუციური ტრანსფორმაციის მიმართულებით.მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს მხრიდან: საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციაში რევაზ ლომინაძე, ხოლო სტუმართა მხრიდან: შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტის პირველი მოადგილე მარტინ კანდინასი, მეორე მოადგილე ერიკ ნუსბაუმერი, ელჩი, საგარეო საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი კლაუდიო ფიშერი, პოლიტიკური მრჩეველი სოფი ლაშა რორერი და შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჰეიდი გრაუ ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯონ პენელი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოებას მხარდაჭერასთან ერთად, ვაგრძელებთ უფრო პოლიტიკურ სფეროში, სახალხო დამცველის აპარატისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხარდაჭერასაც. ძალიან ვამაყობთ ჩვენი თანამშრომლობით ორივე ამ ინსტიტუტთან. სახალხო დამცველის აპარატთან და მის გუნდთან რამდენიმე ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. მათი დამოუკიდებული ინსტიტუტი ხელისუფლების მხრიდან ადამიანის უფლებებზე რეაგირებას უზრუნველყოფს. ისინი უაღრესად მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ სხვადასხვა პრობლემაზე რეაგირების კუთხით და ცდილობენ, ეს კიდევ უფრო ოპერატიულად და სწრაფად გააკეთონ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ წარიმართოს და არჩეული კანდიდატი მაღალკვალიფიციური და ყველა მხარისთვის მისაღები პიროვნება იყოს. ეს ის თემაა, რასაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს, მით უფრო, რომ ეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო თორმეტიდან ერთ-ერთი მოთხოვნაა. რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, როგორც ვიცით, მათ ახალი ხელმძღვანელი ჰყავთ, რომელსაც უახლოეს მომავალში შევხვდებით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ სამუშაოთი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან ბოლო, ათწლეულის განმავლობაში გავწიეთ. სახალხო დამცველის აპარატის მსგავსად, ისინიც დამოუკიდებელი მაკონტროლებელი ორგანოს როლს ასრულებენ, ოღონდ სახელმწიფო სახსრების მართვისა და განკარგვის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ გავაგრძელებთ მათთან თანამშრობლობას, მიხარია, რომ აშშ-ის მთავრობის ანგარიშვალდებულების სამსახური (GAO) ამ საქმეში ჩვენი პარტნიორია და მოუთმენლად ველით ამ ძალისხმევის გაგრძელებას“, - ამბობს ჯონ პენელი.

რუს მილიარდერ ალექსანდრ აბრამოვს, ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა

ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.  შეზღუდვების ქვეშ მოექცა 51 ბიზნესმენი და რუსეთის 24 მოქალაქე, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაში მონაწილეობენ. სანქციერებულთა სიაშია „გაზპრომბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, Rostec-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და Novatek-ის გამგეობის თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ თავის განცხადებაში ცალკე აღნიშნა, რომ სანქციები შეეხო Evraz Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსანდრ აბრამოვს, რომელსაც აქვს კავშირები ახალ ზელანდიასთან და ხელისუფლების ცნობით, იქ $50 მილიონად შეფასებულ სახლს ფლობს, თუმცა ქვეყანაში არ ცხოვრობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრამოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას ხელისუფლებამ გამოიყენა ინდივიდუალური მიდგომა და შემოიღო შეზღუდვები ბიზნესმენის ადგილობრივ ეკონომიკასთან კავშირების გაანალიზების შემდეგ. შედეგად, აბრამოვს ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა, მაგრამ მის აქტივები არ გაყინულა. მახუტამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენის წარმომადგენლების თქმით, აბრამოვს უკრაინაზე რუსული ჯარების თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და 2016 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობდა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აბრამოვი დაგმობს მოსკოვის ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალულია ფუფუნების საგნების, მათ შორის ახალი ზელანდიური ღვინისა და ზღვის პროდუქტების, რუსული არაყისა და ხიზილალის ექსპორტი და იმპორტი.  

ჯონ პენელი: ძალიან გვინდა, საქართველოს დავეხმაროთ საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში

„სამწუხაროდ, პოლარიზაცია და დეზინფორმაცია ის პრობლემებია, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას, მათ შორის ჩემი ქვეყანაც. ძალიან გვინდა, დავეხმაროთ როგორც საქართველოს, ისე ბევრ სხვა ქვეყანას, საინფორმაციო სივრცის დეზინფორმაციისა და პროპაგანდისგან დაცვაში“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. „ამის გასაკეთებლად, მხარს ვუჭერთ დამოუკიდებელ ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებებს, რომ ეთიკურად გამართული, ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაცია გაავრცელონ. ამ დახმარებას უკვე წლებია გავცემთ და მომავალშიც გავაგრძელებთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა შეიძლება ქართულად არ საუბრობდეს - ასეთ შემთხვევებში ვეხმარებით მედიას, რომ უმცირესობებს ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიაწოდონ.   სხვა მასალები ამავე ინტერვიუდან: USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამწუხაროა, რომ აშშ-ის საქმიანობა თავდასხმების სამიზნედ იქცა USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ რთული ვითარებაა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე რაიონებშიც. ჩვენი დახმარებით, მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა ფაქტებზე დაფუძნებული, ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით მომზადებული ინფორმაცია მიიღოს, რაც სხვაგვარად მათთვის მიუწვდომელი იქნებოდა. ეს მნიშვნელოვანია, მით უფრო მაშინ, რომ მათ გარშემო დიდია რუსული მედიისა და დეზინფორმაციის გავლენა. რამდენიმე კვირის წინ, მონაწილეობა მივიღე დეზინფორმაციასთან ბრძოლის ინოვაციურ კონკურსში. ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეორე ასეთ კონკურსს ვატარებთ. ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ წარმოაჩინონ საკუთარი  უნარები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია არამხოლოდ დეზინფორმაციასთან ბრძოლის, არამედ საქართველოში მედია წიგნიერების გაუმჯობესების მიზნითაც. ეს კონკურსი მონაწილეებს საშუალებას აძლევს, თავისი გამოცდილება და პროდუქტები საერთაშორისო მომხმარებელსაც გააცნონ და ეგებ შემოსავლის ახალი წყაროც გაიჩინონ, მით უფრო, როცა საქმე ეხება სოციალური მედიის ანალიზის ინსტრუმენტებს, მონაცემთა ბაზებს, ინფორმაციის აგრეგატორებს. ამ მიმართულებით საქართველში უზარმაზარ პოტენციალს ვხედავთ“, - ამბობს ჯონ პენელი.

როსტოვის ოლქში, 24 საათში, რუსეთის არმიის მეორე სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

როსტოვის ოლქში რუსული ძალების სუ-25 შემტევი თვითმფრინავი ჩამოვარდა. ამის შესახებ გამოცემა 161.RU წყაროზე დაყრდნობით წერს. როგორც 161.RU-ს წყარომ აცნობა, თვითმფრინავი 9 ოქტომბერს მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან ჩამოვარდა.  „ეს ყველაფერი მოხდა შუადღისას,“ - აღნიშნა უშიშროების წარმომადგენელმა. მისი თქმით, მფრინავი დაიღუპა, რადგან განდევნის სისტემამ არ იმუშავა.  გამოცემა წერს, რომ იმავე დღეს მოროზოვსკის რაიონში თვითმფრინავი სუ-24 ჩამოვარდა, რომელიც რუსულ ძალებს ეკუთვნოდა. წინასწარი მონაცემებით, თვითმფრინავის ფრთას ცეცხლი გაუჩნდა, პილოტმა კი მანქანის მინდორზე დაშვება გადაწყვიტა. ინციდენტი სახელმწიფო უწყებებმა TASS-სა და RIA Novosti-ის დაუდასტურეს.  რაც შეეხება მილეროვსკის რაიონში, როგალიკის ფერმასთან რუსული სუ-25-ის ჩამოვარდნის ფაქტს, ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.   

ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის ელჩებს: მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში

„მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში, - ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა, ევროკავშირის ელჩებს შენიშვნა მისცა.  მისივე თქმით, დიპლომატიური მისიები ხშირად ძალიან ნელა რეაგირებენ ადგილზე მიმდინარე მოვლენებზე. „მე მჭირდება ანგარიშები სწრაფად, რეალურ დროში, თუ რა ხდება თქვენს ქვეყნებში. მე მინდა ინფორმაცია თქვენგან და არა ჟურნალისტებისგან“, – განაცხადა ბორელმა. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გავაგრძელებთ

ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. civil.ge: ჩვენც ვაშუქებთ მმართველი პარტიის კამპანიას საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინააღმდეგ, მათი დისკრედიტაციის მიზნით. ეს კამპანია იგება ისეთი ფრაზების გარშემო, როგორებიცაა “მდიდარი ენჯეოები”, “ენჯეოების არაგამჭვირვალე კლანი” და “აშშ-ის გავლენის ქვეშ მყოფი ენჯეოები”. USAID უკვე წლებია თავისი პროექტების მეშვეობით პირდაპირ თუ ირიბად მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ნება მომეცით გკითხოთ, რა მიზნით აკეთებს USAID-ი ამას, რა შედეგებს მიაღწია? როგორ ფიქრობთ, რა რეაგირება უნდა მოახდინონ დონორებმა იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის მცდელობები გაგრძელდება? ჯონ პენელი: რა თქმა უნდა, ეს ისაა, რასაც ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. USAID-ში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მტკიცედ გვჯერა, რომ აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ძლიერი, გამჭვირვალე და მონაწილეობაზე დამყარებული დემოკრატიისათვის აუცილებელი ქვაკუთხედია. ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების მხარდასაჭერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში ვმუშაობთ. შეერთებულ შტატებშიც ჩვენი საზოგადოებრივი ორგანიზაციები გვყავს, ისინი ადამიანის უფლებებს, მოქალაქეთა უფლებებს იცავენ, მთავრობისგან მის საქმიანობაზე ანგარიშვალდებულებას ითხოვენ და მოქალაქეთა საჭიროებებს პასუხობენ. მხოლოდ გასულ წელს, საქართველოში ასზე მეტ სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან ვიმუშავეთ, მაგალითად იმაზე, რომ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებს მთავრობისგან სათანადო დახმარება მიეღოთ, ადგილობრივ თემებს გვერდში ამოდგომოდნენ ნარჩენების გადამუშავების თუ სასმელი წყლის მიწოდების თვალსაზრისით, სხვა გარემოსდაცვით საკითხებზე. ჩვენი დახმარებით, არასამთავრობო ორგანიზაციები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ მათ, ვისთვისაც იურისტის ან ადვოკატის დაქირავება ხელმისაწვდომი არაა. მათი წყალობით, 90,000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო იურიდიული დახმარება, 14 ათას საქმეზე მოქალაქეებს საშუალება მიეცათ, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი ადვოკატი ჰყოლოდათ. სწორედ ასეთ საქმეებს აკეთებს სამოქალაქო საზოგადოება და ამიტომაც არის მისი არსებობა მნიშვნელოვანი. ერთი ამბავი უნდა მოგიყვეთ, არასამთავრობოების მუშაობის დასასურათებლად: ერთ-ერთი ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ბავშვებს სკოლებში ჩარიცხვაში ეხმარება, როცა მათ გარკვეული იურიდიული ბარიერები ეღობებათ წინ. მაგალითად, ერთმა ბავშვმა დედა დაკარგა, მამამისი კი რუსეთის მოქალაქე იყო და მისი მოძებნა ვერ მოხერხდა. ბებიას უნდოდა, ბავშვზე მეურვეობა აეღო, თუმცა სამართლებრივი პროცედურების დასრულება გაჭიანურდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც ბავშვის უფლებებს იცავდა, მეურვეობის საკითხის გადაჭრასაც მიაღწია და იმასაც, რომ ამ ბავშვს სკოლაში მიყვანაზე პრობლემები არ შექმნოდა – ახლა ის ბებიასთან ცხოვრობს და სკოლაში დადის. ასეთი საქმეების კეთების გამოა სამოქალაქო საზოგადოება მნიშვნელოვანი არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც. ამიტომაც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას მომავალშიც.

USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი: სამწუხაროა, რომ აშშ-ის საქმიანობა თავდასხმების სამიზნედ იქცა

„საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, - ამის შესახებ საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი civil.ge-სთან ინტერვიუში აცხადებს. ამ უკანასკნელ ხანებში აქტიური მედია კამპანიაა გაჩაღებული საქართველოში აშშ-ის საქმიანობის წინააღმდეგ. საქართველოში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამგვარი კრიტიკა არამხოლოდ მმართველი უმრავლესობისგან მოდის, არამედ რუსული და სხვა ავტორიტარული სახელმწიფოების პროპაგანდის ელემენტებს იმეორებს. როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ეს? როგორია თქვენი რეაქცია?ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა USAID-ის მისიის ახალმა ხელმძღვანელმა. „ჩვენ საქართველოსთან თანამშრომლობის 30-წლიანი გამოცდილება გვაქვს. აქ იმისთვის ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. დიდი ხანი არაა, რაც აქ ვიმყოფები, მაგრამ უკვე მომეცა შესაძლებლობა, შევხვედროდი ბევრ ადამიანს აქ, თბილისში, და დედაქალაქის გარეთაც, სხვადასხვა რეგიონში. ვიტყოდი, რომ ყველა ჩემმა შეხვედრამ – პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნებოდა ეს, მინისტრებთან და მინისტრების მოადგილეებთან, მათ შორის ვიცე-პრემიერთან, ბიზნეს წრეებთან, თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან – მიჩვენა, რომ ხალხში შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორობის გაგრძელების დიდი ინტერესი არსებობს. ამ დღეებში, აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის ოცდაათი წლისთავი აღინიშნება და ამასთან დაკავშირებით ჩვენი ელჩი მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეგიონებშიც მოგზაურობს. შეხვედრებისას ელჩი მუდმივად ისმენს საქართველოს მოსახლეობისგან დასავლური კურსის მხარდამჭერ განცხადებებს. ის, რაც ჩვენ ხალხისგან გვესმის, აშკარად ეწინააღმდეგება თქვენს მიერ ნახსენებ განცხადებებს. მსგავსი განცხადებები, სამწუხაროდ, საზოგადოების მეტ პოლარიზაციას იწვევს. უნდა გითხრათ, რომ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქართველი ხალხის, ბიზნეს სექტორის, ახალგაზრდა მეწარმეების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების შესაძლებლობებმა. როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქ უკვე 30 წელია, ვმუშაობთ და ყურადღებით ვაანალიზებთ ჩვენს საქმიანობას და თვალი გვიჭირავს მის შედეგებზეც. შედეგებზე თუ ვისაუბრებთ, ჩვენი დახმარებით შეიქმნა ახალი სასწავლო პროგრამა დაწყებითი სკოლებისთვის, ხელი შევუწყეთ მოსამართლეთა გადამზადებას, უფრო მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, დავეხმარეთ ფერმერებსა და სხვა მეწარმეებს, ევროკავშირში ექსპორტის სტანდარტების დაკმაყოფილებაში. ამ სამუშაოს გაგრძელებას ვაპირებთ და ყველაფერს რასაც საქართველოს ხელისუფლებასთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით ვაკეთებთ. ინფორმაცია ჩვენი დახმარების შესახებ საჯაროდაა ხელმისაწვდომი, ხოლო მთელი პროცესი ძალიან გამჭირვალე და კონკურენტულია. სამწუხაროა, რომ ეს სამუშაო, თავდასხმების სამიზნედ იქცა, ვინაიდან, ჩვენ აქ ქართველი ხალხის დასახმარებლად ვართ და მათი მხრიდანაც თანამშრომლობისა და პარტნიორობის სურვილი გვესმის“, - ამბობს ჯონ პენელი.  საქართველოში USAID-ის მისიის ახალი ხელმძღვანელი ჯონ პენელი იქნება ჯონ პენელმა ამ თანამდებობაზე პიტერ ვებლერი შეცვალა. ჯონ პენელი USAID-ის რეგიონული წარმომადგენელი იყო ლიბანში. მანამდე, 2015-2019 წლებში, მას უკრაინასა და ბელორუსში USAID-ის რეგიონული მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. 1999-2001 წლებში პენელი უკრაინაში მსახურობდა. მას ნაირობიში USAID-ის აღმოსავლეთ აფრიკის მისიის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა. სხვადასხვა დროს მუშაობდა სააგენტოს მისიებში ავღანეთში, სალვადორში, ინდონეზიაში, ერაყსა და უზბეკეთში ჯონ პენელი ლონდონის სამეფო კოლეჯის დოქტორის ხარისხის კანდიდატია საერთაშორისო უსაფრთხოების კვლევებში. ამასთან, ფლობს აშშ-ის თავდაცვის ეროვნული უნივერსიტეტის ეროვნული ომის კოლეჯის მაგისტრის ხარისხი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. პენელს მიღებული აქვს ამერიკული უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში, ასევე, ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: ჩვენმა საჰაერო ძალებმა, მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს დილით მოწინააღმდეგის 4 რაკეტა ჩამოაგდო, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები იუწყება. კიევის რეგიონში საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა ორი რაკეტა ჩამოაგდეს „11 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 7 საათზე, კასპიის ზღვის რაიონიდან ოკუპანტების სტრატეგიული ავიაცია Tu-95 და Tu-160 რაკეტამზიდები მუშაობს, უკრაინის ტერიტორიას Х-101/Х-555 ტიპის რაკეტები ესროლეს. დაახლოებით 9:00 საათზე, საჰაერო სარდლობის "სამხრეთის" ძალებმა და საშუალებებმა ოთხი რაკეტა გაანადგურეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 10 ოქტომბრის დილიდან, რუსეთს მასიურად მიაქვს სარაკეტო იერიში უკრაინაზე. კიევზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე სულ მცირე 83 რაკეტა ისროლეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ერდოღანი: თურქეთი TANAP-ის შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, აზერბაიჯანთან ერთად მუშაობას იწყებს

აზერბაიჯანთან ერთად დაწყებულია მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, იუწყება Trend თურქულ მედიაზე დაყრდნობით. „აზერბაიჯანთან ერთად დავიწყეთ მუშაობა TANAP-ის გამტარუნარიანობის 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდაზე. თურქეთი TANAP-ის მილსადენით გაზის მიწოდებას გააორმაგებსლიბიასთან შეთანხმებამ ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოების სფეროში თანამშრომლობის ახალი სფერო შექმნა“, - განაცხადა ერდოღანმა. აზერბაიჯანი TANAP-ის სიმძლავრის გაორმაგებას გეგმავს TANAP გაზის სამხრეთის კორიდორის ნაწილია და აზერბაიჯანულ გაზს „შაჰ-დენიზის“ საბადოებიდან კასპიის ზღვით თურქეთს, ხოლო შემდეგ TAP-ის მეშვეობით ევროპას აწვდის. TANAP-ის მილსადენი ითვალისწინებს გაზის ტრანსპორტირებას „შაჰ-დენიზის“ საბადოდან საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთით.