ტექნოლოგიები
საუდის არაბეთი წითელი ზღვაში კვლევებს იწყებს
საუდის არაბეთის სპეციიალური კომისია იწყებს უზარმაზარ კვლევით პროექტს, რომლის მიზანიc წითელ ზღვაში წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის აღმოჩენაა. მეფე აბდულაზიზის უნივერსიტეტისა და იტალიის ნეაპოლის უნივერსიტეტის პარტნიორობით, ასევე ჩატარდება წყალქვეშა კვლევა გემებისა და სხვა ნივთების მოსაძებნად. „წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის კვლევა მიზნად ისახავს 25-ზე მეტი წყალქვეშა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამოკვლევას და დოკუმენტირებას, რათა აღვადგინოთ მნიშვნელოვანი არტეფაქტები და შევაგროვოთ ნიმუშები ანალიზისთვის“, - განაცხადა კომისიამ. კომისიამ ასევე აღნიშნა, რომ წითელი ზღვა და არაბეთის ყურის ნავსადგური, სამეფოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ბევრ საიდუმლოს ინახავს. საუდის არაბეთისა და იტალიელი მკვლევრების ჯგუფი უმლუჯის კვლევას ატარებს, სადაც ასობით წლის წინანდელი ჩაძირული ხომალდი ასობით ჩინურ ნივთსა და სხვადასხვა ლითონს შეიცავს. ახლა მეტი აღმოჩენაა მოსალოდნელი, რადგან სამუშაო 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.
Tesla-მ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის გაყიდვა შეწყვიტა
ამერიკულმა კომპანია Tesla-მ ყველაზე პოპულარული ელექტრომობილის esla Model 3 Long Range-ის გაყიდვა შეწყვიტა. 12 აგვისტოდან ელექტრომობილი Tesla Model 3 Long Range ავტომწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე დროებით მიუწვდომელია. შეკვეთის ღილაკი არააქტიურია. ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მანქანის შეძენა მხოლოდ მომავალ წელს იქნება შესაძლებელი. ეს გამოწვეულია ავტომობილზე სუპერ მაღალი მოთხოვნით, რომელიც წარმოების შესაძლებლობებს აღემატება. აღსანიშნავია, რომ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა, Tesla-ს ზოგიერთი მოდელის წარმოების დაპაუზება ჯერ კიდევ მაისში იწინასწარმეტყველა.
ესპანეთში, ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ამოქმედდა
ელექტროენერგიაზე ფასის ზრდის გამო, ესპანურმა კომპანია Iberdrola-მ ევროპის უდიდესი მზის ელექტროსადგური ჩართო. ესპანეთში ბოლო ხუთი წლის მონაცემებთან შედარებით, ელექტროენერგია ორჯერ ძვირია. რადგან ესპანეთი ევროპის ქვეყნებში ერთ-ერთი მზიანი ქვეყანაა, ის გათვლას ალტერნატიულ ენერგიაზე - მზის პანელებზე აკეთებს. Iberdrola-ს მზის ელექტროსადგური, რომელიც ესტრამადურას ავტონომიურ თემში, ესპანეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარეობს, დაახლოებით 1,5 მილიონი მზის პანელისგან შედგება და შეუძლია ელექტროენერგია 334 000-ზე მეტ სახლს მიაწოდოს. მოსალოდნელია, რომ მზის ელექტროსადგური გააძლიერებს წარმოებას და სრულ სიმძლავრეს მომდევნო თვეში მიაღწევს. თუმცა, Bloomberg აღნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შემთხვევაშიც კი ელექტროენერგიის ფასების შემცირება იქნება შესაძლებელი. 2030 წლისთვის ესპანეთი, ქვეყანაში მთელი ენერგიის თითქმის 75%-ის წარმოებას, ალტერნატიული ენერგიის წყაროების საშუალებით გეგმავს. ახლა ეს მაჩვენებელი დაახლოებით 47%-ია.
Microsoft-ი Windows 11-ის მომხმარებლებს აფრთხილებს
Microsoft-მა Windows-ის მომხმარებლებისთვის შეტყობინება გამოსცა, რომელიც მონაცემთა შესაძლო დაზიანებას ეხება. გზავნილი Microsoft-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილებაში განთავსდა. გაფრთხილება ეხება Windows 11 და Windows Server 2022 ოპერაციულ სისტემებს, ასევე, მოწყობილობებს, რომლებსაც აქვთ თანამედროვე პროცესორები. უფრო კონკრეტულად, თუ კომპიუტერზე BitLocker დისკის დაშიფვრის ფუნქცია გააქტიურებულია, მომხმარებელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მონაცემის რისკის ქვეშაა. Microsoft-ს ჯერ არ განუცხადებია, თუ როგორ უნდა აღადგინოს დაზიანებული ინფორმაცია.
რუსეთის რაკეტამ ირანის თანამგზავრი დედამიწის ორბიტაზე გაიყვანა
რუსეთის ფედერაციის კუთვნილი რაკეტა-გადამყვანი „სოიუზ 2.16“ ბაიკანურის კოსმოდრომიდან დედამიწის ორბიტაზე გავიდა. ირანი რუსეთს თვითმფრინავების ნაწილებსა და აღჭურვილობას მიაწვდის „სოიუზ 2.16“ კოსმოსში ირანის შეკვეთით დამზადებულ თანამგზავრ „ჰაიამს“ გაიყვანს, რომელიც დედამიწის დისტანციურად ზონდირების აპარატურითაა აღჭურვილი. „სოიუზ 2.16“-ის გაშვების პირდაპირი ტრანსლაცია „როსკოსმოსის“ YouTube-არხზე შედგა. „სოიუზ 2.16“-ის გაშვებიდან რამდენიმე წუთში, ბლოკი „ფრეგატი“, ირანული თანამგზავრით „სოიუზის“ მესამე საფეხურს გამოეყო. ბლოკი „ფრეგატი“ ირანული თანამგზავრის ორბიტაზე გაყვანაზეა პასუხისმგებელი. რუსული მედიის ცნობით, ირანულ თანამგზავრ „ჰაიამთან“ ერთად ორბიტაზე, 16 მცირე აპარატი გავა. რომლებიც, რუსეთის წამყვანმა უნივერსიტეტებმა, კომერციულმა კომპანიებმა და არაკომერციულმა ორგანიზაციებმა შექმნეს. „ეს მოწყობილობები სამეცნიერო კვლევებისთვის, ელექტრომაგნიტური გამოსხივების დონის გასაზომად, დედამიწის დისტანციური ზონდირებისთვის და გარემოს მდგომარეობის მონიტორინგისთვისაა საჭირო“, - წერს მედია. რუსეთმა და ირანმა შეთანხმებას, დისტანციური ზონდირების კოსმოსური სისტემის შექმნის შესახებ 2015 წელს მოაწერეს ხელი. ამ ფაქტამდე, რამდენიმე დღით ადრე Washingtonpost- ზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც განხილულია თუ რა საფრთხეების შემცველია დედამიწის ორბიტაზე გასული ირანის თანამგზავრი. გამოცემა გამოთქვამს ვარაუდს, რომ თანამგზავრი მოსკოვსაც და თეირანს ჯაშუშობის უპრეცედენტო შესაძლებლობებს მისცემს. ექსპერტების თქმით, ირანს საკუთარი მიზნებისთვის სამხედრო მეთვალყურეობის ჩატარების გარდა, შეუძლია სურათების გაზიარება რეგიონის გასამხედროებულ ჯგუფებთან. მაგალითად, სატელიტური მონაცემების მიღება შეუძლიათ ჰუთის მეამბოხეებს, რომლებიც იბრძვიან იემენში, ან შიიტურ დანაყოფებს ერაყსა და სირიაში. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთი ირანთან თანამშრომლობას აძლიერებს. 2022 წლის ივლისში მოსკოვმა და თეირანმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო ფრენების რაოდენობა კვირაში 35-მდე გაიზრდება. პუტინმა ირანში 20 ივლისს გამართა მოლაპარაკებები უზენაეს ლიდერთან, აიათოლა ალი ხამენეისთან. შედგა სამმხრივი შეხვედრა ირანის, თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით. აშშ მიიჩნევს, რომ პუტინის ვიზიტი ირანში, აჩვენებს, თუ რამდენად იზოლირებულია რუსეთი პუტინის ვიზიტს წინ უძღოდა თეთრი სახლის ინფორმაცია, რომლის თანახმად, ირანი ემზადება, რომ რუსეთს ასობით უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის, დრონები მიაწოდოს. ირანმა ეს ცნობა უარყო.
ევროპის უდიდესმა სატელიტურმა ოპერატორმა კიდევ ერთი რუსული ტელეარხის მაუწყებლობა შეწყვიტა
საფრანგეთის აუდიოვიზუალური და ციფრული კომუნიკაციის სამმართველომ (Arcom), სატელიტურ ოპერატორ Eutelsat-ს რუსული არხის НТВ "Мир"-ის შეწყვეტის შესახებ აცნობა. ამის შესახებ France24 იუწყება. „ჩვენ შევასრულეთ Arcom-ის განკარგულება“, - აცხადებენ Eutelsat-ში. თავის ვებგვერდზე რეგულატორი წერს, რომ НТВ "Мир"-მა არაერთხელ წარმოადგინა უკრაინის მთავრობა, ჯარი და მოსახლეობა, როგორც „მესამე რაიხის“ იდეოლოგიის მატარებლები, რაც საფრთხეების შემცველია. სატელიტი Eutelsat-ი НТВ "Мир"-ის ტრანსლირებას ევროპის მასშტაბით ახორციელებს. ცნობისათვის, ივნისის ბოლოს ევროკავშირის გადაწყვეტილებით, კავშირის ტერიტორიაზე РТР "Планета" -სა და "Россия 24" ტრანსლირება შეუწყდათ.
ბრაზილიაში, თავებით შეზრდილი სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა
27-საათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ბრაზილიაში წარმატებით გააცალკევეს სიამის ტყუპები, რომლებიც ერთმანეთთან თავის ტვინით იყვნენ შეზრდილი. სამი წლის ბიჭებს, ბერნარდო და არტურ ლიმებს რიო-დე-ჟანეიროში, ბრიტანელი ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ შვიდი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ბოლო ორ ოპერაციას 27 საათი დასჭირდა და მასში 100-ზე მეტი მედიკოსი მონაწილეობდა. რეალური პროცედურების დაწყებამდე, ვირტუალური რეალობის დახმარებით, ქირურგები თვეების განმავლობაში სწავლობდნენ მეთოდებს, რომლებიც ოპერაციებში უნდა გამოეყენებინათ. დაშორების შემდეგ ბენარდოს და არტურის წნევა და პულსი მკვეთრად აუვარდათ. ეს წარმატებული განშორების შემდეგ ყველა სიამის ტყუპს ემართება. ტყუპები საავადმყოფოში იმყოფებიან და სამომავლოდ მათ სრული რეაბილიტაციისთვის ექვსი თვე დასჭირდებათ. ჯგუფის ხელმძღვანელი, ლონდონის გრით ორმონდ სტრიტის ჰოსპიტლის პედიატრიული ქირურგი ნურ ულ ოვასი ჯილანი ოპერაციას მედიკოსთა „გამორჩეულ მიღწევას“ უწოდებს, რომელიც შემოწირულობების საფუძველზე არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Gemini Untwined-ის შემწეობით მოხერხდა. „ბერნარდოსა და არტურის განცალკევება რიოელ მედიკოსთა ჯგუფის გამორეული მიღწევაა და ფანტასტიკური მაგალითი იმისა, რატომ არის Gemini Untwined-ის საქმიანობა ასე ღირებული“, — ამბობს ქირურგი.
მთვარეზე ადამიანის პირველი დაშვებიდან 53 წელი გავიდა
დღეს 53 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც პირველი ადამიანი მთვარის ზედაპირზე დაეშვა. ფრენა ამერიკულმა პილოტირებული კოსმოსურმა ხომალდმა Apollo 11-მა შეასრულა. მთვარის მოდულის ბორტზე ასტრონავტები ნილ არმსტრონგი (მეთაური), მაიკლ კოლინზი და ედვინ ოლდრინი იმყოფებოდნენ. არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთვარის ზედაპირზე ფეხი დადგა. არმსტრონგი და ოლდრინის მთვარეზე დაეშვება 2 საათი 31 წუთი 40 წამი გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მაიკლ კოლინზი მათ მთვარის ორბიტაზე ელოდა.
კომუნიკაციების კომისიამ ილონ მასკის Starlink-ს ავტორიზაცია მიანიჭა
დღეს ილონ მასკის დაარსებულმა კომპანია “SpaceX”-ის Starlink-მა კომუნიკაციების კომისიაში სატელიტური ინტერნეტ სერვისების მიწოდების მიზნით ავტორიზაცია გაიარა. ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს. პლანეტის უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის Starlink-მა საქართველოში კომპანია დააფუძნა კომპანიამ ავტორიზაციის მოთხოვნით კომუნიკაციების კომისიას 2022 წლის 8 ივლისს მიმართა. Starlink Georgia საქართველოში პრაქტიკული საქმიანობის დასაწყებად ემზადება. ავტორიზაციის პირობების შესაბამისად, „SpaceX“ საქართველოში Starlink-ის თანამგზავრული სისტემებით მაღალსიჩქარიან ფართოზოლოვან ინტერნეტ მომსახურებას მიაწოდებს. შეგახსენებთ, „SpaceX“-ის წარმომადგენელი გასული თვის ბოლოს კომუნიკაციების კომისიას სტუმრობდა, სადაც კომუნიკაციების კომისიის თანამშრომლებთან ერთად SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. შეხვედრაზე კომუნიკაციების კომისიისა და Starlink-ის წარმომადგენლები ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება.
ბრიტანეთი საქართველოს, რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონს გამოუყოფს
დიდი ბრიტანეთი საქართველოს რუსეთის კიბერშეტევებისგან თავის დასაცავად £5 მილიონის დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „დღეს გამოცხადებული £5 მილიონზე მეტი დამატებითი დაფინანსება საქართველოსთვის დიდი ბრიტანეთის მხრიდან კიბერმხარდაჭერის მომდევნო ფაზას აღნიშნავს. ეს საქართველოს ეროვნულ უშიშროების საბჭოს კიბერუსაფრთხოების ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს, გამოავლინოს და მოიგერიოს თავდასხმები იმ პირებისგან, რომლებიც ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ როგორც საქართველოს, ასევე, ევროპულ უსაფრთხოებას. დიდი ბრიტანეთი ასევე უშუალოდ იმუშავებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მათი კიბერთავდაცვისა და შესაძლებლობების გასაძლიერებლად", - წერია განცხადებაში.
რუსეთში IT სპეციალისტების დეფიციტია
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის იგორ ზუბოვის განცხადებით, რუსეთში IT სპეციალისტების დანაკლისი 170 ათას სპეციალისტს შეადგენს. მთლიანად დარგში კი ერთი მილიონი ადამიანია დასაქმებული. რუსეთს IT სპეციალისტები მასობრივად ტოვებენ მისი თქმით, IT სპეციალისტებმა ქვეყანა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო დატოვეს. IT სპეციალისტების მასობრივი მიგრაციის ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ დარგის შესანარჩუნებლად ზომები მიიღო. კერძოდ, ამ სფეროში დასაქმებულებს არ გაიწვევენ ჯარში და შეღავათიანი იპოთეკური სესხებით სარგებლობას შეძლებენ.
SpaceX-ი საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს
SpaceX საქართველოში STarlink-ის თანამგზავრული სისტემებით ინტერნეტის მიწოდებას გეგმავს. კომუნიკაციის კომისიის ცნობით, ამ საკითხზე ორგანიზაციის წევრმა ეკატერინე იმედაძემ და კომისიის თანამშრომლებმა SpaceX-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართეს, სადაც SpaceX-ის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტ სერვისის საქართველოში გაშვების საკითხი განიხილეს. გაცნობით შეხვედრაზე კომისიის და მედიალაბის თანამშრომლებმა Starlink-ის წარმომადგენელთან საქართველოში, სატელეკომუნიკაციო სექტორში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო ხედვაზე, ასევე ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. თავის მხრივ, SpaceX-ის წარმომადგენელმა კომისიის თანამშრომლებს საქართველოში SpaceX-ის სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე მედიალაბის მიერ გადამზადებული სტარტაპერების მიერ შექმნილი პროექტები წარადგინეს. ცნობისთვის, Starlink უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელ მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი ძვირადღირებული, დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია. SpaceX-ს დღეისათვის 2700-ზე მეტი Starlink-ის დაბალ ორბიტალური (LEO) თანამგზავრი ჰყავს გაშვებული. საქართველოს კონტექსტში Starlink განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო მაღალმთიან რეგიონებში ასევე ფართოზოლოვანი ინტერნეტ დაფარვის არმქონე დასახლებებშია. Starlink-ის დანერგვის შემდეგ ყველა ასეთ გეოგრაფიულ არეალში მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომი იქნება, მიაჩნიათ კომუნიკაციების კომისიაში. „ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა SpaceX-ის წარმომადგენელთან, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართულ ტელეკომ გარემოს ადგილზე გაეცნოს. ჩვენ მას მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია საქართველოში „ტელეკომის“ მიმდინარე ტენდენციებსა და სამომავლო ხედვებთან დაკავშირებით. SpaceX ამ ეტაპზე მუშაობს საქართველოს ბაზარზე მისთვის საინტერესო ნიშების შესწავლაზე და ემზადება საქართველოში Starlink ის ოპერაციების კომერციული გაშვებისთვის. აღნიშნული ფაქტი ვფიქრობ, ქვეყნისთვის და ტელეკომ სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან Starlink-ის დანერგვის შემდეგ საქართველოშიც გახდება ხელმისაწვდომი თანამგზავრული ინტერნეტი და ეს ფანჯარას გაუხსნის მომავლის ინოვაციური ციფრული სერვისების ბაზარს განვითარებისთვის“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კომუნიკაციების კომისიის წევრმა ეკატერინე იმედაძემ. Starlink არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემა.
Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს
Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას შემოდგომაზე, 14 წლიანი მუშაობის შემდეგ გეგმავს. „როდესაც 2008 წელს ამ საქმეს შევუდექი, იმედი მქონდა, რომ 5 წელი გავძლებდი. თოთხმეტი წლის შემდეგ, ვფიქრობ, დროა გადავფურცლო გვერდი და დავიწყო ახალი თავი ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული არ ვარ, რა მელის მომავალში, მაგრამ, როგორ გამოცდილებამ მასწავლა, ვერავინ გააკეთებს პროგნოზს რა იქნება მომავალში. მაგრამ ვიცი, რომ მომავალში მექნება სამუშაო ჩემს საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს შერილ სენდბერგი. ის მადლობას უხდის კოლეგებს, რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი ერთგულებით. ასევე მადლიერია მარკ ცუკერბერგის, რომელმა მას ეს შანსი მისცა. სენდბერგმა ასევე განაცხადა, რომ ის კომპანიის დირექტორთა საბჭოში დარჩება. Facebook 2004 წელს დააარსა მარკ ცუკერბერგმა, თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად.
კომპანია Step’n ჩინეთში, კრიპტობოტასის მომხმარებლებს GPS-ის მიწოდებას შეუზღუდავს
კომპანია Step’n-ის ცნობით, 15 ივლისიდან იძულებული იქნება, ჩინეთში Step’n ბოტასის მომხმარებლებს GPS-ის მიწოდება შეუზღუდოს. კომპანიამ გადაწყვიტა, მარეგულირებელ პოლიტიკაზე აქტიური რეაგირების მიზნით, Step’n პროგრამული უზრუნველყოფის მომხმარებლების [Software Users] ინვენტარიზაცია ჩაატაროს. „თუ ჩინეთში მომხმარებლებს აღმოვაჩენთ, Step’n, გამოყენების პირობების შესაბამისად, შეწყვეტს GPS-ის მიწოდებას მათი ანგარიშებისთვის 2022 წლის 15 ივლისის 00:00 საათზე”, — წერია Step’n-ის განცხადებაში. კომპანიის ამ განცხადებამ გავლენა მოახდინა ტოკენზე. გამოცემა CryptoSlate-ის ინფორმაციით თამაშში არსებული ტოკენის, GST-ის ფასი 40%-ით დაეცა. ამჟამად მისი ფასი 1.66 აშშ დოლარია. ამასთან, დაეცა GMT ტოკენის ფასიც.CryptoSlate-ის ცნობით, ერთ დღეში GMT-მ 37%-ით დაიკლო. Step’n პირველი Move to Earn (იმოძრავე, რომ გამოიმუშაო) აპლიკაციაა, სადაც მოთამაშეები სრულად ფლობენ თამაშში არსებულ აქტივებს, რომელთა გაცვლაც შესაძლებელია კრიპტო ან სხვა ვალუტაში. Step’n-ის შემთხვევაში ფულის გამომუშავება დამოკიდებულია გადაადგილებაზე.
პირველი სომხური თანამგზავრი ორბიტაზე გაუშვეს
სომხეთის პირველი თანამგზავრი ორბიტაზე ამერიკული კომპანია SpaceX-ის რაკეტით გაუშვეს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა. ფაშინიანის თქმით, ეს სომხურ კომპანია Geokosmos-სა და ესპანურ კომპანია SATLANTIS-ის თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი. თანამგზავრს კლიმატის ცვლილების მონიტორინგისთვის, საზღვრის კონტროლისა და საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მართვისთვის გამოიყენებენ. სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ 2023 წლის ბოლომდე სომხეთში სატელიტური მართვის ცენტრი და მიმღები სადგური შეიქმნება.
ილონ მასკის განცხადებით, Starlink-ის ქსელზე რუსეთიდან ჰაკერული თავდასხმა მოხდა
Starlink-ის სატელიტურ ქსელზე რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ფონზე რუსმა ჰაკერებმა კიბერშეტევები განახორციელეს. ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა. თებერვლის ბოლოს SpaceX-ის მილიარდერმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ მისი კომპანიის სატელიტური მომსახურება უკრაინაში ჩაირთო და SpaceX-ი კიდევ მეტ ტერმინალს გზავნის ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის მუშაობაში წყვეტა რუსეთის სამხედრო შეჭრამ გამოიწვია. უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრამ პრობლემები ინტერნეტის მუშაობა შეაფერხა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.
Apple-ი iPod-ის წარმოებას აჩერებს
„20 წელზე მეტი ხნის წინ შექმნილმა iPod-მა მოხიბლა მომხმარებლები მთელს მსოფლიოში, მათი სასურველი მუსიკის თან ტარების შესაძლებლობით. დღეს ეს შესაძლებლობა ინტეგრირებულია Apple-ის პროდუქციის მთელ ხაზში, iPhone-დან და Apple Watch-დან iPad-მდე და Mac-მდე. Apple Music აპლიკაციით მომხმარებლებს აქვთ წვდომა 90 მილიონზე მეტ სიმღერასა და 30 000 დასაკრავ სიაზე“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. როგორც აღინიშნა, iPod Touch პლეიერის უახლესი მოდელი ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებსაიტის მეშვეობით და ოფიციალურ მაღაზიებში მის ხელმისაწვდომობამდე. Apple Music Player პირველად 2001 წლის ოქტომბერში დაინერგა. iPod გამოვიდა რამდენიმე ვერსიით: Classic, Nano, Shuffle და Touch. Apple Music-ის სტრიმინგის სერვისისა და ახალი iPhone მოდელების მოსვლასთან ერთად, iPod-ების პოპულარობა კლება დაიწყო. iPod-ების ხაზის უახლესი მოდელი - iPod Touch 7 - გამოვიდა 2019 წლის მაისში.
$43 მილიარდად გაყიდვის შესახებ ილონ მასკის შეთავაზებას, Twitter-ი განიხილავს - WSJ
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას განიხილავს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებს. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა.
Twitter-ი სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა
Twitter-ის მმართველი საბჭო სოციალური ქსელის შეძენასთან დაკავშირებით, ილონ მასკის შეთავაზებას დაეთანხმა. პოტენციური გარიგება $Twitter-ის 44 მილიარდად გაყიდვას გულისხმობს. შესაძლო გაყიდვაზე მოლაპარაკებები 24 აპრილს დაიწყო, როდესაც მილიარდერმა პირველად გამოაცხადა, რომ მზად იყო $43 მილიარდი დოლარი გადაეხადა Twitter-ისთვის, Twitter-მა მაშინ უარყო შეთავაზება. WSJ-ის წყაროების მიხედვით, მოლაპარაკებებში დაბრკოლება გახდა მასკის განცხადება, რომ წინადადება საუკეთესო და საბოლოოა. თუმცა, Twitter-ის საბჭომ გადაწყვეტილებას გადახედა და დაუკავშირდა Tesla-ს დამფუძნებელს, რათა მოეპოვებინა მეტი ინფორმაცია მისი შესაძლებლობების შესახებ, რომ დაასრულოს გარიგება, ასევე, მიიღოს უკეთესი პირობები. კომპანია კომენტარს არ აკეთებდა. Twitter-ის აქციების ფასი 4,5%-ით გაიზარდა და $51,15 შეადგინა. „მე მინდა, Twitter-ი გავხადო უკეთესი, პროდუქტის ახალი ფუნქციების გაუმჯობესებით, ალგორითმების ღია კოდის გაცემით, ნდობის გაზრდის მიზნით, სპამის ბოტების დამარცხებით. „ტვიტერს უზარმაზარი პოტენციალი აქვს“, - ამბობს ილონ მასკი. მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანია. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, მისი ქონება 273,6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ძირითადად ელექტრომობილების მწარმოებელ Tesla-ში წილის გამო, რომელსაც ის მართავს. ის ასევე ხელმძღვანელობს კოსმოსური რაკეტების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიას.
Starlink-ი უკრაინაში ოფისის გახსნას გეგმავს
ინტერნეტთან წვდომის გლობალური სატელიტური სისტემა Starlink-ი უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა განაცხადა. მინისტრმა უკვე დაავალა შესაბამის ორგანოებს, რაც შეიძლება მალე დაასრულონ სერტიფიცირების, გაზომვების და სიხშირეების მიწოდების აუცილებელი პროცედურები. „ახლა უკრაინის წარმოდგენა თითქმის შეუძლებელია Starlink-ის თანამედროვე ტექნოლოგიის გარეშე. ეს ტექნოლოგია კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება უკრაინელებისთვის. ყოველივე ამის შემდეგ, დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი დადებითი სიახლე: Starlink-მა დაიწყო მუშაობა უკრაინაში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნაზე", - იტყობინება მინისტრი. ფედოროვის თქმით, დღეს Starlink-ი ეხმარება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაკავშირებასა და სპეციალური ოპერაციების განხორციელებაში. ასევე, სადგურები მხარს უჭერს კრიტიკული ენერგეტიკისა და სატელეკომუნიკაციო ობიექტების, ჯანდაცვის დაწესებულებების ფუნქციონირებას და თესვის სეზონსაც კი. ილონ მასკმა უკრაინას „სტარლინკის“ ინტერნეტით სარგებლობის საშუალება ომის დაწყებიდან მეოთხე დღეს მისცა. ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შემუშავებული სატელიტური ინტერნეტ პროვაიდერი, Starlink დედამიწის დაბალი ორბიტის თანამგზავრებს იყენებს, რათა მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში უზრუნველყოს. ამ ტექნოლოგიას შეუძლია, ინტერნეტით უზრუნველყოს მისადგომად რთულ ადგილებში მცხოვრები მოსახლეობა, რომლებთანაც ვერ აღწევს ბოჭკოვანი ოპტიკური კაბელები და ფიჭური კავშირი. ეს ტექნოლოგია ასევე მნიშვნელოვანია ისეთ ვითარებებში, როცა ქარიშხალი, ან სხვა ბუნებრივი კატასტროფა კომუნიკაციაში წყვეტას იწვევს.