თეგი: ალან გაგლოევი
ირაკლი კობახიძე: ჩვენი პოლიტიკა მკაფიოა - არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. „რაც შეეხება ამგვარ ინიციატივებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო პოლიტიკა და არ ვაღიარებთ არც დე ფაქტო ხელისუფლებას, არც დე ფაქტო არჩევნებს, არც დე ფაქტო რეფერენდუმს. ამასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ძალიან ნათელი, ძალიან მკაფიო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია გავყვებით ზუსტად იმავე ხაზს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში ყოფილი ხელისუფლების პოლიტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფერენდუმი და მავთულხლართები არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დატოვა. „შეგახსენებთ, მაგალითად 2004-2005 წლებში რა ვითარება იყო ცხინვალის რეგიონში. დასახლებული ტერიტორიის 2/3 აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება. ამის შემდეგ დაიწყო წინა ხელისუფლების მოქმედებები, როდესაც მათ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრები საკუთარი კანონით, რომელიც გაუქმდა გამსახურდიას ხელისუფლების პირობებში. ეს გააკეთეს იქედან 15 წლის თავზე. ამის შემდეგ ჩაატარეს ახალი დე ფაქტო, სეპარატისტული არჩევნები, საქართველოს ხელისუფლებამ ჩაატარა სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში და შექმნა ალტერნატიული სეპარატისტული ხელისუფლება, რაც დაგვირგვინდა ბოლოს 20 პროცენტის ჩაბარებით, ეს არის მათი საქმიანობის შედეგები. და ჩვენი საქმიანობის შედეგებს შეგიძლიათ გადახედოთ, რაც არის. რაც შეეხება რეფერენდუმს, რაც შეეხება მავთულხლართებს და ა.შ., შეგახსენებთ, რომ ეს არის ზუსტად იმ პოლიტიკის მემკვიდრეობა, რომელიც მათ დატოვეს და ეს არის რა თქმა უნდა, ცხრაწლიანი მმართველობის პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მოქმედმა პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რამდენიმე დღის წინ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალან გაგლოევი გამოაცხადეს, რომლის ე.წ. ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ იგეგმება. მანამდე, გაგლოევმა თქვა, „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩასატარებლად“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
გაგლოევის განცხადებით, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე ე.წ. რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა
„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეული მარიონეტი პრეზიდენტი ალან გაგლოევი აცხადებს, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ, ის რეფერენდუმის ჩატარებას ეთანხმება, თუმცა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რეფერენდუმის თარიღი არ შეუთანხმა. ალან გაგლოევმა ადგილობრივ გამოცემას განუცახდა, რომ რომ გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა, არ შეთანხმებულიყო რეფერენდუმის თარიღი მასთან, "რადგან ბიბილოვმა იცოდა, რომ მას უნდა გაეტარებინა რეფერენდუმისთვის რიგი ღონისძიებები, მით უმეტეს, საკადრო ცვლილებების პერიოდში. ფიქრობდა ანატოლი ბიბილოვი ასეთ ვითარებაში რეფერენდუმის მომზადების ხარისხსა და მის შედეგებზე?" – თქვა გაგლოევმა. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა ამასთან, „სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ადგილობრივ გამოცემასთან გამოთქვა ეჭვი, რომ ბიბილოვის განკარგულება კითხვებს აჩენს, „იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება კოორდინირებულად მიღებული რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებთან“. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე მან განაცხადა, რომ „როგორც კი დრო მოვა, სამხრეთ ოსეთი მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ასევე წაიკითხეთ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
საპატრიარქოს განცხადებით, რუსეთის პატრიარქის მხრიდან გაგლოევისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა ვითარებას ართულებს
საქართველოს საპატრიარქო რუსეთის პატრიარქის მხრიდან გაგლოევისთვის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების მილოცვას განცხადებით ეხმაურება. „მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით. მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან: ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობენ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად. სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების გამყარების ყოველი მცდელობა უმნიშვნელოვანესია, იდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებს არსებულ მდგომარეობაზე და ართულებს ვითარებას“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში. შეგახსენებთ, 2022 წლის მაისში, ე.წ. არჩევნებში გამარჯვებული პრეზიდენტის ალან გაგლოევის ინაუგურაცია 21 მაისის შემდეგ გაიმართება. მანამდე განაცხადა: „როგორც კი დრო მოვა, „სამხრეთ ოსეთი“ მზად იქნება რეფერენდუმის ჩასატარებლად რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. მთავრობა გადადგა
რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ახალმა, ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. მთავრობის გადადგომის განკარგულებას ხელი მოაწერა და მის წევრებს მოვალეობის დროებით შესრულება დაავალა. რადიო თავისუფლების ცნობით, ალან გაგლოევის მიერ ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებამდე, ე.წ. მთავრობას ისევ გენადი ბეკოევი უხელმძღვანელებს. გაგლოევი "პრეზიდენტის" უფლებამოსილების შესრულებას 24 მაისიდან, ცხინვალში გამართული "ინაუგურაციის" შემდეგ შეუდგა. ბიბილოვმა ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა საქართველო რუსეთს მოუწოდებს, პატივი სცეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები Europetime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ ევროკავშირი „განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“. „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში. რაც შეეხება ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს, რომელიც 10 აპრილსა და 8 მაისს, საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში, „სამხრეთ ოსეთში“ გაიმართა, შეგახსენებთ, რომ ევროკავშირი არ ცნობს იმ კონსტიტუციურ და სამართლებრივ ჩარჩოს, რომელშიც ისინი ჩატარდა. ევროკავშირი განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკას, მათ შორის ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, - განუცხადა Europetime-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის მთავარმა პრესსპიკერმა პიტერ სტანომ.
ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ
„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე მედიასთან განმარტება გააკეთა. კერძოდ, აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული რეგიონის შეერთებისთვის მზად არის, მაშინ ე.წ. რეფერენდუმისთვის ფულს ისესხებენ. ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა "ჩვენ მის [რეფერენდუმის] ჩასატარებლად შეგვიძლია შესაძლებლობები გამოვნახოთ, ავიღოთ სესხი ბანკში, თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში მიგვიღოს", – თქვა გაგლოევმა. მისი თქმით, ე.წ. რეფერენდუმის ჩასატარებლად 32.5 მილიონი რუბლია საჭირო, რაც დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარია. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
გაგლოევმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებაზე ბიბილოვის განკარგულება შეაჩერა
„სამხრეთ ოსეთის“ ახლად არჩეულმა მარიონეტმა პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა შეაჩერა ექსპრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის განკარგულება სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების შესახებ. ალან გაგლოევი ე.წ. რეფერენდუმზე: თუ რუსეთი მზადაა საკუთარ შემადგენლობაში ჩვენს მისაღებად, რეფერენდუმისთვის ფულს ვისესხებთ ე.წ. არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი დანიშნა შესაბამისი დადგენილება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ ბაბილოვის განკარგულება მოსკოვთან კონსულტაციების დასრულებამდეა შეჩერებული. პესკოვი ბიბილოვის განცხადებაზე: კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს „რუსულ მხარესთან კონსულტაციები მიმდინარეობს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის შემდგომ ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხების მთელ სპექტრზე“, - ნათქვამია სამხრეთ ოსეთის ახალი დე ფაქტო ლიდერის განკარგულებაში. „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი 17 ივლისს დანიშნა და შესაბამის განკარგულებას მოაწერა ხელი. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს არ ცნობს
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი, რუსეთის მიერ ანექსირებულ მელიტოპოლში ჩავიდა
რუსული მედიის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსირებულ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ მელიტოპოლში ჩავიდა. დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მან პირადად მოინახულა თანამემამულე მებრძოლები, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობენ. ალან გაგლოევმა მებრძოლებს ტექნიკური აღჭურვილობა და ეკიპირება გადასცა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის გადაცემულ აღჭურვილობას შორის არის კვარდოკოპტერები, გენერატორები, ზამთრის ეკიპირება, პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებები და საკვები. გაგლოევის პრესმდივანის ნატალია ბოსიკოვას თქმით, „სახელმწიფოს მეთაურს სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ ოსეთიდან წასულ მებრძოლებთან კავშირი აქვს, კარგად იცნობს სიტუაციას და ინფორმირებულია პირველი რიგის საჭიროებების შესახებ“.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პარტიის ოფისთან სროლა იყო
უცნობმა ცეცხლი გახსნა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის პარტია „ნიხასის“ ოფისთან. ამავე შენობაში მანამდე მისი წინაასაარჩევნო შტაბი იყო გახსნილი. არავინ დაშავებულა. დე ფაქტო შს მინისტრის ვალერი გაზაევის ინფორმაციით პირის ვინაობა დადგენილია. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შეტყობინება შემოვიდა ოსეთისა და გაგლოევის ქუჩის კვეთაზე მომხდარი სროლის შესახებ, უცნობმა ჰაერში გაისროლა და ადგილიდან მიიმალა, სროლის შედეგად დაშავებულები არ არიან. პირის ვინაობა მალევე დადგინა“, - განუცხადა გაზაევმა სააგენტო „რესს“. მისივე თქმით, „ბოროტმოქმედის დასაკავებლად სამართლადამცველები ზომებს მიმამართვენ“.
გაგლოევის თქმით, რუსეთთან „სამხრეთ ოსეთის“ მიერთების შესაძლებლობა არ არის
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა რუსეთთან მიერთების საკითხზე. მისი თქმით, ეს თემა რუსეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დროს, კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა, მან დაამატა, რომ „არ არის საჭირო ხალხის მოტყუება“, რადგან ამჟამად საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ არის. როგორც გაგლოევმა აღნიშნა, რუსეთის პრეზიდენტს შეხვედრაზე განუცხადა, რომ „ოსები მოღალატეები არ არიან.“ მან კი დე ფაქტო პრეზიდენტის გადმოცემით, უპასუხა: „ვიცი“. გაგლოევმა განაგრძო: „ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩიც ჩვეულებრივი ადამიანია - რამდენადაც რთული, იმდენად უბრალო.“ გარდა ამისა, როგორც გაგლოევმა განაცხადა, „სამხრეთ ოსეთში“ შეიქმნება დრონების ადგილობრივი წარმოება. „ჩვენ დავამყარეთ ურთიერთობა რუს კოლეგებთან და სპეციალისტების პირველი ჯგუფი რუსეთის ტერიტორიაზე ამთავრებს დრონების მართვისა და აწყობის კურსებს. „სამხრეთ ოსეთში“ დაბრუნების შემდეგ, ისინი შეძლებენ უპილოტო საფრენ აპარატებთან მუშაობის სწავლებას“, - თქვა მან. გაგლოევი ამბობს, რომ მოსკოვი და დე ფაქტო ცხინვალი ყველა აუცილებელ ზომას იღებენ, „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე დრონების მოძრაობის გასაკონტროლებლად.
"მინდა, ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო, არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები" - გაგლოევი
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ცხინვალში 28 დეკემბერს გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ადგილობრივი ბლოგერის შეკითხვაზე, რომელიც დე ფაქტო რესპუბლიკის უსაფრთხოებას შეეხებოდა განაცხადა, რომ ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში არსებულ ვითარებას და „ხედავენ როგორც აძლირებენ ისენი თავის არმიას დასავლეთის დახმარებით“. „მინდა ქართველ პოლიტიკოსებს ვურჩიო არ დაივიწყონ 2008 წლის გაკვეთილები და ნუ დააბიჯებენ ერთსა და იმავე ფოცხს,“- განაცხდა ალან გაგლოევმა. მისივე თქმით, 2015 წელს ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ აგრესია რუსეთზე თავდასხმად განიხილება. როგორც რადიო თავისუფლების პროგრამა ეხო კავაკაზა წერს, გარდა ამისა, გაგლოევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსი პარტნიორების დახმარებით, „სამხრეთი ოსეთი“ სამხედრო და სამოქალაქო მიზნებისთვის განკუთვნილი დრონების საწარმოს შექმნას აპირებს. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის გამოცდილებიდან გამომდინარე, სადაც წარმატებით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის უპილოტო საფრენი აპარატები, ჩვენ გვესმის, რომ აუცილებელია ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერება დრონებით და ამას აუცილებლად გავაკეთებთ,“ განაცხადა გაგლოევმა.
ბჟანიამ და გაგლოევმა მადუროს „ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ლიდერებმა ნიკოლას მადუროს „საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“ მიულოცეს. ბჟანიას განცხადებით, „მადუროს წარმატება არჩევნებში, ხალხის მაღალი ნდობისა და მხარდაჭერის დადასტურებაა.“ შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ვენესუელამ აღიარა ამ თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ე.წ. დამოუკიდებლობა. თავის მხრივ, გაგლოევმა აღნიშნა, რომ „საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა დაადასტურა მადუროს მაღალი ავტორიტეტი და მისი წამყვანი როლი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში, რომელიც ასახავს ხალხის ნებას.“ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მადუროს გამარჯვება ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამოაცხადა. ეს მადუროს მესამე ექვსწლიანი საპრეზიდენტო ვადა იქნება. ზოგადად კი, „ბოლივარი სოციალისტები“ ვენესუელას 25 წელია, უწყვეტად მართავენ. ოფიციალურად, ბიულეტენების 80 პროცენტის დათვლის შემდეგ, მოქმედ პრეზიდენტს ხმების 51 პროცენტზე მცირედით მეტი აქვს, ხოლო მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს - ედმუნდო გონსალესს - 44 პროცენტი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შედეგები, ისევე როგორც 2018 წლის ბოლო არჩევნებში, გაყალბებულია. ამერიკული Edison Research-ის მიერ ჩატარებულმა წინასაარჩევნო გამოკითხვებმა და ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ოპოზიციის კანდიდატმა გონსალესმა 30%-ზე მეტი სხვაობით გაიმარჯვა. ოპოზიციამ განაცხადა, რომ მათი მხარდამჭერების დიდი ნაწილი საარჩევნო უბნებიდან გამოაძევეს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ოპოზიციის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკავეს. არჩევნებზე დაკვირვების საშუალება შესაბამისი პროფილის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციებს არ მიეცათ. არგენტინამ, პერუმ, ჩილემ, ურუგვაიმ და პანამამ უკვე განაცხადეს, რომ არ აღიარებენ მადუროს გამარჯვებას ვენესუელის საპრეზიდენტო არჩევნებში. შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოხატა "სერიოზული შეშფოთება" გამოცხადებული კენჭისყრის შედეგების გამო და ეჭვი, რომ ისინი არ ასახავს ვენესუელელი ხალხის ნებას. ბრაზილია გაეროს სთხოვს, გამოიძიოს შესაძლო გაყალბება. მადურო, რომელმაც საბოლოოდ მიიყვანა თავისი ქვეყანა სრულ პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსამდე, რუსეთის დიდი მეგობარია, რომელიც მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ის ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება. ბოლო 14 წლის განმავლობაში, 7 მილიონზე მეტმა ადამიანმა - ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედმა უკვე დატოვა ქვეყანა. ამ ათწლეულის დასაწყისისთვის, სიღარიბის დონე იმდენად გაიზარდა, რომ ვენესუელა გახდა ყველაზე ღარიბი ქვეყანა ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში.