თეგი: ევრო

ევროპარლამენტმა ხორვატიის ევროზონაში შესვლას მხარი დაუჭირა

ხორვატია, რიგით მე-20 სახელმწიფოა, რომელიც 2023 წლის 1-ელ იანვარს ევროზონას შეუერთდება და ეროვნულ ვალუტად ევროს გამოიყენებს. ამ გადაწყვეტილებას ევროპარლამენტმა 539 ხმით დაუჭირა მხარი. ხორვატია ევროკავშირში 2013 წელს გაწევრიანდა, თუმცა მას ევროზონაში გაწევრიანებისთვის ფასების სტაბილურობის, საჯარო ფინანსების, გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთებისა და გაცვლითი კურსის სტაბილურობის კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა. ევროპარლამენტმა, ხორვატიის ევროზონასთან მიერთების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებიდან 9 წლის შემდეგ დაუჭირა მხარი. ამასთან, პარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ ხორვატიის მთავრობისგან ფასების კონვერგენციის ზომებს ელიან, რათა ევროს შემოღებამ ფასების ხელოვნური ზრდა არ გამოიწვიოს. შეგახსენებთ, რომ ივნისის შუა რიცხვებში, ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია ხორვატიას ევროზონის მე-20 წევრად. ამის შემდეგ, ივნისის სამიტზე, ხორვატიაში ევროს შემოღებას „მწვანე შუქი“ ევროკავშირის ლიდერებმა აუნთეს.  

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად, ევროსა და დოლარის კურსი გათანაბრდა

დღეს, ბოლო 20 წელიწადში პირველად, დოლარისა და ევროს კურსი გათანაბრდა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ევრო, აშშ დოლართან მიმართებით, 1,29%-ით დაეცა და ერთი ევროს ღირებულებამ 1,0056 დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2002 წლის დეკემბრის შემდეგ. ევროსთან მიმართებით, გაძვირდა დოლარი - Bloomberg-ის ამჟამინდელი მონაცემით, ერთი დოლარის ღირებულება 0.9928 ევროა.  

რუსეთმა დოლარისა და ევროს გატანაზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, აშშ დოლარისა და ევროს განაღდებაზე არსებული შეზღუდვები 6 თვით, 2023 წლის 9 მარტამადე გაახანგრძლივა.  როგორც მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებულია შეინარჩუნოს შეზღუდვები, რადგან, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებიდან გამომდინარე, რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს დასავლეთის ქვეყნების ფულადი ვალუტის შეძენა ეკრძალებათ.  2023 წლის 9 მარტამდე მოქმედებს შეზღუდვები უცხოური ვალუტის შესყიდვაზე: ბანკებს შეუძლიათ მოქალაქეებს მიჰყიდონ მხოლოდ სალაროებში მიღებული ევრო და აშშ დოლარი. სხვა უცხოური ვალუტების გაყიდვაზე შეზღუდვები გაუქმებულია.  რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, 9 მარტიდან უცხოური ვალუტის გაყიდვაზე, ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღეს. 19 მაისს შეზღუდვები აშშ დოლარისა და ევროს გარდა სხვა ვალუტებზე მოიხსნა. მოსალოდნელი იყო, რომ შეზღუდვები დოლარსა და ევროზეც გაუქმდებოდა.   

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით კიდევ გამყარდა

3 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.79 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7332 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.95 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7835 ლარი გახდა.1.45-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3299 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.05 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.22 თეთრი გახდა.   

ევრო ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

სავაჭრო პლათფორმების მონაცემებით, ევრო დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. 1 აშშ დოლარის ღირებულება 0,993 ევროა. Bloomberg-ის ცნობით, ახლა ევრო ვაჭრობისას იმავე დონეზეა, როგორც 2002 წელს, მისი არსებობის პირველ წლებში. „ევროპული ვალუტა სუსტდება იმ ეკონომიკური სირთულეების ფონზე, რომელსაც რეგიონი, ენერგეტიკული კრიზისისა და გვალვის კუთხით აწყდება“, - წერს გამოცემა. ივლისის შუა რიცხვებში ევრო დოლართან მიმართებით დაეცა, რაც სხვა საკითხებთან ერთად, ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ, მაღალი ინფლაციის პირობებში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შეფერხებით იყო გამოწვეული.   

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან - გამყარდა

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.04 თეთრით გაუფასურდა და $1 ოფიციალური ღირებულება 2.8000 ლარი გახდა. ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.17 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7793 ლარია. 0.08-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.2931 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1541 ლარი შეადგინა.  

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა

24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 1.92 თეთრით გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8192 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 1.79 თეთრით გაუფასურებაა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.7972 ლარი გახდა.2.68-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.3199 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1553 ლარი შეადგინა.  

ლარი დოლართან 4,38-ით, ევროსთან კი 5,5 თეთრით გაუფასურდა

30 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 4.38 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9045 ლარი გახდა.სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 5.42 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9126 ლარი გახდა.5.53-თეთრიანი გაუფასურებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რის შედეგად ვალუტის გაცვლითმა კურსმა 3.4029 ლარი შეადგინა.დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, თურქული ლირის კურსმა 0.1598 ლარი შეადგინა.

მედია: ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით ბოლო 20 წლის მინიმუმზეა

Financial Times-ის ცნობით, ევროს კურსი აშშ დოლართან მიმართებით, ბოლო 20 წლის მინიმუმზეა. 5 სექტემბრის დილას ევროს კურსი 0.71 პროცენტით დაეცა და ერთი ევრო 0.9883 დოლარი ღირდა. „ეს არის ევროს ყველაზე დაბალი კურსი 2002 წლის დეკემბრის შემდეგ“, - წერს გამოცემა.  ანალიტიკოსების შეფასებით, ევროს აშშ დოლართან მიმართებით ვარდნა, ევროპული ეკონომიკის გაურკვევლობით დაზარალდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა Nord Stream-ი სრულად გააჩერა.  კრემლი ნებისმიერი საბაბით გაზის სრულ შეწყვეტას ეცდება. ევროპა უარესი სცენარისთვის ემზადება - BBC  რუსეთის სახელმწიფო კომპანია „გაზპრომმა“ 2 სექტემბერს, ტექნიკური მიზეზების გამო, ევროპას ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. რუსული მხარე აცხადებს, რომ ზეთის გაჟონვამ, ხელი შეუშალა გაზის ტურბინის ძრავის ამოქმედებას. ტურბინების მწარმოებელი Siemens ამტკიცებს, რომ გაჟონვის გამოსასწორებლად ძრავის გაჩერება საჭირო არ არის. ევროკავშირის ქვეყნები, რომლებიც ელოდნენ მიწოდების პრობლემებს, ბოლო თვეებში გაზსაცავები შეავსეს.  ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები მომავალ პარასკევს შეხვედრას გეგმავენ. ევროკავშირი ეძებს გზებს, რათა დაამშვიდოს არასტაბილური ბაზარი და დაიცვას ხალხი მაღალი ფასებისგან.   

ბელორუსმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა

ბელორუსის ეროვნულმა ბანკმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა. ამის შესახებ მარეგულირებლის პრესსამსახურმა დღეს განაცხადა. აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ბელორუსის სავაჭრო პარტნიორები გადახდებს ძირითადად ეროვნულ ვალუტაში ახორციელებენ. ხოლო ევრაზიული „ხუთეულის“ ქვეყნებთან, პირველ რიგში, რუსეთთან, ასევე ჩინეთთან ვაჭრობის ზრდის გამო, წინა პლანზე გამოდის რუსული რუბლი და ჩინური იუანი. „ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, შემცირდა ანგარიშსწორებები ევროში“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. ამ პირობებში, ბელორუსის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ბირჟაზე გაიზარდა რუსული რუბლით ტრანზაქციების რაოდენობა. ამასთან, შემცირდა ევროპულ ვალუტასთან ტრანზაქციების წილი. შესაბამისად, ბელორუსის ეროვნული ბანკი 12 დეკემბრიდან ევროს სავალუტო კალათიდან გამორიცხავს. კალათის სტრუქტურა, თავის მხრივ, ასე გამოიყურება: რუსული რუბლი - 60%, აშშ დოლარი - 30%, იუანისთვის - 10%.  

ლუკაშენკოს ევროს შემდეგ დოლარის „ეპოქის დასრულება“ სურს

ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ „დოლარის დომინირების“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ბიშკეკში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა.  ბელორუსმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა „ყოველაფრის ფასად აუცილებელია ჩვენი კავშირის სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუმჯობესება. ფინანსებზე მაქვს საუბარი. დოლარის დომინირების ეპოქა რომ მთავრდება, უკვე ყველასთვის გასაგებია. მომავალი ეკუთვნის სავაჭრო ბლოკებს, რომლებშიც ანგარიშსწორებები განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი დოლარს ძირითად ანგარიშსწორებაში უკვე ჩამოშორდნენ.  „მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტნიორები აქტიურად შეუერთდნენ ამ პროცესს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს სჯერა, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ ბელორუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების პაკეტის გავლენა ნელდება. „ახლა დროა გააცნობიერონ და შეაფასონ შედეგები. ყველა პლატფორმიდან უკვე ისმის სიტყვები ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისზე“, - აცხადებს ლუკაშენკო.    

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით 1.45 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 1.65 თეთრით. 26 დეკემბრის საღამოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7028 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.8712 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.75 ლარია, ხოლო ევროსი - 2.93 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.71 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.89 ლარად. რამდენიმე დღეა, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან უფასურდება.   

ჩეხეთის პრეზიდენტი: დროა, ევროზე გადავიდეთ

ჩეხეთის პრეზიდენტი პეტრ პაველი საახალწლო მიმართვაში აცხადებს, რომ ქვეყნის ევროზე გადასვლის მომხრეა. პაველმა აღნიშნა, რომ დროა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც საბოლოოდ გამოიწვევს ჩეხეთის ევროზონაში შესვლას. „ევროს უპირატესობებისა და უარყოფითი მხარეების შესახებ გაუთავებელი დისკუსიების მიუხედავად, ევროპის ცენტრში მდებარე ღია და საექსპორტო ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის საერთო ვალუტა ლოგიკური მომავალია,“ - განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა. ჩეხეთი, ევროკავშირის შვიდი ქვეყნიდან ერთ-ერთი, რომელიც არ იყენებს ევროკავშირის საერთო ვალუტას. 2022 წლის ნოემბერში პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ დაუდასტურა ჟურნალისტებს, რომ ქვეყანა ევროს მისი ამჟამინდელი მთავრობის პირობებში არ მიიღებდა. შეგახსენებთ, რომ ხორვატია ევროზონას ოფიციალურად 2023 წლის პირველ იანვარს შეუერთდა და მისი მეოცე წევრი გახდა.  

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7794 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7418 ლარი იყო. რაც შეეხება ევროს, მისი ახალი კურსი 2.9348 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8907 ლარს შეადგენდა.