თეგი: ელისაბედ მეორე
დიდი ბრიტანეთის დედოფალს კორონავირუსი დაუდასტურდა
დიდი ბრიტანეთის დედოფალს ელისაბედ II-ს კორონავირუსი დაუდასტურდა. ბუკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ მონარქს მსუბუქი გაციების სიმპტომები აქვს. „ის სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ არის და დაიცავს ყველა შესაბამის მითითებას", - ნათქვამია სასახლის განცხადებაში. დედოფალს ჰქონდა კონტაქტი უფროს შვილთან და მემკვიდრესთან, უელსის პრინცთან, რომელსაც ვირუსი გასულ კვირას დაუდასტურდა.
ილია მეორე ბრიტანეთის დედოფალს: ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე გაერთიანებული სამეფოს დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლის 70 წლისთავს ულოცავს. დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს „საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ტახტზე აღსაყდრების 70 წლისთავს. დღეს მსოფლიოში თქვენ ბრძანდებით ყველაზე გამორჩეული მონარქი და სამეფო ტახტის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი გამგებელი. თქვენი მოღვაწეობა მთელი ეპოქაა, რომელმაც წლების მანძილზე განამტკიცა თქვენი ქვეყანა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში და წარუშლელი როლი შეასრულა თქვენი სამეფოს ისტორიაში. ყოველთვის დიდი პატივისცემით ვიხსენებ თქვენთან შეხვედრას და ღრმა შინაარსიან საუბარს. შევთხოვ ღმერთს თქვენს დღეგრძელობას და თქვენი სამეფო ოჯახის შემდგომ წარმატებებს,“- ნათქვამია პატრიარქის განცხადებაში. დედოფალ ელისაბედ II-ის მმართველობის 70 წლისთავის აღსანიშნავად, დიდ ბრიტანეთში ოთხდღიანი სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ განავითარეს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის, კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა
საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ ისეთი სტრატეგიული პარტნიორობა განავითარეს, რომელიც მრავალსაუკუნოვანი მეგობრობისა და კავშირების შენების პროცესში იზრდებოდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის (70-ე) იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. დიდ ბრიტანეთი დედოფალ ელისაბედ II-ის „პლატინის იუბილეს“ აღნიშნავს მთავრობის მეთაურმა საიუბილეო თარიღი მიულოცა გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ბრიტანელ ხალხს, თანამეგობრობის წევრებს და მათ ჯანმრთელობა, მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა. „გაერთიანებული სამეფო ყოველთვის იყო ქვეყანა, რომელიც ჩვენს ხალხს აღაფრთოვანებდა თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით. თქვენი ქვეყანა წარმოადგენს სრულყოფილ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება ტრადიციები და კულტურა აძლიერებდეს თანამედროვე სახელმწიფოებრიობას, რომელიც ეფუძნება თავისუფლების, დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს თითოეული ინდივიდისთვის. ასეთ განსაკუთრებულ დღეს მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ჩვენი დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მეგობრობა გაგრძელდა მშვიდობისა და განსაცდელის პერიოდშიც და ასახვა ჰპოვა დღევანდელ პოლიტიკურ და ეკონომიკურ პარტნიორობაში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის. სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგთან“ ერთად ის ორი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმატია, რომელიც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ყველა სექტორში ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაფართოებისთვის. ფაქტი, რომ „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ბოლო წლების განმავლობაში გარდაიქმნა თანამშრომლობის მთავარ პლატფორმად, არა მხოლოდ სიმბოლოა იმისა, თუ როგორ იდგამდა ფესვებს ჩვენი პარტნიორობა ჩვენსავე კულტურაში, არამედ ჩვენს საერთო ღირებულებებსა და იდეალებზე დაშენებულ სამომავლო მიზნებსაც ეხმიანება. საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება არის ჩვენი ხალხის არჩევანი და ათწლეულების განმავლობაში ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად წარმოებული ბრძოლა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ პარტნიორობა კიდევ უფრო გაღრმავდება დემოკრატიზაციისა და რეფორმების კვალდაკვალ. „დღეს საერთაშორისო საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევა და რეგიონული პარტნიორების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში. ეს ერთობა გადამწყვეტ გზავნილს აწვდის ყველას – გზავნილს, რომ ჩვენ არ ვართ მარტო. ამ მნიშვნელოვან მომენტში, ვიდრე ჩვენი ევროპელი პარტნიორების პასუხებს ველოდებით, ჩვენი ერთიანობა აუცილებელია რეგიონში მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველას და მოგილოცოთ მისი უდიდებულესობის პლატინის იუბილე!“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. დედოფალ ელისაბედ II-ის პლატინის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საელჩოში გაიმართა, დაესწრნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ბრიტანეთის დედოფალი ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაში დაწინაურდა
ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაში მეორეა. ამის შესახებ ტელეარხი Sky News იუწყება. ბრიტანეთის დედოფალმა, ამ სიაში მმართველობის ხანგრძლივობით ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტს გაუსწრო, რომელიც სახელმწიფოს 70 წელი და 126 დღის განმავლობაში მართავდა. აბსოლუტური რეკორდისთვის ელისაბედ მეორეს მმართველობისთვის 2 წელზე ცოტა ნაკლები სჭირდება. ამ დროისთვის, ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაშია საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ XIV (1638-1715). ის საფრანგეთს 72 წელი და 110 დღე მართავდა. 2015 წელს ელისაბედ II-ემ, დედოფალი ვიქტორიას (1819-1901 წლები) რეკორდი დაძლია.
ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან
გაერთიანებული სამეფოს დედოფალის ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან. ამის შესახებ ინფორმაციას ბუკინგემის სასახლე ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ელისაბედ მეორე ბალმორალში სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება. „ამ დილის შემოწმების შემდეგ, დედოფლის ექიმები შეშფოთებულები არიან მისი უდიდებულესობის ჯანმრთელობის გამო და გასცეს მისი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ დატოვების რეკომენდაცია“, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა, დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი და აღნიშნა, რომ მთელი ქვეყანა ღრმად შეშფოთებულია აღნიშნული ამბის გამო.
ილია მეორე: თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს
თანამედროვე მსოფლიო ემშვიდობება ჩვენი დროის ყველაზე გამორჩეულ მონარქს, დიდებულ ელისაბედ II-ს, რომელმაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა გაერთიანებულ სამეფოს და თავისი ხალხისადმი თავდადებული მსახურებით არა მარტო მათი, არამედ საყოველთაო პატივისცემა დაიმსახურა, - ნათქვამია ილია მორის სამძიმრის წერილში, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა. „მე მქონდა ბედნიერება მასთან ბუკინგემის სასახლეში პირადი შეხვედრისა, რომელმაც ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. ვწუხვარ, ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მის უდიდებულესობას, მეფე ჩარლზ III-ს და მის ოჯახს, ვუსამძიმრებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფალთ და ბრიტანელ ხალხს, საერთოდ ყველას, ვისთვისაც მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედის, ხსოვნა ძვირფასია. პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი“, - ნათქვამია სამძომრის წერილში. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბუკინგემის სასახლე: ელისაბედ მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ექიმები შეშფოთებულნი არიან ელისაბედ II ბრიტანეთის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი დროით მმართველობის სტატუსის მქონე მონარქი იყო. გარდაცვალებამდე ელისაბედ მეორე ბალმორალში, სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა. ექიმები აცხადებდნენ, რომ დედოფლის მდგომარობა შემაშფოთებელი იყო. ამასთან, სიკვდილის წინ ელისაბედ მეორესთან იმყოფებოდნენ სამეფო ოჯახის წევრები, მათ შორის იყო ბრინცი ჩარლზი. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამოსაელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ,,დიდი მწუხარებით გამოვხატავ სამძიმარს მისი უდიდებულესობის, დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების გამო. ქართველი ხალხის სახელით, მინდა, ჩემი გულითადი თანაგრძნობა გამოვუცხადო სამეფო ოჯახსა და გაერთიანებული სამეფოს ხალხს. როდესაც ჩვენ თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ქალ ლიდერს ვემშვიდობებით, დარწმუნებული ვარ, რომ თავდადებითა და პროფესიონალიზმით, მისი უდიდებულესობა მომავალი თაობებისთვის კვლავ მისაბაძი მაგალითი იქნება“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
BBC: ბრიტანეთის დედოფლის დაკრძალვაზე რუსეთი, ბელორუსი და მიანმარი არ მიიწვიეს
ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის დაკრძალვაზე რუსეთის, ბელორუსისა და მიანმარის წარმომადგენლები არ იყვნენ მიწვეული. ამის შესახებ BBC ბრიტანეთის მთავრობის წყაროებიზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, დედოფლის დაკრძალვაზე ირანის რესპუბლიკა მხოლოდ ელჩების დონეზე იქნება წარმოდგენილი. მოსალოდნელია, რომ მონარქთან გამოსამშვიდობებლად, ბრიტანეთში მთელი მსოფლიოდან 500-მდე მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩავა. მოახლოებულ დაკრძალვას ათწლეულების განმავლობაში დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ ყველაზე დიდ დიპლომატიურ შეკრებას უწოდებენ. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკრძალვაზე მოწვეულ სტუმრებს ურჩევენ არ ისარგებლონ კერძო ტრანსპორტით - ისინი გადაადგილდებიან სპეციალური ავტობუსებით. გამონაკლისი იქნება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. სახელმწიფოს მეთაურებს დაკრძალვაზე კიდევ ერთი ადამიანის წაყვანის უფლება აქვთ.
დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში გადაასვენეს
დედოფალ ელისაბედ მეორის ცხედარი ბუკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერში გადაასვენეს. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დედოფლის ცხედარი ვესტმინსტერში მისი დაკრძალვის ცერემონიამდე დარჩება, მსურველები მისი ხსოვნისადმი პატივის მიგებას შეძლებენ. დედოფალს 19 სექტემბერს დაკრძალავენ.
ილია დარჩიაშვილმა დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში, ჩანაწერი გააკეთა
2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი გაერთიანებული სამეფოს საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა „ძალიან ვწუხვართ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო. ამ მწუხარების ჟამს, ჩვენ სრულად ვუერთდებით მსოფლიოს და პატივს მივაგებთ მისი უდიდებულესობის საოცარ დანატოვარს. მისი მეფობა, რომელიც წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოებრიობის, ეროვნული მთლიანობისა და ურყევი თავდადების სიმბოლოს, ჩვენთვის შთაგონების წყაროა და აუცილებლად დარჩება შემდეგი თაობების მეხსიერებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებთ სამეფო ოჯახს, ბრიტანელ ხალხსა და თანამეგობრობას,“ - აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.
საქართველოს პრეზიდენტი ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლონდონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერებთან ერთად, 18 სექტემბერს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ის სამოქალაქო პანაშვიდსა და მიღებას დაესწრება, რომელიც მეფე ჩარლზ III-ის სახელით გაიმართება. "19 სექტემბერს კი, დაკრძალვის სახელმწიფო ცერემონიასა და მიღებას დაესწრება, რომელიც დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მდივნის სახელით გაიმართება. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, აგრეთვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის სპიკერთან", - ნათქვამია ინფორმაციაში. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
დღეს ელისაბედ II-ს დაკრძალავენ
დღეს გაერთიანებული სამეფოს დედოფალს, ელისაბედ II-ს დაკრძალავენ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო ლიდერები დაესწრებიან. ლონდონში გუშინ, 18 სექტემბერს ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. დიდ ბრიტანეთში იმყოფება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. ლონდონშია საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე დაესწრება დაკრძალვის ცერემონიას. ცნობისთვის, პრინცესა ელისაბედი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე მამის, ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს ავიდა. 1940 წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად და განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა მეორე მსოფლიო ომი კარგად დასრულებულიყო. 1947 წელს ელისაბედი დაქორწინდა პრინც ფილიპზე და მისგან ოთხი შვილი: ჩარლზი, ენი, ენდრიუ და ედუარდი ჰყავს. 1952 წლის 6 თებერვალს, როცა ფილიპი და ელისაბედი ვიზიტით კენიაში იმყოფებოდნენ ჯორჯ მეექვსე გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.